ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
რომ მოსაღამოვდა, მორჩილნი მალე წავიდნენ და ბაგუამ გარედან ჩაკეტა კარავი. დაითხოვა გუშაგები თავისი ბატონისგან და ისინიც თავ-თავიანთი საწოლებისკენ გაემართნენ, რადგან ყველანი გასავათებული იყვნენ უზომო სმისაგან. |
1 |
და ვითარცა შემწუხრდა, ისწრაფეს მონათა მათ წარსლვად ადგილად თჳსად და ბაგუა შეაჴშა კარნი კარავთანი გარეგნით და წარავლინნა წინაშემდგომელნი პირისაგან უფლისა თჳსისა, |
2 | რამეთუ ყოველნი დამაშურალ იყვნეს და დამთვრალ ამისთჳს, რამეთუ მყოვარ იყო სმა იგი. | ||
2 | მარტო დარჩა ივდითი კარავში ოლოფერნესთან, რომელიც ღვინონასვამი გაშხლართული იყო თავის საწოლზე. | 3 | და დაშთა ივდით მხოლო ჰოლომფორესა თანა კარავთა შინა |
4 | ხოლო ჰოლომფორე დავრდომილი იდვა ცხედარსა ზედა თჳსსა, ვინათგან გარდარეოდა ღჳნო. | ||
3 | უთხრა ივდითმა თავის მხევალს, რომ საძინებლის გარეთ გამდგარიყო და დალოდებოდა მის გამოსვლას. როგორც ყოველდღე, ახლაც უთხრა, რომ სალოცავად გადიოდა, ბაგუასაც იგივე უთხრა. | 5 | და ჰრქუა ივდით მჴევალსა თჳსსა, რათა დადგეს გარეშე სასუენებელისა და სცვიდეს გამოსლვასა მისსა, რათა არა ვინ იყოს შორის მათსა, ვითარცა-იგი ყვის დღითი დღედ. და ვითარცა განვიდა, თქუა ლოცვა და ბაგუას ეტყოდა სიტყუათა მათვე. |
4 | ყველა წავიდ-წამოვიდა, არავინ დარჩენილა საძინებელში, არც მცირე, არც დიდი. დადგა ივდითი ოლოფერნეს საწოლთან და გულში თქვა: უფალო, ღმერთო ყოველთა ძალთაო, ახლა მოხედე ჩემ ხელთა საქმეს, იერუსალიმის ასამაღლებლად აღსასრულებელს. | 6 | და წარვიდეს ყოველნი და არა ვინ დაშთა სასუენებელსა მას შინა მცირითგან დიდადმდე. და ივდით დგა ცხედარსა მისსა თანა და თქუა გულსა შინა თჳსსა: უფალო ღმერთო ყოვლისა ძლიერებისაო, მოიხილე ჟამსა ამას ჴელთა ჩემთა აღსამაღლებელად იერუსალჱმისათჳს, |
5 | სწორედ ახლა დადგა ჟამი, რომ შეეწიო შენს სამკვიდროს და აღასრულო ჩემი განზრახვა მტრების განადგურებისა, რომლებიც აღდგნენ ჩვენს წინააღმდეგ. | 7 | რამეთუ აწ არს ჟამი შეწევნისა სამკჳდრებელისა შენისა და საქმისა ამის განზრახვისა ჩემისა, მოსრვად მტერთა ჩემთა, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა. განმაძლიერე მე, ღმერთო ისრაჱლისაო, ამას დღესა! |
6 | მივიდა იგი საწოლის სვეტთან, რომელიც ოლოფერნეს თავის მხარეს იყო, და ჩამოხსნა მასზე ჩამოკიდებული მახვილი. | ||
7 | მიუახლოვდა საწოლს, სწვდა თმებში და თქვა: გამაძლიერე მე, უფალო, ღმერთო ისრაელისაო, დღევანდელ დღეს. | 8 | და მოუჴდა ფიცარსა ცხედრისასა თავით კერძო ჰოლომფორესა, აღმოჴადა საბარკალი მისი მისგან და მიეახლა ცხედარსა მას. |
9 | და უპყრნა თმანი თავისა მისისანი და თქუა: განმამტკიცე მე, ღმერთო ისრაჱლისაო, ამას დღესა. | ||
8 | მერე ორჯერ დაჰკრა კისერზე მთელი ძალით და თავი მოკვეთა. | 10 | და სცა ორგზის ყელსა მისსა ძალითა თჳსითა და მოჰკუეთა თავი მისი. |
9 | გადააგორა მისი გვამი საწოლიდან და სვეტებიდან ჩამოაგდო გავალაკი. ცოტა ხნის მერე გამოვიდა და მისცა მოახლეს ოლოფერნეს თავი. | 11 |
და გარდააგორვა გუამი მისი სარეცელისაბან და გარდამოიღო სამუმლე იგი სუეტთა მათგან. და ამისა შემდგომად გამოვიდა და მისცა თავი ჰოლომფორნესი შიმუნვარსა თჳსსა. |
10 | მან კი ჩააგდო იგი საგზლის გუდაში და ორივენი ერთად გავიდნენ, როგორც ჩვეულებისამებრ სალოცავად გადიოდნენ. გაიარეს ბანაკი, შემოუარეს ხევს, ავიდნენ ბეთულიას მთაზე და მის კარიბჭეს მიადგნენ. | 12 | და შთადვა იგი მახალსა მას სასაგზლესა და გამოვიდეს ორნივე ზოგად, ვითარცა ჩვეულება აქუნდათ ლოცვისათჳს და განვლეს ბანაკი იგი და აღვიდეს მთასა მას ბეტულასასა. |
11 |
შორიდანვე შესძახა ივდითმა მცველებს: გააღეთ, გააღეთ კარიბჭე, ჩვენთანაა ღმერთი. იგი მომადლებს ძლიერებას ისრაელს და დათრგუნავს მტრებს, როგორც დღევანდელ დღეს მოიმოქმედა. |
13 | და მოიწინეს ბჭეთა მის ქალაქისათა და ჰრქვა ივდით შორითვე მჴუმილავთა მათ ბჭისათა: განმიხუენით, განმიხუეუით მე ბჭენი, რამეთუ ჩუენ თანა არს უფალი ღმერთი ჩუენი და ყოსღა ძლიერებაჲ ისრაჱლისა შორის და შემუსრვა მტერთა ჩუენთა, ვითარცა ყო დღეს. |
12 | როცა ქალაქის კაცებმა გაიგონეს მისი ხმა, ქალაქის კარიბჭისკენ გაეშურნენ და შეჰყარეს ქალაქის უხუცესები. | 14 | ესმა კაცთა მათ ქალაქისათა ჴმაჲ მისი, ისწრაფეს გარდამოსლვად ბჭეთა ქალაქისათა და მოუწოდეს მღდელთა მოხუცებულთა ქალაქისათა. |
13 | გამორბოდა ყველა, პატარა თუ დიდი, რადგან დაუჯერებელი იყო მათთვის მისი დაბრუნება. გააღეს კარიბჭე, შეეგებნენ მათ, აანთეს ცეცხლი გასანათებლად და გარსშემოეხვივნენ. | 15 | და მორბიოდეს ყოველნი მცირითგან დიდადმდე, რამეთუ საკჳრველუჩნდა მათ მოსლვა იგი მისი და განუხუნეს მათ ბჭენი და შეიყვანნეს იგინი. |
16 | და აღაგზნეს ცეცხლი სანთლად და გარემოადგეს მათ. | ||
14 | ხმამაღლა უთხრა მათ ივდითმა: ადიდეთ უფალი, ადიდეთ! ადიდეთ უფალი, რომელმაც არ მოაშორა თავისი წყალობა ისრაელის სახლს და ჩემი ხელით გაანადგურა მტრები ამ ღამეს. | 17 | და თქუა ივდით ჴმითა დიდითა: ძენო ისრაჱლისანო, აქებდით ღმერთსა, |
18 | რომელმან არა განიშორა წყალობაჲ მისი სახლისაგან ისრაჱლისა, არამედ მოსრნა მტერნი ჩუენნი ჴელითა ჩემითა ამას ღამესა. | ||
15 | ამოიღო თავი გუდიდან, აჩვენა მათ და უთხრა: აი, აშურელთა ჯარის მხედართმთავრის, ოლოფერნეს თავი და აი, გავალაკი, რომლის ქვეშაც იწვა გალეშილი. გაანადგურა იგი უფალმა ქალის ხელით. | 19 | და აღმოიღო თავი იგი ჰოლომფორესი მახლისა მისგან, უჩუენა მათ და ჰრქუა მათ: აჰა ესერა, თავი ჰოლომფორესი, ერისთავისა ერისა ასურთასა, და აჰა, სამუმლე იგი მისი, რომელსა ქვეშე წვა მთურალი. და მოკლა იგი უფალმან ღმერთმან ჴელითა დედაკაცისათა. |
16 | იცოცხლოს უფალმა, რომელმაც დამიცვა ჩემს გზაზე, რომლითაც გავემართე, რათა დასაღუპავად მეცთუნებინა იგი ჩემი გარეგნობით, არ აღასრულებინა ცოდვა ჩემს შესაბილწად და შესარცხვენად. | 20 | და ცხოველ არს უფალი ღმერთი, რომელმან დამიცვა ანგელოზისა მისისა მიერ და წარმავლინა მუნ, და დამიფარა მუნ და მომაქცია აქავე. და არა მოუშვა უფალმან შებილწებად მჴევლისა თჳსისა და უცოდველად ვღაღადებ და ვიხარებ ძლევასა მისსა ზედა და განრინებასა ჩემსა და ჴსნასა თქუენსა. |
21 | აქებდით მას ყოველნი, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი. | ||
17 | ძლიერ განცვიფრდა მთელი ერი. მუხლი მოიდრიკეს, თაყვანი სცეს ღმერთს და თქვეს ერთხმად: კურთხეულ ხარ, ღმერთო ჩვენო, რომელმაც არარაობად აქციე შენი ერის მტრები დღევანდელ დღეს. | 22 |
და განუკჳრდა ფრიად ყოველსა მას ერსა და მუჴლნი მოუდრიკნეს და თაყუანი-სცეს ღმერთსა და თქუეს ერთბამად ყოველთა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო, რომელმან შეურაცხ-ჰყვენ დღევანდელსა ამას დღესა მტერნი ერისა შენისანი ჴელითა ქალისათა. |
18 | უთხრა მას ყუზიამ: კურთხეულ ხარ შენ, ასულო, მაღალი ღმერთისგან მთელი ქვეყნიერების ასულთა შორის და კურთხეულია უფალი ღმერთი, რომელმაც დაამკვიდრა ცანი და ქვეყანა, და წაგიძღვა, რომ ჩვენი მტრების მთავრისათვის თავი მოგეკვეთა. | 23 | და ჰრქუა ოზია ივდითს: კურთხეულ ხარ, ასულო, ღმრთისა მიერ მაღლისა უფროს ყოველთა დედათა ქუეყანისათა. |
24 | და კურთხეულ არს უფალი ღმერთი, რომელმან ქმნა ცა და ქუეყანა, რომელმან წარგიმართა შენ წყლვად მთავრისა თჳსისა მტერისა ჩუენისა. | ||
19 | არ მოაკლდება შენი იმედი ადამიანთა გულებს, რომელთაც უკუნისამდე ეხსომებათ ღმერთის ძლევამოსილება. | 25 | რამეთუ არა მოაკლდეს სახელი შენი გულთა კაცთასა და მოიჴსენებდენ ძალსა ღმრთისასა ვიდრე უკუნისამდე. და იყავნ შენდა იგი სიმაღლედ საუკუნოდ მოხედვად შენდა კეთილითა ამისთჳს, რამეთუ არა ჰრიდე სულსაცა შენსა სიმდაბლისათჳს ნათესავისა ჩუენისა, არამედ განხვედ დაცემისა ჩუენისათჳს. სიწრფოებით ხჳდოდე წინაშე ღმრთისა ჩუენისა |
20 | უფალმა მოგაგოს სანაცვლო საუკუნო პატივითა და კურთხევით, რომ სიცოცხლე გაიმეტე, როცა ჩვენი მოდგმა დამდაბლებული იყო, და შური იძიე ჩვენი დაცემისთვის და წრფელი გზით იარე ჩვენი ღმერთის წინაშე. შესძახა მთელმა ერმა: იქმნას, იქმნას. | 26 | და თქუა ყოველმან ერმან: იყავნ, იყავნ! |