ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იობი

თავი მეოცე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მიუგო ცოფარ ნაყამათელმა და უთხრა:

1

მიუგო სოფარ მინეველმან და ჰრქუა:

2 ჩემი ფიქრები მაიძულებენ პასუხს და ამის გამო ვიჩქარი. 2 არა ეგრეთ ვჰგონებდ წინააღდგომასა შენსა და არა გულისჴმა-გიყოფიეს უფროს თქუენ, ვითარცა-ესე მე.
3 ჩემს შეურაცხყოფას ვისმენ და ჩემი გონებიდან მპასუხობს სული: 3 სწავლაჲ კდემულებისა ჩემისაჲ ვისმინო და სულმან გულისჴმის-ყოფისაგან მიუგოს მას.
4 ხომ იცი, ასე ყოფილა უკუნითიდან, რაც რომ კაცი დადგინდა ქვეყანაზე: 4 ნუ ესე გიცნობიესა ამიერითგან და მიმართ, ვინაჲთგან შეიქმნა კაცი ქუეყანასა ზედა?
5 ბოროტეულთა სიხარული ხანმოკლეა და უღვთოს ლხენა წამიერი. 5 რამეთუ სიხარული უღმრთოთა დაცემა განსაკჳრვებელ და მხიარულებაჲ უსჯულოთაჲ წარწყმედა არს,
6 თუნდაც ცამდე ამაღლდეს მისი დიდება და მისი თავი ღრუბლებს მისწვდეს, 6 დაღათუ მიიწიოს ზეცად მსხუერპლი მისი და შესაწირავი მისი ღრუბელთა მიეახლოს.
7 თავისი განავალივით გაქრება საბოლოოდ; იკითხავენ მისი მნახველნი, სად არისო? 7 და რაჟამს ჰგონებდეს, ვითარმედ დამტკიცებულ არს, მაშინ სრულიად წარწყმდეს, ხოლო რომელთა ცოდეს იგი, თქუან: ვითარმედ აწ სადა არს იგი?
8 გაფრინდება როგორც სიზმარი და ვერავინ იპოვნის; ღამის ჩვენებასავით გაუჩინარდება; 8 ვითარცა სიზმარი განფრინებული ვერ იპოვა, აღფრინდა ვითარცა საოცარი ღამისაჲ.
9 თვალი, რომელიც ხედავდა მას, ვეღარ იხილავს; ვეღარც მისი ადგილი იხილავს მას ვერასოდეს; 9 თუალმან იხილა და არღარა შესძინა. არცა იცნას იგი ადგილმან თჳსმან.
10 მისი შვილები შეუვრდებიან გაღატაკებულთ და თავისი ხელით დაუბრუნებენ დოვლათს; 10 შვილნი მისნი მოსრნენ უდარესთა და ჴელთა მისთა ცეცხლებრ შეიკრიბონ სალმობაჲ.
11 სიჭაბუკით სავსე მისი ძვლები მასთან ერთად ჩაესვენებიან მიწაში; 11 ძუალნი მისნი აღივსნენ სიჭაბუკითა მისითა და მის თანა მიწასა ზედა დაისხნენ.
12 თუმცა ბოროტება ეტკბილება პირში და ენის ქვეშ ინახავს მას, 12 უკუეთუ დატკბნეს პირსა მისსა უკეთურებაჲ [!], დაიფაროს იგი ქუეშე ენასა მისსა,
13 თუმცა ენანება გადმოსაგდებად და სასაში იჩერებს, 13 არა ჰრიდოს მას და არცა დაუტეოს იგი ქუეშე ენასა მისსა.
14 უნასის შხამად ექცევა საჭმელი ნაწლავებში. 14 და ვერ უძლოს შეწევნად თავისა თჳსისა, ნავღელი ასპიდისაჲ მუცელსა მისსა.
15 ყლაპავს დოვლათს და ისევ ამოარწყევს, მუცლიდან გამოუდევნის მას ღმერთი. 15 სიმდიდრე, სიცრუვით შეკრებული, წარუთხიოს სახლისა მისისაგან; გამოიღოს იგი ანგელოზმან.
16

უნასთა შხამს მოსწოვს ის, იქედნეს ენა მოკლავს მას.

16

გულისწყრომამან ვეშაპთამან გამოწოვენ; მოკალნ იგი ენამან გუელისამან.

17 ვერ იხილოს მან თაფლისა და რძის ნაკადულები, მდინარეები და ნიაღვრები! 17 ნუ იხილოს წუელაჲ მძოვართაჲ, ნუცა ნაყოფი თაფლისა და ერბოჲსაჲ
18 დააბრუნებს ნაჭირნახულევს და ვერ გადაყლაპავს; გაიღებს თავისი დოვლათის ფასს და ვერ გაიხარებს; 18 ცუდად და ამაოდ დაშურა სიმდიდრესა, რომლისაგან გემო არა იხილოს, ვითარცა ხეკერი განუცოხნელი და შთაუთქამი.
19 რადგან ჩაგრავდა, არ ახსოვდა ღარიბ-ღატაკები, ძარცვავდა სახლებს, რომლებიც არ უშენებია; 19 რამეთუ მრავალთა უძლურთა სახლნი დაარღჳნა, როჭიკი მისტაცა და არა მისცა;
20 რადგან მოსვენება არ იცოდა თავის შიგანში, სასურველს ვერაფერს გადაარჩენს; 20 არა არს განრინებაჲ მონაგებთა მისთა, გულისთქმითა თჳსითა ვერ ცხონდეს იგი.
21 ნამცეციც არ დარჩენია შეუჭმელი, ამიტომაც ვერ გასტანს მისი კეთილდღეობა; 21 არცა არს ნეშტ საზრდელთა მისთა, ამისთჳს არა ყუაოდის მტილი იგი მისი.
22 თავის სიუხვეში ვიწროდ იქნება, ყოველი მაშვრალის ხელი მისწვდება მას. 22 ოდესღა ჰგონებდეს დასრულებასა, მაშინ იჭირვოდეს და ყოველივე ურვაჲ მის ზედა მოიწიოს.
23 მუცლის ამოსავსებად თავისი რისხვის ცეცხლს ჩამოუგზავნის და საჭმელად აწვიმებს მასზე; 23 უკუეთუ ვითარ გან-ოდენ-იძღოს მუცელი თჳსი, მოივლინენ მის ზედა გულისწყრომაჲ რისხვისაჲ, სწჳმდინ მას ზედა სალმობაჲ.
24 გაექცევა რკინის იარაღს და განგმირავს მას სპილენძის მშვილდი; 24 და ვერ განერეს ჴელსა მახჳლისასა, წყლულნი იგი მშჳლდისა რვალისანი.
25 შუბი გააღწევს მის გვამში, ელვარე მახვილი - მის გულ-ბოყვში; და შიშის ზარი დაეცემა მას. 25 განვედინ გულსა მისსა ისარი; ვარსკულავნი საყოფელთა მისთა იქცეოდედ; მოვიდენ მის ზედა შიში.
26 მთელი წყვდიადი მის საგანძურად ინახება, შეჭამს მას დაუნთებელი ცეცხლი, განადგურდება მის კარავში ნატამალი; 26 და ყოველი ბნელი მის ზედა იყავნ; შეჭამენ იგი ცეცხლმან უშრეტმან; ბოროტი უყავნ მწირმან სახლსა მისსა.
27 ამხილებს ცა მის დანაშაულს და მიწა აღდგება მის წინააღმდეგ; 27 გამოაცხადენ ცამან უსჯულოებაჲ მისი, ქუეყანაჲ აღიძარნ მის ზედა.
28 წალეკავს წარღვნა მისი სახლის დოვლათს და ნიაღვრები - ღვთის რისხვის დღეს. 28 მიიზიდენ წარსაწყმედელმან სახლი მისი სრულიად; დღე რისხვის, მოვედინ მის ზედა.
29 ეს არის ხვედრი ბოროტეულისა ღვთისაგან და მემკვიდრეობა, ღვთის ნაანდერძევი. 29 ესე არს ნაწილი კაცისა უღმრთოჲსაჲ უფლისა მიერ და მონაგები ნაყოფთა მისთაჲ ყოველთა მხედველისაგან.