ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
შემემუსრა სული, ჩამიქრა დღეები, საფლავი მზადაა ჩემთვის. |
1 |
მოვისპები მე სულითა მიმოტაცებულითა, ვევედრები დაფლვად და ვერ მივემთხუევი. |
2 | მხოლოდ მქირდავნი მარტყიან გარს და მათგან სიმწრით აღამებენ ჩემი თვალები. | 2 | ვიურვი და დავშრები და რაჲ ვყო, რამეთუ მიმპარეს მონაგები ჩემი უცხოთა. |
3 | მომხედე, გამიწიე თავდებობა შენს წინაშე! ხელს ხელზე სხვა ვინ დამკრავს? | 3 | ვინ არს ესე? ჴელი მომეცინ მე! |
4 | რადგან დახურე მათი გული გონიერებისთვის, ამიტომაც არ აღაზევებ მათ. | 4 | რამეთუ გული მათი დამალეს გონიერებისაგან, ამისთჳს არა აღამაღლნე იგინი? |
5 | ვინც მეგობრებს გასცემს ანგარებით, მათ შვილებს თვალის ჩინი აკლდება. | 5 | ნაწილი მიუთხრას უკეთურებისა. თუალნი მისნი ძეთა მისთა ზედა დადნეს. |
6 | ხალხის საარაკოდ გამხადა და პირში საფურთხებლად ვიქეცი. | 6 | დამდევ მე სასიტყუელად თესლებსა შორის და საცინელ მათდა ვიქმენ. |
7 | დარდისაგან თვალი დამევსო და დამიჭლევდა სხეულის ასოები. | 7 | დაბრმობილ არიან რისხვისაგან თუალნი ჩემნი, მოცვულ ვარ მე დიდძალად ყოველთა მიერ. |
8 | გაოგნდებიან ამის გამო წრფელნი და უბრალონი უღვთოებს აუმხედრდებიან. | 8 | უკჳრდინ ჭეშმარიტთა ამათ ზედა და მართალი უსჯულოსა ზედა აღდეგინ! |
9 | მართალი თავის გზას დაიჭერს და ხელწმიდა კაცი ძალას მოიცემს. | 9 | აქუნდინ მორწმუნესა გზაჲ თჳსი და წმიდამან ჴელითა მოიღენ ნუგეშინის-ცემაჲ. |
10 | თქვენ კი, მობრუნდით, მოდით ყველანი; ბრძენს მაინც ეერ ვპოვებ თქვენს შორის. | 10 | არა ეგრე, არამედ ყოველნი ჰჴდებოდეთ და მოვედით, რამეთუ არა ვპოებ თქუენ თანა ჭეშმარიტებასა. |
11 | ჩაიარეს ჩემმა დღეებმა, გამიქარწყლდა ზრახვები - ჩემი გულის მონაგარი. | 11 | დღენი ჩემნი წარჴდეს მყრალობასა შინა და განსთქდა აპკაჲ გულისა ჩემისაჲ. |
12 | ისინი ღამეს დღედ აქცევენ, მიადგა ნათელი წყვდიადის პირს. | 12 | ღამე იგი დღედ დავდევ; ნათელი ახლოს არს პირსა წინაშე ბნელისასა. |
13 | თუ მოველი რასმე - ქვესკნელს, ჩემს სახლს; წყვდიადში გავშალე ჩემი სარეცელი. | 13 | და-ღა-თუ-ვითმინო, ჯოჯოხეთივე არს სახლ ჩემდა და წყუდიადსა შინა დარეცილ არს სარეცელი ჩემი. |
14 | საფლავს ჩავძახე: მამა ხარ ჩემი! ჭიაღუებს - ჩემი დედა და ჩემი და ხართ-მეთქი! | 14 | სიკუდილსა ვხადე მამად ჩემდა და დედად და დად ჩემდა საძაგელებასა. |
15 | სადღაა ახლა ჩემი იმედი? ვინღა დაინახავს ჩემს იმედს? | 15 | სადა უკუე არს სასოებაჲ ჩემი? ანუ კეთილი ჩემი ოდესმე ვიხილო? |
16 | ჩავა ქვესკნელის კარიბჭეებისკენ, სადაც ერთად გვექნება სავანე მტვერში. | 16 | ანუ ჩემ თანა ჯოჯოხეთად შთავიდენ, გინა თუ ერთბამად მიწად დაჰჴდეთ |