ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
უთხრა მათ ივდითმა: ისმინეთ ჩემი, ძმებო! აიღეთ ეს თავი და გამოჰკიდეთ თქვენი გალავნის ქონგურზე. |
1 |
და ჰრქუა ივდით: ისმინეთ ჩემი, ძმანო, და მიიღეთ თავი ესე, დამოჰკიდეთ არდაბაგსა ზღუდისა თქუენისასა. |
2 | როცა გათენდება და მზე ამოანათებს ქვეყანაზე, აიღეთ თქვენ-თქვენი საბრძოლო აღჭურვილობა და ქალაქის გარეთ გადით ყველა ძლიერი მამაკაცი. წინ მეთაური გაიძღოლეთ, ვითომ დაბლობზე გადადიხართ, აშურელთა სადარაჯოებთან. ოღონდ ნუ გადახვალთ. | 2 | და იყოს, ოდეს განთენდეს ცისკარი და გამოვიდეს მზე ქუეყანად, აღიღენ კაცად-კაცადმან თქუენმან საჭურველი საბრძოლო თჳსი და განვედით ყოველი კაცი ძლიერი გარეშე ქალაქსა და დაადგინეთ ერისთავი მას ზედა, რეცა თუ გარდახვალთ ველად მჴუმილად მათ ძეთა ასურთასა, და ნუ გარდახვალთ. |
3 | ამასობაში ისინი იარაღს აისხამენ, წავლენ თავიანთ ბანაკში და აშურის ჯარის წინამძღოლებს გააღვიძებენ. ოლოფერნეს კარვისკენ გავარდებიან და ვერ იპოვიან მას. შიშის ზარი დაეცემა მათ და უკუიქცევიან. | 3 | და აღიღონ საჭურველი თჳსი და მივიდოდიან ბანაკად მათა და აღადგინებდენ ერისთავთა ძლიერებისა ასურთასა და მირბიოდიან კარავად ჰოლომფორესა და არა პოვონ იგი. |
4 | და დაეცეს მათ ზედა შიში დიდი და ივლტოდიან პირისაგან თქუენისა. | ||
4 | თქვენ და ყველამ, ვინც ისრაელის საზღვრებში მკვიდრობს, განდევნეთ და გაანადგურეთ ისინი თავიანთ გზებზე. | 5 | და შეუდეგით თქუენ და ყოველნი მკჳდრნი ყოველთა საზღვართა ისრაჱლისათანი და დარეცენით იგინი გზათა ზედა მათთა. და ვიდრე ყოფადმდე ამისა მომიწოდეთ მე აქიორს ამანიტელსა, რათა იხილოს და იცნას ესე, რომელმან შეურაცხ-ყო სახლი ისრაჱლისა და იგი ვითარცა სასიკუდინე მოავლინა ჩუენდა. და მოიყვანეს აქიორ სახლისაგან ოზიასა. და ვითარცა მოვიდა, იხილა თავი ჰოლომფორესი ჴელთა ერთისა კაცისათა შორის კრებულისა მის ერისა. დავარდა პირსა ზედა თჳსსა და დაითხია მიწასა ზედა სული მისი. და ვითარცა აღადგინეს იგი, შეუვრდა ფერჴთა ივდითისათა და თაყუანი-სცა პირსა წინაშე მისა და ჰრქვა მას: კურთხეულ ხარ შენ ყოველთა შორის საყოფელთა იოსებისათა, იუდასთა და ყოველთა შორის ნათესავთა ეფრემისათა, რამეთუ რომელთა ესმეს სახელი შენი, შეძრწუნდენ და სირცხჳლმან შეიპყრნეს იგინი, ხოლო აწ გჳთხარ, რაოდენი ჰყავ დღეთა ამათ შინა. და უთხრა მას ივდით შორის ერისა მის ყოველი, რა-იგი ქმნა, ვინათ დღითგან განვიდა და ვიდრე ეტყოდა სიტყუათა ამათ. და ვითარცა დასცხრა სიტყვათა მათგან, ღაღად-ყო ერმან ჴმითა დიდითა და ყვეს ჴმაჲ სიხარულისა ქალაქსა მათსა. |
5 | ვიდრე ამას მოიმოქმედებდეთ, მიხმეთ აქიორ ყამონელი, რათა შეხედოს და შეიცნოს ისრაელის სახლის შეურაცხმყოფელი და ის, ვინც სიკვდილივით იყო მოვლენილი ჩვენს წინააღმდეგ. | ||
6 | უხმეს აქიორს ყუზიას სახლიდან, როცა მოვიდა და ოლოფერნეს თავი დაინახა ხალხის კრებულში მყოფი ერთი კაცის ხელში, პირქვე დაემხო გულწასული. | ||
7 | როცა წამოაყენეს, დაემხო იგი ივდითის ფეხებთან, თაყვანი სცა მას და უთხრა: კურთხეულ ხარ მთელ იუდას სამკვიდრებელში და ყველა ხალხს შორის, რომლებიც გაოგნდებიან შენი სახელის გაგონებაზე! | ||
8 | ახლა კი მაუწყე, რა მოიმოქმედე ამ დღეებში. უამბო მას ივდითმა ხალხის თანდასწრებით ყველაფერი, რაც მოიმოქმედა გასვლის დღიდან იმ დრომდე, როცა მათ ესაუბრებოდა. | ||
9 | რომ დაასრულა ლაპარაკი, ხალხმა ხმამაღლა შეჰღაღადა და სიხარულის ხმა მოედო მათ ქალაქს. | ||
10 | როცა აქიორმა იხილა ყოველივე, რაც ისრაელის ღმერთმა მოიმოქმედა, ძლიერ ირწმუნა მისი, წინდაიცვითა და ისრაელის სახლს შეუერთდა. და ასეა დღემდე. | 6 | და ვითარცა იხილა აქიორ ყოველივე, რაოდენი უყო უფალმან ღმერთმან ისრაჱლსა, ჰრწმენა ღმერთი და წინადაეცვითა ჴორცი წინადაცვეთილებისა მისისა. და შეეშინა სახლსა ისრაჱლისასა ვიდრე დღენდელად დღემდე. |
11 |
როგორც კი გათენდა, გალავანზე გამოჰკიდეს ოლოფერნეს თავი. ყველამ აიღო თავისი საჭურველი და, რაზმებად დაწყობილნი, მთის ასასვლელებისკენ გაემართნენ. |
7 | და იყო, ვითარცა ცისკარი აღმოვიდენ, დამოჰკიდეს თავი ჰოლომფორესი ზღუდესა ზედა. და აღიღო ყოველმან კაცმან საჭურველი თჳსი და აღვიდეს გუნდად და გუნდად აღსავალსა მას მთისასა. ხოლო ძეთა ასურთა ვითარცა იხილეს იგინი, მიმოავლინეს მთავართა მათთა ერისთავთა და ათასისთავთა და ყოველთა მთავართა მათთა. |
12 | როცა აშურელებმა დაინახეს ისინი, ხალხი გაგზავნეს წინამძღოლებთან. ესენიც მივიდნენ სარდლებთან, ასისთავებთან და ყველა მათ მეთაურთან. | 8 | და ვითარცა მოვიდეს მჴმილავნი, მოისწრაფეს კარვად ჰოლომფორესა. |
13 | ოლოფერნეს კარავს რომ მიადგნენ, უთხრეს მის პირად მხლებელს: გააღვიძე ჩვენი უფალი, რადგან გაკადნიერდნენ მონები და ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლველად გამოვიდნენ, რათა საბოლოოდ ამოწყდნენ. | 9 |
და მოვიდენ კართა კარვისათა და რეკეს, რათამცა განაღჳძონ. და რაოდენგზისცა ირეკდეს, ვერა განაღჳძეს და ჴმოანებდენ, რათა აღადგინონ ჰოლომფორე. |
10 | და არავინ იყო კადნიერ ასურასტანელთაგანი შესლვად სასვენებელად, გინა დარეკად და განღჳძებად. | ||
11 | და მო-რა-ვიდნენ ათასისთავნი და ასისთავნი და ყოველნი წარჩინებულნი და ყოველნი ერნი ასურასტანელთა მეფისანი და ეტყოდეს მესასვენებლესა: | ||
12 | შევედით და აღადგინეთ ჰოლომფორე, რამეთუ თაგუნი გამოსრულ არიან ვრცელთაგან მათთა, რამეთუ ფრიად აღლალებულ იყვნეს და ომი ეწადესვე. | ||
14 | შევიდა ბაგუა და კარვის კარზე დააკაკუნა. ეგონა, ივდითთან ერთად ეძინა მას. | 13 | და შევიდა ბაგუა, ირეკა ეზოსა კარვისასა, რამეთუ ჰგონებდა, ვითარმედ ეძინოსღა ივდითის თანა. |
15 | რომ არავინ გამოეპასუხა, გააღო და შევიდა საძინებელში. იატაკზე დაგდებული იპოვა იგი მკვდარი, თავმოკვეთილი. | 14 | ვითარ არა ვინ მოუგო, და-რა-ეყოვნა, შევიდა სასვენებელად და პოვა იგი მდებარე ცხედარსა ქუეშე მკუდარი. და თავი მისი მოკუეთილი იყო მისგან და ღაღად-ყო ჴმითა დიდითა ტირილით და გოდებით ძლიერად და დაიპო სამოსელი თჳსი. |
16 | ამოიგმინა ხმამაღალი, მოჰყვა ტირილსა და მოთქმას ძლიერ ხმაზე და ტანისამოსი შემოიგლიჯა. | ||
17 | შევიდა კარავში, რომელშიც ივდითი იმყოფებოდა და, რომ ვერ იპოვა იგი, გამოიჭრა ხალხისკენ და იყვირა: | 15 | და შევიდა კარავსა მას, სადა იყოფვინ ივდით სადგურსა და არა პოვა იგი. გამორბიოდა ერსა წინაშე, ღაღადებდა და იტყოდა: |
18 | დაღუპეს მონებმა! შესარცხვენი საქმე უყო ერთი ებრაელის დედაკაცმა ნაბუქოდონოსორ მეფის სახლს. აჰა, მიწაზე გდია ოლოფერნე, თავმოჭრილი! | 16 | შეურაცხ-ყვეს მონათა მისთა და ყვეს სარცხჳნელი. ერთმან დედაკაცმან ებრაელმან სახლსა ნაბუქოდონოსორისასა ქმნა ძლევა. აჰა ესერა, ჰოლომფორე ძეს ქუეყანასა და თავი მისი არა არს მის თანა. |
19 | ეს ამბავი ესმათ აშურის ლაშქრის მეთაურებს, ტანისამოსი შემოიგლიჯეს მათაც. ძლიერ შეშფოთდნენ და ძალზე ხმამაღალი მოთქმა-გოდება ასტეხეს შუაგულ ბანაკში. | 17 | და ვითარცა ესმეს სიტყუანი ესე მთავართა ძლიერებისა ასურთასა, დაიპეს სამოსელი მათი და შეძრწუნდა სული მათი ფრიად, და იყო ღაღადებაჲ მათი. |
18 | და გოდება შორის ერისა მათისა ფრიად. |