ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იობი

თავი მეხუთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

შეჰღაღადე, ვინ გიპასუხებს? წმიდათაგანს ვის მიმართავ?

1

ხადოდეღა შენ, უკუეთუ ვინმე გერჩდეს, გინათუ ანგელოზთაგანი, წმიდათა იხილო.

2 უგუნურს ღუპავს ბრაზი, ბრიყვს შური კლავს. 2 და რამეთუ უგნური იგი რისხვამან მოკლის, ხოლო შეცთომილი იგი მოაკუდინის შურმან.
3 მე ვნახე ფესვგადგმული უგუნური და მეყსეულად შევაჩვენე მისი ბინა. 3 მე ვიხილენ უგნურნი, რომელთა ძირნი დაებნეს, არამედ მეყსეულადვე შეიჭამა როჭიკი მათი.
4 შორს არიან მისი შვილები ხსნისაგან, კარიბჭესთან სცემეს მათ და არავინ იყო მშველელი. 4 განეშორნეს ძირნი მათნი ცხორებისაგან და იქენჯნებოდენ იგინი კართა ზედა უნაკლულევანესთანა და არავინ იყოს განმრინებელ მათდა.
5 რასაც მოიმკის, მშიერი შეუჭამს, ეკლებიდანაც კი ააცლიან. მწყურვალი კაცი შთანთქავს მათ დოვლათს. 5 რამეთუ, რაჲ-იგი მათ შეიკრიბეს, მართალთა შეჭამონ და იგინი ბოროტისაგან ვერ განერნეს. გამოიწოვენ ძალი მათი,
6 რადგან სატკივარი მტვერიდან არ ამოდის და მიწიდან არ აღმოცენდება სატანჯველი. 6 რამეთუ არა გამოჴდის ქუეყანით ბნელი, არცა მთათაგან აღმოსცენდის სალმობაჲ.
7 ადამიანი სატანჯველად იბადება და ნაბერწკლებივით მაღლა მიისწრაფის. 7 არამედ კაცი იშვების სალმობად, მართუენი ყანჩისანი მაღალსა ფრინვენ.
8 ისევ ღმერთს დავეკითხები და ღმერთს მივანდობ ჩემს საქმეს, 8 არა ეგრე, არამედ მე უფალსა ვევედრებოდე და უფალსა ღმერთსა, ყოვლისა მპყრობელსა ვხადოდე,
9 შემოქმედს სიდიადეთა და გამოუკვლეველ საკვირველებათა, რომელთაც არა აქვს რიცხვი, 9 რომელმან ქმნნა დიდ-დიდნი და გამოუკლეველნი დიდებულნი და საკჳრველნი, რომელთა არა არს რიცხჳ, რომელმან მოსცის წჳმაჲ ქუეყანასა და მოავლინის წყალი ცასა ქუეშე.
10 მაწვიმებელს მიწის პირზე და წყლის გამომგზვნელს ყანების პირზე, 10  
11 რათა მდაბალნი აამაღლოს და დამწუხრებულნი ხსნად აღზევდნენ. 11 რომელმან ქმნნის მდაბალნი მაღალ და წარწყმედულნი აღმართნის,
12 ის ფუშავს ცბიერთა ზრახვებს და მათი ხელები ვეღარ ასრულებენ ჩანაფიქრს. 12 და აგნის ზრახვანი წარმართთანი და არა ქმნის ჴელთა მათთა ჭეშმარიტებაჲ.
13 ის იჭერს ბრძენკაცებს მათივე ცბიერებით და ხრიკიანთა თათბირი ფუჭი ხდება. 13 რამეთუ წარეწიის ბრძენთა გონიერებითა და ზრახვა იგი მრავალმთხზველთა განაქარვა.
14 დღისით უკუნეთს აწყდებიან და ხელისცეცებით დადიან შუადღისას, როგორც ღამეში. 14 დღისი შეემთხჳოს მათ ბნელი და შუვასამხრის ეჩქუეფებოდიან, ვითარცა ღამე. წარწყმდედ იგინი ბრძოლასა შინა.
15

ის იხსნის ღატაკს მახვალისგან, მათი პირიდან და მაგარი ხელიდან.

15

უძლური იგი განერის ჴელისაგან ძლიერისა.

16 ბეჩავი კაცი იმედით ცოცხლობს, უკეთურება კი პირს მუწავს. 16 იყავნ უძლურისა მის სასოებაჲ და ცრუისა მის პირი დაიყავნ.
17 აჰა, ნეტარია კაცი, რომელსაც ამხილებს ღმერთი! ყოვლადძლიერის შეგონებას ნუ უკუაგდებ! 17 ხოლო ნეტარ არს კაცი, რომელსა ამხილა უფალმან. სწავლასა ყოვლისა მპყრობელისასა ნუ განიშორებ,
18 ის წყლავს და ისევ უხვევს ჭრილობებს, ის ჰგვემს, მაგრამ კურნავს თავისივე ხელით. 18 რამეთუ მან ალმის და მერმე კუალად მოაგის, დასცა და ჴელთა მისთა განკურნეს.
19 ექვს განსაცდელში დაგიჭარავს და მეშვიდეგზის ბოროტება არ შეგემთხვევა. 19 ექუსგზის ბოროტისაგან გიჴსნეს შენ და მეშჳდესა მას არა შეგეხოს შენ ბოროტი.
20 შიმშილობის დროს სიკვდილისგან გიხსნის და ომში - მახვილისგან, 20 სიყმილსა გიჴსნეს შენ სიკუდილისაგან, ბრძოლასა შინა ჴელისაგან მახჳლისა განგარინოს შენ.
21 ენის შოლტს დაემალები და არ შეგეშინდება განადგურებისა, როცა კი მოვა. 21 გუემისაგან ენისა დაგიფაროს შენ და არა გეშინოდის შენ ბოროტისაგან მომავალისა.
22 განადგურებაზე და შიმშილზე გაგეცინება და მიწის მხეცებისა არ შეგეშინდება. 22 ცრუთა და უსჯულოთა ეკიცხევდე და მჴეცთაგან ველურთა არა გეშინოდის.
23 რადგან ყანის ქვებთან აღთქმა გექნება და ველის მხეცებთან მშვიდობაში იქნები. 23 რამეთუ მჴეცნი ველისანი დაგიმშჳდნენ შენ.
24 დაინახავ, რომ მშვიდობაა შენს კარავში, თვალს მოავლებ შენს საცხოვრებელს და დანაკლისი არ გექნება. 24 მაშინ სცნა, რამეთუ მშჳდობა არს სახლსა შენსა და წესმან საყოფლისა შენისამან არა ცოდოს.
25 დაინახავ, რომ გამრავლდა შენი მოდგმა და მიწის ბალახივითაა შენი ნაშიერი. 25 მაშინ სცნა, რამეთუ მრავალ არს ნათესავი შენი და შვილნი შენი, ვითარცა ყოველი მწუანვილი ველისაჲ.
26 სისრულით ჩახვალ სამარეში, როგორც პურის ძნა შემოდის თავის დროზე. 26 და მოხჳდე საფლავად, ვითარცა იფქლი ჟამისაჲ ჟამსა თჳსსა მომკილი, ანუ ვითარცა ზჳნი კალოსაჲ ჟამად-ჟამად შეკრებილი.
27 აი, ეს არის, რაც გამოვიკვლიეთ, ეს ჭეშმარიტებაა! შეისმინე და იცოდე შენთვის! 27 აჰა, ესე ესრეთ გამოვიკულიეთ და ესე არს, რომელი გუასმიეს, ხოლო შენ ცან თავისაჲ, რაჲ-იგი შენ გიქმნიეს.