ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იობი

თავი ოცდამეხუთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მიუგო ბილდად ხუშელმა და უთხრა:

1

მიუგო ბალდად სავქელმან და ჰრქუა:

2 ხელმწიფება და შიში მის ხელთაა, ვინც მშვიდობა დაამკვიდრა თავის ზესკნელში. 2 რაჲმე უკუე აწ წინასწარ იგავ, ანუ შიში მის მიერ სამე, რომელმან ქმნა ყოვლითურთ ყოველი მაღალთა შინა?
3 თუ აქვს რიცხვი მის მხედრობებს და ვის არ უნათებს მისი ნათელი? 3 ნუ ვინ ჰგონებნ, ვითარმედ დროებაჲ არს განსაცდელთაჲ? ვიეთ ზედამე არა მოიწევის მზირი ეგევითარი მის მიერ?
4 რა გაამართლებს კაცს ღვთის წინაშე და რა განწმედს დიაცის ნაშობს? 4 ვითარმე უკუე იყოს მართალ კაცი წინაშე უფლისა? ანუ ვინმე განიწმიდოს თავი თჳსი ნაშობმან დედათამან?
5 აჰა, მთვარე რომ მთვარეა, ისიც ბნელდება და ვარსკვლავებიც არ არიან სუფთანი მის თვალში! 5 უკუეთუ მთოვარესა უბრძანოს და არა გამობრწყინდეს, ვარსკულავნი არავე წმიდა არიან მის წინაშე.
6 მით უფრო კაცი, რომელიც ჭიაა, და ადამის ძე, რომელიც მატლია! 6 აცადე, კაცი ხენეში და ძე კაცისაჲ მატლი.