ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
მიუგო იობმა და უთხრა: |
1 |
მიუგო იობ და ჰრქუა: |
2 | როდემდის უნდა მიშფოთებდეთ სულს და მგვემდეთ სიტყვებით? | 2 | ვიდრემდე დააშთობდეთ სულსა ჩემსა და დამჴსნიდეთ მე სიტყჳთა? |
3 | უკვე მეათეჯერ შეურაცხმყავით მე და გამიუცხოვდით უსირცხვილოდ? | 3 | ცანთ ხოლო, რამეთუ უფალმან მიყო მე ესრეთ. ძჳრსა მიზრახავთ და არა გრცხუენის ჩემდა და ზედადამესხმით მე. |
4 | თუ მართლა შევცდი, ჩემთანვე დარჩება ჩემი შეცდომა. | 4 | ესე ნანდჳლვე მე შეცთომილ ვარ და ჩემ წინაშე იქცევის საცთური და ვიტყოდე სიტყუასა, რომელ არა ჯერ-იყო და სიტყუანი ჩემნი სცთებიან და არა ჟამსა. |
5 | თუ თქვენ მართლა უღირსად მთვლით და მწამებთ აუგს, | 5 | აცადეთ, რამეთუ ჩემ ზედა განსიტყუდებით და ზედამომივალთ მე ყუედრებით. |
6 | იცოდეთ, რომ ღმერთმა გამღუნა მე და გამხვია თავის ბადეში. | 6 | გულისჴმა-ყავთ, რამეთუ უფალი არს, რამეთუ ესე ესრეთ ყო და ძნელოვანნი მისნი ჩემ ზედა აღამაღლნა, |
7 | აჰა, ძალადობას ვჩივი და პასუხს არავინ მაძლევს; შველას ვითხოვ და არ არის სამართალი; | 7 | აჰა ესერა, ვეცინი ყუედრებასა და არა ვიტყოდე, ვღაღადებ. არა ვინა არს საშჯელი ჩემი. |
8 | გზა გადამიღობა და ვეღარ გადავდივარ; ბნელი დაამკვიდრა ჩემს ბილიკებზე; | 8 | გარემოზღუდვილ არს ჩემსა და ვერ გარდავალ, წინაშე პირსა ჩემსა ბნელი დადვა. |
9 | დიდება წამართვა და თავზეით ამხადა გვირგვინი; | 9 | და დიდებაჲ ჩემი განმძარცუა ჩემგან. მიმიღო გჳრგჳნი თავისაგან ჩემისა. |
10 | ყოველი მხრივ დამაქცია დაა წასული ვარ; ხესავით ამომიძირკვა იმედი; | 10 | დამარღჳა მე გარემოჲს და წარვჴედი, მოეკუეთა ვითარცა ხე სასოებაჲ ჩემი. |
11 | თავისი რისხვა დააგზნო ჩემს თავზე და შემრაცხა თავის მტრებს შორის; | 11 | და ბოროტად ჩემ ზედა რისხვა მოაწია, შეურაცხიე მე ვითარცა მტერი |
12 | ერთად მომადგნენ მისი ურდოები და მოასწორეს ჩემსკენ მომავალი გზები, ჩემი კარვის გარშემო დაიბანაკეს; | 12 | ერთბამად მოიწინეს განსაცდელნი მისნი ჩემ ზედა, გზათა ჩემთა გარემომიცვეს მე მზირთა ჩემთა. |
13 | მოძმენი მომაშორა და ჩემი მცნობელნი გამიუცხოვდნენ; | 13 | ძმანი ჩემნი განმეშორნეს ჩემგან, იცნეს უცხოჲ ვიდრეღა მე. |
14 | მახლობელნი განმიდგნენ და მეგობრებმა დამივიწყეს მე; | 14 | მეგობარნი ჩემნი უწყალო მექმნეს მე, არად შემრაცხეს მე მახლობელთა ჩემთა, და რომელთა იცოდეს სახელი ჩემი, დამივიწყეს მე. |
15 | ჩემი სახლის მდგმურები და მხევლები უცხოდ მიყურებენ, უცხო თესლი შევიქენი მათ თვალში; | 15 |
მოძმეთა სახლისა მსახურთა ჩემთა უცხო ვეყავ მე წინაშე მათსა. |
16 |
მსახურს ვეძახი და ხმას არ მცემს, ბაგით ვევედრები; |
16 | მსახურსა ჩემსა უწოდე და არა ისმინა ჩემი, პირი ჩემი ევედრებოდა. |
17 | ჩემი სუნთქვა შესძაგდა ჩემს ცოლს და ჩემი სუნი - ჩემს ნაშიერთ. | 17 | და ვექენებოდე ცოლსა ჩემსა, მოვხადე ქენებით ძეთა ხარჭთა ჩემთასა, |
18 | ბავშვებმაც შემიძულეს, წამოვდგები და შეურაცხმეოფენ; | 18 | ხოლო მათ უკუე განმწირეს მე, რაჟამს აღვიდე, იგინი ჩემთჳს ძჳრსა ზრახვიდიან. |
19 | მომიძულეს ჩემმა გულითადმა მეგობრებმა და, ვინც კი მიყვარდა, მტრად გამიხდნენ; | 19 | მომიძაგეს, რომელთა მიცოდეს მე და რომელთა ვჰყუარობდ, ჩემ ზედა აღდგომილ არიან. |
20 | ტყავში და ხორცში ჩამილპა ძვლები, კბილების ტყავიღა შემრჩა. | 20 | ტყავსა შინა ჩემსა დალპეს ჴორცნი და ძუალნი ჩემნი კბილთა შინა თქუენთა გქონან. |
21 | შემიბრალეთ, შემიბრალეთ, მეგობრებო, რადგან ღვთის ხელი შემეხო მე! | 21 | შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა. |
22 | რატომ მდევნით ღმერთივით და რატომ არ ძღებით ჩემი ხორცით? | 22 | რაჲსათჳს მდევნით მე, ვითარცა-იგი უფალი და ჴორცთა ჩემთაგან ვერ განსძღებით? |
23 | ოჰ, ნეტავ დაიწერებოდეს ჩემი სიტყვები, ნეტავ ჩაიბეჭდებოდეს წიგნში! | 23 | ვინ მომცნეს მე დაწერად სიტყუანი ჩემნი და დაგებად იგინი წიგნთა შინა უკუნისამდე |
24 | რკინის საჭრეთელით ამოიკვეთებოდეს ტყვიაზე ან კლდეზე სამარადისოდ! | 24 | საწერელითა რკინისათა და ბრპენისათა, გინა თუ კლდესა შინა გამოწერად? |
25 | მაგრამ ვიცი, ცოცხალია ჩემი გამომხსნელი და საბოლოოდ აღიმართება მიწაზე! | 25 | ვიცი, რამეთუ საუკუნე არს, რომელსა დაჴსნა ჩემი ეგულების, ქუეყანით აღდგინებად |
26 | და როცა დაიშლება ეს ჩემი კანი, უსხეულმყოფელიც ვიხილავ ღმერთს; | 26 | ტყავი ჩემი, რომელმან თავს-ისხნა ესენი, რამეთუ უფლისა მიერ აღესრულნეს ესენი ჩემ ზედა, |
27 | მე თავად დავინახავ მას და ჩემი თვალები იხილავენ, არა სხვისნი! გული დამელია მკერდში მოლოდინით! | 27 | რომელნი მე თჳთ თავით ჩემით მიცნობიან; რომელნი თუალმან ჩემმან იხილა და არავინ სხუამან, ყოველნივე აღსრულებულ არიან წიაღთა ჩემთა. |
28 | თუ იტყვით: რას ვდევნითო მას და საქმის ფესვი მასში იპოვებაო; | 28 | უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ: რასამე ვიტყოდით წინაშე მისსა? და ძირნი სიტყუათანი ჰპოვნე მას შინა. |
29 | მახვილს მოერიდეთ, რადგან რისხვაა მახვილის სასჯელი, რათა იცოდეთ, რომ არის განკითხვა! | 29 | გეშინოდენ თქუენცა დაფარულისა მისთჳს, რამეთუ გულისწყრომაჲ უსჯულოთა ზედა მოიწიოს და მაშინ ცნან, სადა არს მათი იგი სიმართლე. |