ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
უთხრა მას ოლოფერნემ: დამშვიდდი დედაკაცო, ნუ შეშინდება შენი გული, ბოროტად არავის მოვქცევივარ, ვინც მთელი ქვეყნის მეფის, ნაბუქოდონოსორის, მორჩილება ირჩია. |
1 |
და ჰრქუა მას ჰოლომფორე: ნუ გეშინინ, დედაკაცო, კადნიერ იყავ გულითა შენითა, რამეთუ მე არა ვის ბოროტი უყავ კაცსა, რომელმან ინება მონობა ნაბუქოდონოსორისა, მეფისა ყოვლისა ქუეყანისა. |
2 | და ახლაც, რომ არ შეურაცხვეყავი შენს ერს, მთაზე რომ სახლობს, ჩემი მახვილი არ აღიმართებოდა მათზე. თავადვე უყვეს თავისთავს ყოველივე. | 2 | და აწ ერმან შენმან, რომელი დამკჳდრებულ არს მთასა შინა, შეურაცხ-მყო მე. არა აღვიღე ჰოროლი მათ ზედა, არამედ მათ ყვეს თავით თჳსით ესე. |
3 | ახლა მომახსენე, რატომ გამოიქეცი მათგან და ჩვენთან მოხვედი. სამშვიდობოს ხარ, დაწყნარდი, იცოცხლებ ამაღამაც და მერეც. | 3 | აწ მითხარ მე, რომლისათჳს ივლტოდე მათგან და მოხუედ ჩემდა, რამეთუ მოსრულ ხარ ცხორებად, ნუ გეშინინ ამას ღამესა, სცხონდე ამიერითგან, რამეთუ არა ვინ გავნოს შენ, არამედ კეთილი გეყოს შენ, ვითარცა კეთილი ეყვის მონათა უფლისა ჩემისა ნაბუქოდონოსორისთა. |
4 | არავინ იქნება შენი შეურაცხმყოფელი, პირიქით, კეთილი მოგეგება, როგორც მიეგება ჩემი უფლის, ნაბუქოდონოსორ მეფის, მორჩილთ. | ||
5 | მიუგო მას ივდითმა: ისმინე შენი მორჩილის ნათქვამი, ილაპარაკოს შენმა მხევალმა შენს წინაშე და ტყუილს არ მოვახსენებ ჩემს უფალს ამ ღამეს. | 4 | და ჰრქუა მას ივდით: ისმინე მჴევლისა შენისა და იტყოდეს მსახური შენი. და არა გითხრა ნაცილი უფალსა ჩემსა ამას ღამესა. და უკუეთუ შეუდგე სიტყუათა მჴევლისა შენისათა, სრული საქმე ქმნეს შენ თანა ღმერთმან და სრულ-ყოს. ღმერთმან ჴელთა შენთა საქმე დიდი. და არა შესცდეს უფალი ჩემი სლვათაგან თჳსთა, ვიდრე ცოცხალ იყო. |
6 | თუ მიენდობი შენი მხევლის სიტყვებს, შენით აღასრულებს ღმერთი საქმეს და არ გაცუდდება ჩემი უფლის განზრახვა. | ||
7 | ცოცხალია მთელი ქვეყნიერების მეფე, ნაბუქოდონოსორი, და ცხოველია მისი ძალაუფლება, რომელმაც მოგავლინა შენ ყოველი სულდგმულის განმგებლად, რომ არა მარტო ადამიანები მორჩილებდნენ მას შენი წყალობით, არამედ ველის მხეცმა, საქონელმა და ცის ფრინველებმაც იცოცხლონ ნაბუქოდონოსორისა და მთელი სახლის მორჩილებაში შენი ძალისხმევით. | 5 | რამეთუ ცხოველ არს ნაბუქოდონოსორ მეფე ყოვლისა ქუეყანისა და ცხოველ არს ძალი მისი, რომელმან მოგავლინა შენ განგებად ყოვლისა კაცისა, რამეთუ არა მხოლოდ კაცნი შენ ძლით ჰმონებდეს მას, არამედ მჴეცნიცა ველისანი, საცხოვარნი და მფრინველნი ცისანი სიმჴნითა შენითა ცხოვნდებოდიან. და ცნას ნაბუქოდონოსორ და ყოველმან ეზომან მისმან, |
8 | გვსმენია შენი სიბრძნე და სულის სიმტკიცე. ქვეყანამ იცის, რომ შენ ხარ ერთადერთი კეთილი კაცი მთელ სამეფოში, სიბრძნით ძლიერი და საკვირველი საბრძოლო წყობაში. | 6 | რამეთუ გვასმიეს სიბრძნე შენი და განზრახვა გულისა შენისა, რამეთუ მიეთხრა ყოველსა ქუეყანასა, რამეთუ შენ ხარ მარტო უმჯობეს ყოველსა სამეუფოსა მისსა და ძლიერ მცნებითა და საკჳრველ ერისთაობისა ბრძოლისასა |
9 | რაც შეეხება სიტყვას, აქიორმა რომ წარმოთქვა შენს საკრებულოში, მოვისმინეთ მისი ნათქვამი, იგი ხომ შეიწყნარეს ბეთულიას კაცებმა და მათაც აუწყა ყოგელივე, რაც შენთან თქვა. | 7 | და აწ, უფალო, სიტყუასა მას, რომელსა იტყოდა აქიორ ერსა შორის შენსა, გვესმნეს სიტყუანი იგი მისნი, რამეთუ შეიწყნარეს იგი კაცთა მათ ბეტულასათა და უთხრა მათ, რომელსა იტყოდა შენს წინაშე. ყოველნი სიტყუანი შენნი, რომელთა იტყოდე ამისთჳს, ჴელმწიფეო უფალო. ნუ თანაწარხვალ სიტყუათა მისთა, არამედ დაიდევ იგი გულსა შენსა, რამეთუ ჭეშმარიტ არს, |
10 | ამიტომაც, უფალო, მბრძანებელო, ნუკი გადახვალ მის სიტყვას, არამედ გულში ჩაიდე, რადგანაც ჭეშმარიტია. ჩვენი მოდგმა არ ისჯება, ვერ სძლევს მათ მახვილი, თუ არ შესცოდეს თავიანთი ღმერთის წინაშე. | 8 | რამეთუ ვერვისგან შურ-იგების ნათესავი ჩუენი, არცა ერევის მათ მახჳლი, უკუეთუ არა ცოდონ ღმრთისა მიმართ მათისა |
11 | ახლა კი, რომ არ დამარცხდეს და ამაოდ რომ არ დაშვრეს ჩემი უფალი, სიკვდილი ეწევა მათ, რადგან ცოდვამ მოიცვა ისინი, რითაც განარისხეს თავიანთი ღმერთი, როცა უჯეროდ მოიქცნენ. | 9 | და აწ რათა არა იყოს უფალი ჩემი გარეშე და უქმ საქმესა ამას, არამედ დაეცეს სიკუდილი მათ ზედა, რამეთუ მოწევნულ არს მათა ცოდვა დიდი, რომლითა განარისხონ ღმერთი მათი, რომელ ქმენ უსჯულოებაჲ, |
12 |
საჭმელი რომ შემოაკლდათ და მთელი წყალი გაუთავდათ, გადაწყვიტეს თავიანთი პირუტყვის დახოცვა და ყველაფრის ჭამა, რის შეუჭმელობაც ღმერთმა დაუკანონა. |
10 | რამეთუ მოაკლდა საზრდელი მათ და შეასრულეს მათ სუმად ყოველი წყალი მათი, |
13 | გადაუწყვეტიათ, რომ მოიხმარონ შესაწირავი პური და ღვინისა და ზეთის მეათედი, რომელიც წმიდაჰყვეს და განუკუთვნეს მღვდლებს, ჩვენს ღმერთს რომ ემსახურებიან იერუსალიმში, თუმცა მისი ხელის ხლებაც კი ეკრძალება ერისაგანს. |
რამეთუ უწყეს ჴელის-შეყოფად საცხოვართა მათთა და ყოველი, რაოდენი ბრძანა ღმერთმან სჯულსა მისსა არა ჭამად მათა, გულს-უც ჭამად. 12. და შესაწირავსა იფქლისასა და ათეულსა ღჳნისასა და ზეთისასა. რომელი დაემარხა და წმიდა ეყო მღდელთათჳს, რომელნი დგანან იერუსალჱმსა წინაშე პირსა ღმრთისა ჩუენისა, უზრახავს იგი შეჭმად, რომელთა არცა ჴელის-შეხებაჲ ჯერ-არს არცა ერთისა მათგანისა თჳნიერ მღდელისა ხოლო და არარა მიუძღუანებიეს იერუსალჱმდ არცა ერთი რა და ამისთჳსცა მონათა მათ დამკჳდრებულთა აბრძნეს ესე, რომელთა-იგი დააყენეს მუნ მიტევება მოხუცებულთა მიერ. და იყოს, რაჟამს-რა იგი მიეთხრას მათ და არა ყონ, მოეცნენ იგინი ჴელთა შენთა მოსასრველად. |
|
14 | იერუსალიმშიც გაგზავნეს ხალხი, რადგან იქაური მცხოვრებლებიც იმასვე სჩადიან, რათა უხუცესთაგან ნებართვა მიიღონ ამაზე. | ||
15 | როგორც კი ისინი თანხმობას მიიღებენ და ასევე მოიქცევიან, იმავე დღეს გასანადგურებლად ჩაგიცვივდებიან ხელში. | ||
16 | როცა შევიტყვე ყოველივე ეს, მე შენი მორჩილი, გამოვექეცი მათ, ღმერთმა მომავლინა, რათა შენთან ერთად აღვასრულო საქმენი, რომელნიც გააოგნებს მთელ ქვეყანას, როგორც კი მოისმენს ამას. | 13 | მას დღესა შინა, რომლისათჳს მე, მჴევალსა შენსა, მომეთხრა ღმრთისა მიერ და ვივლტოდე პირისაგან მათისა. და მომავლინა მე ღმერთმან შენდა საქმედ შენ თანა. რომლისათჳს განკრთეს ყოველი ქუეყანა, რაოდენთა ესმეს იგი. |
17 | რადგან ღვთისნიერია შენი მორჩილი და დღედაღამ ემსახურება ცის ღმერთს. ახლა კი შენთან დავრჩები, უფალო ჩემო. გავა შენი მორჩილი ყოველ ღამით ხეობაში და შევევედრები ღმერთს და მაუწყებს მე, როდის შესცოდავენ ისინი. | 14 | რამეთუ მჴევალი შენი ღმრთისმსახურ ვარ და ვმსახურებდა მე ღმერთსა ცათასა და ყოვლისა ქუეყანისა უფალსა. და აწ მე შენს წინაშე, უფალო, განვიდოდი ღამედ და ღამედ მჴევალი შენი ჴევსა ამას და ვილოცევდე ღმრთისა მიმართ. |
18 | როცა დავბრუნდები, შენ შეგატყობინებ და მაშინ გაემართები მთელი შენი ლაშქრით და ვერავინ გაბედავს იმათგან, წინ რომ გადაგიდგეს. | 15 | და მითხრას მე, ოდეს-იგი იქმნეს ცოდვა მათი, მოვიდე და გაუწყო ცოდვა იგი მათი და განხჳდე ყოვლითა ძალითა შენითა და არა ვინ წინა აღგიდგეს შენ მათგანი. და მიგიყვანო შენ შორის ჰურიასტანსა ვიდრე მისლვადმდე წინაშე იერუსალჱმსა და დავდგნე საყდარნი შენნი შორის მათსა. და მოიყვანნე იგინი, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა არნ მწყემსი, და არა განძრას ძაღლმან ენა თჳსი წინაშე შენსა. |
19 | შუაგულ იუდაზე გავლით პირდაპირ იერუსალიმში მიგიყვან და მის შუაგულში დავდგამ შენს ტახტს, წაიძეხ მათ, როგორც ცხვრებს, რომელთაც არა ჰყავთ მწყემსი, და ძაღლიც ვერ დაიყეფებს შენს საწინააღმდეგოდ, რადგან ეს ჩემი წინასწარგანჭვრეტის წყალობით გავიგე და მეუწყა და გამოგზავნილი ვარ, რომ შენ შეგატყობინო. | 16 | რამეთუ ესე მომეთხრა მე წინასცნობითა ჩემითა განგებითა ღმრთისათა. |
17 | და ვინაითგან განურისხნა მათ ღმერთი, ამისთჳს მოვივლინე თხრობად შენდა | ||
20 | მოეწონათ მისი სიტყვები ოლოფერნესა და ყველა მის მსახურს, განცვიფრდნენ მისი სიბრძნით და თქვეს: | 18 | და სათნო-უჩნდეს სიტყუანი ესე მისნი წინაშე ჰოლომფორესა და წინაშე ყოველთა მსახურთა მისთა, და უკჳრდა სიბრძნე იგი მისი და იტყოდეს: |
21 | არ მოიძებნება ქალი ქვეყნის კიდემდე, რომ ასეთი ლამაზი იყოს სახით და სიტყვაგონიერი. | 19 | არა არს ესევითარი დედაკაცი კიდითგან ქუეყანისათა ვიდრე კიდედმდე მის სიკეთითა პირისათა და გულისხმის-ყოფითა სიტყუათათა. |
22 | უთხრა მას ოლოფერნემ: კარგი ქნა ღმერთმა, შენ რომ მოგავლინა ხალხის წინაშე, რათა ჩვენს ხელებს მოეცეს ძალა, ხოლო ჩემი უფლის შეურაცხმყოფლებს კი დაღუპვა. | 20 | და ჰრქუა მას ჰოლომფორე: კეთილად ყო ღმერთმან, რამეთუ მოგავლინა შენ წინამძღურად ერისა, რათა იქმნეს ჴელითა შენითა ძალი, ხოლო შეურაცხის-მყოფელთა უფლისა ჩუენისათა წარწყმედა. და აწ სასტიკი ხარ შენ ხილვითა შენითა და კეთილ სიტყჳთა შენითა. |
23 | მშვენიერი ხარ გარეგნობით და სათნო - სიტყვებით, და თუ ისე მოიქცევი, როგორც თქვი, შენი ღმერთი ჩემი ღმერთი გახდება, ნაბუქოდონოსორ მეფის სახლში იცხოვრებ და სახელოვანი იქნები მთელ ქვეყანაზე. | 21 | უკუეთუ ეგრე ჰყო, ვითარცა-ეგე იტყოდე, ღმერთი შენი იყოს ჩემდა ღმერთი და შენ სახლსა შინა ნაბუქოდონოსორ მეფისასა სჯდე და იყო შენ სახელოვან უმეტეს ყოველსა ქუეყანასა. |