ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
მეორე დღეს უბრძანა ოლოფერნემ მთელ თავის ლაშქარს და მთელ თავის ხალხს, ვინც კი მისი მოკავშირე იყო, რათა წარმართულიყვნენ ბეთულიას, დაეპყროთ მთიანეთის ბილიკები და ბრძოლა გაემართათ ისრაელიანთათვის. |
1 |
ხვალისაგან უბრძანა ჰოლომფორე ყოველსა ერსა მისსა და ყოველსა ახოვანსა, რომელნი მოსრულ იყუნეს შემწედ მისა აღსლვად ბეტულად და შეპყრობად აღსავალსა მთათასა და ბრძოლად ძეთა ისრაჱლისათა. |
2 | იმავე დღეს დაიძრა სალაშქროდ ყველა მათი ძლიერი მებრძოლი. მათ ლაშქარს ასსამოცდაათი ათასი ქვეითი და თორმეტი ათასი ცხენოსანი შეადგენდა, გარდა ტვირთისა და იმ კაცებისა, რომლებიც ახლდნენ მათ, - ურიცხვნი იყვნენ. | 2 | და აღჭურა ყოველი კაცი ძლიერი მას დღესა შინა და ძალი მათი კაცთა ძლიერთა მბრძოლთა მკჳრცხლი ასსამოცდაათი ათასი და მჴედართა ოცდაორი ათასი თჳნიერ ჭურჭლისა მათისა და კაცთა მათ მკჳრცხლთა, რომელნი იყენეს მათ შორის თანამავალი სიმრავლე ფრიად. |
3 | დაბანაკდნენ ისინი ბეთულიას მახლობლად, ხევში წყაროსთან, და გაეწყვნენ სიგანით დოთანიდან ბელბაიმამდე, სიგრძით კი ბეთულიადან კუამონამდე, რომელიც ეზდრელონის წინ მდებარეობს. | 3 | დაიბანაკეს ღელესა მას მახლობელად ბეტულისა, წყაროსა ზედა, განეფინნეს სივრცედ დოთაიმად კერძო ვიდრე ბალმანადმდე და სიგრძე ბეტულად ვიდრე კეემონადმდე, რომელ არს წინაშე ეზრექუნსა. |
4 | მათი სიმრავლე რომ დაინახეს ისრაელიანებმა, ძლიერ შეშინდნენ: ახლა ისინი მოასწორებენ მთელი მიწის პირს, ვერც მაღალი მთები, ვერც ხრამები, ვერც გორაკები ვერ გაუძლებენ მათ სიმძიმეს. | 4 | ხოლო ძეთა ისრაჱლისათა ვითარცა იხილეს სიმრავლე იგი მათი, შეშფოთნეს ფრიად და ჰრქუა კაცად-კაცადმან მოყუასსა თჳსსა: აწ აჴოცონ მათ პირი ყოვლისა ქუეყანისა, არცა მთანი მაღალნი, არცა ბორცუნი, არცა ჴევნები დაუდგეს მათსა დიდსა სიმრავლესა. |
5 | აიღო თითოეულმა კაცმა თავისი საბრძოლო საჭურველი, დაანთეს გოდლებზე კოცონი და სადარაჯოდ დარჩნენ მთელი ის ღამე. | 5 | და აღიღეს ძეთა ისრაჱლისათა, კაცად-კაცადმან, ჭურჭელი საბრძოლი თჳსი და აღაგზნეს ცეცხლი გოდლებსა ზღუდეთა მთათასა, დადგეს და სცვიდეს ღამე ყოელ. |
6 | მეორე დღეს ოლოფერნემ მთელი თავისი მხედრობა მოიყვანა ბეთულიაში მყოფ ისრაელიანთა წინაშე. | 6 | მეორესა დღესა გამოიყვანა ჰოლომფორნე ყოველი მჴედარი თჳსი წინაშე პირსა ძეთა ისრაჱლისათა, რომელნი იყვნეს ბეტულას. |
7 | დაზვერა მათი ქალაქის მისადგომები, მოიარა და დაიკავა წყაროები, მეომარ კაცთა რაზმი ჩააყენა იქ, თვითონ კი თავისი ხალხისკენ გაბრუნდა. | 7 | და მოიხილნა აღსავალნი იგი მის მთისანი და ქალაქისა მათისანი. და წყალნი იგი წყაროთანი მოვლნეს და დაიპყრნეს იგინი. და დაადგინნეს მათ ზედა ბანაკები კაცთა მბრძოლთა და თჳთ იგიცა აღემჴედრა ერსა თჳსსა ზედა. |
8 | მოვიდნენ მასთან ესავიანთა მთავრები, მოაბის ტომის წინამძღოლები, ზღვისპირეთის მხედართმთავრები და უთხრეს: | 8 | და მოუჴდეს მას ყოველნი მთავარნი, ძენი ამონისნი, და ყოველნი ერნი და წინამძღუარნი ერისა მოაბისნი და ერისთავნი ზღჳსკიდისანი და ჰრქუეს: |
9 | ყურად იღოს მბრძანებელმა ჩვენი სიტყვა, რომ ზიანი არ მოხდეს შენს ლაშქარში. | 9 | ისმინენ სიტყუაჲ ჩუენი უფალმან ჩუენმან და შეუბრძოლელად დავიპყრათ, რამეთუ ღაადგინენ მცველნი წყაროთა წყალთასა, რათა ვერღარა სვან. და იძლივნენ იგინი და უმახჳლოდ მოისრნენ. და ნანდვილვე შეიწრებულთა მოგცენ ქალაქი მათი, რომელ დაშენებულ არნ მთათა ზედა მაღალთა და ესვენ სიმაგრესა მათსა. |
10 | ეს ხალხი, ისრაელიანები, თავიანთ იარაღზე კი არ არიან დანდობილნი, არამედ მაღალ მთებზე, სადაც ისინი სახლობენ. არც არის იოლი მათ მწვერვალებზე ასვლა. | ||
11 |
ახლა, მბრძანებელო, ნუ შეებრძოლები მათ საომარი წყობით და ერთი კაციც არ დაეცემა შენი ხალხიდან. |
||
12 | დარჩი შენს ბანაკში და დაიტოვე შენი ლაშქრის ყოველი კაცი, შენმა მორჩილებმა კი დაიკავონ წყაროს წყალი, რომელიც მთის ძირიდან გამოდის. | ||
13 | რადგან იქიდან იღებს წყლის მარაგს ბეთულიას ყოველი მკვიდრი, წყურვილი გაანადგურებს მათ და ჩაგვაბარებენ თავიანთ ქალაქს. ავალთ ჩვენ და ჩვენი ხალხი მთის მწვერვალების ახლოს და დავბანაკდებით იმ ადგილებში სათვალთვალოდ, რომ არავინ გავიდეს ქალაქიდან. | ||
14 | ვიდრე მახვილი მიაღწევს იქამდე, შიმშილით ამოწყდებიან ისინი; მათი ცოლები და შვილები დაეცემიან თავიანთი საცხოვრებლის ქუჩებში. | ||
15 | ბოროტად გადაუხდი მათ სამაგიეროს იმის წილ, რომ აჯანყდნენ და მშვიდობიანად არ შემოგეგებნენ. | ||
16 | ჭკუაში დაუჯდა მათი სიტყვები ოლოფერნეს და ყველა მის მორჩილს. ბრძანა, ყველაფერი ისე გაეკეთებინათ, როგორც თქვეს. | 10 | და სათნო-უჩნდეს სიტყუანი ესე მათნი წინაშე ჰოლომფორნესა და წინაშე ყოველთა მსახურთა მისთა. და განაწესეს ყოფად, ვითარცა-იგი იტყოდეს და წარიტრა ბანაკი ძეთა ამონისთა და დაადგინა ას-ასეულად. |
17 | გაემართა ყამონიანთა რაზმი და მათთან ერთად აშურელთა ხუთი ასეული, დაბანაკდნენ ხევში და დაიკავეს ისრაელიანთა წყაროს წყლები. |
და მოაკლდა მკჳდრთაგან ბეტულისთა ყოველი სარწყული წყალთა და ჯურღმულნი მათნი მოცალიერდებოდეს. და არა აქუნდა სასუმელად წყალი მრავალ დღე, რამეთუ საწყაულით მიეცემოდა მათ სუმად. |
|
18 | ავიდნენ ესავიანები და ყამონიანები და დაბანაკდნენ მთაზე, დოთანის წინ. ზოგი იმათგანი გაგზავნეს სამხრეთით და აღმოსავლეთით, ეგრებელისკენ, რომელიც ქუსის მახლობლად მდებარეობს, მოხმურის ხევთან. აშურელთა დარჩენილი ჯარი დაბანაკდა დაბლობზე და დაფარა მთელი მიწისპირი. სათვალავი არ ჰქონდა მათ კარვებს და საბარგულებს, მეტისმეტად ბევრნი იყვნენ. | ||
19 | შეჰღაღადეს თავიანთ უფალს ისრაელიანებმა, რადგან წახდა მათი მხნეობა, რადგან გარშემორტყმულნი იყვნენ ურიცხვი მტრით და არ შეეძლოთ თავის დაღწევა. | ||
20 | მათ ირგვლივ იყო აშურელთა მთელი ბანაკი, მათი ქვეითნი, ეტლები და მხედრები ოცდათოთხმეტი დღის განმავლობაში. დაუცარიელდა ბეთულიას მთელ მოსახლეობას წყლის ყველა ჭურჭელი. | ||
21 |
დაიცალა წყლის მარაგი და აღარ ჰქონდათ ერთი დღის სამყოფიც კი, რადგანაც არწყვით ეძლეოდა მათ დასალევად. |
||
22 |
სასო მიეხადა მათ წვრილშვილს, წყურვილისგან გული მისდიოდათ ჭაბუკებს და ქალებს, ეცემოდნენ ქალაქის ქუჩებში და კარიბჭეთა გასასვლელებში, ძალღონე აღარ შერჩათ. |
12 | და სულმოკლე იქმნა ერი იგი და ჩჳლნი მათნი და ცოლნი მათნი და ჭაბუკნი მათნი მოაკლდეს წყურილითა და დაეცნეს უბანთა ზედა ქალაქისათა და განსულასა ბჭეთასა. და არღარა იყო ძალი მათ თანა. და შეკრბა ყოველი იგი ერი ოზიასა და მთავართა მათ ქალაქისათა: ჭაბუკნი, დედანი და ყრმანი, ღაღადებდეს ჴმითა დიდითა წინაშე ყოველთა მოხუცებულთა და თქუეს: |
23 | შეიკრიბა ყუზიასთან და ქალაქის მთავრებთან მთელი ერი - ჭაბუკები, ქალები და ბავშვები. ისინი ხმამაღლა გაჰყვიროდნენ მთელი უხუცესობის წინაშე და ამბობდნენ: | ||
24 | ღმერთმა განსაჯოს თქვენსა და ჩვენს შორის, რადგან დიდი უსამართლობა ჩაიდინეთ ჩვენს მიმართ, რომ არ დაუზავდით აშურელებს. | 13 | საჯენ ღმერთმან შორის ჩუენსა და შორის თქუენსა, რამეთუ ყავთ უსამართლო დიდი, რამეთუ არა ვეტყოდეთ მშჳდობით ძეთა მიმართ ასურთასა. |
25 | ახლა კი, არ არის ჩვენი საშველი, ღმერთმა ჩაგვაგდო მათ ხელში, რომ წყურვილითა და დიდი დაღუპვით გავნადგურდეთ მათ წინაშე. | 14 | და აწ არა ვინ არს მწე ჩუენდა, არამედ მიგუცნა ჩუენ ღმერთმან ჴელთა მათთა დაცემად ჩუენდა წინაშე მათსა წყურილითა და წარწყმედითა დიდითა. |
26 | უხმეთ ახლა მათ და გასაძარცვავად მიეცით მთელი ქალაქი ოლოფერნეს ხალხს და მთელ მის ლაშქარს. | 15 | და აწ მოუვლინეთ მათ ყოველი ესე ქალაქი ტყვედ ერისა ჰოლომფორნესისა და ყოველსა ძალსა მისსა, |
27 | უმჯობესი იქნება ჩვენთვის, მათი გასაძარცვავი რომ შევიქნათ. მონები ვიქნებით, მაგრამ გადავრჩებით და არ ვიხილავთ ჩვენი თვალებით ჩვენივე წვრილშვილის სიკვდილს, ჩვენი ცოლებისა და ბავშვების სულის ამოხდომას. | 16 | რამეთუ უმჯობეს არს ჩუენდა, ვიყუნეთ მათ აღსაჭრელ, ვიდრე ესრეთ წარწყმედასა და ვიყვნეთ მათ მონად და მჴევლად და ცხოვნდეს სული ჩუენი და ვიხილოთ სიკუდილი ჩჳლთა ჩუენთა წინაშე თუალთა ჩუენთა და ცოლთა ჩუენთა და მოკლებაჲ სულთა მათთა. |
28 | მოწმედ მოგვყავს თქვენს წინაშე ზეცა და მიწა, ჩვენი ღმერთი და ჩვენი მამა-პაპის უფალი, რომელიც მსჯავრს გვდებს ჩვენი და ჩვენი მამა-პაპის შეცოდებათა გამო, დაე, ნუ მოახდენს ამ ამბავს ჩვენს თავზე დღევანდელ დღეს! | 17 | გიწამებთ თქუენ ცასა და ქუეყანასა, ღმერთსა ჩუენსა და უფალსა მამათა ჩუენთასა, რომელმან შური იძიოს სულთა ჩუენთათჳს ცოდვათაებრ მამათა ჩუენთასა, რათა არა იყოს სიტყუათა მათთაებრ დღენდელსა ამას დღესა. |
29 | გაიმართა დიდი და ერთსულოვანი გოდება საკრებულოში და ხმამაღლა შეჰღაღადეს უფალ ღმერთს. | 18 | და იყო ტირილი და გოდებაჲ დიდი შორის კრებულსა მას ყოველთა ერთბამად და ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ, ღმრთისა მათისა, ჴმითა დიდითა: |
19 | ვსცოდეთ მამათა ჩუენთაებრ და უსამართლო ვყავთ და შევსცეთით. | ||
20 | შენ, რომელი მოწყალე ხარ, შეგჳწყალენ ჩუენ, ტანჯვითა შენითა ტანჯენ თავჴედობანი ჩუენნი და ერი ესე, რომელნი აღგიარებენ შენ, ნუ გნებავნ მიცემად ჴელთა მათთა, რომელთა არა გიციან შენ. | ||
21 | ამისთჳს, რათა არა ითქუას წარმართთა შორის: სადა არს ღმერთი მათი? | ||
22 | ხოლო დამაშურალნი ღაღადებითა და გოდებითა უსუსურქმნილნი დადუმნეს. | ||
30 | უთხრა მათ ყუზიამ: დამშვიდდით, ძმებო, მოვითმინოთ ხუთი დღე, ამ ხანში მოავლენს უფალი ღმერთი თავის წყალობას ჩვენზე, არ გაგვწირავს საბოლოოდ. | 23 | და ჰრქუა მათ ოზია: ნუ გეშინინ, ძმანო, და-ღა-ვითმინოთ მერმე ხუთ დღე ოდენ, ვიდრე მოგუცეს ჩუენ ღმერთმან ჩუენმან წყალობაჲ მისი ჩუენ ზედა. |
24 | რამეთუ არა დაგჳტევნეს ჩუენ სრულიად. | ||
31 | თუკი ამ ხუთი დღის შემდეგაც აღარ იქნება ჩვენი საშველი, მაშინ თქვენი სიტყვისამებრ მოვიქცევი. | 25 |
უკუეთუ წარჴდენ დღენი ესე და არა ვინ იყოს ჩუენ ზედა, შეწევნა-ვყოთ მაშინ სიტყუათა თქუენთაებრ. და განაბნია ერი თჳსი ბანაკად კაცად-კაცადი ზღუდეთა გოდლებსა ქალაქისასა წარსლვად. ცოლნი და შვილნი მათნი წარავლინნა სახლთა მათსა და იყვნეს სიმდაბლესა შინა დიდსა ქალაქსა შინა. |
32 | გაისტუმრა ყუზამ ხალხი თავ-თავის ბანაკებში და მათაც მიაშურეს თავიანთი ქალაქის ციხეებსა და გოდლებს, ცოლები და შვილები კი სახლებში გაგზავნეს. დიდ ჭირთათმენაში იყვნენ ისინი ქალაქში. |