ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
მოესმა ეს ამბები იმხანად ივდითს, ასულს მერარისა, ძისა ოქსისა, ძისა იოსებისა, ძისა ყუზიელისა, ძისა ხილკიასი, ძისა ხანანიასი, ძისა გედეონისა, ძისა რაფაიმისა, ძისა ახიტობისა, ძისა ელიასი, ძისა ელიაბისა, ძისა ნათანაელისა, ძისა შელამიაჰუსი, ძისა შარაშადაისა, ისრაელიანისა. |
1 |
და ესმა მათ დღეთა შინა ივდითს, ასულსა მერარისასა, ძისა ოქოზიასა, ძისა იოსეფისსა, ძისა ოზიელისასა, ძისა ელკიასსა, ძისა ანანიასსა, ძისა გედეონისსა, ძისა რაფინისსა, ძისა აქიტობისსა, ძისა ელიესისა, ძისა ქელკიასსა, ძისა ელიაბისსა, ძისა ნათანაელისსა, ძისა სალმელისსა, ძისა სარადაისსა, ძისა სჳმეონისსა, ძისა ისრაჱლისსა. |
2 | მისი ქმარი მენაშე მისივე გვარისა და ტომისა იყო. პურის მკის ჟამს მოკვდა იგი. | 2 | და ქმარი მანასე მისვე ტომისა და მისვე მამულისა. და მოკუდა მანასე მკასა ოდენ ქრთილისასა. |
3 | მინდორში ძნების მკონავებს ადგა თავს, დაისიცხა, ჩავარდა ლოგინად და აღესრულა ბეთულიაში, თავის ქალაქში. დაკრძალეს იგი თავისი მამა-პაპის გვერდით, ველზე, რომელიც მდებარეობს დოთანსა და ბალამონს შორის. | 3 | რამეთუ ზედაადგა იგი მომკალთა მჭელეულსა ველსა ზედა, სიცხემან დააცხო თავსა მისსა და დაწვა ცხედარსა მისსა ზედა და მოკუდა ბეტულსა, ქალაქსა თჳსსა. და დაფლეს იგი მამათა თჳსთა თანა ველსა მას შინა მახლობელად დოთაიმსა, ბალასონისა. |
4 | სამი წელი და ოთხი თვე ქვრივობდა ივდითი თავის სახლში. | 4 | და იყო ივდით სახლსა შინა თჳსსა ქვრივ სამ წელ და ექუს თუე. |
5 | გაიკეთა თავისთვის კარავი საცხოვრებელ სახლთან, წელზე ძაძა შემოირტყა და სამგლოვიარო ტანისამოსი ჩაიცვა. | 5 | და იქმნა კარავი ერდოსა ზედა სახლისა თჳსისასა. და შეიმოსა წელთა მისთა ძაძა. და ემოსა მას სამოსელი ქურიობისა. |
6 | მარხულობდა თავისი ქვრივობის ყოველ დღეს, პარასკევისა და შაბათის გარდა, ახალმთვარობის წინა დღისა და ახალმთვარობა დღის გარდა, ისრაელის სახლის დღესასწაულებისა და სამხიარულო დღეების გარდა. | 6 | და იმარხვიდა იგი დღე ყოველ ქურიობასა თჳსსა თჳნიერ შაბათსა და თვისთავთა და დღესასწაულთა და დღეთა სიხარულისათა და საჴსენებელთა სახლისა ისრაჱლისათა. |
7 | მშვენიერი იყო გარეგნობით და ძალზე ლამაზი შესახედავი. დაუტოვა მისმა ქმარმა მენაშემ ოქრო და ვერცხლი, ყმები და მხევლები, საქონელი და მინდვრები და ისიც პატრონობდა ამას ყველაფერს. | 7 | და იყო კეთილი ხილვითა და შვენიერ პირითა ფრიად დაბრძენებულითა და სახიერ გონებითა და მდიდარ ფრიად. დაუტევა მას მანასე, ქმარმან მისმან, ოქრო და ვეცხლი, მონები და მჴევლები, და საცხოვარი და აგარაკები. და იყო მათ ზედა დადგომილ. |
8 | აუგს ვერავინ იტყოდა მასზე, ძალზე ღვთისმოშიში იყო. | 8 | და არავის ესმინა მათთჳს სიტყუაჲ ბოროტი, რამეთუ მოშიშ იყო ღმრთისა ფრიად. |
9 | როცა მოისმინა მან ხალხის ბოროტი ნათქვამი მთავრის მიმართ, რადგან სულმოკლენი გახდნენ ისინი წყლის უკმარისობის გამო, მოისმინა ყოველი სიტყვა, რომელიც წარმოთქვა მათ წინაშე ყუზიამ, როგორც შეჰფიცა, რომ ხუთი დღის შემდეგ ჩააბარებდა აშურელებს ქალაქს, | 9 | და ვითარცა ესმეს სიტყუანი ესევითარნი ერისანი მთავრისა მიმართ, რამეთუ სულმოკლე იქმნეს წყლისა ნაკლულევანებითა, და ესმეს ივდითს ყოველნი ესე სიტყუანი, რომელთა იტყოდა ოზია ერისა მიმართ და ვითარიგი ეფუცა მათ, ვითარმედ განსცეს ქალაქი შემდგომად ხუთისა დღისა ასურასტანელთა მათ. და მიავლინა შიმუნვარი თჳსი, რომელი ზედამდგომი იყო და მოღუაწე ყოველთა მონაგებთა მისთა, და მოუწოდა ოზიას მღდელსა და ქაბრის და ქარმის, მოხუცებულთა ყოველთა ქალაქისა მისისათა. |
10 | გაგზავნა თავისი მოახლე, მთელი თავისი ქონების ზედამხედველი, ხაბრისისა და ხარმისის, თავისი ქალაქის უხუცესების დასაძახებლად. | ||
11 |
რომ მოვიდნენ მასთან, უთხრა: მისმინეთ ბეთულიას მკვიდრთა მთავარნო! უსამართლოა თქვენი სიტყვები, ხალხის წინაშე რომ წარმოთქვით იმ დღეს და ფიცით დაამტკიცეთ ის, რაც თქვით ღმერთსა და ჩვენს შორის, რომ ჩააბარებთ ქალაქს ჩვენს მტრებს, თუ უფალი არ მოგვივლენს წყალობას. |
10 | და მოვიდეს მისა და ჰრქუა მათ: ისმინეთ ჩემი მთავართა მაგათ დამკჳდრებულთა ბეტულასთა, რამეთუ არა სამართალ არს სიტყუაჲ ეგე თქუენი, რომელსა იტყოდეთ წინაშე ერისა. დაამტკიცეთ ფიცით, რომელსა-იგი იტყოდეთ წინაშე ღმრთისა შორის თქუენსა და თქჳთ გაცემა ქალაქისა ღმრთისა ჩუენისა მტერთა ჩუენთა, უკუეთუ არა, მათ შინა მოაქციოს თქუენდა ღმერთმან შეწევნა. |
12 | ვინ ხართ თქვენ, ღმერთს რომ გამოსცდით დღევანდელ დღეს და ღმერთზე მაღლა დამდგარხართ ადამიანთა შორის. | 11 | და აწ ვინ ხართ თქუენ, ვითარცა განსცადოთ უფალი ღმერთი თქუენი ისრაჱლისა, რამეთუ დაამტკიცეთ სიტყუაჲ ღმრთისა შორის ძეთა კაცთასა? |
13 | ყოვლისმპყრობელ უფალს გამოსცდით, მაგრამ ვერაფერს მიხვდებით უკუნისამდე. | 12 | და აწ უფალსა ყოვლისა მპყრობელსა გამოსცდით და არა სცნათ ვიდრე უკუნისამდე, |
14 | თუკი ადამიანის გულის სიღრმეს ვერ ჩაწვდით და მისი გონების სიტყვები ვერ გაიგეთ, როგორღა შეიცნობთ ღმერთს, რომელმაც შექმნა ეს ყოველივე? მის აზრს როგორღა მისწვდებით? მის განსჯას როგორ გაიგებთ? ნუ ძმებო, ნუ განარისხებთ ჩვენს უფალ ღმერთს! | 13 | რამეთუ სიღრმე გულისა კაცისა ვერ სცნით და სიტყუასა გონებისა მისისასა ვერ ეწივნით. და ვითარ ღმრთისა გონებასა მისწუდეთ, რამეთუ შექმნა ესე ყოველი? მან იცის, რა-იგი უზრახავს თქუენთჳს, და გონებაჲ მისი სცნათ და ზრახვანი გამოიცადნეთ? ნუსადა, ძმანო, ნუსადა განარისხებთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა. |
15 | თუ არ ისურვებს ხუთ დღეში ჩვენს შეწევნას, მისი ნებაა. როცა მოიწადინებს, მაშინ მოგვხედავს ან გაგვანადგურებს ჩვენი მტრების თვალწინ. | 14 | უკუეთუ არა უნდეს ხუთთა ამათ დღეთა შეწევნად ჩუენდა, მას ჴელეწიფების ნეფსით თჳსით, და-ღა-თუ დამიფარნეს ჩუენ, რომელთა შინა უნდეს დღეთა, მან იცის, და-ღა-თუ მოგუწყჳდნეს წინაშე მტერთა ჩუენთა. მასვე აქუს ჴელმწიფება და ვინმე ჰრქუას მას: რა ესე ყავა? |
16 | თქვენ კი წინასწარ ნუ განსჯით უფლის, ღმერთის განგებას, რადგან ღმერთი კაცი არაა, რომ დავემუქროთ, ადამის ძე არაა, რომ განვსაჯოთ. | 15 | არამედ თქუენ ნუ გამოსცდით ზრახვასა უფლისა ღმრთისა ჩუენისასა, რამეთუ არა ვითარცა კაცი არს ღმერთი, ვითარცა აბრალა, არა თუ ვითარცა ძე კაცისა, ვითარცა შეურაცხ-ვინმე-ყო იგი. |
17 | ამიტომაც ველოდით მისგან ხსნას, ვუხმოთ შემწედ და გაიგებს ჩვენს ხმას, თუკი ინებებს. | 16 | ამისთჳს მოელოდეთ მის მიერ ცხორებასა. ხადოდით მას შემწედ ჩუენდა და ისმინოს ჴმისა ჩუენისა, უკუეთუ სათნო არს მისა. |
18 | რადგან არავინაა დღესდღეობით ჩვენს თაობაში, არც ტომი, არც გვარი, არც ხალხი, არც ჩვენი რომელიმე ქალაქი, ხელთქმნილ კერპებს რომ ემსახურებოდეს, როგორც ეს ხდებოდა უწინ. | 17 | რამეთუ არა აღდგომილ არს ნათესავთა შორის ჩუენთა, არცა არს დღევანდელსა ამას დღესა არცა ტომი, არცა მამული, არცა კრებული, არცა ქალაქი ჩუენბანი, რომელიმცა თაყუანი-სცემდა კერპთა ჴელით ქმნილთა. |
19 | რისთვისაც მიეცა ჩვენი მამა-პაპა მახვილსა და განადგურებას და დიდ განსაცდელში ჩაცვივდნენ ჩვენი მტრების თვალწინ. | 18 | ვითარცა-იგი იყო დღეთა მათ პირველთა, რომლისა ბრალისათჳს მიეცნეს მამანი ჩუენნი ბაბილონელთა მახჳლსა და მიმოტაცებასა სამეოცდაათ წელ, და დაეცნეს დაცემითა დიდითა წინაშე მტერთა მათთა. |
20 | ჩვენ კი სხვა ღმერთს არ ვიცნობთ მის გარდა, ამიტომაც გვეიმედება, რომ არ მოგვიძულებს ჩვენ და ჩვენს მოდგმას. | 19 | ხოლო ჩუენ ღმერთი სხუაჲ არა ვიცით მისა გარეშე, რომლისათჳს ვესავთ, ვითარმედ არა უგულებელს-გუყვნეს ჩუენ, არცა განმაშოროს მაცხოვარებაჲ მისი და წყალობაჲ მისი ჩუენგან. |
21 |
რადგან ჩვენი დაპყრობით დაპყრობილ იქნება მთელი იუდა, შეიბღალება ჩვენი სიწმიდენი და ჩვენს სისხლს მოჰკითხავს უფალი მათ უწმიდურებას. |
და არცა ნათესავისა ჩუენისაგან, რამეთუ მოცემასა ჩუენდა ეგრევე ეგოს იერუსალჱმი და ყოველი ჰურიასტანი და ყოველი ქუეყანა დამტკიცნეს. და წარმოჩნდეს სიწმიდე ჩუენი და გამოიძიოს უფალმან შეგინებისათჳს მათისა სისხლისაგან მათისა და მოწყუედისათჳს მამათა ჩუენთასა და ქუეყანისა მისთჳს ჩუენისა, მოოჴრებისათჳს სამკჳდრებელისა ჩუენისა. და მოაქციოს. ჩუენდავე წარმართთა შორის, სადა-იგი ვმონებდით მათ და ვიყვენით ჩუენ შეკრებილ და საყუედრელ წინაშე ყოველთა წარმტყუენველთა ჩუენთა, რამეთუ არა წარემართოს მონებაჲ ჩუენი მადლად, არამედ გინებულად დადვას იგი უფალმან ღმერთმან ჩუენმან. |
|
22 | ჩვენ თანამოძმეთა გაწყვეტას, ქვეყნის წარტყვევნას და ჩვენი სამკვიდრებლის გაუდაბურებას ჩვენზევე მოაქცევს იმ ხალხთა შორის, რომელთა მონები გავხდებით აქ. საკიცხველნი და საგინებელნი შევიქნებით ჩვენ დამმონებელთა წინაშე. | ||
23 | რადგან მონობა ვერ მიგვამთხვევს მადლს, პირიქით, უპატიობად გადააქცევს მას უფალი, ღმერთი ჩვენი. | ||
24 | ახლა კი, მოძმეებო, ვუჩვენოთ მაგალითი ჩვენ მოძმეებს, რადგან ჩვენზეა დამოკიდებული მათი სიცოცხლე, ჩვენზე დგას სიწმიდენი, ტაძარი და სამსხვერპლო. | 21 | და აწ, ძმანო, უჩუენოთ ძმათა ჩუენთა, რამეთუ ჩუენდა გამოკიდებულ არიან სულნი მათნი, სიწმიდე და ტაძარი და საკურთხეველი დამტკიცებულ არს ჩუენ შორის. ამის ყოვლისათჳს მადლი მივსცეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რომელი გამოგუცდის ჩუენ, ვითარცა-იგი მამათა ჩუენთა. |
25 | მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მადლობა მივაგოთ უფალს, ღმერთს, რომელიც გვცდის ჩვენ, როგორც ჩვენს მამა-პაპას ცდიდა. | ||
26 | გაიხსენეთ, რა უყო მან აბრაამს, როგორ გამოსცადა ისაკი, რა არ გადახდა თავს იაკობს შუამდინარეთში, დედის ძმის, ლაბანის ცხვრებს რომ მწყემსავდა. | 22 | მოიჴსენეთ, რაოდენი უყო მამასა ჩუენსა აბრაჰამს და რაოდენგზის განიცადა და ღმრთისმოყუარე იქმნა. |
23 | ეგრეთვე ისაკი და იაკობი და მოსე და ყოველნივე, რომელნი შეესაკუთრეს ღმერთსა, რომელთა მოითმინეს ტანჯვანი მრავალნი და სარწმუნო იქმნეს. | ||
27 | და როგორც ისინი არ გამოუტარებია ცეცხლში მათი გულების გამოსაცდელად, არც ჩვენ დაგვსჯის, არამედ ჭკუის სასწავლად გვტანჯავს უფალი თავისიანებს. | 26 | ხოლო ჩუენ არა შურისგებითა, არამედ სასწავლელად გუტანჯავს უფალი მახლობელთა მისთა, რომელი-იგი არს კურთხეულ და ქებულ ყოველსა ჟამსა საუკუნოდ, ამენ. |
27 | მწუხარებითა შევსტიროდეთ უფალსა და ვთქუათ: ვითარცა არს ნებაჲ შენი, ეგრეთვე გვეყავნ წყალობაჲ შენი, რამეთუ ვითარცა შემუსრავს გულთა ჩუენთა ამპარტავანებაჲ მათი, ეგრეთვე სიმდაბლითა ვიქადით | ||
28 | უთხრა მას ყუზიამ: ყველაფერი, რაც თქვი, კეთილი გულით იყო ნათქვამი, და არც წინააღმდეგია ვინმე შენი სიტყვებისა, | 28 | და ჰრქუა მას ოზია: ყოველი, რომელი სთქუა გულითა სახიერითა, იტყოდე. და არა ვინ არს, რომელი წინააღუდგეს სიტყუასა შენსა, რამეთუ არა ხოლო დღეს სიბრძნე შენი ცხად არს, არამედ პირველითგან იცის ყოველმან ერმან გულისხმის-ყოფა შენი, რამეთუ კეთილ არს ქმნილება გულისა შენისა, არამედ ერსა ამას შეეწყურა ფრიად და გუაიძულეს სიტყუად, ვითარცა-იგი ვეტყოდე მათ, და მოაწიეს ჩუენ ზედა ფიცი, რომელსა ვერ გარდავჴედით. |
29 | რადგან მხოლოდ დღეს არ გამხდარა ნათელი შენი სიბრძნე, არამედ შენი დღეების დასაბამითგან შეიცნო მთელმა ხალხმა შენი გამჭრიახობა, თუ რაოდენ სათნოა შენი გულისპასუხი. |
|
|
30 |
მაგრამ ხალხი დაშვრა წყურვილისგან და გვაიძულა მოვქცეულიყავით ისე, როგორც მათ ველაპარაკეთ და დაგვადებინა ფიცი, რომელსაც ვერ გადავალთ. |
||
31 | ახლა კი, ევედრე ჩვენთვის, რადგან ღვთისნიერი ქალი ხარ და მოგვივლენს უფალი წვიმას ჩვენი წყალსაცავების ასავსებად, რომ არ დავიხოცოთ. | 29 | აწ ევედრე ჩუენთჳს, რამეთუ დედაკაცი ღმრთისმსახური ხარ, და მოავლინოს უფალმან წჳმა, რათა აღივსნენ ჯურღმულნი ჩუენნი და აღარა მოაკლდეს. |
32 | უთხრა მათ ივდითმა: ისმინეთ ჩემი და ისეთ საქმეს მოვიმოქმედებ, რომელიც გადაეცემა თაობიდან თაობას ჩვენ მოდგმაში. | 30 | და ჰრქვა მათ ივდით: ისმინეთ ჩემი და ვყოთ საქმე სიბრძნისა, რომელი არს ღმრთისაგან, მიეთხრობოდეს თესლით თესლამდე ძეთა ნათესავისა ჩუენისათა. |
31 | და რა-იგი მნებავს საქმნელად, განიგულეთ, უკუეთუ იყოს ღმრთისა მიერ და ევედრენით, რათა დაამტკიცოს უფალმან განზრახვა ჩემი. | ||
33 | დადექით ამ ღამეს კარიბჭესთან, მე კი ჩემს მოახლესთან ერთად გავალ და იმ ხანში, რომლის მერე ჩვენი მტრებისთვის ქალაქის გადაცემა განგიზრახავთ, ჩემი ხელით შეეწევა უფალი ისრაელს. | 32 | და თქუენ სდგეთ ბჭეთა ზედა ამას დღესა და ღამესა. და განვიდე მე შიმუნვარისა ჩემისა თანა და შემდგომად დღეთა მათ, რომელთა სთქუთ მიცემად ქალაქი ესე მტერთა, მოხედვა-ყოს უფალმან ღმერთმან ისრაჱლსა ზედა ჴელითა ჩემითა. |
34 | ნუ გამოიძიებთ ჩემს საქმეს, მაინც არაფერს გეტყვით, ვიდრე არ აღსრულდება ის, რის გაკეთებასაც ვაპირებ. | 33 | ხოლო თქუენ ნუ გამოიკითხავთ საქმეთა ჩემთა, რამეთუ არა გითხრა შენ, ვიდრე იქმნეს და აღესრულოს. რომელი-იგი მე ვყო. |
35 | მიუგეს მას ყუზიამ და მთავრებმა: მშვიდობით იარე, უფალი ღმერთი იყოს შენი მფარველი ჩვენს მტრებზე შურისსაძიებლად. | 34 | და ჰრქუა მას ოზია და მთავართა მათ: ვიდოდე მშჳდობით, უფალი ღმერთი ისრაჱლისა ჩუენ თანა შურისმეძიებელად მტერთა ჩუენთა. და მოიქცეს კარვისა მისისაგან და წარვიდეს კაცად-კაცადი ადგილსა განწესებულსა თჳსსა. |
36 | გამოვიდნენ ისინი კარვიდან და მიაშურეს თავთავიანთ ადგილებს. |