ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
აჰა, უმტყუნებს მას იმედი, მის ერთ შეხედვაზე დაეცემა. |
||
2 | მის აღძვრას ვერავინ ბედავს თუ მე ვინღა დამიდგება წინ? | 1 | ანუ არა ჰგონებ, რამეთუ განმზადებულ არს ჩემდა? ვინმე უკუე არ წინაადმდგომ? ანუ ვინ წინააღმიდგეს მე და დამითმოს? |
3 | ვისი რა მმართებს, რომ გადავუხადო? ყველაფერი ჩემია ცისქვეშეთში. | 2 | რამეთუ ყოველივე ცასა ქუეშე ჩემი არს? |
4 | არ შევწყვეტ სიტყვას მისი სხეულის ასოებზე, მის ძლიერებაზე და მისი აღნაგობის სილამაზეზე. | 3 | არა დავდუმნე მისთჳს, და სიტყუამან ძლიერებისამან შეიწყალოს სწორი მათი. |
5 | ვინ გახდის მას ზედა სამოსელს? მის ორ ყბას შუა ვინ შეაღწევს? | 4 | ვინმე გამოაცხადოს პირი შემოსილებისა მისისაჲ? და შეწებულთა მკერდისა მისისათა ვინმე შევიდეს? |
6 | მისი პირისახის კარს ვინ გააღებს? მის კბილთა ირგვლივ საშინელებაა! | 5 | ანუ ბჭენი პირისა მისისანი ვინმე განახუნეს? გარემო კბილთა მისთა შიში. |
7 | მისი ზურგი დელამფართა წყებაა, მჭიდრო ბეჭდებით შეკრული; | 6 | ნაწლევნი მისი ასპიდი რვალისანი ნაწევარი მისი, ვითარცა მყარი ლოდი. |
8 | ერთი მეორეზეა მიჯრილი და ქარი არ ატანს მათ შორის; | 7 | ერთი ერთსა შეყოფილ, სული ვერ განვიდეს მას. კაცი ძმასა თჳსსა შეეყოს. |
9 | ერთმანეთს შეეწებნენ, შედუღდნენ და აღარ სცილდებიან; | 8 | შეეყუნენ და არა განაშორნენ. |
10 | მისი დამცხიკვება შუქს აფრქვევს, მისი თვალები განთიადის წამწამებია; | 9 | კცენასა მისსა გამოჰკრთებიან ნათელნი, ხოლო თუალნი მისნი, ვითარცა ხილთაჲ მთიებისაჲ. |
11 | მისი პირიდან მაშხალები გამოდის, ცეცხლის ნაკვერჩხლები ცვივიან; | 10 | პირისა მისისაგან გამოვლენ ლამპარნი მგზებარენი, და გამოსცჳვიან შანთნი ცეცხლისანი. |
12 | ნესტოებიდან კვამლს უტევებს, როგორც მდუღარე ქვაბი, როგორც ნახანძრალი ლერწამი; | 11 | ცხჳრთა მისთაგან გამოვალს საჴმილი აღგზებული ცეცხლისა ნაკუერცხალისაჲ. |
13 | მისი სუნთქვა მუგუზლებს აღვივებს და მისი პირიდან ალი გამოდის; | 12 | სული მისი ნაკუერცხალ არს. ალი პირისა მისისაგან გამოვალს. |
14 |
მის ქედზე ძალაა დავანებული და მის წინაშე როკავს შიში; |
13 | ქედსა მისსა ზედა დადგრომილ არს ძალი, წინაშე მისსა რბინ წარსაწყმედელი. |
15 | ხორცის ნაკვთები მისი შენივთულია ერთმანეთთან, მკვრივად აფენია, შეუძვრელად; | 14 |
ჴორცნი გუამისა მისისანი შეყოფილ არიან, წარმო-თუ-ეცეს მის ზედა დარღუნაჲ. |
16 | ქვასავით მკვრივია მისი გული, მკვრივია ქვედა დოლაბივით. | 15 | არა შეიძრნენ, გული მისი დამყარებულ არს, ვითარცა ლოდი და ჰგიეს იგი, ვითარცა გურდემლი განუჭედელი. |
17 | წამოიმართება და ფრთხებიან ძლიერნი, თავზარდაცემისგან გონს კარგავენ; | 16 | გარემოქცევასა მისსა შიში მჴეცთა ოთხფერჴთაჲ, ქუეყანასა მავალთაჲ. |
18 | მახვილი ვერ უძლებს მას, ვერც შუბი, ვერც ჰოროლი, ვერც ჯავშანი; | 17 | უკუეთუ შეემთხჳნენ მას ლახუარნი, რაჲ უყონ მას |
19 | რკინა ჩალად უჩანს და ფუტურო ხედ - რვალი; | 18 | სათხედი და თორნი? (!) შეურაცხიეს მას რკინაჲ გზედ, ხოლო რვალი ვითარცა ძელი. |
20 | ვერ გააქცევს მას მშვილდის ნასხლეტი, თივის ბულულია მისთვის შურდულის ქვები; | 19 | ვერ მოწყლას იგი მშჳლდმან რვალისამან, შეურაცხიეს მას კლდეთაგან ქვაჲ თივად. |
21 | ბზედ უჩანს ლახტი და ლახვრის შხუილზე ეღიმება; | 20 | და ვითარცა ლერწამი შეურაცხია მას ურონი. ეკითხევნ იგი ძრვასა ცეცხლშემოსილსა. |
22 | წამახული ქვები აქვს მუცლის ქვეშ, განრთხმულია კევრივით ჭონჭყოში; | 21 | სარეცელნი მისნი, ისრისპირნი, მახჳლნი და ყოველნი ოქრონი ზღჳსა მის ქუეშე, ვითარცა თიჴა ურიცხჳ. |
23 | ქვაბივით ადუღებს უფსკრულს, ზღვას საცხებლის კოჭობად აქცევს; | 22 | აღადუღის უფსკრული, ვითარცა ქუაბი. შეურაცხიეს ზღუაჲ საცხებელად ოდენ. |
24 | თავის უკან ასხივებს ბილიკს, ჭაღარად ჩნდება ზღვის მორევი; | 23 | ხოლო ტარტაროსი უფსკულისაჲ, ვითარცა ტყვე, შერაცხა უფსკრული სამოთხველად. |
25 | არ არის მიწაზე მისი მსგავსი, უშიშრად არის გაჩენილი; | 24 | და არარაჲ არს არცაღა ერთ მსგავსი მისი ქუეყანასა ზედა. და შექმნილ არს იგი სამღერელად ანგელოზთა ჩემთათჳს. |
26 | ყოველი მაღლის მჭვრეტელია, მეფობს ყოველ ამპარტავანზე. | 25 | ყოველსა მაღალსა ხედავს, და იგი არს მეუფე ყოველთა, რაჲ არიან წყალთა შინა. |