ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
პირქვე დაემხო ივდითი, გაიხადა ძაძა, რომელიც ემოსა და დაიყარა თავზე ნაცარი და იმ დროს, როცა იერუსალიმში, ღვთის სახლში, მწუხრისას გუნდრუკი აკმიეს, ხმამაღლა შეჰღაღადა უფალს და თქვა: |
1 |
ხოლო ივდით დავარდა პირსა ზედა და გარდაისხა ნაცარი თავსა მისსა და განიძარცვა ძაძა, რომელი ემოსა გუამსა მისსა. და იყო მაშინ ოდენ შეწირულ იერუსალჱმს სახლსა უფლისასა საკურთხეველი მწუხრისა. ღაღადყო ივდით ჴმითა დიდითა უფლისა მიმართ ღმრთისა და თქუა: |
2 | უფალო, ღმერთო მამაჩემის, სიმონისაო, რომელსაც მიეც ხელში მახვილი უცხოთესლთა შურის საძიებლად, რომელთაც შესაბილწავად გახსნეს ქალწულის საშო, შესარცხვენად გააშიშვლეს ბარძაყი, საგინებლად შებილწეს საშო. კი თქვი: ნუ იქნება ასე. მაგრამ მათ ჩაიდინეს ეს. | 2 | უფალო ღმერთო მამისა ჩემისა სჳმეონისაო, რომელმან მიეც მახჳლი ჴელსა მისსა შურის-საგებელად უცხოთესლთა, |
3 | ამის წილ სასიკვდილოდ მიეცი მათი მთავრები და მათივე სისხლით მორწყე მათი ცოდვის მხილველი სარეცელი. მონები ძლიერებზე დაამხე, ძლიერნი კი თვიანთ სავარძლებზე. | 3 | რომელთა განჴსნეს საშო ქალწულებისა შეგინებად და განაშიშულეს ჴორცნი შეგინებად სარცხჳნელად და საყუედრელად, რამეთუ სთქუ: არა ეგრე იყოს ამისთჳს, რამეთუ უსჯულო იქმნეს სისხლისა მიმართ ქალწულისა. და მოსცენ მთავარნი მათნი კლვად და სარეცელი მათი, რომელსა ზედა ქმნეს საცთური მათი, რომელსა სცთეს, სისხლად და მოისრნეს მონანი ძლიერთაგანი და ძლიერნი საყდართა ზედა მათთა. და მოსცენ ცოლნი მათნი ტყუედ და ასულნი მათნი წარსატაცებელად და ყოველი ნაყოფი მათი აღსაჭრელად ძეთა შეყვარებულთა შენთა მიერ, რომელთა შეიშურეს შური შენი და მოიძაგეს შეგინებაჲ სისხლისა მათისა და შენ გხადოდეს შემწედ, ღმერთო მამისა ჩუენისა სჳმეონისაო და ლევისო, ღმერთო აბრაჰამისაო, ისაკისაო და იაკობისაო, ღმერთო, ღმერთო ჩუენო, ისმინე ჩემი ქურივისა, |
4 | მათი ცოლები ნადავლად მიეცი, მათი ასულები - დასატევევებლად, მთელი მათი ალაფი - დასანაწილებლად შენ რჩეულ ძეთა შორის, რომელნიც აღივსნენ შენს მიმართ შურით და შეიძაგეს მათი სისხლის სიბილწე და გიხმეს შემწედ, ღმერთო, ღმერთო ჩემო, ისმინე ჩემიც, ქვრივისა. | ||
5 | შენ შექმენ მათი წინანი, თავად ისინი და მათი შემდგომნი; აწინდელი და მომავალი შენ ჩაიფიქრე და აღსრულდა შენი ჩანაფიქრი. | 4 | რამეთუ შენ ჰყავ პირველი მათი და შემდგომი და აწინდელი, მომავალი განიზრახე, და იქმნეეს, უწოდე და წარმოგიდგეს შენ, რომელი ზრახე. |
6 | ვისაც მოისურვებ, გაჩნდება და გეტყვის: აჰა, შენთან ვართ, რადგან გამზადებულია ყოველი შენი გზა და წინასწარგანჭვრეტილია შენი მსჯავრი. | 5 | და თქუეს: აჰა, აქა ვართ, რამეთუ ყოველნი გზანი შენნი მზა არიან და განკითხვანი წინაწარცნობაჲ, |
7 | აჰა, მოიცეს ძალი აშურელებმა, გადიდგულდნენ ცხენებითა და მხედრებით, გაამაყდნენ ქვეითთა ძალით, ესავენ ფარებს, ისრებს და შურდულებს, არ კი იციან, რომ შენ ხარ უფალი, ბრძოლათა შემმუსვრელი. | 6 | რამეთუ, აჰა ესერა, ასურასტანელნი განმრავლდეს ძალითა მათითა, ვითარცა ეგჳპტელნი ოდეს შეჭურვილნი სდევნიდენ მონათა შენთა, რომელნი ესვიდენ ეტლებსა, მჴედრებთა მათთა, იზახებდენ ჴმითა ამპარტავანებისათა, თჳსთა. |
7 |
არამედ იხილე მწყობრი მათი და სიბნელემან ტანჯნა იგინი. |
||
8 | უფსკრული ექმნა საფრჴედ და წყალმან დაფარნა იგინი მშჳლდსა და შურდულსა გული შეუპყრიეს. | ||
9 | ეგრეთვე უყავ ამათ, ჵ უფალო, რომელნი ესვენ სიმრავლეთა მათთა და ეტლებსა და მჴედრებსა და საჭურველებითა და მშჳლდ-კაპარჭითა და ოროლებითა მათითა იქადიან, და არა ცნეს, რამეთუ შენ ხარ ღმერთი, რომელმან შემუსრნა ბრძოლანი. უფალი არს სახელი შენი. | ||
10 | და არა იციან, რამეთუ შენ თავადი ხარ ღმერთი ჩუენი, რომელმან დასთრგუნი ყოველნი ძლიერნი და დასაბამითგან უფალ არს სახელი შენი. | ||
11 |
შენ დაამჴვე სიმრავლე მათი ძალითა შენითა და დაეც სიმტკიცე მათი გულისწყრომითა შენითა, რამეთუ ზრახავს შეგინებად სიწმიდე შენი და შებილწებად საყოფელი სახლისა შენისა და განსასუენებელი დიდებისა შენისა, დამჴობად რქა საკურთხეველისა შენისა. |
||
12 | და ჰყავ, უფალო, რათა მახჳლითვე თჳსითა მოეკუეთოს თავი მისი. | ||
13 | შეუპყრენ თუალნი მისნი საფრჴითა ჩემ შორის და დაეც იგი სიყუარულითა ბაგეთა ჩემთათა. | ||
14 | მომეც მე სული სიმჴნისა, რათა შეუძლო შეურაცხება მისი და ძალმეც მოუძლურებად მისსა. | ||
15 | ამისთჳს, რათა იყოს საჴსენებელად სახელისა შენისა. დაამჴვენ და მოსარ ამათი აღმდგომი ჴელითა ქველისათა, რათა ცნან ყოველთა მეუფებათა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი. | ||
8 | უფალია სახელი შენი, გატეხე მათი ძალა შენი ძლიერებით, დაამხე მათი მძლავრობა შენი რისხვით, რადგან განიზრახეს შენი სიწმიდეების წაბილწვა, იმ კარვის შებღალვა, სადაც დავანებულია შენი დიდებული სახელი, მახვილით შემუსვრა შენი საკურთხევლის რქისა. | ||
9 |
მოხედე მათ ამპარტავნობას და თავს დაათიე შენი რისხვა. მიეც ქვრივის ხელებს ძალა განზრახვის აღსასრულებლად. |
||
10 | ჩემი ბაგეებიდან გამოსული ტყუილით დაამხე მონა მთავართან ერთად, მთავარი მის მსახურთან ერთად, ქალის ხელით დათრგუნე მათი ამპარტავნობა. | ||
11 | რადგან სიმრავლეში არ არის შენი ძალა, არც ძლიერებაშია შენი ძალა, არამედ მდაბალთა ღმერთი ხარ, დამცირებულთა ქომაგი, უძლურთა შემწე, განწირულთა მფარველი, უსასოთა მხსნელი. | 16 | რამეთუ სიმრავლითა არა არს ძალი შენი და სიმტკიცე შენი, არცა მოცემანი შენნი განაძლიერებენ, რამეთუ მდაბალთა ხარი ღმერთი, მოკლებულთა ხარ შემწე და ჴელისამპყრობელი უძლურთა, განწირულთა მფარველი, უსასოთა უსუსურთა ცხორებაჲ, მამა ობოლთა. |
12 | ასე, ასე, ღმერთო ჩემი მამა-პაპისა და ისრაელის სამკვიდროსი, ზეცისა და მიწის მპყრობელო, წყალთა შემქმნელო, ყოველი შენი ქმნილების მეუფევ, ისმინე ჩემი ვედრება. | 17 | ჰე, უფალო მამისა ჩემისა სჳმეონისაო და ღმერთო სამკჳდრებლისა ისრაჱლისაო, უფალო ცათა და ქუეყანისაო, დამბადებელო ზღუათა და ყოველთა წყალთაო, მეუფეო ყოველთა ქმნულთა შენთაო, |
13 | ჩამაგონე სიტყვა და ტყუილი მათ სავნებლად და სატანჯველად, რომელთაც შენს აღთქმას, შენს განწმედილ სახლს, სიონის მწვერვალს და შენს ძეთა სამკვიდრებელ სახლს ბოროტი უზრახეს. | 18 | შეისმინე ვედრებაჲ მჴევლისა შენისა და მოეც ზაკვა და ცთუნება წყლულებად მტერთა და საგვემელად მათდა, რომელნი-იგი შენისა სჯულისა მტერნი არიან და სახლისა სიწმიდისა შენისანი და თხემისა სიონისანი. |
14 | შეაგნებინე და დაანახვე ყველა ტომს და ყველა მოდგმას, რომ ხარ ღმერთი ყოველი ძალისა და სიმტკიცისა, რომ შენს გარდა არავინ ჰყავს სხვა მფარველი ისრაელის მოდგმას. | 19 |
და ყოველთა ზედა ტომთა შენთა მოხედე ფიცსა მას ჭეშმარიტსა, რომელი ეფუცე აბრაჰამს, რათა გიცოდის შენ, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ძლიერებისა და სიმტკიცისა, და არა ვინ არს სხუა შემწე ისრაჱლისა შენსა გარეშე. |