ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ხომ აქვს ვერცხლს საბადო და ოქროს - ადგილი, სადაც წმედენ მას; |
1 |
რამეთუ არს ადგილი ვეცხლისაჲ, ვინაჲ იქმნების, და ადგილი ოქროჲსაჲ, ვინაჲ გამოვალს, |
2 | რკინას მიწიდან იღებენ და სპილენძი გადამდნარი ქვაა. | 2 | რამეთუ რკინაჲ ქუეყანით იქმნების და სპილენძი, ვითარცა ქვაჲ გამოიკუერვის. |
3 | ადამიანმა საზღვარი მიუჩინა სიბნელეს და ქვეყნის კიდემდე ეძებს ბნელეთისა და წყვდიადის ქვას; | 3 | წესი დაუდვა ბნელსა და ყოველი დასასრული მან გამოიკითხოს, ლოდი ბნელისაჲ და აჩრდილი სიკუდილისაჲ. |
4 | მაღაროს თხრის უკაცრიელში, კაცის ფეხთაგან მივიწყებულ ადგილებში; | 4 | განკუეთაჲ ჴევისაჲ მტუერისაგან, ხოლო რომელთა დაივიწყნეს გზანი მართალნი, მოუძლურდეს კაცთაგან. |
5 | მიწაა, პურს რომ აღმოაცენებს, მისი ქვეშეთი კი თითქოს ცეცხლისგან არის სახეცვლილი; | 5 | ქუეყანისაგან გამოვიდეს პური, ქუეშე მისსა იქცევის, ვითარცა ცეცხლი. |
6 | საფირონის საბადოა მისი ქვები და მასთან ოქროს ქვიშა იპოვება! | 6 | ადგილი საფირონისაჲ ქვანი მისნი და მიწად ოქროჲ მისი. |
7 | მისი ბილიკი არ იცის ონავარმა ფრინველმა და ქორის თვალსაც არ დაუნახავს; | 7 | ალაგნი მისნი არა იცნის მფრინველმან და არა იხილა იგი თუალმან ორბისამან. |
8 | ამაყ მხეცებს იქ ფეხი არ დაუდგამთ, ლომს არ გაუვლია; | 8 | არა დათრგუნეს იგი ძეთა ლაღთათა, არა წარვლო ლომმან. |
9 | კაჟისკენ გაიშვერს ხელს, ფესვებიანად აყირავებს მთებს; | 9 | კლდისა მწუერვალთა ზედა განიპყრნა ჴელნი მისნი და დააქცინა საფუძველითგან მთანი ძნელნი. |
10 | კლდეებში არხები გაჰყავს და ყოველივე ძვირფასს ჭვრეტს მისი თვალი. | 10 | მოქცევნი მდინარეთანი განხეთქნა, ყოველი პატიოსანი იხილა. |
11 | მდინარეთა ნიაღვარს აკავებს და დაფარული სინათლეზე გამოაქვს. | 11 | და სიღრმენი მდინარეთანი გამოაჩინნა და გამოაცხადა ძალი თჳსი ნათლად. |
12 | სად იპოვება სიბრძნე და სად არის შემეცნების ადგილი? | 12 | ხოლო სიბრძნე ვინაჲ იპოვა? ანუ რომელი ადგილი არს მეცნიერებისა? |
13 | მისი გზა არ იცის ადამიანმა და ცოცხალთა ქვეყნად ის არ იპოვება. | 13 | არა იცის კაცმან გზაჲ მისი, არცა იპოების კაცთა შორის. |
14 | უფსკრული ამბობს: ჩემში არ არისო; ზღვა ამბობს: ჩემთან არ არისო. | 14 | უფსკრულმან თქუა: არა არს ჩემ შორის, და ზღუამან თქუა: არა არს ჩემ თანა. |
15 |
არ გაიცვლება ოქროს ზოდში და ვერ აიწონება ვერცხლი მის ფასად; |
15 |
არა სცეს შეყენება მის წილ, ვერცა ესწორების მას ვეცხლი ნაცვალად მისა, |
16 | არ შეფასდება ოფირის ოქროდ, არც ძვირფასი ონიქსით და არც საფირონით; | 16 | ვერცა ესწოროს მას ოქროჲ ოფაზისაჲ: ფრცხილი, ანთრაკი და საფირონი, |
17 | ვერ გაუსწორდება მას ოქრო და ბროლი; წმიდა ოქროს ჭურჭელი მისი საღირალი არ არის; | 17 | ვერცა ესწოროს მას ოქროჲ და მანი და ნაცვალად მისა ჭურჭელი ოქროჲსაჲ, |
18 | არ არის სახსენებელი მარჯანი და ბროლი; მარგალიტზე ძვირფასია სიბრძნე. | 18 | განსაცხრომელი და მდაბალი არა მოიჴსენოს, და მოიზიდე სიბრძნე უფროს შინაგანისა. |
19 | ვერ გაუსწორდება მას ქუშის ტოპაზი, წმიდა ოქროთი არ აიწონება. | 19 | არა ესწოროს მას პაზიონი ჰინდოეთისა, ოქროსა თანა წმიდისა ვერ შეესწოროს. |
20 | საიდან მოდის სიბრძნე და სად არის შემეცნების ადგილი? | 20 | ხოლო სიბრძნე ვინაჲ იპოვა? ანუ სადა იყოს ადგილი გულისჴმისყოფისა? |
21 | უხილავია ყოველი ცოცხალის თვალისათვის და დაფარულია ცის ფრინველთათვის; | 21 | დაავიწყდა ყოველსა კაცსა და მფრინველთაგან ცისათა დავფარა. |
22 | ქვესკნელი და სიკვდილი ამბობენ: ყური კი მოგვიკრავსო მისთვის. | 22 | წარსაწყმედელმან და სიკუდილისამან თქუეს, ვითარმედ: გუასმიეს მისი სიკეთე. |
23 | ღმერთმა იცის მისი გზა და მან უწყის მისი ადგილი; | 23 | უფალმან კეთილად დაამტკიცა გზაჲ მისი. |
24 | რადგან ის თვალს ავლებს ქვეყნის კიდეებს, მთელს ცისქვეშეთს ხედავს. | 24 | და მან თავადმან იცის ადგილი მისი, რამეთუ იგი ყოველსავე, რაჲ-არს ცასა ქუეშე, ხედავს და იცის ყოველივე, |
25 | როდესაც ქარს წონას უწესებდა და წყალს დონეს უსაზღვრავდა, | 25 | რავდენი ქმნა ქუეყანასა ზედა ქართა სასწორი და წყალთა საწყევო, |
26 | როდესაც წვიმას წესი დაუდგინა და მეხის გვრგვინვას გზა გაუკაფა, | 26 | ოდეს ქმნა ესრეთ, იხილა და განრაცხნა და გზაჲ განმარტებით ჴმითა |
27 | მაშინ იხილა ის და გამოაცხადა, დააფუძნა და კიდეც გამოსცადა. | 27 | მაშინ იხილა და გამოთქუა იგი, გაჰმზადა, გამოიკულია იგი, |
28 | უთხრა ადამიანს: აჰა, უფლის შიშია სიბრძნე და ბოროტისგან განდგომაა შემეცნება. | 28 | და ჰრქუა კაცსა: აჰა, ესერა, ღმრთისმსახურება არს სიბრძნე, ხოლო განშორებაჲ ბოროტისაგან არს მეცნიერებაჲ. |