ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ივდითი

თავი მეოთხე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გაიგეს იუდაში მცხოვრებმა ისრაელიანებმა ყოველივე, რაც უყო ხალხებს ოლოფერნემ, აშურელთა მეფის, ნაბუქოდონოსორის მთავარსარდალმა, თუ როგორ გაძარცვა და გაანადგურა ყველა მათი საწმიდარი.

1

და ვითარცა ესმა ძეთა ისრაჱლისათა, რომელნი მკჳდრ იყვნეს ჰურიასტანს, ყოველი, რაოდენი ქმნა ჰოლომფორნე ნათესავთა მიმართ ქუეყანისათა, ერისთავმან ნაბუქოდონოსორისამან, მეფისა ასურასტანისამან, და ვითარსახედ წარმოტყუენა ყოველი ბაგინები მათი და მისცნა იგინი განსარყუნელად,

2 შეშფოთდნენ მეტისმეტად თავიანთი თავის და იერუსალიმის გამო, შეძრწუნდნენ თავიანთი უფლის, ღმერთის ტაძრის გამო, 2 და შეეშინა ფრიად პირისა მისისაგან და იერუსალჱმისათჳს, ტაძრისა უფლისა ღმრთისა, შეძრწუნებულ იყვნეს, რამეთუ მაშინ ოდეს აღმოსრულ. იყვნეს ტყუეობისაგან, ჭურჭელი და საკურთხეველი და ტაძარი იგი მაშინ განწმედილ იყო შეგინებულებისაგან.
3 რადგან ახლადდაბრუნებულნი იყვნენ ტყვეობიდან, ახალი შეკრებილი იყო იუდას მთელი ხალხი: წმიდა ჭურჭელი, სამსხვერპლო და ტაძარი განწმენდილი იყო ბილწებისაგან.    
4 დაგზავნეს ხალხი მთელ სამარიაში, კონაში, ბეთხორონში და ბელმაინში, იურიხონში და ქობაში, ესორისა და სალემის ხეობებში. 3 და წარავლინეს ძეთა ისრაჱლისათა და ბეროსთა და ბელმენისათა და იერიქოსათა და ქუბასთა და ერონა და ღელეთა სალიმისთა.
5 სასწრაფოდ დაიკავეს მაღალ მთათა ყველა მწვერვალი, ზღუდე შემოავლეს იქაურ სოფლებს და მოიმარაგეს ბრძოლისათვის სურსათ-სანოვაგე, რადგან ახლადმომკილი იყო მათი ყანები. 4 და დაიპყრნეს ყოველნი თავნი მთათა მაღალთანი და მოზღუდეს დაბნები მათი და დასდვეს საზრდელი მათ შინა და განამზადებედ ბრძოლისა, რამეთუ ახლოდ-ღა მომკილ იყო ყანები მათი.
6 მისწერა მღვდელმთავარმა იოაკიმმა, იერუსალიმში რომ იყო იმხანად, მცხოვრებლებს ბეთულისა და ბეთომესთაიმისა (რომელიც ესდრელონის გასწვრივაა, დოთანის ახლოს მდებარე ველის წინ), 5 და მიწერა იოაკიმ, მღდელმან დიდმან, რომელი იყო მათ დღეთა შინა იერუსალჱმს მკჳდრთა ბეტულიასათა და ბეტონის თემისაგან, რომელ არს
7 რომ დაეკავებინათ მთის მისადგომები, რადგან მათზე გადიოდა იუდაში შესასვლელი. აქ ადვილი იყო მომხდურთა შეჩერება, რადგან ორი კაცისთვისაც კი ვიწროა გასასვლელი. 6 და თქუა: აღვედით და დაიპყართ მასადანითგან აღსავალნი მთათანი, რამეთუ მიერ იყო შემოსავალი ჰურიასტანად და ადვილ იყო დაყენება მათი მოსლვად, რამეთუ იწრო იყო აღმოსავალი იგი ყოლად ორის კაცისა.
8 ყველაფერი ისე მოიმოქმედეს ისრაელიანებმა, როგორც უბრძანეს მღვდელმთავარმა იოაკიმმა და ისრაელის მთელი ხალხის უხუცესობამ, ვინც კი იერუსალიმში იყვნენ. 7 და ყვეს ეგრე ძეთა ისრაჱლისათა, ვითარცა უბრძანა მათ იოაკიმ, მღდელმან დიდმან, და ყოველთა მოხუცებულთა ერისა ისრაჱლისათა, რომელნი იყვნეს იერუსალჱმს.
9

ისრაელის ყოველმა მამაკაცმა დიდი თავდადებით შეჰღაღადა ღმერთს და დიდი თავდადებით მოუდრიკა ქედი.

8 და ღაღად-ყო ყოველმან კაცმან ისრაჱლისამან ღმრთისა მიმართ გულსმოდგინებითა დიდითა და დაიმდაბლნეს სულნი მათნი წინაშე ღმრთისა - მამათა და დედათა,
10 მამაკაცებმა და მათმა ცოლებმა, მათმა ბავშვებმა, მათმა პირუტყვმა, ყოველმა მდგმურმა და მოჯამაგირემ და ვერცხლით ნასყიდმა ძაძა შემოირტყეს წელზე. 9 და ჩჩჳლთა მათთა და საცხოვარამდე მათა. და ყოველმან სასყიდლით დადგინებულმან და ვეცხლით ფრდილმან მათმან მოირტყეს ძაძა წელთა მათთა,
11 დაემხო ტაძრის წინ ისრაელის ყოველი კაცი, ქალი და ბავშვი - იერუსალიმის მკვიდრნი, ნაცარი დაიყარეს თავზე და გააფინეს თავიანთი ძაძები უფლის წინაშე. 10

და ღაღად-ყვეს ღმრთისა მიმართ ისრაჱლისა ერთბამად ყოვლითა გულითა, რათა არა მიეცნენ ჩჳლნი მათნი და მიმოსტაცებდა ცოლთა მათთა წარსატყვენველად, ქალაქნი სამკჳდრებელისა მათისანი განსარყუნელად და სიწმიდე შეგინებად და საყუედრელად და მოსაცხრომელად წარმართთა.

12 ძაძითვე შემოსეს სამსხვერპლო და ერთსულოვნად და გულმოდგინებით შეჰღაღადეს ღმერთს, არ მიეცა მათი ყრმები დასატაცებლად, დედაკაცები წარსატყვევნდ, მათი სამკვიდროს ქალაქები გასანადგურებლად, სიწმიდენი შესაბილწად, საგინებლად და წარმართა გასხარებლად.    
13 ისმინა უფალმა მათი ხმა და იხილა მათი გასაჭირი. მრავალი დღის განმავლობაში მარხულობდა ხალხი მთელს იუდასა და იერუსალიმში ყოვლისშემძლე წმიდა უფლის წინაშე.    
14 იოაკიმი, მღვდელმთავარი და ყველანი, უფლის წინაშე წარმდგარი მღვდლები და ღვთისმსახურნი, ძაძით შემოსარტყლულნი, განუწყვეტლივ სწირავდნენ აღსვლენს, აღთქმებსა და ნებაყოფლობით ძღვენს ხალხისგან. 11 და იოაკიმ, მღდელი დიდი უფლისა, და ყოველნი ისრაჱლნი გარემოს ვლიდეს ქალაქისა მის და ზრახვიდეს და მსახურნი უფლისანი
    12 ეტყოდეს მათ: უწყოდეთ, რამეთუ უფალი ღმერთი ჩუენი შეისმენს ვედრებასა თქუენსა, უკუეთუ მტკიცედ სდგეთ ლოცვითა და მარხვითა წინაშე უფლისა.
    13 მოიჴსენენით მოსესი, მონისა ღმრთისა, რომელი არა იბრძოდა მახჳლითა, არამედ ლოცვითა და ვედრებითა, და დასცა ამალეკი, რომელი ესვიდა ძალსა თჳსსა და მახჳლსა და ეტლებსა და მჴედრობათა თჳსთა.
    14 ეგრეთვე იქმნებიან ყოველნი მბრძოლნი ისრაჱლისანი, უკუეთუ შეუდგეთ საქმეთა ამათ, რომელი-ესე იწყევით.
    15 ვინათაგან გვწურთის უფალი, მადლობით ვდგეთ წინაშე მისსა
    16 და ღაღადებდეს უფლისა მიმართ ყოვლითა გულითა და ყოვლითა ძალითა კეთილისათჳს მოხედვისა უფლისა მიერ ყოველსა ზედა სახლსა ისრაჱლისასა.
15 ვარშამანგებზე ნაცარი ჰქონდათ დაყრილი და მთელი ძალით შეჰღაღადებდნენ უფალს, კეთილი თვალით მოეხედა ისრაელის მთელი სახლისთვის. 17 ძაძითა შემოსილნი წელთა მათთა და ნაცარგარდასხმულნი ვარშამანგთა მათთა შესწირვიდეს მსხუერპლსა ზედასზედა ლოცვასა და ნეფსით, მისაცემელსა ერისათა.