ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
როდესაც შეწყვიტა ღაღადისი ისრაელის ღმერთის მიმართ და გაასრულა ყოველი სათქმელი, |
1 |
და იყო, ვითარცა დასცხრა ღაღადებისაგან უფლისა მიმართ ღმრთისა ისრაჱლისა და აღასრულნა ყოველნი სიტყუანი ესე. და აღდგა თაყუანისცემისაგან თჳსისა. |
2 | წამოდგა ჩოქისგან, უხმო თავის მოახლეს და წავიდა სახლში, სადაც დაჰყო შაბათები და სადღესასწაულო დღეები. | 2 | და მოუწოდა შიმუნვარსა თჳსსა და განვიდა სახიდ თჳსსა, რომელსა შინა იყოფინ დღესა შაბათსა დღესასწაულთა მისთა. |
3 |
გაიხადა ძაძა, რომელიც ეცვა, ქვრივობის სამოსი, დაიბანა ტანი წყლით, იცხო სქელი ნელსაცხებელი, დაივარცხნა თმები, გაიკეთა ზედ თავსაკრავი და ჩაიცვა თავისი სამხიარულო ტანისამოსი, რომელსაც თავისი ქმრის, მენაშეს, სიცოცხლეში იცვამდა. |
3 | განიძარცვა ძაძა იგი, რომელ ემოსა ქურიობისა მისისა, და განიბანა გუამი წყლითა და იცხო ნელსაცხებელი ჴშირი და განითხზა სამკაულად თმა თჳსი და დაიდგა თავსა ხოირი და შეიმოსა სამოსელი სიხარულისა მისისა, რომლითა შეიმოსის ცხორებასა მანასესა, ქმრისა თჳსისასა. |
4 | ჩაიცვა ფეხზე სანდლები, გაიკეთა ფარღული და სამაჯურები, ბეჭდები და საყურეები - ყველა თავისი სამკაული - და ძლიერ გაილამაზა თავი, რათა ეცთუნებინა ყოველი კაცის თვალი, ვინც კი შეხედავდა მას. | 4 | და შეისხნა ჴამლნი მოოქროვილნი ფერჴთა მისთა და შეისხნა სამკლავენი და სავლტენი და ბეჭედი და საყურნი და ყოველი სამკაული მისი და. შეიმკო თავი თჳსი ფრიად საცთუნებელად მამაკაცისა თუალთა, რომელთა იხილონ იგი. |
5 | მისცა თავის მოახლეს ღვინის ტიკი და ზეთის ჭურჭელი, გაავსო ხურჯინი ქერის პურით, ჩირით და წმინდა პურით. ჩააწყო მთელი თავისი სანოვაგე და აჰკიდა მას. | 5 | და აჰკიდა შიმუნვარსა მას თხიერაკითა ღჳნო და კოკით ზეთი და პური წმიდითა ყოვლითა და ყოველი ჭურჭელი მისი, და აჰკიდეს მას. |
6 | მივიდნენ ბეთულიას ქალაქის კარიბჭესთან, ნახეს იქ მდგომი ყუზია და ქალაქის უხუცესნი - ხაბრისი და ხარმისი. | 6 | და განვიდეს ორნივე ბჭეთა ქალაქისათა ბეტულასათა პოვნეს, ზედამდგომელად მას ზედა ოზია და მოხუცებულნი ქალაქისანი ქარბი და ქარმი. |
7 | როგორც კი დაინახეს მათ ივდითი, მისი გადასხვაფერებული გარეგნობა და გამოცვლილი სამოსი, ძლიერ განცვიფრდნენ მისი სილამაზით და უთხრეს: | 7 | და ვითარცა იხილეს იგი, იყო პირი მისი ცვალებულ და სამოსელი მისი იქცევის, დაუკჳრდა სიკეთე მისი ფრიად. |
8 | ჩვენი მამა-პაპის ღმერთმა მოგმადლოს შენ და შეგასრულებინოს შენი განზრახვა ისრაელიანთა საამაყოდ და იერუსალიმის ასამაღლებლად. | 8 | და ჰრქვეს მას: განვედ მშჳდობით, უფალი ღმერთი იყავნ შენ თანა წინაშე შენსა შურისმეძიებელად მტერთა ჩუენთა, ღმერთმან მამათა ჩუენთამან მოგეცინ შენ მადლი და აღასრულენ ზრახვა შენი სიქადულად ძეთა ისრაჱლისათა და აღსამაღლებელად იერუსალჱმისა. და ივდით თაყუანი-სცა პირსა ზედა თჳსსა ღმერთსა. |
9 | თაყვანისცა ღმერთს ივდითმა და უთხრა მათ: ბრძანეთ, რომ გამიღონ ქალაქის კარიბჭე, რათა გავემართო იმ საქმის აღსასრულებლად, რაზეც მელაპარაკეთ. უბრძანეს ჭაბუკებს გაეღოთ მისთვის კარიბჭე, როგორც მან თქვა. | 9 | და ჰრქუა მაო ივდით: ყავნ აწ უფალმან ღმერთმან სიტყუათა თქუენთაებრ და პოვენ მადლი მჴევალმან მისმან წინაშე თუალთა მისთა. აწ უკუე მიბრძანე მე განხუმად ბჭეთა ქალაქისათა და განვიდე აღსრულებად სიტყუათა, რომელთა იტყოდეთ ჩემ თანა. და უბრძანეს ჭაბუკთა მათ, რათა განუხუნენ მას ბჭენი, ვითარცა-იგი ეტყოდა მათ. |
10 | ასეც მოიქცნენ. გავიდა თავად ივდითი და მოახლე მასთან ერთად. ქალაქის კაცები თვალს ადევნებდნენ მას, სანამ მთას გადაივლიდა და ხევში შევიდოდა. ამის შემდეგ აღარ დაუნახავთ იგი. | 10 | და განვიდა ივდით და მჴევალი მისი მის თანა ქალაქით და ხედვიდეს მას კაცნი იგი ქალაქისანი, ვიდრე გარდამოვიდოდეს მთასა მას. |
11 | ისინი ხევ-ხევ წავიდნენ და გადაუდგა წინ აშურელთა ყარაული. | 11 | და ვიდრე გარდავიდა ღელესა მას მართლ და არღარა იხილეს. და მოეგებოდეს მას მჴუმილავნი იგი ასურასტანისანი. |
12 | შეიპყრეს იგი და ჰკითხეს: ვინა ხარ, საიდან მოდიხარ და საით მიდიხარ? უპასუხა: ებრაელთა ასული ვარ და მათ გამოვექეცი, რადგანაც განწირულნი არიან თქვენგან ჩასანთქმელად. | 12 |
და შეიპყრეს იგი და ჰკითხვიდეს მას: ვიეთი ხარ და ვინა მოხვალ და ვიდრე ხვალ? და ჰრქუა მათ ივდით: ასული ვარ მე ებრაელთა და ვივლტვი, რამეთუ მოცემულ არიან იგინი თქუენდა შესაჭმელად. |
13 |
მე კი თქვენი ლაშქრის მხედართმთავართან, ოლოფერნესთან, მივდივარ, რათა ვაუწყო მას სინამდვილე და ვუჩვენო გზა, რომლითაც გაემართება იგი და დაიპყრობს მთელ მთიანეთს ისე, რომ ძე ხორციელი არ დაიღუპება მისი ხალხიდან. |
13 | და მოვალ წინაშე ჰოლომფორესა, ერისთავისა მის ძლიერებისა თქუენისასა, თხრობად მისსა სიტყუათა ჭეშმარიტებისათა და უჩუენოთ მათ გზა, ვინა შევიდეს და ეუფლოს მას ყოველსა მთითკერძოსა და არა წარწყმდეს კაცთა ამათგანი ჴორციელი ერთი, არცა სული. |
14 | მისი ნათქვამი რომ მოისმინეს კაცებმა და მის სახეს შეხედეს - განსაცვიფრებლად ლამაზი ჩანდა იგი მათ თვალში - უთხრეს მას: | 14 | ვითარცა ესმნეს სიტყუანი ესე კაცთა მათ, განიცდიდეს პირსა მისსა. და იყო სიკეთე იგი მისი წინაშე მათსა საკჳრველ ფრიად და ჰრქუეს მას: |
15 | გიხსნია შენი სიცოცხლე, ჩვენი უფლის წინაშე რომ მოგიშურებია. ახლა წამოდი მის კარავში, ჩვენ წაგიყვანთ და ჩაგაბარებთ მის ხელში. | 15 | განირინე სული შენი დღეს კეთილად, რამეთუ ისწრაფე გარდამოსლვად და შემთხუევად პირსა უფლისა ჩუენისასა და აწ მოუჴედ მას კარვად მისა და ჩუენგანთა. |
16 | როცა წარსდგები მის წინაშე, ნუ შეშინდები, მოახსენე შენი სათქმელი და უთუოდ კეთილად მოგექცევა. | 16 | და წარ-ღა-სდგე წინაშე მისა, ნუ შეშინდებინ გული შენი, არამედ უთხარ მას ყოველი სიტყუათა მაგათ შენთაებრ და გიყოს შენ კეთილი. და გამოარჩიეს მათგანი ასი კაცი და შეავედრეს იგი და შიმუნვარი მისი და მიიყვანნეს იგინი კარავად ჰოლომფორესა. და მირბიოდეს ყოველნი მის ბანაკისანი, რამეთუ მიესმა ყოველსა კრებულსა ამბავი მოსლვისა მისისა. და ვიდრე დგა გარეშე კარავსა ჰოლომფორესსა, უთხრეს მას მისთჳს. |
17 | გამოარჩიეს თავიანთაგან ასი კაცი, ჩააბარეს მათ იგი თავის მოახლესთან ერთად და ოლოფერნეს კარავში წაიყვანეს. | ||
18 | დიდი მღელვარება შეიქნა მთელ ბანაკში, რადგან ყველა კარავს მოედო მისი მოსვლის ამბავი. მოვიდნენ და გარს შემოერტყნენ, ის კი ოლოფერნეს კარვის გარეთ იდგა, სანამ მოახსენებდნენ მასზე. | 17 | და იკჳრვებდეს სიკეთესა მისსა, შეიყვანეს და შეიწყნარებდეს სიტყუათა მისთა, რამეთუ იყვნეს კეთილ ფრიად. დაუკჳრდეს ძენი ისრაჱლისანი მის გამო. |
19 | აკვირვებდა მათ ივდითის სილამაზე, აკვირვებდა ისრაელიანთა ამბავი. უთხრა თითოეულმა თავის ახლობელს: როგორ შეიძლება ამ ხალხის არად ჩაგდება რომელსაც ასეთი ქალები ჰყავს? ერთი კაციც არ უნდა გადარჩეს მათგან, თორემ გადარჩენილნი ჭკუაზე შეშლიან მთელ ქვეყანას. | 18 | და ეტყოდა კაცად-კაცადი მოყუასსა თჳსსა: ვის ჴელეწიფების შეურაცხის-ყოფად ერისა ამის, რომელთა უსხენ ცოლნი ესევითარნი? არა ჯერ-არს დატევებად მამაკაცი მათგანი ერთიცა; რომელნი დაშთენ, შემძლებელ არიან მოკიცხებად ყოველსა ქუეყანასა. და გამოვიდეს ყოველნი მცველნი ჰოლომფორესნი და მსახურნი მისნი და შეიყვანეს იგი კარავსა მისსა. |
20 | გამოვიდნენ ოლოფერნეს მესაწოლენი, ყველა მისი მსახური და შეიყვანეს იგი კარავში. | ||
21 | ოლოფერნე თავის საწოლზე ისვენებდა, ჩარდახქვეშ, რომელიც ძოწეულით, ოქროთი, ზურმუხტითა და სხვა ძვირფასი ქვებით იყო შემკული. | 19 | და მიწოლილ იყო ჰოლომფორე ცხედარსა თჳსსა ზედა და განისუენებდა ქუეშე სამუმლესა მას, რომელი ქმნულ-იყო ძოწეულისაგან და ოქროთა, მარგალიტითა და ანთრაკითა პატიოსნითა ქსული. და უთხრეს მას ყოველი მისთჳს, ვითარცა ესმა ივდითისათჳს. გამოვიდა ეზოსა მას კარავისასა ჰოლომფორნე და ლამპარნი ცეცხლისანი წინაუძღოდეს მას. |
22 | როცა ივდითზე მოახსენეს, კარვის წინ გამოვიდა იგი, ვერცხლის ჩირაღდნები მოუძღოდა წინ. | ||
23 | როცა ივდითი წარსდგა ოლოფერნესა და მისი მსახურების წინაშე, ყველა განცვიფრებული დარჩა მისი სახის სილამაზით. დაემხო ივდითი მის წინაშე და თაყვანი სცა მას. მისმა მორჩილებმა წამოაყენეს იგი. | 20 | და ვითარცა მოვიდა ივდით წინაშე პირსა მისსა, უკჳრდა სიკეთე იგი პირისა მისისა. და ივდით დავარდა პირსა ზედა თჳსსა და თაყუანი-სცა მას და აღადგინეს იგი მონათა მისთა. |