ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
თქვა ივდითმა: ადიდეთ ჩემი ღმერთი ბობღნებით, უგალობეთ უფალს წინწილებით, აღუვლინეთ მას ახალი ფსალმუნი, განადიდეთ და ახსენეთ მისი სახელი, |
1 |
და უპირობდა ივდით აღსარებითა მით ყოველსა ისრაჱლსა და მიუგებდა ყოველი ერი ქებასა მას. |
2 | და იტყოდა ივდით: აქებდით ღმერთსა ჩემსა ბობღნითა, უგალობდით უფალსა ჴმითა წინწილისათა აღრთულითა, ფსალმუნითა ახლითა უგალობდით მას, აღამალებდით და ხადოდით სახელსა მისსა. | ||
2 | რადგან ღმერთია იგი, ბრძოლათა შემმუსრველი უფალი. რადგან მის ბანაკში, შუაგულ ხალხში, მიხსნა ჩემი მდევნელების ხელთაგან. | 3 | რამეთუ იგი თავადი არს, რომელმან შემუსრნის ბრძოლანი, უფალ არს სახელი მისი, ღმერთმან, რომელმან დასცა |
4 | ბანაკი მათი შორის ერსა თჳსსა და მიჴსნა მე ჴელთაგან მდევართა ჩემთასა, | ||
3 | მოვიდა აშური ჩრდილოეთის მთებიდან, მოვიდა თავისი აურაცხელი ლაშქრით, მათმა სიმრავლემ ჩახერგა ხევები და მათმა ცხენებმა დაფარა ბორცვები. | 5 | რამეთუ მოვიდა ასური მთავართაგან ჩრდილოსათა ბევრეულითა ერითა. რომლისა სიმრავლემან დაჴშნა ჴევნი, დააშრნა წყალნი, და ცხენმან მათმან დაფარნა ბორცუნი. |
4 | ბრძანა, გადაბუგვა ჩემი საზღვრებისა, ჩემი ჭაბუკების მახვილით შემუსვრა, მიწად დანარცხება ჩემ ძუძუმწოვართა, ნადავლად წაგვრა ჩემ წვრილშვილთა, ნამუსის ახდა ჩემ ქალწულთათვის. | 6 | და თქუა მოწვა საზღვართა ჩემთა და ჭაბუკთა ჩემთა მოსრვა მახჳლითა და მწოვართა ჩემთა დახეთქებაჲ ქუეყანასა და ჩჩჳლთა ჩემთა მიცემად იავარსა და ქალწულთა ჩემთა წარტყუენვად. |
5 | მაგრამ ყოვლისმპყრობელმა უფალმა დაამხო ისინი დედაკაცის ხელით. | 7 | უფალმან ღმერთმან ყოვლისა მპყრობელმან შეურაცხ-ყვნა ჴელითა ქალისათა და სირცხჳლეულ-ყუნა იგინი, |
6 | არ დაცემულა მათი ხელმწიფე მოყმეთა ხელით, დევკაცთა ნაშიერთ არ მოუკლავთ იგი, არც ამაყ ბუმბერაზებს დაუჯაბნია, არამედ ივდითმა, მერარის ასულმა, გაანადგურა თავისი სილამაზით. | 8 | რამეთუ არა დაეცა ძლიერი მათი ჭაბუკთაგან, არცა ძეთა ტიტანელთაგან მოიკლა, არცა ასაკგრძელთა გმირთა დასცეს, არამედ ივდით, ასულმან მერარისამან, სიკეთითა პირისა მისისათა დაჴსნა იგი, |
7 | ქვრივობის სამოსი გაიხადა დათრგუნულთა აღსადგინებლად ისრაელში, ნელსაცხებელი იცხო სახეზე, | 9 | რამეთუ განიძარცვა სამოსელი ქურიობისა მისისა აღსამაღლებლად შრომათა ისრაჱლისათა. |
8 | თავსაკვრელით შეიკრა თმები და სელის სამოსელი ჩაიცვა მათ საცთუნებლად. | 10 | იცხო პირსა მისსა ნელსაცხებელი და შეითხზნა თმანი მისნი საბურველითა და მოიღო სამოსელი სელისა საცთურად მისა. |
9 | მოსტაცა თვალი ოლოფერნეს მისმა სანდალმა, მისმა სილამაზემ დაუტყვევა სული. და გაჰკვეთა მახვილმა მისი კისერი. | 11 | სანდალთა მისთა მისტაცნეს თუალნი მისნი და სიკეთემან მისმან წარტყუენა სული მისი და განვიდა საბარკალი ქედსა მისსა. |
10 | შეაძრწუნა სპარსელები მისმა სიმამაცემ და მიდიელები მისმა გულადობამ გააოგნა. | 12 |
შეძრწუნდეს სპარსნი კადნიერებასა მისსა და უჟიკნი სიხუესტესა მისსა, შეძრწუნდა ყოველი ბანაკი ასურასტანელთა და დაეცნეს. |
11 | მაშინ შეღაღადეს ჩაგრულთა ჩემთა და შეშინდნენ უძლურნი და შეძრწუნდნენ, ხმამაღლა ყვიროდნენ და უკუიქცნენ. | 13 | მაშინ ღაღად-ყვეს მდაბალთა ჩემთა და შეეშინა უძლურთა ჭირსა ჩემსა და შეშფოთნეს და აღიმაღლეს ჴმაჲ მათი და მართლუკუნიქცეს მტერნი ჩემნი. |
12 | მხევალთა შვილებმა განგმირეს ისინი და უკუქცეულთა ბავშვებივით ჩეხავდნენ, დაიღუპნენ ისინი ჩემი უფლის განაჩენით. | 14 | ძეთა ქალთა განგუმირნეს იგინი და ვითარცა ყრმათა მეოტთა დასწყლვიდეს მათ; წარწყმდეს წყლულებისაგან უფლისა ჩემისა. |
13 |
გიგალობ, ჩემო ღმერთო, ახალი საგალობლით. უფალო, დიადი ხარ და დიდებული, ძალით საკვირველი, დაუძლეველი, |
15 | უგალობდე ღმერთსა ჩემსა გალობითა ახლითა: |
16 | უფალო, უფალო, დიდ ხარ ძალითა და დიდებულ საკჳრველებითა! | ||
14 | შენ გმორჩილებს ყოველი ქმნილება შენი, რადგან თქვი და გაჩნდნენ. მოავლინე შენი სული და დამკვიდრდნენ ისინი. არავინაა, რომ გაუძლოს შენს ხმას. | 17 | შენ გმონებდეთ ყოველნი დიდებულნი შენნი, რამეთუ სთქუ და იქმნნეს ესრეთ, მოავლინენ სიტყუაჲ შენი და აღაშენენ. |
15 | წყლებითურთ შეირყევა მთათა საფუძვლები, კლდენი შენს წინაშე ცვილივით დადნებიან, შენს მოშიშებს კი წყალობას არ მოაკლებ. | 18 | და კლდენი წინაშე პირსა შენსა, ვითარცა ცჳლნი, დადნენ, მერმე კუალად მოშიშთა შენთა შენვე ულხინო, რამეთუ მცირე არს ყოველი მსხუერპლი საყნოსელად სულნელებისა და უმრწემეს არს ყოველი ცმელი შესაწირავად შენდა. |
16 | რადგან მწირია ყოველი ამოდსაყნოსველი მსხვერპლი და მცირეზე მცირეა ყოველი ქონი, შენთვის დასაწველი. უფლის მოშიში კი ყველაფერზე დიდია. | 19 | ხოლო მოშიში უფლისა დიდ არს მარადის. |
17 | ვაი, ხალხებს, ჩემი ერის წინააღმდგომელთ! ყოვლისმპყრობელი უფალი დასჯის მათ განკითხვის დღეს. ცეცხლსა და მატლებს მიუვლენს იმათ ხორცს და მწარედ იტირებენ უკუნისამდე. | 20 | ვაჲ თესლთა მათ, რომელნი ადგენ ნათესავთა ჩუენთა ზედა, უფალმან ყოვლისა მპყრობელმან დღესა სასჯელისასა შური იძიოს მათთჳს და მოხედვა-ყოს მათ ზედა. |
21 | და მოსცეს ცეცხლი და მატლი ჴორცთა მათთა და ტიროდიან ტკივილითა მათითა მარადის უკუნისამდე. | ||
18 | როგორც კი მივიდნენ იერუსალიმში. თაყვანი სცეს ღმერთს და როცა ხალხი განიწმიდა, შესწირეს აღსავლენი, ნებაყოფლობითი მსხვერპლი და ძღვენი. | 22 |
და ვითარცა მოვიდეს იერუსალჱმდ და თაყუანის-სცეს ღმერთსა, რაჟამს განწმიარა ერი იგი არაწმიდებისაგან მათისა, მაშინ შეწირეს ნამსხუერპლები მათი უფლისა და აღნათქვემნი მათნი და ნეფსით შესაწირავნი მათნი და ნიჭნი მათნი. |
19 | შესწირა ღმერთს ივდითმა ოლოფერნეს მთელი აღჭურვილობა, რომელიც ხალხმა მას მიაკუთვნა, და გალავაკი, რომელიც თავისთვის აიღო ოლოფერნეს საწოლიდან. | 23 | და მისცა ივდით ყოველი ჭურჭელი ჰოლომფორესი, რაოდენი მისცა ერმან და სამუმლე იგი, რომელი მოიღო მან საწოლისაგან მისისა, შესაწირავად უფლისა მისცა. |
20 | სამ თვეს ხარობდა ხალხი იერუსალიმში სიწმინდეთა წინაშე და ივდითიც მათთან ერთად იყო. | 24 | და იხარებდა ერი იგი უფლისა მიმართ იერუსალჱმს წინაშე სიწმიდეთა სამ თვე, ივდით მათ თანა დაადგრა მონაგებითურთ მისით. |
21 | ამ დღეების შემდეგ ყველანი თავ-თავიანთი სამკვიდრებლისაკენ გაემართნენ, ივდითიც ბეთულიაში წავიდა და იქ ცხოვრობდა ძველებურად. პატივდებული იყო თავის დღეში მთელ ქვეყანაზე. | 25 | და შემდგომად მათ დღეთა აღიძრა და წარვიდა კაცად-კაცადი სამკჳდრებელად, თჳსა, ხოლო ივდით წარვიდა ბეტულად და იყოფოდა სახლსა შინა მისსა. |
26 | და მიერ ჟამითგან იყო სახელი მისი დიდებულ ყოველსა ქუეყანასა. | ||
22 | ბევრს ჰქონდა მისი სურვილი, მაგრამ კაცს არ გაჰკარებია მთელი სიცოცხლე მას მერე, რაც მენაშე, მისი ქმარი, გარდაიცვალა და თავის ერს შეუერთდა. | 27 | და მრავალნი ნატრიდენ მას ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა, ვინა დღითგან მოკუდა მანასე, ქმარი მისი, და შეეძინა ერსა თჳსსა. |
23 | უფრო და უფრო სახელოვანი შეიქმნა და დაბერდა თავისი ქმრის სახლში ასხუთი წლისა. გაათავისუფლა თავისი მხევალი, გარდაიცვალა ბეთულიაში და დაკრძალეს იგი თავისი ქმრის, მენაშეს სამარხში. | 28 | და წარემატებოდა და დიდებულ იქმნეოდა დღითი დღე და დაბერდა სახლსა შინა ქმრისა თჳსისასა, ცხონდა ასდახუთ წელ და განუტევა შიმუნვარი იგი თავისუფლად და მოკუდა ბეტულსა შინა და დაფლეს საფლავსა მანასესსა, ქმრისა მისისასა. |
24 | შვიდი დღე გლოვობდა მას ისრაელის სახლი. სიკვდილის წინ გაუყო ქონება თავისი ქმრის, მენაშეს, ყველა ნათესავს და ნათესავებს თავის საგვარეულოში. | 29 | და იგლოვდა მას ზედა ყოველი სახლი ისრაჱლისა შჳდ დღე და განუყო მონაგები თჳსი სიცოცხლესავე თჳსსა ნათესავთა მანასესთა, ქმრისა თჳსისათა, და ყოველთა მახლობელთა თჳსთა. |
25 | ისრაელიანები მეტად აღარავის შეუშინებია ივდითის სიცოცხლეში და დიდხანს, მისი სიკვდილის შემდეგაც. | 30 | და არავინ იყო შემაწუხებელ ძეთაგან ისრაჱლისათა ყოველთა დღეთა ივდითისათა და არცა შემდგომად სიკუდილისა მისისა მრავალ დღე. |
31 | ხოლო ესე ძლევისა დღე დღესასწაულად დაიდვა ურიათა შორის და რიცხუთა წმიდათასა შინა აღწერილ არს ურიათაგან დამარხვით ვიდრე დღეინდელად დღემდე. |