ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
განაგრძო იობმა თავისი იგავების თხრობა და თქვა: |
1 |
მერმე კუალად შესძინა იობ და თქუა იგავით: |
2 | ნეტავ ისე ვიყო, როგორც იმ წარსულ თვეებში, როცა ღმერთი მიფარავდა მე! | 2 | ვინმე მყოს მე თუეთა მათებრ პირველთა დღეთა მათ, რომელთა მცვიდა უფალი? |
3 | როცა მისი ლამპარი მინათებდა თავზე და მის შუქზე დავდიოდი ბნელში! | 3 | ოდეს-იგი ბრწყინვიდა ნათელი მისი ზედა თავსა ჩემსა, ოდეს-იგი ნათელითა მისითა ვიდოდე ბნელსა შინა, |
4 | როგორც ვიყავი ჩემი სიყმაწვილის დღეებში ღვთის საფარველით ჩემს კარავზე! | 4 | ოდეს-იგი ვიყავ დიდად შუებულ გზათა, ოდეს-იგი უფალი მოღუაწებასა ჰყოფდა სახლისა ჩემისასა, |
5 | როცა ჯერ კიდევ ჩემთან იყო ყოვლადძლიერი და ჩემი ყმაწვილები მეხვივნენ გარს! | 5 | ოდეს-იგი ვიყავ სიმართლითა დიდ ფრიად. და გარემოს ჩემსა მონანი ჩემნი, |
6 | როცა ჩემი ტერფები რძეში იბანებოდა და კლდიდან ზეთის ნაკადულები მოსჩქეფდა ჩემს წინაშე! | 6 | ოდეს-იგი გამოდიოდა გზათა ჩემთა ერბოჲ და მთათა ჩემთა გამოეცემოდა სძე. |
7 | როცა კარიბჭიდან ქალაქში გავდიოდი და მოედანზე ვიმზადებდი დასაჯდომელს! | 7 | რაჟამს-იგი განვიდოდი ქალაქად მსთუად და უბანთა ზედა დაიდგმოდეს სავარძელნი ჩემნი, |
8 | დამინახავდნენ ყმაწვილები და იმალებოდნენ, მოხუცებულნი წამოდგებოდნენ და ფეხზე იდგნენ; | 8 | მიხილეს მე ჭაბუკთა და დამემალნეს, მოხუცებულნი ყოველნი ზეაღმიდგიან; |
9 | მთავარნი კრინტს არ ძრავდნენ და პირზე ხელი ჰქონდათ მიტანილი; | 9 | მთავარნი დადუმნეს სიტყჳსაგან ჩემისა და ჴელი დაიდვეს პირსა მათსა. |
10 | დიდებულებს ხმა უწყდებოდათ და სასაზე ეკრობოდათ ენა; | 10 | ხოლო რომელთა ესმოდა ჩემი, მნატრიდეს მე და ენაჲ მათი სასასა მათსა აექუა, |
11 | ყური მისმენდა და ნეტარად მრაცხდა, თვალი მხედავდა და მემოწმებოდა; | 11 | რამეთუ ყურსა რომელსა ესმა, მნატრა, თუალმან, რომელმან მიხილა, მიმრიდა, |
12 | რადგან მიხსნია გაჭირვებული, შველას რომ ითხოვდა, და ობოლი, შემწე რომ არ ჰყავდა; | 12 | რამეთუ განეარინე გლახაკი ჴელთაგან ძლიერისათა, და ობოლსა, რომელსა არა აქუნდა მწე, შევეწიე. |
13 | დასაღუპად განწირულის კურთხევა ჩემზე გადმოსულა და ქვრივის გული გამიხარებია; | 13 | კურთხევაჲ წარწყმედულისაჲ ჩემ ზედა მოვიდოდა და პირი ქურივისა მაკურთხევდა მე. |
14 |
მე სიმართლით ვიმოსებოდი და ის ჩემით იმოსებოდა; მოსასხამად და თავსაკვრელად ჩემი სამართალი მქონდა; |
14 |
სიმართლე შემემოსა და შევიმკუე სამართალი, ვითარცა სამოსელი. |
15 | უსინათლოსთვის თვალები ვყოფილვარ და ფეხები - ხეიბრისთვის; | 15 | თუალი ვიყავ ბრმათაჲ და ფერჴი მკელობელთაჲ, |
16 | გაჭირვებულთათვის მამა ვყოფილვარ და უცნობის საქმე გამომიძიებია; | 16 | რამეთუ ვიყავ მამაჲ ობოლთა, უძლურთაჲ; სასჯელი, რომელი არა ვიცოდე, გამოვიძიე. |
17 | ავკაცისთვის ყბა ჩამინგრევია და კბილებიდან მსხვერპლი გამომიგლეჯია. | 17 | შევმუსრენ შუანი ცრუთანი და შორის კბილთა მათთა ნატაცები გამოუღე. |
18 | მეგონა, სიბერეში მოვკვდებოდი და ქვიშასავით ურიცხვი იქნებოდა ჩემი დღეები; | 18 | ვთქუ: ვითარმედ ჰასაკი ჩემი დაბერდეს, ვითარცა ხე დანაკისკუდისაჲ მრავალ ჟამ ვცხონდე. |
19 | ჩემი ფესვი გაიშლებოდა წყალში და ჩემ რტოებზე ღამეს გაათევდა ცვარი. | 19 | ძირნი განვირთხნე წყალთა ზედა და ცუარი იქცეოდის სამკალსა ჩემსა ზედა. |
20 | კვლავ აღმიდგებოდა ჩემი დიდება და მშვილდი განმიახლდებოდა ხელში. | 20 | დიდებაჲ ჩემი ცუდად იქმნა ჩემ თანა და მშჳლდი ჩემი ჴელთა შინა ჩემთა არს. |
21 | მისმენდნენ და იყვნენ მოლოდინში, დუმდნენ ჩემს რჩევაზე. | 21 | ჩემი ესმოდა და მერჩდეს, დადუმნეს ზრახვასა ჩემსა |
22 | ჩემი სიტყვის შემდეგ აღარაფერს დასძენდნენ, თავზე ეწვეთებოდათ ჩემი ნათქვამი; | 22 | და სიტყუათა ჩემთა ზედა არღარა შესძინეს. და მხიარულ იქმნიან, უკუე სადა ვეტყოდი მათ, |
23 | როგორც წვიმას, ისე მელოდნენ, და როგორც ისხარს, პირს მიშვერდნენ; | 23 | ვითარცა ქუეყანაჲ წყურიელი, რომელი მოელინ წჳმასა, ეგრეცა ესენი სიტყუათა ჩემთა. |
24 | გავუღიმებდი და არ სჯეროდათ, ჩემი სახის ნათელი არასოდეს მოუღრუბლავთ. | 24 | უკუეთუ განვიცინნი მათდა მიმართ, არა ჰრწამნ და ნათელი პირისა ჩემისაჲ არა დავარდებოდა. |
25 | გზებს ვურჩევდი და მთავრად ვიჯექი; ვემკვიდრე, როგორც მეფე ლაშქარში, როგორც მგლოვიარეთა ნუგეშისმცემელი. | 25 | გამოვიძიენ გზანი მათნი და დავჯედ მთავრად და დამკჳდრებულ ვიყავ, ვითარცა მეფე შორის ახოვანთა, ვითარცა ვნებულთა ნუგეშინის-ვსცემდ. |