ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
საჯარეს ირგვლივ შემოკრებილ კაცთა შფოთი რომ მიწყნარდა, ოლოფერნემ, აშურის მთავარსარდალმა, უთხრა აქიორს სხვადასხვა მოდგმის ხალხთა და ყველა მოაბელის წინაშე: |
1 |
და ვითარცა დასცხრა შფოთი იგი კაცთა მათ კრებულისა და ჰრქუა ჰოლომფორე, ერისთავმან ასურეთისამან, აქიორს ამანიტელსა წინაშე ყოვლისა მის ერისა უცხოთესლთასა: ვინ ხარ შენ, აქიორ? და ყოველთა მიმართ ძეთა ამონისთა სასყიდლით მორეწეთა ეფრემისათა, |
2 | ვინა ხართ შენ, აქიორ და ეფრემის მოქირავნენო, რომ წინასწარმეტყველებ ჩვენს შორის, როგორც დღეს და ამბობთ, არ შეებრძოლოთ ისრაელის ტომს, რადგან ღმერთი შეეწევაო მათ. ვინ არის ღმერთი, თუ არა ნაბუქოდონოსორი, იგი მოგვივლენს თავის ძალას და აღგვის მათ პირისაგან მიწისა. ვეღარ დაიხსნის მათ მათი ღმერთი. | 2 | რამეთუ წინაწარმეტყუელობ ჩუენ შორის, ვითარცა-ესე დღეს და სთქუ: ნათესავსა ძეთა ისრაჱლისათა არა ბრძოთა, რამეთუ ღმერთი მათი შეეწიოს მათ? და ვინ არს ღმერთი, არა თუ ნაბუქოდონოსორ? ამან მოავლინოს ძალი თჳსი და მოსრნეს იგინი პირისაგან ქუეყანისა და ვერ იჴსნნეს იგინი ღმერთმან მათმან, |
3 | ჩვენ კი, მისი მორჩილნი, გავანადგურებთ მათ, როგორც ერთ კაცს, და ვეღარ დაუდგებიან წინ ჩვენი მხედრობის ძლიერებას. | 3 | არამედ ჩუენ, მონათა მისთა, მოვსწყჳდნეთ იგინი, ვითარცა ერთი კაცი და ვერ დაუდგენ სიმრავლესა ცხენთა ჩუენთასა, რამეთუ წარვიხუნეთ ჩუენ იგინი და საზღვარნი მათნი დაითრვნეს სისხლითა მათითა და ველნი მათნი აღივსნენ მძორითა მათითა, რამეთუ არა წინადაგჳდგეს კვალი ფერჴთა მათთა წინაშე პირსა ჩუენსა, არამედ წარწყმედით წარწყმდენ. |
4 | გადავბუგავთ მათ მათსავე მიწა-წყალზე, მთები გაიჟღინთება მათი სისხლით, მინდვრები აივსება მათი გვამებით და ვეღარ დაგვიდგება წინ მათი ნაფეხურები, არამედ საბოლოოდ დაიღუპებიან, ამბობს მეფე ნაბუქოდონოსორი, მთელი ქვეყნის უფალი და, რაკი ამბობს, არც გაცუდდება მისი ნათქვამი. | 4 | იტყჳს ნაბუქოდთნოსორ მეფე, უფალი ყოვლისა ქუეყანისა, რამეთუ თქუა და არა განქარდეს სიტყუანი პირისა მისისანი. |
5 | შენ, კი, აქიორ, ყამონის ქირისკაცო, რომელმაც წარმოთქვი ეს სიტყვები შენი უკეთურების დღეს, ამიერიდან ვეღარ იხილავ ჩემს პირისახეს, ვიდრე შურს არ ვიძიებ ეგვიპტიდან გამოსულ ტომზე. | 5 | ხოლო შენ, აქიორ, მორეწეო ამონისო, რომელი იტყოდე სიტყუათა მაგათ დღეთა სიცრუისა შენისასა - არღარა იხილო პირი ჩემი ამიერითგან, ვიდრე შური ვიძიო ერისა მისგან ნათესავისა ეგჳპტით გამოსრულისა. და მაშინ განვიდეს მახჳლი ერისა ჩემისა და ერისა მსახურთა ჩემთასა გუერდთა შენთა. |
6 | მაშინ კი განგმირავს შენს ფერდებს ჩემი ლაშქრის რკინა და ჩემ მსახურთა მახვილი. მათგან დაჭრილთა გვერდით დაეცემი, როცა უკან გამოვბრუნდები. | 6 | და დაეცე წყლულებითა მათ თანა, რაჟამს მოვაქციო და კუალად მოგაგონ შენ მონათა ჩემთა მას დღესა შინა მთად კერძო. და დაგდვან შენ ერთსა ქალაქთაგანსა აღსავალთასა და არა წარსწყმდე მუნამდე, ვიდრემდე მოისპო მათ თანა. და უკუეთუ ესავ გულითა შენითა, ვითარმედ ვერ დავიპყრნე, ნუ შეწუხნებინ პირი შენი. ვიტყოდე და არა დავარდენ სიტყუანი ესე ჩემნი. |
7 | ჩემი მორჩილნი მიგიყვანენ მთიანეთში და დაგაგდებენ ერთ-ერთი ქალაქის მისადგომთან. | ||
8 | არ გეღირსება აღსასრული, ვიდრე მათთან ერთად არ მოგეღება ბოლო. | ||
9 | თუ მართლა გულით გჯერა, რომ არ ჩაგვიცვივდებიან ხელში, ნუ დაეცემი მათ. ვთქვი და არცერთი ჩემი სიტყვა არ დაიკარგება. | ||
10 | უბრძანა ოლოფერნემ თავის მორჩილთ, მის კარავში რომ იდგნენ, შეეპყროთ აქიორი, წაეყვანათ ბეთულიასთან და ისრაელიანთათვის გადაეცათ. | 7 | და უბრძანა ჰოლომფორე მონათა თჳსთა, რომელ დგეს წინაშე კარავთა მისთა, შეპყრობა აქიორისი და მოყვანებად და მიცემად ბეტულად ჴელთა ძეთა ისრაჱლისათა. |
11 |
შეიპყრეს იგი მისმა მორჩილებმა და გაიყვანეს ბანაკს გარეთ, ველზე. შუაგულ ველიდან მთიანეთისაკენ გაემართნენ და მიადგნენ წყაროებს, ბეთულიას ქვემოთ რომ არის. |
8 | და შეიპყრეს იგი მონათა მისთა და განიყვანეს იგი გარეშე ბანაკსა მათსა ველად და წარიყვანეს იგი მიერ ველით მთად კერძო და მოვიდეს წყაროებსა მას ზედა, რომელ არიან ქვე კერძო ბედულოასა. და ვითარცა იხილნეს იგინი კაცთა მის ქალაქისათა თხემსა მის მთისასა, აღიღეს საჭურველი მათი და გამოვიდეს გარეშე ქალაქსა თავსა მთისასა. და ყოველმან კაცმან მეშურდულემან დაიპყრეს აღსავალი მათი და ესროდეს ქვითა მათ ზედა. |
12 | როგორც კი შენიშნეს ისინი მთის მწვერვალზე დაშენებული ქალაქის კაცებმა, იარაღი აისხეს და გამოვიდნენ ქალაქიდან. ყველა მოშურდულე კაცი გამაგრდა ქალაქის მისადგომთან და ქვები დაუშინეს მათ. | ||
13 | ისინი კი მთას ამოეფარნენ, შებორკეს აქიორი, დააგდეს მთის ძირას და გაბრუნდნენ თავიანთ მბრძანებელთან. | 9 | და შემოეფარნეს ქუეშე მთასა მას და შეკრეს აქიორ და დაუტევეს იგი მდებარე ქუეშე ძირსა მის მთისასა და წარვიდეს უფლისა თჳსისა. |
14 | თავიანთი ქალაქიდან ჩამოსული ისრაელიანები მივიდნენ აქიორთან და ახსნეს ბორკილები, წაიყვანეს ბეთულიაში და წარუდგინეს თავიანთი ქალაქის მთავრებს. | 10 |
და გარდამოვიდეს ძენი ისრაჱლისანი ქალაქით, მათით და მოვიდეს და განჴსნეს იგი და შეიყვანეს იგი ბეტულად და წარადგინეს იგი მთავართა მის ქალაქისათა, |
15 | ესენი იყვნენ: ყუზია, მიქას ძე, სიმონის ტომიდან, საბრის ღოთონიელის ძე და ქერქემიშ მალქიელის ძე. | 11 | რომელნი იყვნეს მათ დღეთა შინა. და იყო მაშინ ოზია, ძე მიქასი, ტომისაგან სჳმეონისა, ქაფრი, ძე გოთონიელისი და ქამრი, ძე მელქიელისი. |
16 | შეკრიბეს ქალაქის ყველა უხუცესი. საჯარეს მიაშურა ყველა ჭაბუკმა და ქალმა. დააყენეს აქიორი მთელი ხალხის შუაგულში და გამოჰკითხა ყუზიამ ამბავი. | 12 | და მოუწოდეს ყოველთა მოხუცებულთა ქალაქისათა და შეკრბეს ყოველნი ჭაბუკნი მათნი და დედანი მათნი და ყრმანი შესაკრებელსა მათსა და დაადგინეს აქიორ შორის ერისა მათისა და ჰკითხვიდა მას ოზია, რა-იგი შეემითხჳა მას, და უთხრა აქიორ სიტყუაჲ იგი კრებულისა მის ჰოლომფორესი და ყოველნი სიტყუანი მთავართა მათ ძეთა ასურთა. |
17 | პასუხად აუწყა მათ აქიორმა ოლოფერნეს საჯარეზე ნათქვამი და ის სიტყვები, რაც აშურელ მთავართა შორის თქვა ოლოფერნემ, და როგორი ქედმაღლობით ილაპარაკა ისრაელის სახლზე. | 13 | და რაოდენსა იტყოდეს ჰოლომფორე სახლსა ზედა ისრაჱლისასა, |
18 | დაემხო ხალხი ღვთის თაყვანისცემად, შეჰღაღადეს და თქვეს: | 14 | და თაყუანი-სცეს ღმერთსა და ღაღად-ყვეს და თქუეს: |
19 | უფალო, ღმერთო ცისაო, შეხედე მათ ამპარტავნებას და შეიწყნარე სიმდაბლე ჩვენი მოდგმისა. მოხედე დღეს შენთვის განწმედილთა სახეებს. | 15 | უფალო ღმერთო ცათაო და ქუეყანისაო, გარდამოიხილე ამპარტავანებასა ზედა მათსა და შეიწყალე სიმდაბლე ნათესავისა ჩუენისა და მოხედე პირსა განწმედილთასა შენდად, უფალო, ამას დღესა! |
20 | დაამშვიდეს აქიორი და დიდი მადლობა უძღვნეს. | 16 | და ნუგეშინ-სცეს აქიორს და აქებდეს მას ფრიას და თქუეს: რაცა სთნდეს ღმერთსა ჩუენთჳს და შენდაცა იყოს კეთილი. |
21 | საკრებულოდან ყუზიამ თავის სახლში წაიყვანა იგი და ლხინი გაუმართა უხუცესებს. მთელი ღამის განმავლობაში შეწევნად უხმობდნენ ისინი ისრაელის ღმერთს. | 17 | და წარიყვანა იგი ოზია კრებულისა მისგან სახიდ თჳსა. |
18 | და ყო სუმა მთხუცებულთათჳს და მღდელთა და ხადოდეს უფალსა ისრაჱლისასა შემწედ მას დღესა ღამე ყოელ. |