ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
თავი 39 | |||
1 |
1. მიუგო უფალმა იობს და უთხრა: |
31 | და მიუგო უფალმან ღმერთმან იობს და ჰრქუა: |
2 | რას ედავება ყოვლადძლიერს შარიანი კაცი? ღვთის მამხილებელი ამაზე პასუხს აგებს. | 32 | აწ ნუუკუე შენ სასჯელსა შემძლებელისა თანა ერიდები, რომელი ამხილებდეს ღმერთსა, მიეგოს მას სიტყუაჲ. |
3 | მიუგო იობმა უფალს და უთხრა: | 33 | მიუგო იობ და ჰრქუა უფალსა: |
34 | რასაღამე ვისაჯები სწავლასა შინა და ვამხილებ უფალსა და მესმნეს ესოდენნი ესე არარასა ამას? | ||
4 | აჰა, ნამცეცი ვარ, რა გიპასუხო? პირზე მაქვს ხელი მიდებული. | 35 | და მე რაჲ სიტყუაჲ უპოო ესოდენისა მიმართ, ჴელი დავიდვა პირსა ჩემსა? |
5 | ერთხელ ვთქვი და მეტს აღარ ვიტყვი, მეორეჯერაც და - დავდუმდები. | 36 | ერთგზის ვიტყოდი და მერმე არღარა შევსძინო. |
თავი40 | |||
6 | მიუგო უფალმა იობს გრიგალიდან და უთხრა: | 1 |
მერმე მიუგო უფალმან იობს და ჰრქუა ღრუბლით გამო: |
7 | შემოისარტყლე წელი მამაკაცურად, შეგეკითხები და გამაგებინე: | 2 | ნუ ეგრე, არამედ შეირტყენ, ვითარცა მამაკაცმან წელნი შენი. მე გკითხვიდე და შენ მომიგებდე მე. |
8 | გინდა გააუქმო ჩემი სამართალი, გამამტყუნო, რომ თავად გამართლდე? | 3 | ნუ განაგდებ სასჯელსა ჩემსა, ანუ ჰგონებ, ვითარმცა სხუად რადმე გამოგეცხადე შენ? არამედ, რათა გამოსჩნდე მართლად. |
9 | იქნებ ღვთისდარი მკლავი გაქვს და მისი ხმით გრგვინვა შეგიძლია? | 4 | აწ მკლავი შენი ნუ არსა უფლისა მიერ, ანუ ჴმისა მისებრ ჰქუხდე? |
10 | აბა, შეიმკე დიდებით და სიდიადით! აბა, შეიმოსე ნათელი და შარავანდი! | 5 | აღიღე სიმაღლე და ძალი, დიდებაჲ და პატივი შეიმოსე. |
11 | აბა, გადმოაფრქვიე შენი რისხვის ცეცხლი! დახედე განდიდებულს და დააკნინე! | 6 | და წარავლინენ ანგელოზნი რისხვისანი, დაშრიტე, მაგინებელნი დაამდაბლენ და ამპარტავანი დაშრიტე. |
12 | დახედე განდიდებულს და დაამდაბლე, ადგილზევე გააცამტვერე ბოროტეულნი! | 7 | დაალპენ უღმრთონი მეყსეულად, |
13 | მტვერში ჩამარხე ერთიანად და შავეთში მობურე მათი პირისახე. | 8 | დაჰფარენ ქუეყანასა მას გარესკნელსა ერთბამად, და პირნი მათნი გინებითა აღავსენ. |
14 | მაშინ მეც დაგიჯერებ, რომ შენს მარჯვენას ძალუძს შენი გადარჩენა. | 9 | აღმიაროსა, ვითარმედ ძალ-უც მარჯუენესა შენსა? |
15 | აჰა, ბეჰემოთი, შენთან ერთად რომ შევქმენი, ჭამს ხარივით ბალახს. | 10 | არამედ, აჰა, ეგერა, მჴეცნიცა შენ წინაშე თივასა, ვითარცა ზროხანი, ჭამენ. |
16 | აჰა, ძალა მისი მის წელშია, მისი სიმაგრე - მუცლის კუნთებშია; | 11 | აჰა, ეგერა, ძალი მისი წელთა მისთა და ძლიერებაჲ მისი უპესა მუცლისასა |
17 |
ნაძვივით დრეკს თავის კუდს, თეძოების ძარღვები გადაგრეხილი აქვს; |
12 | აღჰმართა ბოლოჲ მისი, ვითარცა საროჲ. ხოლო ძარღუნი მისნი შეთხზულ არიან. |
18 | მისი ძვლები სპილენძის მილებია, მისი სახსრები - რკინის წნელები; | 13 | გუერდნი მისნი გუერდნი რვალისანი და ზურგისძუალი მისი რკინაჲ დასხივებული, |
19 | ის პირველია ღვთის ქმნილებებში, მხოლოდ მისი გამჩენი თუ დაჰკრავს მახვილს; | 14 | ესე იგი არს დასაბამად დაბადებისა უფლისა, და შექმნული სამღერელად ანგელოზთა მისთა. |
20 | მთები აძლევს მას საზრდოს და ველის ყოველი მხეცი იქ ერთობა. | 15 |
მოვიდეს მთასა მყარსა მწუერვალსა, ყვის მხიარულებაჲ ოთხფერჴთაჲ. ტარტაროსსა შიდა. |
21 | ლაქაშებში წვება, ლერწმის საფარში და ჭაობებში; | 16 | ქუეშე თითოფერთა ხეთა დაწჳს ჭილსა თანა ლერწამსა და ლელსა. |
22 | ლაქაშები ჩრდილს აფენს მას, ღელის ძეწნები გარს ახვევია; | 17 | აგრილობედ მას ხენი დიდ-დიდნი მორჩითურთ და რტონი აგნისანი ნუ იყოს ღათუ. |
23 | აჰა, ბობოქრობს მდინარე, ის კი არ ფრთხება, მშვიდად არის, თუნდაც იორდანე მიეღვაროს პირში. | 18 | წყლით-რღუნაჲ ვერ აგრძნეს, ესავნ თავსა თჳსსა მი-ღა-თუ-ჰმართის იორდანემან პირსა მისსა. |
24 | თვალით ვინ დაიჭერს მას, მახით ვინ გაუხვრეტს ცხვირს? | 19 | თუალსა მისსა შთაიწრიდოს იგი, განდრეკასა მას მისსა განუჴურიტოს ცხჳრი მისი. |
25 | თუ ამოათრევ ანკესით ლევიათანს და ბაწრით თუ დაუბამ ენას? | 20 | მო-მე-ითრიოა ვეშაპი სამჭედურითა და განიღო ხრატუკი ნიღრსა მისსა? |
26 | ცხვირში თუ გაუყრი კაუჭს და ყბაში ჩანგალს თუ მოსდებ? | 21 | ანუ ამოაცუა გრკალი ნიჩურსა მისსა და გრგოლითა განუჴურიტო ბაგე მისი? |
27 | თუ დაგიწყებს ბევრ ვედრებას ანთუ ტკბილი სიტყვით დაგეუბნება? | 22 | და გეტყოდის შენ ვედრებით, მოქენებით ქუემო? ანუ დადვას აღთქმაჲ შენ თანა. |
28 | თუ დაგიდებს აღთქმას ანთუ სამუდამო ყმად გაიხდი? | 23 | და მოიყვანთ იგი მონად საუკუნოდ? |
29 | თუ დაუწყებ თამაშს, როგორც ჩიტს რასმე, თუ დააბამ შენი გოგონებისთვის? | 24 | და ემღერდე მას, ვითარცა მფრინველსა, ანუ შეუკრა იგი ვითარცა სირი ყრმასა? |
30 | თუ მოივაჭრებენ მას მოვაჭრენი, თუ დაანაწილებენ ქანაანელთა შორის? | 25 | განძღენ მით წარმართნი და განიყონ იგი ზღჳსკიდისა ნათესავთა? |
31 | თუ დაუფარავ კანს ჰოროლებით და თავს - ბარჯებით? | 26 | ყოველნი ღათუ მენავენი შეკრბენ, ვერ მოიღონ ერთი ქეცი ბოლოჲსა მისისაჲ და ნავებითა მესათხევლეთათა თავი მისი. |
32 | შეახე მას ხელი და გახსოვდეს ბრძოლა, მეტს აღარ ეცდები. | 27 | ანუ დასდვა ჴელი შენი მას ზედა და მოიჴსენო ბრძოლაჲ იგი, რომელი იყო ჴორცთა მისთა ზედა. და ნუღარა იყოფინ. |
28 | არა გიხილავსა იგი და არცა სიტყუათა ამათ ზედა დაგიკჳრდების? |