ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
მიუგო ელიფაზ თემანელმა და უთხრა: |
1 |
მიუგო ელიფას თემანელმან და ჰრქუა: |
2 | რას არგებს ღმერთს კაცი, როცა ბრძენიც კი თავისი თავისთვის არის სასარგებლო. | 2 | აწ არამე უფალი არსა, რომელმან ასწავის გულისჴმის-ყოფაჲ და მეცნიერებაჲ? |
3 | რაში სჭირდება ყოვლადძლიერს შენი სიმართლე? ან რა გამორჩენა ექნება, თუ შენ წრფელი გზებით ივლი? | 3 | რაჲმე უკუე ხარკ უფლისაჲ, შენ თუ იყავ საქმითა შენითა უბიწო? ანუ რაჲ სარგებელ, რამეთუ წრფელ იყავ გზათა შენთა? |
4 | განა შენი მოშიშების გამო დაგიწყებს მხილებას და წავა შენთან ერთად სამსჯავროზე? | 4 | ანუ სიტყუაჲმე ყოსა შენდა მიმართ და გამხილოს შენ და შენ თანა შევიდეს საშჯელად? |
5 | განა დიდი არ არის შენი სიბორეტე? განა აქვს ბოლო შენს შეცოდებებს? | 5 | აწ არამეა უკეთურებანი შენნი მრავალ არიან? და ურიცხუ არიან ცოდვანი შენნი? |
6 | რადგან ტყუილუბრალოდ იხუთავდი შენი მოძმისაგან და ტანისამოსს ხდიდი შიშველ-ტიტველს; | 6 | მო-სამე-იხუთევდ ძმათა შენთა ცუდად, სამოსელი შიშუელთა მოუღე, |
7 | მწყურვალს წყალს არ ასმევდი და მშიერს პურს უკავებდი; | 7 | არცა წყალი წყურიელთა ასუ, არამედ მშიერთა მოუღე პური. |
8 | მძლავრისაა ეს ქვეყანა და აღზევებული მკვიდრობს იქ; | 8 | თუალთვეამე-აღებ პირთა მათთა და მსხემ ჰქმნენ ქუეყანისანი, |
9 | ქვრივები ხელცარიელი გაგისტუმრებია და ობლებს მკლავები მოსწყვეტია. | 9 | ქურივნი განავლინენ ცალიერნი და ობოლთა ბოროტსა უყოფდ. |
10 | ამიტომ არის შენს ირგვლივ ხაფანგები და ანაზდეული შიში გაძრწუნებს; | 10 | აწ უკუე გარემოგადგეს შენ საფრჴენი და მოიწია შენ ზედა ბრძოლაჲ განსაკჳრვებელი. |
11 | წყვდიადი გიშლის ხედვას თუ წყლის ნიაღვარმა გადაგფარა? | 11 | ნათელი შენი ბნელად გარდაგექცა და ძილსა შინა შენსა წყალმან დაგფარა შენ. |
12 | განა ღმერთი ცაზე მაღლა არ არის? შეხედე ვარსკვლავთა თავანს, რა მაღალია! | 12 | ანუ არა, რომელი- იგი მაღალთა მსტოარ არს, იგი ხედავს, და რომელნი-იგი გინებით იქცევიან, დაამდაბლნა? |
13 | შენ ამბობ, რა უნდა იცოდეს ღმერთმა, ბურუსიდან რა უნდა განსაჯოსო? | 13 | ჩას თუ რაჲმე ცნა ძლიერმან მან, ანუ წყუდიადით სჯიდეს. |
14 | ღრუბელი აქვს საფარველად და ვერ იხედება, ცარგვალს უვლისო გარშემო. | 14 | ღრუბელი არს საფარველ მისა და ვერ იხილა ვინ და გარემოჲს ცათა ვიდოდის. |
15 | ნუთუ ძველ გზას ადგახარ, ავკაცები რომ დადიოდნენ? | 15 | ანუ ალაგნი საუკუნენი დაიცვნე, რომელსა-იგი ვიდოდეს კაცნი მართალნი, |
16 |
რომლებიც უდროოდ წარიტაცნენ, ღვარმა გადარეცხა მათი საძირკველი. |
16 |
რომელ-იგი შეიპყრეს უჟამოდ? მდინარე მოდინებულ საფუძველნი მათნი. |
17 | ღმერთს ეუბნებოდნენ: გაგვეცალე! რას გვარგებსო ყოვლადძლიერი? | 17 | რომელთა თქჳან: უფალმან რაჲ მიყოს ჩუენ? ანუ რაჲ მოაწიოს ჩუენ ზედა ყოვლისა მპყრობელმან, |
18 | მან კი სახლები აღვსო დოვლათით. შორს იყოს ჩემგან ბოროტეულთა რჩევა! | 18 | რომელმან აღავსნა სახლნი მათნი კეთილითა? ზრახვანი უღმრთოთანი შორს არიან მისგან. |
19 | უყურებდნენ მართალნი და ხარობდნენ, დასცინოდა მათ უმწიკვლო კაცი. | 19 | იხილეს მართალთა და განიცინნეს, ხოლო უმანკომან შეურაცხ-ყო; |
20 | ხომ გაცამტვერდა ჩვენი მტერი და მათი ნატამალი ხომ ცეცხლმა შეჭამა! | 20 | რამეთუ განირყუნა ძალი მათი. და ნეშტი მათი შეჭამა ცეცხლმან. |
21 | შეეთვისე მას და მშვიდობით იქნები, ამით მოვა შენთან ნეტარება; | 21 | იქმენღა ფიცხელ, უკუეთუ და-ვითარ-უთმო, გინათუ ნაყოფი შენი იყოს კეთილთა შინა. |
22 | მიიღე მისი ბაგიდან რჯული და გულში ჩაიდევი მისი სიტყვები; | 22 | გამოიხუენ პირისაგან მისისა სიტყუანი და დაიკრიბენ სიტყუანი მისნი გულსა შენსა. |
23 | თუ მიიქცევი ყოვლადძლიერისკენ, აშენდები; მოაშორე უკეთურება შენს კარვებს; | 23 | უკუეთუ მოიქცე და დაიმდაბლო თავი შენი წინაშე უფლისა, მაშინ განიშორენ საყოფელთაგან შენთა სიცრუენი. |
24 | მტვერში დაფანტე ოქრო და რიყის ქვებში გაურიე ოფირის ბაჯაღლო; | 24 | დაემტკიცე მიწასა ზედა კლდესა შინა, ვითარცა ჴევსა სოფირისასა. |
25 | ყოვლადძლიერი იყოს შენი ოქრო და ელვარე ვერცხლი შენთვის. | 25 | და იყოს შენდა შემწე ყოვლისა მპყრობელი მტერთაგან შენთა. და წმიდად მოგაგოს შენ ვეცხლი გამოჴურვებული. |
26 | რადგან მაშინ ყოვლადძლიერში ჰპოვებ ნეტარებას და ღვთისკენ აღმართავ სახეს; | 26 | და მაშინ განცხადებულებაჲ ჰპოვო წინაშე უფლისა და აღიხილნე თუალნი ზეცად მხიარულებით. |
27 | ილოცებ მის მიმართ და მოგისმენს, და შეასრულებ შენს აღთქმებს; | 27 | ილოცვიდე რაჲ შენ მისსა მიმართ, ისმინოს შენი და მობცნეს შენ კუალად-გებად ლოცვანი შენნი. |
28 | რასაც ჩაიფიქრებ, აგიხდება და შენს გზებზე ნათელი იბრწყინებს. | 28 | და მოგაგოს შენ სასყიდელი სიმართლისა და გზათა შენთა შენ თანა იყოს ნათელი, |
29 | თუ დაამცირეს, შენ მის აღზევებას იტყვი; თვალდახრილს იხსნის იგი. | 29 | რამეთუ დაამდაბლა იგი და სთქუა: ამპარტავანებდა. და მდაბალი იგი თუალითა აცხოვნოს, |
30 | ბრალიანსაც კი გადაარჩენს, შენი უმწიკვლო ხელით გადარჩება. | 30 | იჴსნას უბიწოჲ იგი და განერეს წმიდითა ჴელითა შენითა. |