ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
მიუგო უფალმა იობს გრიგალიდან და უთხრა: |
1 |
ჰრქუა უფალმან იობს არმურით გამო და ღრუბლით: |
2 | ვინ არის, რომ აბნელებს განგებას უგუნური სიტყვებით? | 2 | ვინ არს ესე, რომელი მიმალავს სიტყუათა, და შეუკრებიან ზრახვანი გულსა თჳსსა, და ჩემგან ჰგონებს დაფარვასა? |
3 | წელი შემოისარტყლე, მეომარივით, მე შეგეკითხები და შენ მიპასუხე: | 3 | შეირტყენ ვითარცა მამაკაცმან წელნი შენნი, მე გკითხვიდე და შენ მომიგებდ მე. |
4 | სად იყავი, როცა დედამიწას ვაფუძნებდი? ამიხსენი, თუ გაქვს გაგება. | 4 | სადა იყავ, რაჟამს დავაფუძნებდ მე ქუეყანასა? მითხარ მე, უკუეთუ იცი გულისჴმის-ყოფაჲ. |
5 | ვინ დასაზღვრა მისი ზომები, თუ იცი? მასზე ბაწარი ვინ გადაჭიმა? | 5 | ვინ დადვა საზომი მისი, უკუეთუ იცი? ან ვინ მოიღო საზომი მის ზედა? |
6 | რაზე დგას მისი საძირკვლები ან ვინ დადო მისი ქვაკუთხედი, | 6 | ანუ რასა ზედა კარშიკნი მისნი დამსჭუალულ არიან? ანუ ვინ არს, რომელმან დადვა ლოდი იგი საკიდური მის ზედა? |
7 | როცა გალობდნენ დილის ვარსკვლავები და ყიჟინობდნენ ღვთისშვილები? | 7 | ოდეს იქმნნეს ვარსკულავნი, მიქებდეს მე ჴმითა დიდითა ყოველნი ანგელოზნი ჩემნი. |
8 | ვინ ჩაუკეტა ზღვას კარიბჭენი, როცა საშოდან ამოხეთქა, | 8 | და-უკუე-ვჰჴაშ ზღუაჲ ბჭეებითა, რაჟამს-იგი იშუებოდა, დედის მუცლით გამო-რა-ვიდოდა. |
9 | როცა ნისლი მივეცი სამოსელად და წყვდიადი - სახვევებად, | 9 | დავსდევ მას ზედა ღრუბელი სამოსლად და ნისლითა წარვგრაგნე იგი. |
10 | როცა დავუდგინე ჩემი წესი და დავუტანე ურდული და კარიბჭენი - | 10 | დავსცენ მას ზედა საზღვარნი და დავაგენ მას კლიტენი და ბჭენი. |
11 | და ვთქვი, აქამდე მოდი, იქით აღარ, აქ შეწყდეს შენი ტალღების აზვირთება-მეთქი? | 11 | და ვარქუ: აქამომდე მოხჳდე და არა გარდაჰჴდე, არამედ შენ ზედვე შეიმუსრნენ ღელვანი შენნი. |
12 | თუ გიბრძანებია შენს სიცოცხლეში დილისათვის, თუ გიჩვენებია ცისკრისათვის მისი ადგილი, | 12 | ანუ შენ ზედა დავაწესე ნათელი განთიადისა, და მთიებმან იცნა თჳსი იგი წესი |
13 | რომ ეპყრა ქვეყნის კიდეები და ბოროტეულნი განეფერთხა მისგან? | 13 | მიწევნად ფრთეთა ქუეყანისათა, და განბნევად უღელნი მისგან? |
14 | გადაიქცევა საბეჭდავ თიხად და სამოსელივით აჭრელდება, | 14 | ანუ შენ მოიდე მიწაჲ ქუეყანით და თიჴაჲ შეჰქმენ ცხოვლად და პირმეტყუელად და დაადგინე ქუეყანასა ზედა? |
15 | წაერთმევა ბოროტეულთ მათი ნათელი და აღმართული მკლავი შეიმუსრება. | 15 |
ანუ შენ მოუღე ნათელი უღმრთოთა, და მკლავნი ამპარტავანთანი შენ შეჰმუსრენ? |
16 |
თუ ჩაგიღწევია ზღვის წყაროებამდე? თუ გივლია უფსკრულის სიღრმეებში? |
16 | მი-მე-სრულ ხარა წყაროსა მას ზღჳსასა, ანუ კუალსა უფსკრულთასა სრულ ხარა? |
17 | თუ გაღებულა შენს წინაშე სიკვდილის კარიბჭენი და შავეთის კარიბჭენი თუ გინახავს? | 17 | გან-მე-გეხუნენა შიშით ბჭენი სიკუდილისანი, ანუ მეკარეთა ჯოჯოხეთისათა გიხილონ და შეძრწუნდენ? |
18 | თუ განგიცდია დედამიწის სიგრძე და განი? მითხარი, თუ იცი ეს ყველაფერი? | 18 | ანუ სწავლულ ხარა სივრცესა ცასა ქუეშე? მითხარ მე: ვითარმე, ანუ რაბამ არს? |
19 | სად არის გზა ნათლის სამყოფელისკენ და სად არის ბნელეთის ადგილი, | 19 | რომელსა ადგილსა იქცევის ნათელი, ანუ რომელი ადგილი არს ბნელისაჲ? |
20 | რომ დაიჭირო თავის საზღვართან და მიაგნო მისი სახლის ბილიკებს? | 20 | მი-ხოლო-თუ-მიიყვანო საზღვართა მისთა, გინათუ იცნი ალაგნი მისნი? |
21 | თუ იცოდი, რომ ოდესმე დაიბადებოდი და მრავალჟამიერი იქნებოდი? | 21 | მეცნიერმე ხარა? ვინ უწყის, მაშინ შობილ იყო და რიცხუნი წელთა შენთანი ფრიად იყუნეს? |
22 | თუ შეგიღწევია თოვლის საგანძურში და სეტყვის საგანძური თუ გინახავს, | 22 | მი-მე-სრულ ხარა საუნჯეთა თოვლისათა, გიხილვანა საუნჯენი სეტყუათანი? |
23 | რომელსაც ვიმარაგებ ძნელბედობისთვის, ომისა და ბრძოლის დღისათვის? | 23 | რამეთუ დაუუნჯებულ არიან დღედ მტერთა, დღედ ბრძოლისა და ლალვისა. |
24 | რა გზით ნაწილდება ნათელი, როგორ ვრცელდება აღმოსავლეთის ქარი დედამიწაზე? | 24 | ანუ ვინაჲ გამოვალს თრთჳლი, რომელი განეფინების სამხრით ცასა ქუეშე? მითხარღა მე! |
25 | ვინ გაუხსნა ნიაღვარს სადინარი და გზა - ჭექა-ქუხილს, | 25 | ანუ ვინ განუმზადა წჳმისა სასტიკისა დინებაჲ, და გზაჲ ნადირთა? |
26 | რომ აწვიმოს უკაცრიელ მიწაზე, უდაბნოში, სადაც ადამიანი არ ჭაჭანებს, | 26 | სადა არს კაცი, უდაბნოთა უკაცურთა |
27 | რომ მორწყას უდაბური ხრიოკები და აღმოაცენოს მწვანე ბალახი? | 27 | განაძღოს დაუთრგუნავნი და უშენნი. და აღმოაცენოს მცენარენი? |
28 | თუ ჰყავს წვიმას მამა ან ვინ დაბადა ნამის წვეთები? | 28 | ვინ არს წჳმისა მამაჲ? ანუ ვინ არს, რომელმან შვნა შანთნი ცუარისანი? |
29 | ვისი საშოდან გამოვიდა ყინული და ციური ჭირხლი ვინ დაბადა, | 29 | ვისისა მუცლისაგან გამოვალს მყინვარი? ანუ ნეფხუაჲ ცასა ქუეშე ვინ შვა? |
30 | როცა ქვასავით მკვრივდება წყალი და იკვრის უფსკრულის ზედაპირი? | 30 | რომელი გარდამოვალს, ვითარცა წყალი მდინარე? ანუ პირნი ცისანი ვინ დაადნო? |
31 |
თუ შეკრავ ხომლის საბელებს ან ორიონის საკვრელებს თუ გახსნი? |
31 |
გულისჴმა-გიყოფიან საკჳრველნი ხომთანი, ანუ ზღუდენი ორიონთანი შენ განახუენ? |
32 | თუ ამოიყვან ზოდიებს თავ-თავის დროზე და დიდ დათვს თავისი ბელებითურთ თუ წარუძღვები? | 32 | შენ აღმოაბრწყინეა მთიები ჟამსა მისა და აფროდიტე შვილი ზედა ქუეყანისა? |
33 | თუ იცი ცათა კანონები ან თუ დაადგენ მის წესს ქვეყანაზე? | 33 | ანუ ცანი ქუეშე ერთბამად რავდენნი ქმნილ არიან? |
34 | ღრუბლებს თუ მიუწვდენ ხმას, რომ დაგფაროს წყლის თქეშმა? | 34 | უწოდემეა ღრუბელთა ჴმითა და ძრწოლით, წყლითა მძაფრითა გერჩდენ შენ? |
35 | თუ დაიბარებ ელვას, რომ მოვიდეს და გითხრას: აქა ვარო! | 35 | ანუ წარ-მე-ავლინნე მეხის-ტეხანი და წარვიდენ და გრქუან შენ, ვითარმედ: რა უკუე არს? |
36 | ვინ ჩადო გულში სიბრძნე ან ვინ მისცა გონებას გამჭრიახობა? | 36 | ანუ ვინ მოსცა დედათა ქსლისა სიბრძნე, ანუ ჭრელობისა მეცნიერებაჲ? |
37 | ვინ დათვლის ღრუბლებს სიბრძნით და ცის კოლოტებს ვინ გადმოცლის, | 37 | ანუ ვინ აღრაცხნა ღრუბელნი სიბრძნითა თჳსითა, და ცანი ქუეყანად მოდრიკნა? |
38 | როცა შედუღებულია მიწა და კოლბოხები ერთმანეთს ეწებება? | 38 | განფენილ არს, ვითარცა მიაწჲ მტუერი, შევამტკიცო იგი, ვითარცა ლოდსა კუბაჲ? |
39 | ლომს შენ უნადირებ მსხვერპლს, შენ უკლავ შიმშილს ლომის ბოკვერებს, | 39 | ანუ შენ უნადირეა ლომთა საზრდელი, ანუ სულნი ვეშაპთანი შენ განაძღენ? |
40 | როცა ბუნაგებში განაბულან, როცა წვანან თავიანთ საფარში? | 40 | და შეშინებულ არიან იგინი საწოლსა თჳსსა ზედა, სხენან იგინი მაღნართა შინა და მზირიან. |
41 | საზრდოს ვინ უმზადებს ყორანს, როცა მისი ბახალები ღმერთს შესჩხავიან და მშივრები დაბორიალობენ? | 41 | ანუ ვინ განუმზადა ყორანსა საზრდელი? რამეთუ მართუენი მისნი უფლისა მიმარი, ღაღადებენ შეცთომილნი, საზრდელსა ეძიებედ. |