1 |
მოუწოდა მოსეს უფალმა და ელაპარაკა მას
სადღესასწაულო კარვიდან: |
1 |
და უწოდდა ღმერთი მოსეს. და ეტყოდა მას უფალი
კარვისა მისგან საწამებელისა და ჰრქუა: ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და
არქუ მათ: |
2 |
ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი მათ: თუ თქვენ შორის
ვინმე შესწირავს უფალს, შინაური პირუტყვი იყოს თქვენი შესაწირავი -
საქონელი და ცხვარი. |
2 |
კაცი თქუენგანი უკეთუ შემოსწირვიდეს შესაწირავსა
მსხუერპლად ღმრთისა, საცხოვართაგან და ზროხათაგან და ცხოვართაგან შეწირეთ
მსხუერპლი თქუენი. |
3 |
თუ აღსავლენია მისი შესაწირავი, საღი ხარი შესწიროს;
სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან შესწიროს იგი უფლის წინაშე მისი
წყალობის მოსაპოვებლად. |
3 |
უკუეთუ მრგულიად მწუარი იყოს მსხუერპლი იგი მისი: ჴარი
ჴბოჲ უბიწოჲ ზროხათაგან, მოიბას იგი კართა თანა კარვისა მის საწამებელისათა
და შეწიროს იგი სათნოდ წინაშე უფლისა. |
4 |
დაადოს ხელი აღსავლენს თავზე და მიეცემა წყალობა, რომ
შეენდოს ცოდვა. |
4 |
და დასდვას ჴელი მისი თავსა ზედა მის შესაწირავისასა
სათნოდ მისა და სალხინებელად მისთჳს. |
5 |
დაკლას ხბო უფლის წინაშე და შესწირონ აარონიანმა
მღვდლებმა სისხლი და გარშემო ასხურონ სისხლი სამსხვერპლოს, რომელიც
სადღესასწაულო კარვის შესასელელთანაა. |
5 |
და დაკლან ჴბოჲ იგი წინაშე უფლისა. და შეწირონ ძეთა
აჰრონისთა მღდელთა სისხლი იგი მისი და მოაპკურონ სისხლი იგი მისი გარემოს
საკურთხეველსა მას, რომელ-იგი არს კართა მათ თანა კარვისა საწამებელისათა. |
6 |
გაატყაონ აღსავლენი და წილობებად დაანაწილონ. |
6 |
და განჰჴადოს მრგულიად შესაწირავი იგი, და განაგონ იგი
ასოდ-ასოდ. |
7 |
დაანთონ ცეცხლი აარონიანმა მღვდლებმა სამსხვერპლოზე და
შეშა დააწყონ ცეცხლზე. |
7 |
და დადგან ძეთა აჰრონისთა მღდელთა ცეცხლი საკურთხეველსა
მას ზედა და დაასხან შეშაჲ ცეცხლსა მას ზედა. |
8 |
დააწყონ აარონიანმა მღვდლებმა წილობები, თავი და ქონი
შეშაზე, რომელიც ცეცხლზეა, სამსხვერპლოზე. |
8 |
და დააგონ ძეთა აჰრონისთა მღდელთა დრონეული იგი, და თავი
და ცმელი შეშასა მას ზედა, რომელი იყო საკურთხეველსა მას ზედა. |
9 |
მისი შიგნეული და კიდურები წყალში გარეცხოს და დაწვას
მღვდელმა ყველაფერი სამსხვერპლოზე. ეს არის აღსავლენი, საცეცხლო მსხვერპლი
კეთილსურნელებად უფლისათვის. |
9 |
ხოლო ნაწლევნი და ფერჴნი განჰრცხნე წყლითა და დააგოს
მღდელმან მან ყოველი ესე საკურთხეველსა ზედა, ნაყოფი არს ესე შესაწირავი
სული სულნელებისაჲ უფლისა. |
10 |
თუ მისი შესაწირავი ცხვარი ან თხა იქნება აღსავლენად,
მამალი, საღი შესწიროს. |
10 |
უკუეთუ ცხოვართაგანი იყოს შესაწირავი იგი მისი ღმრთისა კრავთაგან და თიკანთაგან
მრგულიად მწუარად, ვერძი უბიწოჲ მოიბას იგი. |
11 |
დაკლას იგი სამსხვერპლოს ჩრდილო მხარეს უფლის წინაშე და
გარშემო ასხურონ აარონიანმა მღვდლებმა მისი სისხლი სამსხვერპლოს. |
11 |
და დასდვან ჴელი მისი თავსა მისსა ზედა და დაკლან იგი
გუერდით საკურთხეველსა მას, ბღუარით კერძო წინაშე უფლისა და მოაპკურონ
მღდელთა, ძეთა აჰრონისთა, სისხლი მისი გარემო საკურთხეველსა მას. |
12 |
დაანაწილოს წილობებად და დააწყოს მღვდელმა მისი თავი და
ქონი შეშაზე, რომელიც ცეცხლზეა, სამსხვერპლოზე. |
12 |
და განყონ იგი ასოდ-ასოდ, თავი და ცმელი დააგონ მღდელთა
მათ შეშასა მას ზედა. |
13 |
ხოლო შიგნეული და კიდურები წყალში გარეცხოს, შესწიროს
მღვდელმა ყველაფერი და სამსხვერპლოზე დაწვას. ეს არის აღსავლენი, საცეცხლე
მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისათვის. |
13 |
ხოლო ნაწლევნი და ფერჴნი განრცხნეს წყლითა, შეწიროს
მღდელმან მან ყოველი ესე და დადგას საკურთხეველსა მას ზედა, ნაყოფი არს
შესაწირავი სული სულნელებისა უფლისა. |
14 |
თუ უფლისათვის აღსავლენი შესაწირავი ფრინველი იქნება,
გვრიტი ან მტრედის ხუნდები, შეწიროს შესაწირავად. |
14 |
უკუეთუ მფრინველთაგან ნაყოფი მსხუერპლად შეწიროს ღმრთისა,
და შეწიროს გურიტთაგან, ანუ მართუეთაგან ტრედთაჲსა შესაწირავი მისი. |
15 |
შესწიროს მღვდელმა სამსხვერპლოზე; თავი აცალოს და დაწვას
სამსხვერპლოზე, მისი სისხლი კი სამსხვერპლოს კედელს მიაწუროს. |
15 |
და მოიღოს მღდელმან მან საკურთხეველსა თანა და წარჰკუეთოს
მღდელმან მან თავი და დადვას საკურთხვველსა ზედა და დასწრიდოს სისხლი მისი
ხარისხსა მას საკურთხეველისასა. |
16 |
ბუმბულიანად მოაცალოს ჩიჩახვი და სამსხვერპლოსთან
დააგდოს, აღმოსავლეთით, სადაც ნაცარია. |
16 |
და წარჰკუეთნეს შეწებულად ფრთითურთ და გამოიხუნეს იგი
საკურთხეველისაგან აღმოსავალად ადგილსა მსხუერპლისასა. |
17 |
ფრთები გადაუმტვრიოს, არკი მოაშოროს და დაწვას მღვდელმა
სამსხვერპლოზე, შეშაზე, რომელსაც ცეცხლი უკიდია. ეს არის აღსავლენი,
საცეცხლი მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისათვის. |
17 |
და მოსტეხნეს იგი ფრთეთა მათგან, და არა განყოს და
დასდვას იგი მღდელმან მან საკურთხეველსა მას ზედა შეშასა მას და ცეცხლსა.
ნაყოფი არს შესაწირავი სული სულნელებისა ღმრთისა. |