ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
იყო უფლის სიტყვა იონაზე, ამითაის ძეზე: |
1 |
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ იონაჲს მიმართ, ძისა ამათიანისა, მეტყუელი: აღდეგ და წარვედ ნინევად, ქალაქად დიდად, და ქადაგე მას შინა. აღმოვიდა ღაღადება უკეთურებისა მისისაჲ ჩემდამო. |
2 | ადექი, წადი ნინევეში, დიდ ქალაქში, და ამცნე, რომ მომწვდა მისი ბოროტების ამბავი. | 2 | |
3 | ადგა იონა, რომ თარშიშში გაქცეულიყო უფლის პირისგან. ჩავიდა იაფოში, მონახა თარშიშს მიმავალი ხომალდი, გადაიხადა საფასური, ჩაჯდა შიგ და მათთან ერთად გაემგზავრა თარშიშისკენ, რომ უფლის პირისგან გადახვეწილიყო. | 3 | და აღვიდა იონა სივლტოლად თარშიდ პირისაგან უფლისა, და შთავიდა იოპპედ და პოვა ნავი, მიმავალი თარშიდ, და მისცა სანავე მისი და აღვიდა მისდამი ცურვად მათ თანა თარშიდ მიმართ პირისაგან უფლისა. |
4 | ამოაგდო უფალმა ძლიერი ქარი ზღვაზე. დიდმა ქარიშხალმა ააბობოქრა ზღვა; ცოტაც და, უნდა დალეწიღიეო ხომალდი. | 4 | და უფალმან აღადგინა ქარი ზღუასა შინა და იქმნა ღელვა დიდი შორის ზღჳსა. და ნავი დაჭირვებულ იქმნებოდა შემუსრვად. |
5 | შეშინდნენ მეზღვაურები, ყველამ თავ-თავის ღმერთს შეჰღაღადა; ზღვაში გადაყარეს, რაც რამ საქონელი ჰქონდათ ხომალდზე, რომ შეემსუბუქებინათ იგი. იონა კი ხომალდის ბანქვეშ ჩასულიყო, იწვა და ეძინა. | 5 | და შეშინდეს მენავენი. და ჴმობდა კაცად-კაცადი ღმრთისა მიმართ თჳსისა და გარდაყრაჲ ქმნეს ნავისშინათა ჭურჭელთა ზდუად აღსუბუქებად მათგან. ხოლო იონა შთავიდა უბესა ნავისასა, და ეძინა და ხურინევდა. |
6 | მივიდა მასთან ხომალდის უფროსი და უთხრა: რას დაგიძინია? ადექი, შენც შეჰღაღადე შენს ღმერთს, ვინძლო შეგვიწყალოს ღმერთმა და არ დავიღუპოთ. | 6 | და მოვიდა მისდამი მეპრორე და ჰრქუა მას: რასა ჰხურინავ შენ? აღდეგ და ჰხადე ღმერთსა შენსა, უკუეთუ ვითარ მაცხოვნნეს ჩუენ ღმერთმან და არა წარვწყმდეთ. |
7 | თქვა ერთმანეთში ხალხმა: მოდით, წილი ვყაროთ და გავიგოთ, ვის გამო ჩავცვივდით ამ განსაცდელში. ყარეს წილი და შეხვდა წილი იონას. | 7 | და თქუან, თითოეულმან მოყუსისა მიმართ თჳსისა მოვედით, ვყარნეთ წილნი და ვსცნათ, ვისთჳს არს სიბოროტე ესე ჩუენ ზედა. და ყარნეს წილნი და დავარდა წილი იონას ზედა. |
8 | ჰკითხეს: გვითხარი, ვის გამო ჩავცვივდით ამ განსაცდელში; რა ხელობის კაცი ხარ, საიდან მოდიხარ, სადაური ხარ, რა რჯულისა? | 8 | და თქუეს მისდამი: მითხარ ჩუენ, რასათჳს არს სიბოროტე ესე ჩუენ შორის, რაჲ არს მოქმედებაჲ შენი და ვინა მოხუალ და სადა წარხუალ, და რომლისა სოფლისა და რომლისა ერისაგან ხარ შენ? |
9 | მიუგო: ებრაელი ვარ, მოშიშარი უფლისა, ცათა ღმერთისა, რომელმაც ზღვა და ხმელეთი შექმნა. | 9 | და თქუა მათდა მიმართ: მონაჲ უფლისაჲ ვარ მე. და ღმერთსა ცისასა ვეშიშვი მე, რომელმან შექმნა ზღუაჲ და ჴმელი. |
10 | დიდად შეეშინდათ ამ კაცებს, უთხრეს: ეს რა ჩაგიდენიაო, როცა გაიგეს, რომ უფლის პირისგან იყო გაქცეული; რადგან თვითონვე გამოუტყდა. | 10 | და შეეშინა კაცთა შიში დიდი და თქუეს მისდამი: რაჲ ესე ჰყავ მით, რამეთუ აგრძნეს კაცთა, ვითარმედ: პირისაგან უფლისაჲ იყო მლტოლვარე, რამეთუ მიუთხრა მათ). |
11 | ჰკითხეს: რა უნდა გიყოთ, რომ ზღვა დაგვიწყნარდესო? რადგან ზღვა კვლავინდებურად ღელავდა. | 11 | და თქუეს მისდამი: რა გიყოთ შენ? და დასცხრეს ჩუენ ზედა ზღუაჲ, რამეთუ ზღუაჲ ვიდოდა და უფროს აღადგენდა ღელვათა. |
12 | მიუგო: ამიღეთ, გადამაგდეთ ზღვაში და ზღვა დაგიწყნარდებათ, რადგან ვიცი, ეს დიდი ქარიშხალი ჩემს გამო დაგატყდათ თავს. | 12 | და თქუა იონამან მათდა მიმართ: აღმიღეთ მე და შთამაგდეთ ზღუად და დაყუდნეს თქუენგან ზღუაჲ მით, რამეთუ ვსცნობ მე, ვითარმედ ჩემთჳს არს ღელვა ესე დიდი თქუენ ზედა. |
13 | მოუსვეს ნიჩბები, რომ ხმელეთს მისდგომოდნდნ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ, რადგან ზღვა კიდევ უფრო აუბობოქრდათ. | 13 | და იძულებოდეს კაცნი მიქცევად ქუეყანად მიმართ და ვერ შეუძლებდეს, რამეთუ ზღუაჲ ვიდოდა და უფროს აღდგებოდა მათ ზედა. |
14 | მაშინ შეჰღაღადეს უფალს და უთხრეს: ჰე, უფალო, ნუ დაგვღუპავ ამ კაცის გამო, მაგრამ ნურც მართალ სისხლს მოგვკითხავ. რადგან ისე მოაწყვე, უფალო, როგორც გინდოდა. | 14 | და ჴმა-ყუეს უფლისა მიმართ და თქუეს: ნუსადა უფალო, ნუ წარვწყმდებით სულისათჳს კაცისა ამის და ნუ გუცემ ჩუენ ზედა სისხლსა მართალსა მით, რამეთუ შენ, უფალო, ვითარცა სახედ გენება, ჰყავ. |
15 | აიღეს და ზღვაში გადააგდეს იონა და ზღვამ შეწყვიტა ღელვა. | 15 | და მოიყუანეს იონაჲ და შთააგდეს იგი ზღუად. და დადგა ზღუაჲ რყევისაგან მისისა. და შეეშინა კაცთა მათ შიში დიდი უფლისაჲ და ამსხუერპლეს მსხუერპლი უფალსა და აღთქუნეს აღთქმანი. |
16 | დიდად შეეშინდათ ამ კაცებს უფლისა; მსხვერპლი შესწირეს და აღთქმები დაუდეს. |