1 |
უთხრა უფალმა მოსეს: გამოუცხადე მღვდლებს,
აარონის შვილებს, და უთხარი მათ: არავინ გაიბინძუროს თავი თავის ხალხში
მკვდრის შეხებით. |
1 |
და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა: ეტყოდე შენ
ძეთა აჰრონისთა და არქუ მათ: რათა სულთაგან არა შეიგინებოდიან შორის
ნათესავთა მათთა, |
2 |
თუ სისხლით ნათესავია - დედა ან მამა, ვაჟი ან ძმა, |
2 |
არამედ თჳსთა და მახლობელთა მათთა თანა, არამედ მამისა და
დედისა შევიდედ. |
3 |
ან ქალწული და, ან ახლობელი ქალი, რომელიც გათხოვილი არ
ყოფილა, მხოლოდ მაშინ შეიძლება გაიბინძუროს თავი. |
3 |
და ძეთა და ასულთა და ძმისა და დისა ქალწულისა, რომელი
მახლობელ იყოს მისა და რომელი არა მიცემულ იყოს ქმარსა, ამათა შევიდედ. |
4 |
ქმარმა არ უნდა გაიბინძუროს თავი თავის სალხში, რომ არ
წაიბილწოს. |
4 |
და არა შეიგინნენ მეყსეულად ერსა შორის თჳსსა შეგინებად
მათა და შიშულად |
5 |
თავს ნუ გადაიკრეჭენ, ღაწვებზე თმას ნუ მოიპარსავენ,
ტანზე ნაკაწრებს ნუ გაიკეთებენ. |
5 |
ნუ აღპარსვედ თმათა მკუდარსა ზედა და წვერსა ნუ დაიყჳნვედ
ჴორცთა მათთაგან და ნუცა განიკუეთედ ჭრით. |
6 |
წმიდები უნდა იყვნენ თავიანთი ღვთისთვის და არ უნდა
შეურაცხყონ თავიანთი ღვთის სახელი, რადგან უფლის საცეცხლო მსხვერპლს,
თავიანთი ღვთის პურს, სწირავენ ისინი. წმიდები უნდა იყვნენ. |
6 |
არამედ წმიდა იყუნედ ღმრთისა მათისსა და არა შეიგინონ
სახელი ღმრთისა მათისაჲ, რამეთუ შესაწირავსა ღმრთისა მათისსა იგინი
შესწირვენ და იყუნედ იგინი წმიდა. |
7 |
ბოზი და გარყვნილი არ უნდა ითხოვონ ცოლად; არც ქმარს
გაცილებული არ უნდა ითხოვონ, რადგან წმიდა არის იგი თავისი ღვთისთვის. |
7 |
და დედაკაცსა მეძავსა და შეგინებულსა ნუ შეირთვედ და
დედაკაცსა განტევებულსა ქმრისაგან თჳსისა ნუ მოიყვანებედ, რამეთუ წმიდა
არიედ უფლისა ღმრთისა მათისა. |
8 |
წმიდად გყავდეს იგი, რადგან ის სწირავს შენი ღვთის პურს.
წმიდა იყოს იგი შენთვის, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, თქვენი წმიდამყოფელი. |
8 |
და წმიდა-ჰყო იგი, რამეთუ მსხუერპლსა უფლისა ღმრთისა
თქუენისასა იგი შესწირავს და წმიდა იყავნ, რამეთუ წმიდა ვარ მე უფალი
ღმერთი, რომელი განვსწმედ მათ. |
9 |
მღვდლის ქალიშვილი, რომელმაც ბოზობით თავი შეირცხვინა,
მამამისის შემარცხვენელია იგი. ცეცხლში უნდა დაიწვას. |
9 |
და ასული თუ მღდელისაჲ შეიგინოს სიძვითა, სახელი მამისა
თჳსისა შეაგინა, ცეცხლითა დაიწუნ. |
10 |
მღვდელმთავარი თავისი საძმოდან, რომელსაც თავზე მირონის
ზეთი აქვს ცხებული და ხელი აქვს ავსებული შესამოსელის სატარებლად, თავს არ
უნდა იშიშვლებდეს და შესამოსელს არ უნდა იხევდეს. |
10 |
და მღდელმან დიდმან ძმათაგან მისთა რომელსა ზედა დაესხა
თავსა მისსა ზეთი ცხებისაჲ და სრულ ქმნულ არს შემოსად სამოსელისა მის თავსა
ვარშამაგი, აღძარცუენ, ხოლო სამოსელსა ნუ დაიპებნ. |
11 |
არცერთ მკვდარს არ უნდა მიეკაროს, არც მამას და არც
დედას, რომ არ გაბინძურდეს. |
11 |
და ყოველსა ზედა სულსა აღსრულებულსა ნუ შევალნ ნუცა
მამისა, ნუცა დედისა მისისა ზედა შეიგინებინ. |
12 |
საწმიდარიდან არ უნდა გადიოდეს, არ უნდა შეურაცხყოს
თავისი ღვთის საწმიდარი, რადგან მისი ღვთის მირონით არის იგი ცხებული. მე
ვარ უფალი. |
12 |
და სიწმიდეთაგან ნუ გამოვალნ, რათა არა შეაგინოს სიწმიდე
იგი ღმრთისა მისისაჲ, რამეთუ წმიდაჲ, იგი ზეთი ცხებულებისაჲ ღმრთისამიერი
არს მის ზედა. მე ვარ უფალი ღმერთი. |
13 |
ცოლად ქალწული უნდა ითხოვოს. |
13 |
ხოლო ამან ქალწული ერისაგან თჳსისა მოიყვანოს, |
14 |
ქვრივი, ქმარს გაცილებული, შერცხვენილი, ბოზი და ამგვარნი
არ უნდა ითხოვოს. მხოლოდ ქალწული უნდა ითხოვოს ცოლად თავისი ხალხიდან. |
14 |
ქურივი და განტევებული და მეძავი ვერ მოიყვანოს, არამედ
ქალწული ნათესავისაგან თჳსისა მოიყვანედ ცოლად. |
15 |
არ უნდა წაბილწოს თავისი თესლი თავის ხალხში. რადგან მე
ვარ უფალი, მისი წმიდამყოფელი. |
15 |
რათა არა შეიგინოს თესლი მისი ერსა შორის მისსა, რამეთუ
მე ვარ უფალი ღმერთი, რომელმან განვწმიდე იგი. |
16 |
ასე უთხრა უფალმა მოსეს: |
16 |
და ეტყოდა უფალი ღმერთი მოსეს და ჰრქუა: |
17 |
ასე უთხარი აარონს: ნაკლის მქონე კაცმა შენს
შთამომავალთაგან არ შესწიროს თავისი ღვთის პური. |
17 |
არქუ აჰრონს, კაცსა ნათესავისაგან შენისა: ტომთა შორის
თქუენთა იყოს თუ ვისთანამე ბიწი, ნუ მოვალნ შეწირვად მსხუერპლისა ღმრთისა
მისისა. |
18 |
რადგან არავის, ვისაც რამე ნაკლი აქვს, არა აქვს შეწირვის
უფლება - არც ბრმას, არც კოჭლს, არც ცხვირჩაჭყლეტილს, არც ცხვირწაშვერილს, |
18 |
ყოველი კაცი, რომლისა თანა იყოს ბიწი, ნუ მოვალნ კაცი
ბრმაჲ და მკელობელი, გინა ცხჳრმოკლე, გინა ყურკუეთილი, |
19 |
არც ფეხმოტეხილს, არც ხელმოტეხილს, |
19 |
გინა კაცი, რომელსა განტეხილ ედგას ჴელი, |
20 |
არც კუზიანს, არც დამჭლევებულს. არც თვალლიბრიანს, არც
მუნიანს, არც ქეციანს, არც კვერცხებჩაჭყლეტილს, |
20 |
ანუ ფერჴი, ანუ ზურგტეხილი, ანუ თუ ნახევარჴმელი, ანუ
თუალითა ლბილი, ანუ კაცსა, რომლისა თანა იყოს სიმღიერე ბოროტი, გინა
მეფხანი, ანუ ერთკაკაჲ. |
21 |
არავის, ვისაც რამე ნაკლი აქვს აარონ მღვდლის
შთამომავლობაში, არა აქვს უფლება უფლის საცეცხლო მსხვერპლის შეწირვისა;
ნაკლია მასში. არა აქვს უფლება თავისი ღვთის პურის შეწირვისა. |
21 |
და ყოვლისა თანა, რომლისა თანა იყოს ბიწი ნათესავსა
აჰრონის მღდელისასა, ვერ მიეახლოს იგი შეწირვად მასხუერპლსა ღმრთისა
შენისასა, რამეთუ ბიწი არს მის თანა, მსხუერპლსა ღმრთისა მისისასა ვერ
მოუჴდეს შეწირვად წმიდასა წმიდათასა. |
22 |
თავისი ღვთის პური წმიდათა წმიდიდან და წმიდიდან შეუძლია
ჭამოს. |
22 |
ხოლო წმიდათაგანი შეწირულთა ჭამენ. |
23 |
ოღონდ კრეტსაბმელთან ვერ მივა და სამსხვერპლოს ვერ
მიეკარება, რადგან ნაკლი აქვს. არ უნდა წაბილწოს ჩემი საწმიდარი, რადგან მე
ვარ უფალი, მათი წმიდამყოფელი. |
23 |
გარნა კრეთსაბმელას ნუ მოვალნ, ნუცა საკურთხეველსა
შევალნ, რამეთუ ბიწი არს მის თანა, და ვერ მივიდეს იგი შეგინებად მისა
სიწმიდესა ღმრთისა მისისასა, რამეთუ მე ვარ უფალი, რომელი განვსწმედ მათ. |
24 |
ელაპარაკა მოსე აარონს, მის შვილებს და მთელს ისრაელობას. |
24 |
და ეტყოდა მოსე აჰრონს და ძეთა მისთა და ყოველთა მიმართ
ძეთა ისრაჱლისათა ყოველთა მათ სიტყუათა. |