1 |
ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: |
1 |
და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა: |
2 |
უბრძანე ისრაელიანებს, მოგიტანონ ზეთისხილის სუფთა ზეთი,
დაწურული, გასანათებლად, რომ მუდმივად ენთოს ლამპარი. |
2 |
ამცენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ, მოგართუედ შენ ზეთი
ზეთთაგან წმიდაჲ წნეხილი ნათლად ნათებად სანთლისა მის. |
3 |
მოწმობის კრეტსაბმელის გარეთ სადღესასწაულო კარავში
დადგას იგი აარონმა, რომ მუდმივად იყოს უფლის წინაშე დილიდან საღამომდე.
სამარადისო წესად გქონდეთ თაობიდან თაობაში. |
3 |
გარეშე კრეთსაბმელსა მას კარვისა საწამებელისასა და
ჰნათებდენ მას აჰრონ და ძენი მისნი მწუხრითგან განთიადმდე წინაშე ღმრთისა
მოუკლებელად შჯულად საუკუნედ ნათესავსა შორის თქუენსა. |
4 |
სუფთა სასანთლეზე უნდა ჰქონდეს მუდმივად დადგმული
ლამპრები უფლის წინაშე. |
4 |
სასანთლესა ზედა ჰნათებდით წმიდასა სანთელსა წინაშე
ღმრთისა განთიადმდე. |
5 |
აიღე გამტკიცული ფქვილი და გამოაცხვე თორმეტი პური;
მეათედი ეფა უნდა იყოს თითოეული პური. |
5 |
და მოიღეთ სამინდოჲ და ჰქმნეთ იგი ათორმეტად პურად. მეორე
ათეულისაგან იყოს პური იგი ერთი. |
6 |
ორ რიგად დააწყვე ისინი, თითოეულ რიგში ექვსი, სუფთა
ტაბლაზე უფლის წინაშე. |
6 |
და დააგნეთ იგინი ორად წინაშე დასაგებელად, ექუს-ექუსი
პური დააგეთ ლანკლასა ზედა წმიდასა წინაშე უფლისა. |
7 |
დადევი თითო რიგში გასუფთავებული საკმეველი და იყოს
პურად, სამახსოვროდ, უფლის საცეცხლო მსხვერპლად. |
7 |
და დასდვა მას ზედა დასადებელი გუნდრუკი წმიდაჲ და
მარილი. და იყუნენ პურნი ესე მოსაჴსენებელად წინაშე დაგებულ ღმრთისა. |
8 |
შაბათობით უნდა ჰქონდეთ დაწყობილი მუდმივად უფლის წინაშე.
ეს არის სამარადისო აღთქმა ისრაელიანთაგან. |
8 |
დღესა შაბათსა დააგოდით წინაშე უფლისა მარადის ძეთაგან
ისრაჱლისათა შჯულად საუკუნოდ. |
9 |
აარონისთვის და მისი შვილებისთვის უნდა იყოს. ჭამონ იგი
წმიდა ადგილას, რადგან წმიდათა წმიდაა იგი მათთვის უფლის საცეცხლო
მსხვერპლიდან. ეს არის სამარადისო წესი. |
9 |
და იყოს იგი აჰრონისა და ძეთა მისთა და ჭამდენ მას
ადგილსა წმიდასა, რამეთუ არს წმიდაჲ წმიდათაჲ ესე მათა შესაწირავთაგან
ღმრთისათა შჯულად საუკუნედ. |
10 |
მოვიდა ისრაელიანთა შორის ისრაელიანი დედაკაცის და
ეგვიპტელი კაცის შვილი და წაეკიდნენ ბანაკში ისრაელიანი დედაკაცის შვილი და
ისრაელიანები. |
10 |
და გამოვიდა ძე დედაკაცისა ისრაჱლიტელისა. და ერთი ესე
იყოს ძე დედაკაცისა ეგჳპტელისაჲ ძეთა შორის ისრაჱლისათა და ლალვიდეს
ბანაკსა მას შინა დედაკაცისა მის მეგჳპტელისა და კაცი იგი ისრაჱლიტელი. |
11 |
აგინებდა ისრაელიანი დედაკაცის შვილი უფლის სახელს და
ილანძღებოდა. მიუყვანეს იგი მოსეს (დედა მისი იყო შელომითი, დიშრის ასული,
დანის ტომიდან). |
11 |
და სახელ-სდვა ძემან მან მის დედაკაცისამან სახელსა და
სწყევა. და მოიყვანეს მოსესა და სახელი დედისა მისისაჲ ალამით, ასული
ზამბრესი, ტომისა მისგან დანისა. |
12 |
და ჰყავდათ საპყრობილეში, ვიდრე უფლის განაჩენს
გაიგებდნენ. |
12 |
და შესუეს იგი საპყრობილესა, რათა განიკითხნენ იგინი
ბრძანებითა ღმრთისათა. |
13 |
ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: |
13 |
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: |
14 |
გაიყვანეთ მაგინებელი ბანაკის გარეთ და ყველამ ვინც
გაიგონა, დაადოს ხელი თავზე და ქვით ჩაქოლოს მთელმა საზოგადოებამ. |
14 |
გამოიყვანე, რომელმან იგი სწყევა გარეშე ბანაკსა და
დაასხნენ ყოველთა, რომელთა ესმა, ჴელნი მათნი თავსა ზედა მისსა და ქვაჲ
დაჰკრიბენ მას ყოველმან კრებულმან. |
15 |
ისრაელიანებს კი ასე უთხარი: ყველა, ვინც თავის ღმერთს
ლანძღავს, ცოდვას იდებს. |
15 |
და ძეთა ისრაჱლისათა ეტყოდე და არქუ მათ: კაცმან,
რომელმან სწყეოს ღმერთსა, ცოდვაჲ მოიღო მან. |
16 |
უფლის სახელის მაგინებელი უნდა მოკვდეს, ქვებით უნდა
ჩაქოლოს მთელმა საზოგადოებამ, მდგმური იქნება თუ მკვიდრი, უფლის სახელის
შეგინებისათვის უნდა მოკვდეს. |
16 |
რომელმან სახელ-სდვას სახელსა უფლისასა, აგრეთვე
სიკუდილით მოკუედინ, ქვითა განტჳნენ იგი |
17 |
ადამიანის მკვლელი უნდა მოკვდეს. |
17 |
ყოველმან კრებულმან, გინა თუ მწირმან, გინა თუ მკჳდრმან, |
18 |
პირუტყვის მკვლელმა სული სულის წილ უნდა ზღოს. |
18 |
რომელმან სახელ-სდვას სახელსა უფლისასა, ეგრეთვე
მოკუედინ. |
19 |
ვინც რამე ზიანს მიაყენებს თავის თვისტომს, მასაც ისევე
უნდა მოექცნენ, როგორც თავად მოიქცა. |
19 |
და კაცმან უკუეთუ სცეს ყოველსავე კაცსა და მოკუდეს,
სიკუდილით მოკუედინ იგი და პირუტყუმან თუ ვისმანმე სცეს კაცსა და მოკუდეს,
ზღოს სული სულისა წილ, უკუეთუ ვინმე დასდგას გერში მოყუასსა თჳსსა,
ვითარცა-იგი მან უყო, ეგრევე უყავთ მას. |
20 |
მოტეხილობა მოტეხილობის წილ, თვალი თვალის წილ, კბილი
კბილის წილ. რა ზიანიც მიაყენა ადამიანს, მასაც იგივე ზიანი უნდა მიაყენონ. |
20 |
განტეხაჲ განტეხისა წილ, თუალი თუალისა წილ, კბილი
კბილისა წილ, და, რაჲცა გერში დასდვა კაცმან კაცსა, ეგრევე უყავთ მას. |
21 |
პირუტყვის მკვლელმა უნდა ზღოს იგი; ადამიანის მკვლელი
უნდა მოკვდეს. |
21 |
უკუეთუ ვინმე სცეს კაცსა და მოკუდეს, სიკუდილით მოკუედინ. |
22 |
ერთი სამართალი უნდა გქონდეთ მდგმურისთვის და
მკვიდრისთვის. რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. |
22 |
სამართალი ერთი იყავნ მწირისაჲ მის და მსოფლელისაჲ და
ეტყოდა მოსე ძეთა ისრაჱლისათა. |
23 |
გამოუცხადა მოსემ ისრაელიანებს და გაიყვანეს მაგინებელი
ბანაკის გარეთ და ჩაქოლეს იგი ისრაელიანებმა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. |
23 |
და გამოიყვანეს კაცი იგი, რომელმან სწყევა გარეშე ბანაკსა
და დაჰკრიბეს ქვაჲ ყოველმან კრებულმან და ძეთა ისრაჱლისათა, ეგრე ყვეს,
ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს. |