ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იობი

თავი ოცდამეშვიდე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

განაგრძო იობმა თავისი იგავების თხრობა და თქვა:

1

მერმე შესძინა იობ იგავით და თქუა:

2 ღმერთს ვფიცავ, რომელმაც წამართვა სამართალი, და ყოვლად ძლიერს, რომელმაც გამიმწარა სიცოცხლე! 2 ცხოველ არს უფალი, რომელმან დამსაჯა ესრეთ და ყოვლისა მპყრობელი, რომელმან განამწარა სული ჩემი,
3 ვიდრე ვსუნთქავ და ღვთის სული მიდგას ნესტოებში, 3 ვიდრემდე საშუმინველი ესე ჩემი თანაღა იყოს და სული საღმრთოჲ, რომელ არს ცხჳრთა შინა ჩემთა.
4 თუ ჩემმა ბაგეებმა თქვან სიცრუე, და ჩემს ენას დასცდეს ტყუილი, 4 ნუ იტყჳედ ბაგენი ჩემნი უსჯულოებასა, არცა სული ჩემი იტყოდის სიცრუესა.
5 შორს ჩემგან, თუ გაგამართლოთ, სიკვდილამდე თუ გავწირო ჩემი უმწიკვლოება! 5 ნუ იყოფინ, ვითარმცა მართლად გამოგაჩინენ თქუენ, ვიდრე სიკუდილადმდე ჩემდა, რამეთუ არა განვიშორო უმანკოებაჲ ჩემი.
6 ჩემს სიმართლეზე ვდგავარ მტკიცედ და არ მოვეშვები; არ დავუგმივარ ჩემს გულს ჩემი დღე და მოსწრება! 6 სიმართლესა ვერჩდე და არა გარდავაქციო, რამეთუ არა შემიცნობიეს თავსა ჩემსა უსჯულოებაჲ საქმედ,
7 შეირაცხოს ჩემი მტერი როგორც ბოროტეული და ჩემი წინააღმდგომი - როგორც უკეთური! 7 არა ეგრე, არამედ დაღათუმცა იყუნეს მტერნი ჩემნი, ვითარცა დაქცევაჲ უღმრთოთაჲ და, რომელნი ჩემ ზედა აღდგომილ არიან, ვითარცა წარწყმედა უსჯულოთაჲ.
8 რადგან რისი იმედი ექნება უღვთოს, როცა გაჰკვეთს, როცა ამოართმევს სულს ღმერთი? 8 და რაჲმე არს სასოებაჲ უღმრთოთაჲ, რამეთუ გულპყრობილ არს? ესვიდეს თუ უფალსა, გან-მე-ერესა?
9 განა მის ჩივილს შეისმენს ღმერთი, როცა გასაჭირი დაადგება თავზე? 9 ანუ ვედრებაჲ მისი ისმინოს უფალმან? ანუ მო-ღა-უჴდეს მას ურვაჲ?
10 ყოვლადძლიერის სასოება ექნება, ღვთის ხსენებაში იქნება გამუდმებით? 10 აქუნდესმე რაჲ კადრებაჲ წინაშე მისა? გინათუ ხადოდის რაჲ მას, ისმინოს მისი?
11 მე გასწავლით თქვენ, რა არის ღვთის ხელი, და რაც ყოვლადძლიერთან არის, არ დავმალავ. 11 არამედ აწ გითხრა თქუენ, რაჲ-იგი ჴელსა შინა უფლისასა და რაჲ-იგი არს ყოვლისა მპყრობელისა თანა, არა ვტყუო.
12 თქვენ თვითონ გინახავთ ყველას და რად გინდათ ფუჭი ლაპარაკი? 12 აჰა, ესერა, ყოველთა იცით, რამეთუ ცუდად და ამაოდ ზედადამესხმით მე.
13

ასეთია ბოროტი კაცის წილი ღმერთთან და მჩაგვრელთა ხვედრი, ყოვლადძლიერისგან რომ ერგებათ.

13 ესე არს ნაწილი კაცისა უღმრთოჲსაჲ უფლისა მიერ, და მონაგები ძლიერთაჲ მოიწიოს ყოვლისა მპყრობელისა მიერ მათ ზედა.
14 თუ შვილები გაუმრავლდება, მხოლოდ მახვილისთვის, და მისი შთამომავლობა პურით ვერ გაძღება. 14

დაღათუ განმრავლდეს ძენი მათნი, საკლავადვე მიეცნენ, გინათუ განმწჳსნენ, პურისმთხოელ იქმნენ.

15 მისი დანარჩომნი სიკვდილში დაიმარხებიან და მათი ქვრივები არ დაიტირებენ მათ; 15 ხოლო, რომელნი ცოცხალღა იყვნენ მათი, სიკუდილითა მოესრულნენ. ქურივნი მათნი არავინ შეიწყალოს,
16 თუ ქვიშასავით დააგროვებს ოქროს და ზვინებად დაყრის შესამოსელს, 16 დაღათუ შეიკრიბოს ვითარცა მიწაჲ ვეცხლი და ზედა თიჴაჲ შეიკრიბოს ოქროჲ.
17 დაყრის, მაგრამ მართალი შეიმოსება და ვერცხლი უდანაშაულოს შეხვდება წილად; 17 ესე ყოველი მართალთა შეიკრიბონ და ფასი იგი მათი ჭეშმარიტად დაიპყრან.
18 ჩრჩილივით აშენებს თავის სახლს და დარაჯის ხულასავით აკეთებს. 18 და იქმნა სახლი მისი ვითარცა მღილი და ვითარცა დედაზარდლი. მდიდარმან დაიძინა და არღარა შესძინოს, თუალნი მისნი აღიხილნა და არღარა არს,
19 მდიდარი წვება დასაძინებლად, მაგრამ როდემდის? გაახელს თვალს და გამქრალია ყოველივე. 19 რამეთუ შეემთხჳნეს ვითარცა წყალნი სალმობანი და ღამე წარიღო იგი არმურმან.
20 ნიაღვარივით დაატყდება საშინელებანი, ღამით მოიტაცებს მას ქარიშხალი. 20 აღიღოს იგი სიცხემან და წარიღოს.
21 წაიღებს აღმოსავლეთის ქარი და წავა, ადგილიდან ახვეტავს მას. 21 და განაბნიოს იგი ადგილით თჳსით.
22 მოისვრის მას და არ შეიწყალებს; ამაოდ ეცდება, დაუსხლტეს მის ხელს. 22  
23 ხელს ხელზე შემოჰკრავს მის გამო და სტვენას დაუწყებს მისი ადგილიდან. 23 და დაესხას მათ ზედა. და არა ერიდოს ჴელისაგან მისისა, სივლტოლით ივლტოდის, და იტყუელნეს მის ზედა ჴელნი მისნი და წარიღოს იგი ადგილით მისით.