ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
მიუგო იობმა და უთხრა: |
1 |
მიუგო იობ და ჰრქუა: |
2 | დღესაც მწარე იქნება ჩემი სიტყვა. ჩემი სატანჯველი უფრო მძიმეა, ვიდრე კვნესა ჩემი. | 2 | და აწ, ესერა, მე თჳთ უწყი, რამეთუ ჴელთა ჩემთაგან არს მხილებაჲ ჩემი და ჴელი მისი მძიმე იქმნა ჩემ ზედა სულთქმითა. |
3 | ნეტავი მაცოდინა, როგორ ვიპოვო იგი, როგორ მივიდე მის სამყოფლამდე? | 3 | ვინმე უკუე ცნას, ვითარმედ ვპოვო იგი და მოვიდეს სრულიად? |
4 | წინ დავუდებდი ჩემს სარჩელს და მხილებებით ავივსებდი პირს. | 4 | და მითხრას თავისა ჩემისა სასჯელი და პირი ჩემი აღავსოს მხილებითა. |
5 | გავიგებდი მის საპასუხო სიტყვებს და მივხვდებოდი, რასაც მეტყოდა. | 5 | და ვცნა მხილებაჲ იგი, რომელი მრქუა მე და ვაბრძნე, რაჲ-იგი მითხრას მე. |
6 | მთელი ძალით ხომ არ დამიწყებდა დავას? არა! მომისმენდა მხოლოდ. | 6 | და მრავლითა ძალითა ზედამომიჴდეს მე და მერმე თუ თქმითა არა მიჴმიოს მე, |
7 | იქ დაიწყებდა მართალი მის მხილებას, მე კი საბოლოოდ თავს დავიხსნიდი ჩემი მსაჯულისგან. | 7 | რამეთუ ჭეშმარიტებაჲ და მხილებაჲ მის მიერ არს და გამოიღოს სრულიად სასჯელი ჩემი. |
8 | აჰა, წინ მივდივარ, არა ჩანს; უკან მივდივარ და ვერ ვაგნებ მას. | 8 | და მძღურად წარვიდე და არღარა ვარ, ხოლო უკუანასკნელი მისი ვინმე იცის? |
9 | მარცხნივ საქმეშია და ვერ ვხედავ; მარჯვნივ იმალება და ვერ ვამჩნევ. | 9 | მარცხენე მისი მოყო და ვერ დავემტკიცე. შემახოს მარჯუენე და ვერ ვიხილო, |
10 | მაგრამ მან იცის ჩემი ასავალ-დასავალი; გამომცადოს და ოქროსავით გამოვდნები. | 10 | რამეთუ იცნის მან გზანი ჩემნი და გამომიძინა მე, ვითარცა ოქროჲ |
11 | მის კვალზე იდგა ჩემი ფეხი, მის გზას ვიცავდი განუხრელად. | 11 | და გამოვიდე მე მცნებითა მისითა, რამეთუ გზანი მისნი დავიმარხენ და არა გარდავაქციო, |
12 | მისი ბაგეების მცნებათაგან არ გადამიხვევია; უბეში დავიუნჯე მისი პირის სიტყვები. | 12 | რამეთუ მცნებათა მისთა არა გარდავჴდე, რამეთუ წიაღთა ჩემთა დავიფარენ სიტყუანი მისნი. |
13 | ის ერთადერთია - ვინ გადაათქმევინებს? რასაც მოისურვებს მისი სული, იმას გააკეთებს. | 13 | უკუეთუ მან თავადმან ესრეთ საჯა, ვინ არს სიტყჳსმგებელ მისა? და რაჲცა-იგი მას უნდა და ქმნა. |
14 | ბოლომდე შეასრულებს ჩემს წილხვედრილს - ასეთი ბევრი აქვს მას. | 14 | ამისთჳს მისა მიმართ ვისწრაფე და სწავლასა შინა მისსა ვიზრუნე |
15 | ამიტომაც ვძრწივარ მის წინაშე, ჩავუფიქრდები და მეშინია მისი. | 15 | მისთჳს ამას ზედა. პირისა მისისაგან ვიწყო, განვიცადო და შეგზრუნდე მისგან. |
16 | ღმერთმა დააძაბუნა ჩემი გული და შემაძრწუნა ყოვლადძლიერმა. | 16 | უფალმან მოაჩჩო გული ჩემი და ყოვლისა მპყრობელმან მოსწრაფებაჲ მცა მე. |
17 | ბარემ დავიღუპო უკუნეთში და ბნელმა დამიფაროს სახე! | 17 | არა ვჰგონებდ, ვითარმედ მომიჴდეს მე ბნელი და წინაშე პირსა ჩემსა დაფარა წყუდიადმან. |