ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ლევიანნი

თავი ოცდამეშვიდე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: 1 და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
2 ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: თუ ვინმე უფლისადმი აღთქმული სულიერის სანაცვლოდ რამეს შესწირავს, 2 ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: რომელმან ილოცოს ლოცვაჲ მიცემად სასყიდელი სულისა თჳსისაჲ ღმერთსა,
3 ოციდან სამოც წლამდე მამრის საფასური უნდა იყოს ორმოცდაათი შეკელი ვერცხლი საწმიდარის შეკელით; 3 და იყოს სასყიდელი იგი წულისაჲ ოცით წლითგან ვიდრე სამეოც წლადმდე, იყოს სასყიდელი მისი ერგასისი სატირი ვეცხლისაჲ სასწორითა წმიდითა
4 თუ მდედრია, მისი საფასური ოცდაათი შეკელი უნდა იყოს. 4 ხოლო ქალისაჲ იყოს თანა სასყიდელი ოცდაათი სატირი.
5 თუ ხუთიდან ოც წლამდეა - მამრის საფასური ოცი შეკელი, მდედრისა კი ათი შეკელი უნდა იყოს. 5 უკეთუ ხუთისა წლისაჲთგან ვიდრე ოცად წლადმდე იყოს, სასყიდელი წულისაჲ - ოცი სატირი.
6 თუ ერთი თვიდან ხუთ წლამდეა, მამრის საფასური ხუთი შეკელი ვერცხლი, მდედრისა კი სამი შეკელი ვერცხლი უნდა იყოს. 6 ხოლო ქალისაჲ - ათი სატირი. და თთჳთ ერთითგან ვიდრე ხუთად წლადმდე იყოს სასყიდელი იგი წულისაჲ ხუთი სატირი ვეცხლისაჲ,
7 თუ სამოც წელზე მეტისაა, მამრის საფასური თხუთმეტი შეკელი, მდედრისა კი ათი შეკელი უნდა იყოს. 7 ხოლო ქალისაჲ - სამი სატირი ვეცხლისაჲ. უკეთუ სამეოცისა წლისა უზეშთაეს იყოს, წულისაჲ მის იყოს ათხუთმეტ სატირი ვეცხლისაჲ.
8 თუ სიღარიბის გამო საფასურის გადახდა არ შეუძლია, წარუდგინოს მღვდელს და მღვდელი შეაფასებს; როგორადაც ხელი მიუწვდება აღმთქმელს, ისე შეაფასოს მღვდელმა. 8 უკუეთუ ქალი იყოს - ათ სატირ. უკუეთუ უპოვარ იყოს სასყიდლისა, დადგეს წინაშე მღდელისა მის და დასდვას მღდელმან მან სასყიდელი, რაოდენცა შემძლებელ იყოს ჴელი მისი, რომელმან-იგი აღუთქვა, ეგრეცა დასდვას სასყიდელი მღდელმან მან.
9 თუ ისეთი პირუტყვია, მსხვერპლად რომ შეიწივის უფლისათვის, უფლისადმი მიცემული ყველაფერი წმიდა უნდა იყოს. 9 უკუეთუ საცხოვართაგანსა რომელსა შესწირვიდენ მსხუერპლად ღმრთისა, რომელმან შეწიროს ამათგანი უფლისა, იყოს იგი წმიდაჲ.
10 არ უნდა შეცვალოს, არ იქნება მისი შენაცვლება - კარგისა ცუდით ან ცუდისა კარგით; თუ ვინმე შეცვლის პირუტყვს პირუტყვით, ესეც და მისი სანაცვლოც წმიდა უნდა იყოს. 10 არა განსცვალო კეთილი ხენეშად, უკუეთუ განცვალებით განსცვალო იგი საცხოვარი საცხოვრად და ნაცვალიცა იგი მისი იყოს წმიდაჲ.
11 თუ პირუტყვი უსურმაგია, რომელიც მსხვერპლად არ შეიწირვის უფლისათვის, წარუდგინონ პირუტყვი მღვდელს, 11 უკეთუ ყოველივე პირუტყჳ არაწმიდაჲ იყოს, რომელთაგანი არა შეიწირვის მსხუერპლად ღმრთისა, დაადგინოს საცხოვარი იგი წინაშე მღდელისა მის
12 შეაფასოს მღვდელმა მისი ავ-კარგი; როგორც მღვდელი შეაფასებს, ისე იყოს. 12 და დასდვას სასყიდელი მღდელმან მან შორის კეთილსა და შორის ხენეშსა მას, რაჲცა-იგი დასდვას მღდელმან მან, იგიცა ეგენ.
13 თუ მის გამოსყიდვას მოინდომებს, საფასურს მეხუთედი დაუმატოს. 13 უკუეთუ ჴსნით იჴსნეს იგი, შესძინენ მეხუთე იგი სასყიდელსა მისსა. და უკუეთუ კაცმან განწმიდოს სახლი თჳსი წმიდად უფლისა, დასდვას სასყიდელი შორის ხენეშსა, რაჲცა-იგი დასდვას მღდელმან მან, იგიცა დაემტკიცენ.
14 თუ ვისმე სახლის შეწირვა უნდა უფლის საწმიდარად, მღვდელმა შეაფასოს მისი ავ-კარგი; როგორც მღვდელი შეაფასებს მას, ისე ეღირება. 14 უკუეთუ შემდგომად განწმედისა მის იჴსნიდეს სახლსა მას თჳსსა, შესძინოს ნახუთალი ვეცხლისა სასყიდელსა მისსა და იყოს მისა სახლი იგი.
15 თუ სახლის შემწირველი თავისი სახლის გამოსყიდვას მოინდომებს, საფასურის მეხუთედი დაუმატოს და მისი იქნება. 15 უკუეთუ ყანაჲ სამკჳდრებელისა მისისაჲ წმიდა-ყოს კაცმან ღმრთისა
16 თუ თავის საკუთარ ყანას სწირავს უფალს, საფასური ნათესის კვალობაზე უნდა განისაზღვროს; ერთ ხომერ ნათეს ქერზე ორმოცდაათი შეკელი ვერცხლი. 16 და იყოს სასყიდელი მისი მსგავსად სათესავისა მისისა ოცდაათისა გრივისა ქრთილისაჲ ერგასისი სატირი ვეცხლი.
17 თუ ზეიმის წლიდან სწირავს თავის ყანას, საფასურისდა მიხედვით შესწიროს. 17 უკუეთუ წელიწადსა მას მიტევებისა წმიდა-ყოს ყანაჲ თჳსი, მსგავსად სასყიდელისა მის დაემტკიცოს.
18 თუ ზეიმის შემდეგ სწირავს თავის ყანას, მღვდელმა ზეიმის წლამდე დარჩენილი წლების მიხედვით უნდა იანგარიშოს ვერცხლი და საფასურიდან გამოიქვითოს. 18 უკუეთუ შემდგომად მიტევებისა მის წმიდა ყოს ყანაჲ თჳსი, ეგრეცა შეურაცხ-ყოს მღდელმან ვეცხლი მისი წელთა მათ დაკლებულთა ვიდრე მუნ წლადმდე მიტევებისა დააკლოს სასყიდელსა მას მისსა.
19 თუ ყანის გამოსყიდვას მოინდომებს მისი შემწირველი, საფასურის მეხუთედი ვერცხლი დაუმატოს და დაუბრუნდება. 19 უკუეთუ იჴსნიდეს ყანასა მას თჳსსა, შემდგომად განწმედისა მისისა შესძინოს მეხუთე იგი ვეცხლისაჲ სასყიდელსა მისსა, და იყოს იგი მისავე.
20 თუ არ გამოისყიდის ყანას და სხვა კაცს მიეყიდება, ვეღარ გამოისყიდის. 20 უკუეთუ არა იჴსნეს ყანაჲ თჳსი და მისცეს იგი კაცსა სხუასა, არღარა იჴსნეს იგი.
21 როცა ყანა გასულია ზეიმის წელს, ის უფლის წმიდაა, როგორც დარისხებული ყანა; მღვდლის საკუთრება უნდა იყოს. 21 არამედ იყოს ყანაჲ იგი გამოსრულ მიტევებასა მას წმიდა, იყოს საქებელ ღმრთისა, ვითარცა-იგი ქუეყანაჲ განჩემებული, მღდელისა იყოს იგი სამკჳდრებელ.
22 თუ სწირავს უფალს თავის ნაყიდ ყანას, რომელიც მისი წილი ყანებიდან არ არის, 22 უკუეთუ ყანაჲ იგი, სადა მოუგიეს, რომელ არა არს სამკჳდრებელისაგან მისისა და იგი წმიდა-ყოს ღმრთისა.
23 უანგარიშოს მღვდელმა საფასურის რაოდენობა ზეიმის წლამდე და ეს კაცი იმდღესვე გადაიხდის საფასურს, როგორც საწმიდარს უფლისთვის. 23 შეურაცხოს მას მღდელმან მან სასყიდელისაგან მისისა ვიდრე წელიწადადმდე მიტევებისა მის და მისცეს სასყიდელი იგი მისი მას დღესა, წმიდა-ყოს ღმრთისა.
24 ზეიმის წელს ყანა დაუბრუნდება მას, ვისგანაც ნაყიდი იყო, ვისაც მიწის ნაკვეთი ეკუთვნის. 24 და წელიწადსა მას მიტევებისასა კუალად მოეგოს ყანაჲ იგი კაცსა მას, რომლისაგან მოიყიდა, რომლისაჲცა იყო ქუეყანაჲ იგი სამკჳდრებელად.
25 ყოველი საფასური საწმიდარის შეკელის მიხედვით იყოს: ოცი გერა ერთი შეკელი უნდა იყოს. 25 და ყოველივე სასყიდელი იყოს სასწორთა წმიდათა, ოცი დანგი იყოს სატირი იგი.
26 ოღონდ პირუტყვის პირველმოგებულს, რომელიც პირმშოობით უფლისაა, ვერვინ შეწირავს; ხარი იქნება თუ ცხვარი, უფლისაა. 26 და ყოველივე პირმშოჲ საცხოვართა შორის, რომელი იყო ღმრთისა, ნუ ვინ შესცვალებნ გინა თუ ჴბოჲ, გინა თუ ცხოვარი უფლისად იყოს.
27 თუ პირუტყვი უსურმაგია, საფასურით უნდა იქნას გამოსყიდული და მისი მეხუთედიც დაემატოს; თუ არ იქნება გამოსყიდული, მის საფასურად უნდა გაიყიდოს. 27 უკუეთუ ოთხფერჴთაგანი არაწმიდათაჲ შესცვალო, შემსგავსებულად სასყიდელისა მისისა შესძინოს ნახუთალი მისი მას ზედა. და იყოს იგი მისავე, უკუეთუ არა იჴსნეს, განიყიდოს მსგავსად სასყიდელისა მისისა.
28 ოღონდ ყოველი დარისხებული, რომელიც უფლისთვის დაარისხა კაცმა, თავისი საბადებლიდან - ადამიანი, თუ პირუტყვი, თუ თავისი წილხვედრილი ყანა, ვერც გაიყიდება და ვერც გამოისყიდება. ყოველი დარისხებული წმიდათა წმიდაა, უფლისაა. 28 და ყოველივე აღნათქუემი, რომელი აღუთქვას კაცმან ღმერთსა ყოველთა მათგან, რაოდენი-რაჲ არს მისი კაცითგან მიპირუტყუადმდე და ქუეყანითგან სამკჳდრებელისა მისისაჲთ, არა განყიდოს, არცა იჴსნეს იგი, ყოველივე შენაჩუენები წმიდაჲ წმიდათა იყოს უფლისა.
29 ყოველი დარისხებული, რაც ადამიანმა დაარისხა, არ გამოისყიდება; უნდა მოკვდეს. 29 და ყოველივე, რომელი შეიწიროს კაცთაგან, არა იჴსნეს ჴსნით, არამედ სამკჳდრებელით მოკუდეს.
30 ყოველი მეათედი მიწისა, მიწის ნათესისა, ხის ნაყოფისა უფლისაა, უფლის წმიდაა. 30 ყოველივე ათეული თესლისაგან ქუეყანისა ნაყოფითგან ხისაჲთ წმიდა იყოს უფლისა ღმრთისა.
31 თუ ვინმე თავისი მეათედის გამოსყიდვას დააპირებს, მისი მეხუთედი დაუმატოს. 31 უკუეთუ ჴსნით იჴსნეს კაცმან ათეული თჳსი, მეხუთე იგი შესძინოს მას ზედა, და იყოს იგი მისა.
32 ყოველი მეათედი ხარ-ძროხისა და ცხვრისა, ყოველი მეათე კომბლის ქვეშ გამავალთა შორის, უფლის წმიდაა. 32 ყოველივე ათეული ზროხათა და ცხოვართაჲ და ყოველივე, რაოდენი განვიდეს რიცხუსა მას კუერთხსა ქუეშე, ათეული იგი იყოს წმიდაჲ უფლისა.
33 არ უნდა შემოწმდეს მისი ავ-კარგი და არ უნდა იქნას შენაცვლებული; თუ შეინაცვლება, შენაცვლებულთან ერთად ისიც წმიდა იქნება, ვერ გამოისყიდება. 33 არა შესცვალო კეთილი ბოროტად, არცა ბოროტი კეთილად. უკუეთუ შეცვალებით შესცვალო იგი, ნაცვალიცა იგი მისი იყოს წმიდაჲ, არღარა იჴსნეს.
34 აჰა, წესები, რომლებიც გამოუცხადა უფალმა მოსეს ისრაელიანთათვის სინაის მთაზე. 34 ესე არიან მცნებანი, რომელნი ამცნო ღმერთმან მოსეს ძეთა მიმართ ისრაჱლისათა მთასა ზედა სინასა.