ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ამის გამოც მიფრთხის გული და საგულედან ამოვარდნას ლამობს. |
1 |
და ამას ზედა შემიძრწუნდა გული ჩემი და განვარდა ადგილით თჳსით. |
2 | უსმინეთ, კარგად უსმინეთ გრგვინვაში მის ხმას და ქუხილს, მისი პირიდან გამომავალს! | 2 | ისმინე სმენაჲ რისხვისა გულისწყრომისა უფლისაჲ და სიტყუაჲ პირისა მისისაგან გამოვიდეს. |
3 | მთელს ცისქვეშეთში აჭექებს მას და მისი ელვა ქვეყნიერების კიდეებს სწვდება; | 3 | ქუეშე ყოველსა ცასა დასაბამი მისი და ნათელი მისი ფრთეთა ზედა ქუეყანისათა. |
4 | მის მერე დაიქუხებს, დაიგრიალებს დიდებულ ხმაზე და არ შეწყვეტს ელვას, როცა ისმის მისი ქუხილი. | 4 | კუალსა მისსა შემდგომად დაღადებდეს ჴმითა და იქუხოს ჴმითა რისხვისა მისისაჲთა. და არა ცვალნეს იგინი, რამეთუ გესმეს ჴმაჲ მისი. |
5 | გრგვინავს ღმერთი თავის საკვირველ ხმაზე, ქმნის სიდიადეთა, რომელთა შეცნობა ჩვენ არ ძალგვიძს; | 5 | იქუხოს ძლიერმან მან ჴმითა თჳსითა საკჳრველად, რომელნი ქმნნა საქმენი დიდ-დიდნი, რამეთუ არა ვიცოდეთ. |
6 | რადგან თოვლს ეუბნება: დაეფინე მიწას! წვიმის თავსხმას და თავისი წვიმების თქეშს: გაძლიერდი! | 6 | უბრძანოს თოვლსა ყოფად ქუეყანასა ზედა და ზამთარი წჳმათა ძლიერებისა მისისათაჲ. |
7 | ის ბეჭდავს ყოველი ადამიანის ხელს, რომ მთელმა ხალხმა იცოდეს მისი ნამოქმედარი; | 7 | ჴელთა ყოვლისა კაცისათა დაჰბეჭდოს, რათა ცნას ყოველმან კაცმან თჳსი იგი უძლურებაჲ. |
8 | მხეცები გარბიან ქვაბულებში და თავიანთ ბუნაგებში იყუჟებიან; | 8 | შევიდენ მჴეცნი ქუეშე საფარველსა, და იყოფოდეს საწოლსა მათსა ზედა. |
9 | სამხრეთიდან მოდის ქარიშხალი და ჩრდილოეთიდან - ყინვა; | 9 | საუნჯეთაგან მოუჴდენ სალმობანი, მთათა მწუერვალთაბან ყინელი, |
10 | ღვთის სუნთქვა ბადებს ყინულს და წყალთა სიფართე ვიწროვდება; | 10 | და ქარისაგან ძლიერისა მოსცეს ნეფხუაჲ, შეკრიბნეს წყალნი, ვითარცა ჰნებავნ. |
11 | წყლით ბერავს ღრუბელს და მისი ელვა ჯანღებს ფანტავს; | 11 | და რჩეულთა მისთა მოჰფინის ღრუბელი, განაბნიის ღრუბელი ნათლითა მისითა. |
12 | ყველაფერი მისი განგებით ბრუნავს, რომ ყოველი მისი ნაბრძანები აღსრულდეს დედამიწის ზურგზე; | 12 | და თავადმან სიმრგულე მისი გარემოაქციის ენთიებულათოთ საქმედ მათა ყოველივე, რავდენი ამცნო მათ, ესენი ბრძანებულ არიან მის მიერ ქუეყანასა ზედა, |
13 |
თუ დასასჯელად, თუ მიწისთვის, თუ წყალობისთვის გამოაჩენს მას. |
13 |
გინათუ ველსა, გინათუ ქუეყანასა მისსა, გინათუ წყალობად პოოს იგი. |
14 | ყურადიღე ეს, იობ! დადექი და ჩასწვდი ღვთის სასწაულებს! | 14 | ყურად-იღე ესე, იობ, დადეგ და ისწავე ძალი უფლისაჲ, |
15 | თუ იცი, როგორ განაგებს მათ ღმერთი და როგორ გამოაშუქებს ელვას თავისი ღრუბლიდან? | 15 | ხოლო ესე უწყი, რამეთუ ღმერთმან დაამტკიცნა საქმენი თჳსნი: ნათელი შექმნა ბნელისაგან. |
16 | თუ იცი ჯანღების ასავალ-დასავალი - ყოვლადბრძენის საკვირველებანი? | 16 | და იცის განკითხვაჲ ღრუბელთაჲ, განსაკჳრვებელი დაცემაჲ მრავალთაჲ. |
17 | თუ იცი, რატომ ხურდება შენი სამოსელი, როცა მყუდროვდება ქვეყანა სამხრეთის ქარში? | 17 | ხოლო სამოსელი შენი ტფილ, და დაყუდნეს ქუეყანასა ზედა. |
18 | თუ აიჭრები მასთან ერთად ცის მყარში, სარკესავით რომ არის ჩამოსხმული? | 18 | სიმტკიცე მის თანა სიძუელედ, ძლიერ არიან, ვითარცა ხილვაჲ მოფენისა წყალთაჲ. |
19 | გვასწავლე, რა ვუთხრათ მას? ვერაფერი მოგვიფიქრებია სიბნელისგან. | 19 | აწ რაჲსათჳს არს ესე? მასწავე მე, რა ვჰრქუათ მას, და დავდუმნეთ მრავალისაგან სიტყჳსა. |
20 | თუ მოხსენდება მას, რომ ლაპარაკი მსურს? თუ ინატრებს კაცი, რომ შთაინთქას? | 20 | ანუ წიგნი, ნუ და მიწგნობარი წინამიდგს მე, რათა კაცისათჳს წინამდგომელისა დავდუმნე? |
21 | ვერ უსწორებენ თვალს ცაზე მოკაშკაშე მნათობს, როცა ქარი გადაივლის და გადაწმენდს ცარგვალს. | 21 | ხოლო ყოველთა ვერსახილველ არს ნათელი, ბრწყინვალე არს დაძუელებადთა შორის, ვითარცა-იგი მის წინაშე ღრუბელთა ზედა. |
22 | ჩრდილოეთიდან მოდის ნათება, საშინელია ღვთის ირგვლივ ბრწყინვალება! | 22 | ჩრდილოთ ღრუბელნი ოქროფერნი, ამათ ყოველთა ზედა დიდ არს დიდებაჲ და პატივი ყოვლისა მპყრობელისაჲ. |
23 | ვერ ვწვდებით ყოვლადძლიერს, ის აღმატებულია ძალით და სიმართლით; მრავალმოწყალეა, არავის ჩაგრავს. | 23 | და არა ვის ვპოებთ სხუასა მსგავსსა მისსა ძლიერებითა, რომელი-იგი სიმართლისა მსაჯული არს. არა ჰგონება, ვითარმცა ისმინა მისი? |
24 | ამიტომაც მისი ეშინია ხალხს; ბრძენებს ის არად აგდებს. | 24 | ამისთჳს ეშინოდის მისა კაცთა და ეშინოდის მისა ბრძენთა გულითა. შემდგომად დადუმებისა მის ელიუსისა სიტყუათა ამათ. |