ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
მეთვრამეტე წელს კი, პირველი თვის ოცდაორს, ამურელთა მეფის, ნაბუქოდონოსორის, სახლში იყო სიტყვა მთელ ქვეყანაზე შურისძიების შესახებ, როგორც ნათქვამი ჰქონდა მას. |
1 |
და წელსა მეთურამეტესა, ოცდაორსა პირველისა მის თთჳსასა იყო სიტყუაჲ სახლსა შინა ნაბოქოდონორორისა, მეფისა ასურასტანისსა, შურისგებად ყოვლისა ქუეყანისა, ვითარცა-იგი იტყოდა. |
2 | უხმო ყველა თავის მსახურსა და დიდებულს, გაუმხილა თავისი საიდუმლო ზრახვა და თავისი პირით გადაწყვიტა ყოველი ბოროტება ქვეყნისათვის. | 2 | და მოუწოდა ყოველთა მსახურთა მისთა და ყოველთა დიდ-დიდთა მისთა. |
3 | მათ სასიკვდილო მსჯავრი დადეს ყოველ ხორციელს, რომელიც არ დაემორჩილებოდა მისი პირიდან გამოსულ სიტყვას. | 3 | და დადვა მათ თანა საიდუმლო ზრახვისა მისისა, და იყო, ვითარცა აღესრულა ყოველი უკეთურებისა ზრახვა პირისაგან მისისა მის ქუეყანისათჳს, |
4 | როცა გადაწყვიტა თავისი განზრახვის აღსრულება, უხმო ნაბუქოდონოსორმა, აშურელთა მეფემ, ოლოფერნეს, თავისი ჯარის მთავარსარდალს, რომელიც მეორე კაცი იყო მის შემდეგ, და უთხრა: | 4 | რამეთუ მათ განარჩივნეს მოწყუედად ყოველი ჴორციელი, რომელნი არა ერჩდეს სიტყუათა პირისა მისისათა. და მოუწოდა ნაბუქოდონოსორ, მეფემან ასურასტანისამან, ჰოლომფორეს, ერისთავსა ძლიერებისა მისისასა, რომელი იყო შემდგომი მისი. ჰრქუა მას; ამას იტყჳს მეფე, უფალი ყოვლისა აჰა ესერა, შენ განხჳდე პირისაგან ჩემისა და განიყვანნე კაცნი მოსავნი ძალისა მათისანი და მკჳრცხლთა ასოც ათასი და სიმრავლე ჰუნეთა და მჴედართა ათორმეტი ბევრი. |
5 | ასე ამბობს დიდი მეფე, ბატონ-პატრონი მთელი ქვეყნის, წადი ჩემგან და თან წაიყვანე თავიანთ ძლიერებაში დარწმუნებული ვაჟკაცები, ასოციათასი ფეხოსანი და მრავალი ცხენი თორმეტიათასი მხედრითურთ. | ||
6 | წადი და დაეცი მთელ დასავლეთის ქვეყანას, რადგან არ დაემორჩილნენ ჩემს ბრძანებას. | 5 | და განვედ შენ წყობად ყოვლისა ქუეყანისა მზისა დასავალისასა, რამეთუ ურჩ ექმნეს სიტყუათა პირისა ჩემისათა და უთხრა მათ, რათა განმიმზადონ მე ქუეყანა და წყალი, რამეთუ განვალ გულისწყრომითა ჩემითა მათ ზედა და დავფარო პირი ყოვლისა ქუეყანისა ფერჴითა ერისა ჩემისათა და მივსცნე იგინი დასაჭრელად მათა, წყლულებითა მათითა აღივსნენ ღელენი მათნი და ყოველი ჴევნები და მდინარენი წარღუნიდენ მკუდართა მათთა. და აღივსნენ იგინი და წარმოვიღო ტყუჱ მათი კიდითა ქუეყანისათა, ხოლო შენ განვედ და წინაწარ დამიპყრენ ყოველნი საზღვარნი მათნი და დამიმარხენ იგინი დღედმდე მხილებისა მათისა. |
7 | გამოუცხადე, გამიმზადონ მიწა და წყალი, რადგან განრისხებული მივდივარ მათზე, რომ დავაბნელო მთელი მიწისპირი ჩემი მეომრების ფეხებით და ასაკლებად მივცე ისინი ჩემს მებრძოლებს. | ||
8 | მათი დაჭრილები აავსებენ მათსავე უფსკრულებს, მოდიდდება ყველა ნიაღვარი და მდინარე და წალეკავს მათ გვამებს. | ||
9 | წამოვასხამ ტყვეებს მთელი ქვეყნის კიდიდან. | ||
10 |
შენ კი წადი და წინასწარ დამიპყარი ყველა მათი საზღვარი. ვინც თავისი ნებით ჩაგბარდებიან, შემინახე ისინი მათი განკითხვის დღემდე. |
||
11 | ურჩნი კი ნუ დაენანება შენს თვალს სასიკვდილოდ და ასაკლებად მთელს შენს ქვეყანაში. | 6 | ხოლო რომელნი არა გერჩდენ, ნუ ერიდებინ თუალი შენი მიცემად იგინი სიკუდილსა და აღჭრასა ყოვლისა ქუეყანისასა, რამეთუ ცხოველ ვარ მე და ძალი სუფევისა ჩემისა ვითარცა ვიტყოდე, ეგრეცა ვყო ესე ყოველი ჴელითა ჩემითა და შენ არა რასა გარდაჴდე ერთსაცა სიტყუასა უფლისა შენისასა, არამედ აღსრულებით აღასრულნე, ვითარცა გიბრძანე შენ, და ნუ ჰყოვნი ყოფად მისა. |
12 | რადგან ცოცხალი ვარ მე და ძლიერია ჩემი მეფობა. მითქვამს და აღვასრულებ კიდეც ამას ჩემი ხელით. | ||
13 | შენ კი ერთი რამეც არ შეცვალო შენი მეუფის ნათქვამიდან. აღასრულე ყოველაფერი ისე, როგორც გიბრძანე, ნუ დააყოვნებ ამის გაკეთებას. | ||
14 | წავიდა ოლოფერნე თავისი ბატონისგან, უხმო ყველა მბრძანებელს, სარდლებს და აშურელთა ლაშქრის მეთაურებს. | 7 | და გამოვიდა ჰოლომფორე პირისაგან უფლისა თჳსისა და მოუწოდა ყოველთა ძლიერთა და ერისა წინამძღუართა და მთავრობასა ზედა მდგომელთა ერისა ასურეთისათა და აღირაცხა რჩეული კაცი მბრძოლად, ვითარცა უბრძანა მას უფალმან თჳსმან ათორმეტი ბევრი და ორათასი. |
15 | მწყობრში ჩააყენა რჩეული ვაჟკაცები, როგორც უბრძანა მისმა მეუფემ, რიცხვით თორმეტიათასი და მშვილდოსანი მხედარიც თორმეტი ათასი. | ||
16 | და დააწყო ისინი საბრძოლო წესისამებრ. | 8 | და განაწესნა იგინი ვითარცა სახედ სიმრავლე ბრძოლისა და განწყობისა და მოასხა აქლემი, ჯორი და ვირები, სიმრავლე ფრიადი ჭურჭელთა მათთჳს და ზროხა და ცხოვარი და თხა საზრდელად მათა, რომლისა არა იყო რიცხჳ, |
17 | წაასხა უამრავი აქლემი, ვირი და ჯორი საბარგულებად და ურიცხვი ცხვარი, საქონელი და თხა გამოსაკვებად. | ||
18 | წაიღო საგზალი ყოველი კაცისთვის უხვად, და დიდძალი ოქრო და ვერცხლი მეფის სახლიდან. | 9 | და საგზალი ყოველსა კაცსა სიმრავლედ, |
10 | ოქრო და ვეცხლი სახლისაგან სამეფოსა მრავალი ფრიად. | ||
19 | დაიძრა მთელი თავისი ლაშქრითურთ სამგზავროდ, რომ წინ გაესწროთ ნაბუქოდონოსორ მეფისთვის და დაეფარათ მთელი დასავლეთის ქვეყნის პირი ეტლებით, მხედრებითა და რჩეული ფეხოსნებით. | 11 |
და გამოვიდა ნინევით იგი და ყოველი ძალი მისი სლვად და წინა განსლვად მეფისაგან ნაბუქოდონოსორისა დაფარვად ყოველი პირი ქუეყანისა მზისა დასავალად კერძო ეტლებითა და მჴედრებითა და მკჳრცხლითა რჩეულითა და მრავალი ნართევი ერი, თანა გამოერთო მათ სიმრავლე, ვითარცა მკალთა და ვითარცა ქჳშა ზღჳსა და სიმრავლე მათი, რამეთუ არა იყო რიცხჳ სიმრავლისა მათისა. |
20 |
აურაცხელი ჭრელი ბრბო კალიასავით გამოეფინა მათთან ერთად. როგორც მიწის მტვერს, მათ სიმრავლესაც არ ჰქონდა სათვალავი. |
||
21 | ნინევედან სამი დღის სავალზე მოადგნენ ბეკთილეთის ველს და დასცეს ბანაკი ბეკთილეთთან, მთის მახლობლად, ზემო კილიკიის მარცხნივ. | 12 | და განვიდეს ნინევით გზასა სამისა დღისასა პირსა წინაშე ველისა მის ბეკთაილისასა მახლობელად მთასა მას მარცხენით ზენასა კილიკიასა და წარიყვანა ყოველი ერი მისი მკჳრცხლი და მჴედარი და ყოველი ეტლები მისი და წარვიდა მიერ მთად კერძო. |
22 | აქედან წაიყვანა მთელი თავისი ლაშქარი, ფეხოსნები, მხედრები და ეტლები და გაემართა მთიანეთისკენ. | ||
23 | აიკლო ფული და ლუდი, გაძარცვა მთელი რასის ხალხი და ისმაელიანები, ქილიონის სამხრეთით, უდაბნოს პირას რომ ცხოვრობდნენ. | 13 | და მოსრნა ფოდელნი და ლუდენი და წარმოტყუენა ყოველნი ძენი რასინისნი და ძენი ისმეილისნი, რომელნი მკჳდრ იყვნეს წინაშე პირისა უდაბნოსასა სამხრით კერძო ქუეყანისა მის ქელკონისასა. |
24 | გადალახა ევფრატი, გადაიარა შუამდინარეთი და დაანგრია ყველა დიდებული ქალაქი აბრონის ხევიდან ზღვამდე. | 14 | და გამოვლო ევფრატი ღა განვლო შუამდინარე და დაარღჳნა ქალაქნი მაღალნი ღელით კერძო ნაბრონისა ვიდრე საზღვრადმდე ზღუად დიდად |
25 | დაიპყრო კილიკიის საზღვრები და გაანადგურა ყოველი წინააღმდგომელი და მოადგა იაფეთის სამხრეთ საზღვარს, არპეთის პირდაპირ. | 15 | და დაიპყრნა საზღვარნი კილიკიასანი და მოსრა ყოველი, რომელნი წინააღუდგენ მას და მოიწია ვირდე საზღვრადმდე იაფეთისა სამხრით წინაშე პირსა არაბიისასა. |
26 | შემოერტყა მიდიანელებს, გადაწვა მათი კარვები და გაძარცვა მათი ფარეხები. | 16 | და მოიცვნა ყოველნი ძენი მადიამისნი და მოწუა კარავები მათი და წარმოიღო არვეები მათი. |
27 | პურის მკის დღეებში ჩავიდა დამასკოს ველზე და ცეცხლს მისცა მთელი მათი ყანები, გაანადგურა მათი ფარები და ნახირი, გაძარცვა ქალაქები, ააოხრა მინდვრები, მახვილის პირით ამოწყვიტა მათი წვრილშვილი. | 17 | და შემოვიდა ველად დამასკესა დღეთა მკისა იფქლისათა და მოწუა ყოველი ყანები მათი და ველები მათი განრყუნა და აგარაკები მათი და სამწყსო და მროწეული მათი მისცა განსარყუნელად და ქალაქნი მათნი წარტყუენნა და ყანობირი მათი განაბნია და ყოველი ჭაბუკი მათი მოსრა პირითა მახჳლისათა. |
28 | შიშის ზარი დაეცა ზღვისპირეთის მოსახლეობას - სიდონსა და ტვიროსში მყოფთ, ცურისა და ოკინას მოსახლეობას, იმნას მთელ მოსახლეობას, ძალზე შეეშინდათ მათი აშდოდედებს და აშკელონელებს. | 18 | და დაეცა შიში და ძრწოლა მისი მკჳდრთა ზღჳსკიდისათა, რომელნი იყვნეს სიდონს და ტჳროსს და დამკჳდრებულთა სურისათა და მიერ კერძო მისა და მკჳდრთა იამნასათა და მკჳდრთა აზოტისათა და გაზას და ასკალონსა შეეშინა მისა ფრიად. |