ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ლევიანნი

თავი მეთოთხმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: 1 და ეტყოდა უფალი ღმერთი მოსეს და ჰრქუა:
2 ეს იყოს რჯული კეთროვანისთვის: როცა გასაწმედია, მღვდელთან უნდა მიიყვანონ. 2 ესე არს შჯული კეთროვნისაჲ, რომელსა დღესა განწმიდნეს, და მოიყვანოს იგი მღდელისა მის
3 გავა მღვდელი ბანაკს გარეთ და გასინჯავს მღვდელი; თუ კეთროვანს მოურჩა კეთრის წყლული, 3 და განვიდეს მღდელი იგი გარეშე ბანაკსა მას და იხილოს მღდელმან მან და, აჰა, განკურნებულ არს შედებაჲ იგი კეთროანებისაჲ კეთროვნისა მისგან.
4 მოაღებინებს მღვდელი გასაწმიდავებლისთვის ორ ცოცხალ წმიდა ფრინველს, კედარის ხეს, ჭიაფერ ნართს და უსუპს. 4 და უბრძანოს მღდელმან მან და მოართუნენ განწმედილსა მას ორნი ქათამნი ცოცხალნი წმიდანი და ძელი ნაძჳსაჲ და შესთული მეწამული და უსუპი.
5 დააკვლევინებს მღვდელი ერთ ფრინველს თიხის ჭურჭელთან, წყაროს წყალზე. 5 და უბრძანოს მღდელმან მან და დაკლას ქათამი იგი ერთი ჭურჭელსა კეცისასა წყალსა ზედა ცხოველსა. და ქათამი იგი ერთი მოიღოს მან და ძელი იგი ნაძჳსაჲ და შეგრაგნილი იგი მეწამული და უსუპი და დააწოს იგი
6 აიღებს ცოცხალ ფრინველს, ნაძვის ტოტს, ძოწეულის ნართს, უსუპს და დაასველებს მათ და ცოცხალ ფრინველს წყაროსთან დაკლული ფრინველის სისხლში. 6 და ქათამი იგი ცოცხალი სისხლსა მას ქათმისა დაკლულისასა წყალსა ზედა ცხოველსა.
7 შვიდგზის ასხურებს კეთრისგან განსაწმიდავებელს და გაწმედილად სცნობს მას. ცოცხალ ფრინველს კი მინდორში გაუშვებს. 7 და აპკუროს განწმედილსა მას კეთროვნებისაგან შჳდგზის და წმიდა იყოს და განავლინოს ქათამი იგი ცოცხალი ველად.
8 განსაწმიდავებელი გაირეცხავს ტანისამოსს, გაიპარსავს მთელს თმას, წყალში განიბანება და გაწმიდავებული იქნება. ამის მერე ბანაკში შევა და შვიდ დღეს კარვის გარეთ იცხოვრებს. 8 და განირცხეს განწმედილმან მან სამოსელი თჳსი და დაიყჳნოს ყოველი თმაჲ მისი და დაიბანოს წყლითა და წმიდა იყოს. და მისსა შემდგომად შევიდეს იგი ბანაკად და იქცეოდის იგი გარეშე სახლსა თჳსსა შჳდ დღე.
9 მეშვიდე დღეს მთლიანად მოიპარსავს თავს, წვერს, წარბებს, მოიპარსავს მთელს თმას, გაირეცხავს ტანისამოსს, დაიბანს ტანს წყალში და გაწმიდავებული იქნება. 9 და იყოს, შემდგომად შჳდისა დღისა დაიყჳნოს ყოველივე თმაჲ მისი, თავი მისი და წარბნი და ყოველივე თმა მისი დაიყჳნოს, და განირცხეს სამოსელი მისი, დაიბანოს გუამი მისი წყლითა და წმიდა იყოს.
10 მერვე დღეს აიყვანს ორ საღ მამალ ბატკანს და ერთ, წელგამოვლილ საღ დედალ ბატკანს, აიღებს ეფის სამ მეათედ გამტკიცულ ფქვილს, საძღვნო შესაწირავად - ზეთში შერეულს, და ერთ ლოგ ზეთს. 10 დღესა მერვესა მოიბნეს ორნი ტარიგნი უბიწონი წელიწდეულნი და ცხოვარი ერთი წელიწდეული უბიწოჲ და სამი ათეულისაგანი სამინდოჲ შესაწირავად შესუარული ზეთითა და საწყაული ერთი ზეთისაჲ.
11 დააყენებს გამწმედელი მღვდელი გასაწმიდავებელ კაცს და ყველაფერს ამას უფლის წინაშე, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან. 11 და დაადგინოს მღდელმან მან განმწმედელმან კაცი იგი განწმედილი და ესე ყოველი წინაშე ღმრთისა კართა თანა კარვისა საწამებელისათა.
12 აიყვანს მღვდელი ერთ მამალ ბატკანს და მიიტანს მას დანაშაულის გამოსასყიდად, და ერთ ლოგ ზეთს და შეარხევს მათ უფლის წინაშე. 12 და მოიბას მღდელმან მან ტარიგი ერთი და მოჰგვაროს, რომელ-იგი ბრალისათჳს არს და საწყაული იგი ზეთისაჲ და განაჩინოს განჩემებით წინაშე ღმრთისა.
13 დაკლავს ბატკანს იმ ადგილზე, სადაც იკვლის ცოდვის გამოსასყიდი და აღსავლენი, წმიდა ადგილზე, რადგან როგორც ცოდვის გამოსასყიდი, ასევე დანაშაულის გამოსასყიდიც მღვდელს ეკუთვნის. ეს წმიდათა წმიდაა. 13 და დაკლან ტარიგი იგი ადგილსა მას, სადა-იგი დაკლიან მრგულიად დასაწუელები, და რომელ-იგი ცოდვისათჳს ადგილსა წმიდასა, რამეთუ არს იგი ცოდვისაჲ და ბრალისაჲ მღდელისა მის: წმიდაჲ წმიდათაჲ არს.
14 აიღებს მღვდელი დანაშაულის გამოსასყიდის სისხლს და სცხებს მღვდელი გასაწმიდავებელს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე. 14 და მოიღოს მღდელმან მან სისხლისა მისგან ბრალისაჲსა და სცხოს მღდელმან მან ყურის ძირსა განწმედილსა მარჯუენესა და მწუერვალთა ჴელისა მისისა მარჯუენისათა და მწუერვალთა ფვრჴისა მისისა მარჯუენისასა.
15 აიღებს მღვდელი ზეთს და დაისხამს მარცხენა ხელისგულზე. 15 და მოიღოს მღდელმან მან საწყაულისა მისგან ზეთისა ჴელსა მღდელისა მარცხენესა და დააწოს თითი მარჯუენე ზეთისა მისგან, რომელ იყოს ჴელსა მას მისსა მარცხენესა.
16 ჩააწობს მღვდელი მარჯვენა თითს ზეთში, რომელიც მის მარცხენა ხელისგულზეა და ასხურებს ზეთს თავისი თითიდან შვიდგზის უფლის წინაშე. 16 და დააპკუროს ზეთითა შჳდგზის წინაშე ღმრთისა, ხოლო ნეშტი იგი ზეთი, რომელი ჴელსა ზედა ედგას მღდელსა მას, სცხოს ყურისა ძირსა განწმედილისასა მას მარჯუენესა
17 დანარჩენ ზეთს, რომელიც მის ხელისგულზეა, მღვდელი სცხებს გასაწმიდავებელს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე, სადაც დანაშაულის მსხვერპლის სისხლი სცხია. 17 და მწუერვალსა ჴელისა მისისა მარჯუენისასა და მწუერვალთა ფერჴისა მისისა მარჯუენისათა სისხლისა მისგან ბრალისაჲსა.
18 დანარჩენ ზეთს, რომელიც მღვდელის ხელისგულზეა, თავზე სცხებს გასაწმიდავებელს და შეუნდობს მას უფლის წინაშე. 18 ხოლო ნეშტი იგი ზეთი, რომელი იყოს ჴელსა მღღელისასა, დაასხას თავსა ზედა მის განწმედილისასა.
19 შესწირავს მღვდელი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლს და შეუნდობს გასაწმიდავებელს მის უწმიდურობას. მერე იგი დაკლავს აღსავლენ მსხვერპლს. 19 და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან წინაშე ღმრთისა, და ყოს მღდელმან მან ცოდვისაჲ იგი, და ლხინება-ყოს მღდელმან განწმედილისა მისთჳს ცოდვისაგან მისისა
20 აიტანს მღვდელი აღსავლენს და საძღვნოს სამსხვერპლოზე. და შეუნდობს გასაწმიდავებელს მღვდელი და გაწმიდავდება იგი. 20 და ამისა შემდგომად დაკლას მღდელმან მან ყოვლად დასაწველი იგი და შესაწირავი საკურთხეველსა ზედა წინაშე ღმრთისა, და ლხინება-ყოს და განწმიდნეს.
21 თუ იგი ღარიბია და ხელი არ მიუწვდება, აიყვანოს ერთი ბატკანი, დანაშაულის გამოსასყიდი მსხვერპლი შესარხევად, რომ შეენდოს, და ეფის მეათედი გამტკიცებული ფქვილი, ზეთში აზელილი საძღვნოდ და ერთი ლოგი ზეთი, 21 უკუეთუ გლახაკ იყოს და ჴელმან მისმან არარაჲ პოვოს, მოიბას ტარიგი ერთი წელიწდეული, რომლისათჳს-იგი ცოდა, შესაწირავად და მეათე სამინდოჲსაჲ შესუარული ზეთითა, მსხუერპლად დასაწუელი იგი ზეთისაჲ ერთი.
22 ორი გვრიტი ან ორი მტრედის ხუნდი, რაზეც ხელი მიუწვდება, ერთი ცოდვის გამოსასყიდი იქნება, მეორე - აღსავლენი. 22 და ორნი გურიტნი, ანუ ორნი მართუენი ტრედისანი და რაოდენ-რაჲ პოვოს ჴელმან მისმან, და იყოს ერთი იგი ცოდვისათჳს და ერთი იგი მრგულიად დასაწველად.
23 მიუტანს ამათ თავისი გაწმიდავების მეშვიდე დღეს მღვდელს სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან უფლის წინაშე. 23 და მოართვას იგი დღესა მეშჳდესა განსაწმედელად თჳსა მღდელსა მას კარად კარვისა საწამებელისა წინაშე ღმრთისა.
24 აიყვანს მღვდელი დანაშაულის გამოსასყიდ ბატკანს და ერთ ლოგ ზეთს და შეარხევს მათ მღვდელი უფლის წინაშე. 24 და მოიღოს მღდელმან მან ტარიგი იგი ბრალისაჲ და საწყაული ზეთისაჲ და დადვას დასადებელად წინაშე ღმრთისა.
25 დაკლავს დანაშაულის გამოსასყიდ ბატკანს და აიღებს მღვდელი დანაშაულის გამოსასყიდის სისხლს და სცხებს გასაწმიდავებელს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე. 25 და დაკლას ტარიგი იგი, რომელ არს ბრალისათჳს, და მოიღოს მღდელმან სისხლისა მისგან ბრალისაჲსა და სცხოს ძირსა ყურისასა მის განწმედილისასა მარჯუენესა
26 ზეთს კი მღვდელი დაიღვრის მარცხენა ხელისგულზე. 26 და მწუერვალთა ჴელისა მარჯუენისა მისისათა და მწუერვალთა ფერჴისა მარჯვენისა მისისათა.
27 ასხურებს მღვდელი მარჯვენა ხელის თითით ზეთს, რომელიც მის მარცხენა ხელისგულზეა, შვიდგზის უფლის წინაშე. 27 და ზეთისა მისგან დაასხას მღდელმან ჴელსა მღდელისა მის მარცხენისა და აპკუროს მღდელმან მან თითითა მარჯვენითა ზეთისა მისგან, რომელ იყოს ჴელსა მისსა მარცხენესა, შჳდგზის წინაშე ღმრთისა.
28 სცხებს მღვდელი ზეთს, რომელიც მის ხელისგულზეა, გასაწმიდავებელს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე, სადაც დანაშაულის გამოსასყიდის სისხლია. 28 და დაასხას მღდელმან მან ზეთისა მისგანი, რომელ იყოს ჴელსა მას მისსა მარცხენესა, ყურისა ძირსა მის განწმედილისასა მარჯუენესა და მწუერვალთა ჴელისა მისისა მარჯუენისათა და მწუერვალთა ფერჴისა მისისა მარჯუენისათა ადგილსა მას სისხლისასა, რომელ-იგი არნ ბრალისაჲ მის.
29 ხელისგულზე დარჩენილ ზეთს მღვდელი სცხებს თავზე გასაწმიდავებელს, რომ შეუნდოს მას უფლის წინაშე. 29 ხოლო ნეშტი იგი ზეთისაჲ მის, რომელ-იგი იყოს ჴელსა მის მღდელისასა, დაასხას თავსა ზედა მის განწმედილისასა, და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან წინაშე ღმრთისა.
30 გაამზადებს ერთ-ერთ გვრიტს ან მტრედის ხუნდს, რაზეც ხელი მიუწვდება. 30 და ყოს ერთი იგი გურიტთაგანი, ანუ ერთი იგი ტრედისა მართუეთაგანი, რაჲცა-იგი პოვა ჴელმან მისმან,
31 ერთს ცოდვის გამოსასყიდად, მეორეს აღსავლენად საძღვნოსთან ერთად და შეუნდობს მღვდელი გასაწმიდავებელს უფლის წინაშე. 31 ერთი ცოდვისათჳს და ერთი იგი მრგულიად დასაწველად და შესაწირავსა თანა და ლხინება-ყოს მღდელმან მან განწმედილისა მისთჳს წინაშე ღმრთისა.
32 ასეთია რჯული, თუ ვინმეს კეთრის წყლული გამოაჩნდება ანდა გაწმიდავების დროს ხელი არ მიუწვდება. 32 ესე არს შჯული, რომლისა თანა იყოს შეხებაჲ იგი კეთროვანებისაჲ, და რომელმან არა პოვოს ჴელითა თჳსითა განსაწმედელად თავისა თჳსისა.
33 ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს და უთხრა: 33 და ეტყოდა ღმერთი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა:
34 როდესაც შეხვალთ ქანაანის ქვეყანაში, რომელსაც სამკვიდრებლად გაძლევთ, და კეთრის წყლულს გავაჩენ თქვენი სამკვიდრებელი ქვეყნის სახლში, 34 რაჟამს შეხჳდეთ ქუეყანასა მას ქანანელთასა, რომელსა მე მიგეც თქუენ ნაწილად და მოვსცე შეხებაჲ კეთროვანებისაჲ სახლთა მათ ქუეყანისათა მონაგებისა თქუენისათა,
35 მივიდეს, ვისი სახლიც იქნება, მღვდელთან და შეატყობინოს, წყლულივით რაღაც გაჩნდაო ჩემს სახლში. 35 და თუ იყოს სახლსა ვისსამე და უთხრას მღდელსა მას და ჰრქუას, ვითარმედ: შეხებაჲ კეთროვანებისაჲ ვიხილე სახლსა ჩემსა,
36 მღვდელი სახლს გამოაცარიელებინებს, ვიდრე წელულის სანახავად მივიდოდეს, რომ არ გაუწმიდურდეს ყველაფერი, რაც სახლშია. მხოლოდ ამის შემდეგ შევა მღვდელი სახლის დასათვალიერებლად. 36 და უბრძანოს მღდელმან მან გამოკრებაჲ ჭურჭრისა სახლისა მისგან შესულადმდე მღდელისა მის და ხილვად სახლისა მის, და რათა არაწმიდა იქმნეს, რაოდენი-რაჲ იყო სახლსა მას შინა.
37 დაათვალიერებს წყლულს და თუ წყლული სახლის კედლებზეა - მომწვანო ან მოწითალო ღრმულები და ჩაღრმავებულად ჩანს კედელზე, 37 და ამისა შემდგომად შევიდეს მღდელი იგი ხილვად სახლისა მის. და იხილოს მღდელმან მან შეღებაჲ იგი კედელთა მის სახლისათაჲ ჴჳფლოვნად მომწუანედ გინა მოწითლედ, პირი უმდაბლეს კედელთა მათ.
38 მაშინ მღვდელი გამოვა სახლიდან გასასვლელისკენ და შვიდი დღით გამოკეტავს სახლს. 38 გამოვიდეს მღდელი იგი სახლისა მისგან კართა ზედა მის სახლისათა და განაშოროს სახლი იგი შჳდ დღე.
39 მეშვიდე დღეს მღვდელი მობრუნდება და დაათვალიერებს: თუ წყლული მოდებულია სახლის კედლებზე, 39 და კუალად მოვიდეს მღდელი იგი დღესა მეშჳდესა და იხილოს სახლი იგი და, აჰა, ესერა, განფენილ არს შეხებაჲ იგი კედელთა მის სახლისათა.
40 მღვდელი გამოანგრევინებს ქვებს, რომელზედაც წყლულია და ქალაქის გარეთ, უწმიდურ ადგილზე გადააყრევინებს. 40 და უბრძანოს მღდელმან მან და გამოიხუნეს ქვანი იგი, რომელთა არს შეხებაჲ იგი და განიხუნენ იგინი გარეშე ქალაქსა მას ადგილსა არაწმიდასა და სახლი იგი მოხუეტონ გარემოჲსი და შინაგანი და განსთხიოს მტუერი იგი გარეშე ქალაქსა მას, ადგილსა არაწმიდასა.
41 სახლი შიგნიდან ირგვლივ უნდა მოფხიკონ და ანაფხეკი ბათქაში ქალაქის გარეთ უწმიდურ ადგილზე უნდა გადაყარონ. 41 და მოიხუნენ ლოდნი გამოთლილნი და კუალად შეუსხნენ ლოდთა მათ წილ პირველთა და განგოზონ სახლი იგი, უკუეთუ მოუჴდეს კუალად შეხებაჲ იგი სახლსა მას.
42 აიღონ ახალი ქვები და ჩააწყონ იმ ქვების ნაცვლად, მოიტანონ ახალი ბათქაში და შელესონ სახლი. 42 და აღმოსცენდეს კუალად სახლსა მას შინა შემდგომად გამოღებისა მის ლოდთაჲსა, და შემდგომად მოხუეტისა მის სახლისა და შემდგომად გაგოზისა მის მისისა,
43 თუ წყლული ისევ გაჩნდება და აყვავდება სახლში მას შემდეგ, რაც ქვები გამოყარეს, სახლი გაფხიკეს და შელესეს, 43 და შევიდეს მღდელი იგი და იხილოს: უკუეთუ განეფინა კუალად შეხებაჲ იგი სახლსა მას, კეთროვანებაჲ დადგრომილ არს სახლსა მას შინა, არაწმიდა არს იგი. დაარღჳონ სახლი იგი და ყოველი ძელი მისი და ქვანი და ყოელივე მტუერი სახლისა მის განიღონ გარეშე ქალაქსა მას, ადგილსა არაწმიდასა.
44 მღვდელი უნდა მივიდეს და დაათვალიეროს: თუ წყლული მოდებულია სახლში, ეს მწვავე კეთრია. უწმიდურია იგი. 44 და რომელ-იგი შევიდეს სახლსა მას, რომელ-იგი განშორებულ არს, არაწმიდა არს იგი ვიდრე მწუხრადმდე, და რომელი დაწვეს სახლსა მას შინა, განირცხეს სამოსელი თჳსი და იბანოს წყლითა და არაწმიდა იყოს იგი მიმწუხრადმდე. უკუეთუ მოვიდეს მღდელი იგი და იხილოს და, აჰა, ესერა, არა განფენით განიფინა სახლსა მას შინა შეხებაჲ იგი შემდგომად განგოზისა მის სახლისა და წმიდა-ყოს მღდელმან მან სახლი იგი.
45 უნდა დაანგრიონ სახლი, ქვები, ძელები და სახლის მთელი ბათქაში და ქალაქის გარეთ, უწმიდურ ადგილზე გაიტანონ.    
46 თუ ვინმე შევა სახლში მას შემდეგ, რაც გამოკეტილია, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.    
47 ვისაც ეძინა ამ სახლში, ტანისამოსი უნდა გაირეცხოს; ვისაც საჭმელი აქვს ნაჭამი სახლში, ტანისამოსი უნდა გაირეცხოს.    
48 თუ მღვდელი შევა და ნახავს, რომ წყლული არ არის მოდებული სახლში მისი შელესვის შემდეგ, მღვდელი სახლს განწმედილად ცნობს, რადგან წყლული განკურნებულია. 45 რამეთუ განიკურნა სახლი იგი.
49 აიღებს სახლის გასაწმიდავებლად ორ ჩიტს, ნაძვის ტოტს, მეწამულ ძაფს და უსუპს. 46 და მოიხუნეს განსაწმედელად
    47 სახლისა მის ორნი ქათამნი ცოცხალნი
    48 წმიდანი და ძელი ნაძჳსაჲ და შესთული მეწამული და უსუპი
50 დაკლავს ერთ ჩიტს თიხის ჭურჭელზე, წყაროს წყალთან, 49 და დაკლან ქათამი იგი ერთი ჭურჭელსა კეცისასა ტყავსა ზედა ცხოველსა
51 აიღებს ნაძვის ტოტს, უსუპს, მეწამულ ძაფს, ცოცხალ ჩიტს და ამოაწებს მათ დაკლული ჩიტის სისხლში და წყაროს წყალში და შვიდგზის ასხურებს სახლს. 51 და მოიღოს ძელი იგი ნაძჳსაჲ და შეძახილი იგი მეწამული და უსუპი, და ქათამი იგი ცოცხალი, და დააწოს სისხლსა მას ქათმისა მის დაკლულისასა წყალსა ზედა ცხოველსა და აპკუროს ამით სახლსა მას შჳდგზის.
52 გააწმიდავებს სახლს ჩიტის სისხლით და წყაროს წყლით, ცოცხალი ჩიტით, ნაძვის ტოტით, უსუპით და მეწამული ძაფით, 52 და განწმიდოს სახლი იგი სისხლითა მით ქათმისაჲთა და წყლითა მით ცხოველითა და ძელითა მით ნაძჳსაჲთა და უსუპითა და შეგრაგნილითა მით მეწამულითა.
53 გაუშვებს ცოცხალ ჩიტს ქალაქის გარეთ, მინდორში. და შეუნდობს სახლს და გაწმიდავდება. 53 და განუტეოს ქათამი იგი ცოცხალი გარეშე ქალაქსა მას ველად და ლხინება-ყოს სახლისა მისთჳს და განწმიდნეს.
54 ეს არის რჯული კეთრის ყოველგვარი წყლულისა და მუნისა, 54 ესე არს შჯული ყოველსა ზედა შეხებასა
    55 კეთროვანებისასა
55 ტანისამოსზე და სახლზე მოდებული კეთრისა, 56 და სჳრინგისასა და კეთროვანებასა სამოსლისასა და სახლისა და ბრძჳლისასა და ნიშისასა და ბრწყინვალისასა
56 სიმსივნისა, ქეცისა და ლაქებისა,    
57 იმის სასწავლებლად, თუ როდის რა არის გაუწმიდურებული და როდის გაწმიდავებული. ეს არის კეთრის რჯული. 57 და მითხრობისათჳს, რომელსა დღესა არაწმიდა იყოს, და რომელსა დღესა განწმიდნეს. ესე არს შჯული კეთროვანებისათჳს.