ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
მიუგო იობმა და უთხრა: |
1 |
მიუგო იობ და ჰრქუა: |
2 | კარგად მოისმინეთ ჩემი სიტყვა და ეს იყოს თქვენგან ნუგეშისცემა: | 2 | ისმინეთ, ისმინეთ სიტყუათა ჩემთა, ნეტარ თუმცა არა იყოს თქუენ მიერ ესე ჩემდა ნუგეშინის-ცემაჲ? |
3 | ჯერ მე დამაცადეთ ლაპარაკი და, როცა ვიტყვი სათქმელს, დამცინეთ. | 3 | მაცადეთ მე და ვიტყოდი, უკუეთუ არა მეკიცხევდეთ მე. |
4 | განა ადამიანს ვუჩივივარ მე? როგორ შევძლია, რომ სულმოკლე არ ვიყო? | 4 | აწ რაჲ? კაცისა მიერ ნუ არსა მხილებაჲ ესე ჩემი? ანუ ვითარ არა განვრისხნე? |
5 | შემომხედეთ და შეძრწუნდით; პირზე დაიდევით ხელი. | 5 | მხედევდით მე და გიკჳრდინ, ჴელნი დაისხენით პირსა |
6 | ამის გაფიქრებაც კი მზარავს, შიშისზარი იპყრობს ჩემს ხორცს. | 6 | უკუეთუ მოვიჴსენენ, ვისწრაფო, ეგრე ჰქონან ჴორცნთა [?] ჩემთა სალმობანი. |
7 | რატომ არის, რომ ბოროტეულნი ცოცხლობენ, ბერდებიან და უფრო მძლავრდებიან? | 7 | აწ რასათჳს უღმრთონი ცხოველ არიან და დაძუელებულ არიან სიმდიდრესა ზედა? |
8 | მათი მონაგარი მყარად დგას მათ წინაშე და მათი შთამომავლობა მათ თვალწინაა. | 8 | თესლი მათი ნებისაებრ მათისა, შვილნი მათნი წინაშე თუალთა მათთა. |
9 | მათი სახლები შიშისგან დაცულია და არც ღვთის კვერთხია მათზე დაღირებული; | 9 | სახლნი მათნი სავსე არიან, შიში არავინაჲ არს მათა, ტანჯვაჲ უფლისა მიერ არა არს მათ შორის. |
10 | მისი ბუღა ბუღობს, არ ააცდენს; მისი ფური იგებს, არ უკვდება; | 10 | ფურმან მათმან არა მოაგდო, განერა მაკე იგი მათი და არა შეეცოდა. |
11 | ცხვრებივით გარეკავენ თავიანთ ბავშვებს და კუნტრუშობენ მათი შვილები; | 11 | ჰგიან იგინი ვითარცა ცხოვარნი საუკუნენი და ყრმანი მათნი იმღერიან. |
12 | უკრავენ დოლსა და ქნარს და მხიარულობენ სალამურის ხმაზე; | 12 | აუღებიეს ებანი ღა ქნარი და იხარებენ ჴმითა სახიობისათა, |
13 | განლევენ განცხრომით თავიანთ დღეებს და ანაზდეულად ჩახდებიან შავეთში; | 13 | რათა აღასრულნენ კეთილსა შინა დღენი მათნი და განსასუენებელსა ჯოჯოხეთისასა დაიძინეს. |
14 | ღმერთს ეუბნებიან: ჩამოგვეცალე! არ გვსურს ვიცოდეთ შენი გზებიო; | 14 | ჰრქჳს უფალსა: გარეიქეცი ჩემგან, გზათა შენთა ცნობადვე არა მნებავს. |
15 | რა არის ყოვლადძლიერი, რომ ვემსახუროთ? რას გვარგებს, რომ ვეხვეწოთო? | 15 | რაჲ სარგებელ, რამეთუ ვჰმონებდეთ მას? და ანუ რაჲ შესაძინელ, რამეთუ მივეგებვოდეთ მას? |
16 | აჰა, მათ ხელში არ არის მათი კეთილდღეობა? ბოროტეულთა რჩევა შორს არის ჩემგან! | 16 | რამეთუ ჴელთა მათთა შინა იყო კეთილი იგი მათი. და საქმეთა უღმრთოთა იგი არა ხედავს. |
17 | რამდენგზის ჩამქრალა ბოროტეულთა ლამპარი? რამდენგზის დასტეხიათ უბედურება? ის ანაწილებს ხვედრს თავის რისხვის ჟამს. | 17 | არა ხოლო ეგრე, არამედ უღმრთოთაცა სანთელი და-ვე-შრტეს და მოიწიოს მათ ზედა დაქცევაჲ და სალმობამან შეიპყრნეს იგინი რისხვისაგან. |
18 |
იქნებიან ჩალასავით ქარის წინაშე და ქარბორბალასგან მოტაცებულ ბზესავით. |
18 |
და იყვნენ იგინი ვითარცა ბზენი წინაშე ქარსა, ანუ ვითარცა მტუერი, რომელი აღიღის ნიავქარმან. |
19 | განა ინახავს ღმერთი სატანჯველს მისი შვილებისთვის? მხოლოდ მას მიუზღავს და ეცოდინება. | 19 | მოაკლდეს ძეთა მისთა ნაყოფი მისი, მიაგოს მათ და ცნას. |
20 | მისმა თვალებმა იხილონ მისი თასი და თავად შესვას ყოვლადძლიერის რისხვა. | 20 | იხილედ თუალთა მისთა კლვაჲ თჳსი და უფლისა მიერ ნუ განერებინ, |
21 | რადგან რაღა საზრუნავი ექნება თავის სახლში სიკვდილის შემდეგ, რადგან მისი თვეები უკვე დათვლილია? | 21 | რამეთუ ნებაჲ მისი სახლსა შინა მისსა იყო მის თანა და რიცხუნი თუეთა მისთანი განიყუნეს, |
22 | განა ღმერთს ესწავლება ჭკუა, როცა ის ანგელოზებს ასამართლებს? | 22 | ვითარ უკუე აწ არამე უფალი არს, რომელმან ასწავის გულისჴმისყოფაჲ და მეცნიერებაჲ? და იგი თავადი კაცისმკლველთა განიკითხავს. |
23 | ზოგი სრულ სიმრთელეში კვდება, ყოვლად მშვიდი და უზრუნველი; | 23 | ესე მოკუდეს სიმტკიცითა უგნურებისა მისისათა, რამეთუ ყოვლადვე ფუფუნეულ და წარმომართებულ იყო. |
24 | მისი შიგანი სავსეა ქონით და მისი ძვლები ტვინით არის დაპოხილი. | 24 | და ნაწლევნი მისნი სავსე იყვნეს ცრემლითა. ტჳნი მისი განფენილ იყო. |
25 | ზოგი სულგამწარებული კვდება და არ უნახავს სიკეთის გემო. | 25 | ხოლო ესე აღესრულა სიმწარითა სულისაჲთა. არარაჲ ჭამა არცა ერთ რაჲ კეთილ. |
26 | ერთად წვანან ისინი მიწაში და ჭიაღუებით არიან დაფარულნი. | 26 | და ერთბამად მიწასა ზედა დაიძინეს და მყრალობამან იგინი დაფარნა |
27 | აჰა, მიგიხვდით ფიქრებს და მზაკვრობას, რასაც მიმზადებთ. | 27 | ვითარ-ესე გიცნი თქუენ, კადნიერად ზედამომივალთ მე, |
28 | რადგან ამბობთ: სად არის ქველი კაცის სახლი და სად არის ბოროტეულთა კარავ-სადგომიო? | 28 | ვითარმედ სთქუათ სამე, ვითარმედ: სადა არს სახლი იგი მთავრისა? და სადა არს საყოფელი იგი უღმრთოთა? |
29 | შეეკითხეთ გზაზე ჩამვლელებს და მათ მოწმეებს ნუ უარყოფთ: | 29 | ჰკითხეთღა თანაწარმავალთ გზისათა და სასწაული იგი მათი არა უცხო იყოს, |
30 | დაღუპვის დღეს დაცულია ბოროტი კაცი, გარიდებულია რისხვის დღეს. | 30 | რამეთუ დღედ წარწყმედისა მიეცემის უკეთური იგი, დღედ რისხვისა მისისა მიიყვანენ. |
31 | ვინ ამხილებს მას პირში მისი საქციელის გამო? ვინ მიუზღავს ნამოქმედარისთვის? | 31 | ვინმე უთხრას წინაშე პირსა მისსა გზაჲ მისი? და მან ქმნა და ვინმე კუალად მოაგოს მას? |
32 | სასაფლაოზე წაასვენებენ და მცველად დაუდგება საფლავის ბორცვი. | 32 | და იგი თავადი საფლავად მიეცა და სამარესა შინა იღჳძებდა. |
33 | ეამება ხევის კოლბოხები და ყოველი კაცი მას მიჰყვება. იმათ კი სათვალავი არა აქვთ, ვინც მის წინ იყვნენ. | 33 | დასტკბნეს მას ღჳნჭანი ჴევისანი და შემდგომად მისა ყოველი კაცი მივიდეს და უწინარეს მისსა ურიცხუნი. |
34 | როგორღა მანუგეშებთ ამაოებით? მტკნარი სიცრუეა თქვენი პასუხები. | 34 | ვითარ ნუ გეშინის-მცემთ მე ცუდსა ნუგეშინის-ცემასა? ხოლო დაცხრომაჲ თქუენგან არა არს. |