ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იობი

თავი ოცდამეცხრამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

თუ იცი ჯიხვთა დაბადების ჟამი? ფურირმის მყვირალობა თუ შეგინიშნავს?

1

უკუეთუ სცნა ჟამი შობისაჲ ირემვაცთაჲ შინა, ანუ შენ დაუმარხეა სალმობაჲ ირემთა?

2 თუ დაგითვლია მისი მაკეობის თვეები? ან თუ იცი ჟამი მოგებისა? 2 და აღრაცხენ თთუენი შობისა მათისანი სავსებით, ანუ სალმობანი მათნი შენ განჰჴსნენა?
3 ჩაიმუხლებენ, გამოაგდებენ ნაშიერთ, უამდებათ შობის ტკივილები. 3 და განჰზარდენ მართუენი მათნი თჳნიერ შიშისა? და სალმობანი მათნი მოუვლინენ?
4 მაგრდებიან მათი შვილები, იზრდებიან ტრიალ მინდორზე, იფანტებიან და უკან აღარ უბრუნდებიან. 4 დასთხინენ შვილნი მათნი და განმრავლდენ შობითა. განვიდენ და არღარა მოიქცენ თავით თჳსით.
5 ვინ გაუშვა ნებაზე კანჯარი და ველურ ვირს საბელი ვინ გაუხსნა, 5 ანუ ვინ განუტევა კანჯარი თავისუფლად, და საკრველნი მათნი ვინ განჴსნა?
6 რომელსაც უდაბნო მივეცი სახლად და სამყოფლად - მლაშობი? 6 ვყავ საყოფლად მათდა უდაბნოჲ და საძოვარად მათდა ქუეყანაჲ მარილოვანი.
7 ქალაქის ხმაურს არად აგდებს და გამრეკის შეძახილებს არ უსმენს. 7 ეკიცხენ სიმრავლესა ქალაქისასა და ბრძოლაჲ ხარკის-მკრებელთაჲ არა ესმინ მათ.
8 მთებზე საძოვრად დაეხეტება და ყოველგვარ სიმწვანეს დაეძებს. 8 განიმსტურნიან მთანი საძოვრად მათდა და შემდგომად კუალსა ყოვლისა მდელოჲსასა ეძიებედ.
9 თუ ისურვებს მარტორქა შენს სამსახურს? შენს ბაგებთან თუ დაიღამებს? 9 ანუ ინებოსმეა მარტორქამან მონებად შენდა, ანუ დაწოლად ბაგასა შენსა?
10 ბაწრით თუ დააკავებ მარტორქას ხნულთან? თუ დაგიფარცხავს ნახნავებს შენს უკან? 10 ანუ შე-მე-უკრა საბლითა უღელი მისი, ანუ ზიდვიდესმეა ორნატსა შენსა ველსა ზედა?
11 თუ დაენდობი მის ძლიერებას და შენს საშრომელს თუ მიანდობ? 11 გინათუ ესვიდე მას, რამეთუ დიდ არს ძალი მისი. და მიუტეო მას საქმე შენი.
12 თუ გექნება იმედი, რომ თესლს დაგიბრუნებს და კალოზე დაგიხვავებს? 12 გრწამსა, ვითარმედ მოგაგოს შენ თესლი შენი და შემოიღოს კალოსა შენსა?
13 ხალისობენ სირაქლემას ფრთები, მაგრამ სიყვარულის ნაკრეტენი და ბუმბულია ისინი? 13 ფრთითა განსცხრებინ მჭურინავი, უკუეთუ მიუდგეს სირაქლემი და იხჳ,
14 რადგან მიწაზე დებს თავის კვერცხებს და ქვიშაში ათბობს მათ; 14 რამეთუ დაუტევნეს ქუეყანასა ზედა კუერცხნი მისნი და მიწასა ზედა აცხობნ მათ,
15 ავიწყდება, რომ ფეხით გაიჭეჭყება და ველის მხეცი გათელავს მას. 15 და დაავიწყდეს, სადა-იგი დააბნინა, და მჴეცთა ველისათა დათრგუნნეს იგინი.
16

სასტიკად ექცევა თავის ბარტყებს, თითქოს მისები არ ყოფილიყვნენ; ამაოა მისი გარჯა სიფრთხილის გარეშე;

16 განფიცხნეს შვილნი მისნი, ვითარცა არა მისნი, ცუდად დაშურა თჳნიერად შიშისა,
17 რადგან ღმერთმა დაუკავა მას ჭკუა და წილად არ არგუნა გონება; 17

რამეთუ დაადუმა უფალმან მისმან სიბრძნე მისი და არა განუწილა მას გულისჴმის-ყოფაჲ.

18 რაჟამს შეიმართება გასაფრენად, დასცინის ცხენსა და მხედარს. 18 ჟამად-ჟამად სიმაღლისა აღიმაღლის, ეკიცხევნ ცხენზედა და ზედამჯდომელსა.
19 შენ ახტუნებ კალიასავით? მისი დიდებული ჭიხვინი ზარდამცემია! 19 ანუ შენ შეჰმოსეა ძალი ცხენსა და შეარტყ ქედსა მისსა შაში?
20   20 და შეჰმოსე საჭურველი და დიდებაჲ მკერდსა მისსა და კადნიერებაჲ?
21 მიწას თხრის ველზე და ხარობს, ძლიერი ჭენებით მახვილს ეგებება. 21 აღმოითხრინ ფერჴითა და იბეკნ ველსა ზედა, იზახებნ და განვალნ ველად.
22 შიშს დასცინის, არ ფრთხება და მახვილისგან პირს არ აბრუნებს; 22 შემთხუევასა ისრისასა ეკიცხევნ და არა გარემიიქცის მახჳლისაგან.
23 მის თავზე ჟღრიალებს კაპარჭი, ელავს შუბისწვერი და ჰოროლი. 23 მის ზედა ოხრინ რაჲ მშჳლდი და მახჳლი, ლახურისა და ჰოროლისა ძრვაჲ.
24 გრიალ-დგანდგარში ყლაპავს მიწას და ბუკის ხმა ვერ აკავებს; 24 და რისხვითა განჰრყუნინ ქუეყანასა და არა ჰრწამნ, ვიდრემდე დაჰბერონ. ნესტუმაღა ჴმა-ყვის.
25 ბუკის ცემაზე, იტყვის: აჰა! და შორითვე იყნოსავს ბრძოლას, სარდლის შეძახილებს და ყიჟინას. 25 მან თქჳს: ვაშა, ვაშა! შორითავე სული ეცის ბრძოლისაჲ და ზედამისლვა და ღაღადებაჲ.
26 შენს ჭკუაზე ნავარდობს ქორი და სამხრეთისკენ მიფრინავს ფრთაგაშლილი? 26 ანუ შენითა სწავლითა დადგის ქორი? განიპყრნის ფრთენი თჳსნი და შეუძრველად დგან და იხედავნ ჩრდილოჲთ კერძო.
27 შენს ბრძანებაზე აღმაფრენს არწივი და იკეთებს მაღლა თავის ბუდეს? 27 ანუ შენითა ბრძანებითა აღმაღლდის ორბი და ყანჩი დაჯდის მართუეთა ზედა?
28 კლდეზე სახლობს და ათევს ღამეს, კლდის ქიმია მისი ციხე-სიმაგრე; 28 და იქცევინ მწუერვალთა ზედა კლდისათა ფარულად,
29 იქიდან ეძებს საკვებს, შორიდანვე ჭვრეტს მისი თვალი; 29 მუნ არნ და ეძიებნ საზრდელსა, შორით თუალნი მისნი ხედვენ,
30 მისი მართვენი სისხლს ხვრეპენ და სადაც ლეშია, იქ გაჩნდება. 30 მართუენი მისნი შეიბღალნიან სისხლითა, სადაცა არს მძორი, მეყსეულად მუნ იპოვნიან.
  თავი 40    
1

მიუგო უფალმა იობს და უთხრა:

31

და მიუგო უფალმან ღმერთმან იობს და ჰრქუა:

2 რას ედავება ყოვლადძლიერს შარიანი კაცი? ღვთის მამხილებელი ამაზე პასუხს აგებს. 32 აწ ნუუკუე შენ სასჯელსა შემძლებელისა თანა ერიდები, რომელი ამხილებდეს ღმერთსა, მიეგოს მას სიტყუაჲ.
3 მიუგო იობმა უფალს და უთხრა: 33 მიუგო იობ და ჰრქუა უფალსა:
    34 რასაღამე ვისაჯები სწავლასა შინა და ვამხილებ უფალსა და მესმნეს ესოდენნი ესე არარასა ამას?
4 აჰა, ნამცეცი ვარ, რა გიპასუხო? პირზე მაქვს ხელი მიდებული. 35 და მე რაჲ სიტყუაჲ უპოო ესოდენისა მიმართ, ჴელი დავიდვა პირსა ჩემსა?
5 ერთხელ ვთქვი და მეტს აღარ ვიტყვი, მეორეჯერაც და - დავდუმდები. 36 ერთგზის ვიტყოდი და მერმე არღარა შევსძინო.