ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ეს რომ გაიგონეს კარვებში მყოფებმა, გაოგდნენ მომხდარი ამბის გამო. |
1 |
და ვითარცა ესმა ბანაკსა მას, რომელნი იყვნეს კარვებსა, განუკჳრდა საქმესა მას ზედა. |
2 | შიშმა და ძრწოლამ შეიპყრა ისინი. კაცი არ დარჩა, თავის ახლობელს რომ დალოდებოდა, არამედ დაბნეულები ერთიანად გარბოდნენ ველისკენ და მთებისკენ მიმავალი გზებით. | 2 | და დაეცა მათ ზედა შიში და ძრწოლა, არავინ იყო კაცი მდგომ წინაშე პირსა მოყუსისასა, |
3 | არამედ განიბნივნეს ერთბამად და ივლტოდეს ყოველსა მას გზებსა ველისასა და მთასა, რომელნი დაბანაკებულ იყვნეს მთასა მას | ||
3 | ბეთულიას გარშემო მთაზე დაბანაკებულებიც დაიძრნენ გასაქცევად. მაშინ ისრაელიანები, ყოველი მებრძოლი მათ შორის, დაერივნენ მათ. | 4 | გარემო ბეტულასასა, აღიძრნეს სივლტოლად. და მაშინ ძენი ისრაჱლისანი. ყოველი კაცი მებრძოლი მათგანი განეფინნეს მათ ზედა დევნად. |
4 | მოციქულები გაგზავნა ყუზიამ ბეთომასთაიმში, ბებაიში, ქობაში, კოლაში და ისრაელის ყველა კუთხეში იმის სათქმელად, რაც მოხდა, რომ ყველა გამოსულიყო მომხდურთა გასანადგურებლად. | 5 | წარავლინნა ოზია მოციქულნი ბეტომათემად და აბელმაემად და ქობად და კოლად და ყოველთა საზღვართა ისრაჱლისათა, რათა უთხრან ყოველი, რომელი იქმნა, რათა ყოველნი გამოეფინნენ მტერთა მათ თანა მოსრვად მათად. |
5 | ისრაელიანებმა რომ გაიგეს ეს ამბავი, თავს დაესხნენ მათ და გაანადგურეს ისინი ქობამდე. ასევე გამოვიდნენ იერუსალიმელებიც და ყველა მთიელი, რადგან გაიგეს მათი მტრის ბანაკში მომხდარი ამბავი. გალაადელებმა და გალილელებმა გვერდიდან სასტიკად დასცხეს მათ, ვიდრე არ განდევნეს ისინი დამასკომდე და მის საზღვრამდე. | 6 | და ვითარცა ესმა ძეთა ისრაჱლისათა, გამოეფინნეს მათ ზედა ყოველნი ერთბამად და მიეტევებოდეს მათ, მოსრვიდეს დიდად ფრიად სოფლებსა ვიდრე ქობადმდე. ეგრეთვე იერუსალჱმელნი მოიწივნეს და ყოველთა მათგან მიერ კერძოთა მთათა, რამეთუ მიუთხრეს მათ, რა-იგი იქმნა ბანაკსა მტერთა მათთასა და რომელნი იყვნეს გალადს, უმეტეს განძლიერდებოდეს მათ ზედა და რომელნი იყვნეს გალილიას, დევნა უყვეს მას. და იყო ასურასტანელთა მათ ზედა წყლულებაჲ დიდი, ვიდრე თანაწარჴდეს დამასკეს და საზღვართა მისთა. |
6 | ხოლო დარჩენილნი ბეთულიას მკვიდრნი თავს დაესხნენ აშურის ბანაკს, გაძარცვეს იგი და ძლიერ გამდიდრდნენ. | 7 | ხოლო სხუანი იგი დამკჳდრებულნი ბეტულასნი დაესხნეს ბანაკსა მას ასურთასა და წარმოტყუენვეს იგინი და განმდიდრდეს. |
7 | თავდასხმებისგან გამობრუნებული ისრაელიანები დაეპატრონენ იმას, რაც დარჩა. მთისა და ბარის დაბა-სოფლებმა დიდძალი ნადავლი ჩაიგდეს ხელში. აურაცხელი იყო მისი რაოდენობა. | 8 | და ძეთა ისრაჱლისათა მოაქციეს მოწყუედისაგან და ერეოდეს ყოველთა ნეშტთა, და ქალაქები და დაბნები ყოველთა ვაკეთა გარდამოჴდეს და აღიჭრნეს მრავალნი ნატყუენავი, რამეთუ იყო სიმრავლე დიდ ფრიად. |
8 | მოვიდნენ მღვდელმთავარი იოაკიმი და ისრაელიანთა უხუცესობა, იერუსალიმის მკვიდრნი, რათა ენახათ, თუ რა სიკეთე უყო უფალმა ისრაელს, ეხილათ ივდითი და მშვიდობა ეთქვათ მისთვის. | 9 | და მოვიდა იოვაკიმ მღდელი და მოხუცებულნი ძეთა ისრაჱლისათანი, რომელნი მკჳდრ იყვნეს იერუსალჱმს. ყოველნივე მოიწივნეს ხილვად კეთილთა, რომელი უყო უფალმან ისრაჱლსა და ივდითის სიტყუად მშჳდობისა. |
9 | მივიდნენ თუ არა მასთან, ერთხმად აკურთხეს და უთხრეს: შენ ხარ დიდება იერუსალიმისა, შენ ხარ სიამაყე ისრაელისა, შენ ხარ სიქადული ჩვენი მოდგმისა! | 10 |
და ვითარცა მოვიდეს და აკურთხეს ყოველთა ერთბამად და ჰრქუეს მას: შენ ხარ სიმაღლე იერუსალჱმისა, შენ ხარ სიხარული ისრაჱლისა, შენ ხარ სიქადული ნათესავისა ჩუენისა. |
10 | შენი ხელებით აღასრულე ყოველივე ეს, სიკეთე ჰქმენ ისრაელისთვის და წყალობა მოიღო მათზე ღმერთმა. კურთხეულ იყავ ყოვლისმპყრობელი უფლისაგან უკუნისამდე. თქვა მთელმა ერმა: იყოს! | 11 | რომელნი ჰქმენ ჴელითა შენითა და ჰყავ კეთილი ისრაჱლისა თანა და სათნო-ყო ღმერთმან მათ ზედა. კურთხეულ იყავ შენ ყოვლისა მპყრობელისა მიერ უფლისა უკუნისამდე ჟამთა. |
12 | და თქუა ყოველმან ერმან: იყავნ, იყავნ! | ||
11 | ოცდაათი დღის განმავლობაში ძარცვავდა მთელი ერი ბანაკს. ოლოფერნეს კარავი და მთელი ვერცხლეული, საწოლი და ჭურჭელი, მთელი მისი აღჭურვილობა ივდითს მისცეს. მანაც აკრიფა ისინი, აჰკიდა თავის ჯორს, შეაბა ურმები და დატვირთა ისინი. | 13 | და კარვად აღიჭრიდა ერი იგი ბანაკსა ასურთასა ოცდაათ დღე. და მისცეს ივდითსა კარავი ჰოლომფორესი და ყოველი ვეცხლი და ცხედრები და საგებელი მისი და სამოსელი მისი. მოიღო მან და აჰკიდა ჯორებსა თჳსსა და აღაგო იგი ურმებსა თჳსსა და მოიღო იგი ყოველი მათგან. |
12 | ისრაელის მთელი დედროვანი გამოეფინა მის სანახავად, მადლობა უძღვნეს და ფერხული გაუმართეს მას. აიღო ივდითმა ხელში რტოები და დაურიგა ქალებს, ვინც მასთან იყვნენ. | 14 | და ისწრაფდეს ყოველნი დედანი ისრაჱლისანი ხილვად მისა და კურთხევად მისა და ყვეს მის თანა მძნობარი მისთჳს მათგანი და მოიღეს მორჩი ხეთა და მისცეს ჴელთა მისთა და მისცეს მის თანათაცა დედათა გჳრგჳნები ზეთისხილისა და უპირობდა ყოველსა ერსა ძნობით წინამძღვარად ყოველთა დედათა. |
13 | შეიმკეს მათ თავი ზეთისხილის გვირგვინებით მან და ვინც მასთან იყვნენ. როკვით მიდიოდა იგი მთელი ხალხის წინაშე, ქალთა წინამძღოლი, ხოლო ისრაელის ყოველი კაცი თავზე გვირგვინებით და ბაგეებზე გალობით მოჰყევბოდა მას. | 15 | და შეუდგა ყოველი კაცი ისრაჱლისა შეჭურვილნი და გჳრგჳნოსანნი, გალობდეს პირითა მათითა. |
14 | მაშინ სამადლობელი სიმღერა წამოიწყო ივდითმა მთელი ისრაელის წინაშე და მთელი ერი აჰყვა ამ სადიდებელს. |