1 |
ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: |
1 |
ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: |
2 |
თუ ვინმე შესცოდავს და უპატიოსნოდ მოიქცევა უფლის მიმართ
- უარს ეტყვის თავის მახლობელს შესანახად მიბარებულზე და მითვისებულზე, ან
წართმეულზე, ან რამეს გამოსტყუებს თავის მახლობელს, |
2 |
კაცმან უკკუეთუ ცოდოს და უგულებელობით უგულებელს-ყვნეს
მცნებანი უფლისანი და ჰტყუოს მოყუასსა ვედრებისათჳს, გინა ზიარებისათჳს,
გინა ტაცებისათჳს, გინა თუ ავნო რაჲმე მოყუასსა, |
3 |
ან იპოვნის დაკარგულს, მაგრამ იუარებს, ცრუდ დაიფიცებს
რაიმეზე, რასაც ადამიანი აკეთებს და სცოდავს, |
3 |
ანუ თუ პოვა წარწყმედული, და ტყუვა მისთჳს და ფუცა
ნაცულად ერთისა ამათგანისათჳს, რომელი ყვის კაცმან |
4 |
და როცა შესცოდავს და ბრალი დაედება, უნდა დააბრუნოს
წართმეული, რაც წაართვა ან გამოტყუებული, რაც გამოსტყუა, ან მიბარებული,
რაც მიიბარა, ან დაკარგული, რაც იპოვნა, |
4 |
და ცოდის ამათ შინა, და ყოს, რაჟამს ცოდა და ბრალი ქმნა,
და მისცა მუნ ნატაცები იგი, რომელ მოსტაცა, |
5 |
ან რაზეც ცრუდ დაიფიცა, სრულად უნდა ზღოს ყველაფერი და
მისი მეხუთედიც დაუმატოს. უნდა დაუბრუნოს პატრონს ბრალდების დღესვე. |
5 |
გინა ვნებისა მისთჳს, რომელ ავნო გინა ვედრებისა მისთჳს,
რომელი ვედრად აქუნდა მას, გინა წარწყმედულისა მისთჳს, რომელ პოვა
ყოვლისაგან საქმისა, რომლისათჳს ფუცა ნაცულად და მისცეს მას თავადი იგი და
მეხუთე იგი შესძინოს მას ზედა. ვისაცა იყოს, მასვე მისცეს, რომელსაცა დღესა
ემხილოს. |
6 |
დანაშაულის გამოსასყიდად უნდა მიუყვანოს მღვდელს
უფლისათვის საღი ვერძი ფარიდან, რაც არ უნდა ღირდეს. |
6 |
და ბრალისა მისთჳს შეწიროს ღმრთისა ვერძი უბიწოჲ
სასყიდლითა, რომლისათჳს ბრალი ქმნა. |
7 |
გამოითხოვს მისთვის შენდობას მღვდელი უფლისაგან და
მიეტევება მას ყოველი დანაშაული, რაც კი ჩადენილი აქვს. |
7 |
და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან წინაშე ღმრთისა |
8 |
ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: |
8 |
და მიეტეოს მას ერთისა მათგანისათჳს, რომელ ქმნა
საცოდავსა მას შინა და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: |
9 |
უბრძანე აარონს და მის შვილებს: ეს არის-თქო აღსავლენის
წესი: სამსხვერპლოზე უნდა იდოს აღსავლენი მთელი ღამე დილამდე; სამსხვერპლოს
ცეცხლი უნდა ენთოს იქ. |
9 |
ამცენ შენ აჰრონს და ძეთა მისთა და არქუ: ესე არს შჯული
ყოვლად დასაწველისაჲ: ესე ყოვლად დაწუვაჲ დაწვასა მისსა ზედა საკურთხეველსა
ზედა ეგზნებოდის ღამე ყოველ განთიადმდე, და არა დაშრტეს, და ცეცხლი იგი
საკურთხეველისაჲ ეგზნებოდის მას ზედა და არა დაშრტეს |
10 |
შეიმოსოს მღვდელმა თავისი სელის სამოსელი და შიშველ ტანზე
სელის საწმერთული ჩაიცვას, გადმოიღოს ნაცარი, რომელიც სამსხვერპლოზე დარჩა
აღსავლენის დაწვის შემდეგ, და სამსხვერპლოს გვერდით დაყაროს. |
10 |
და შეიმოსოს მღდელმან მან სამოსელი სელისაჲ, და ნიფხავი შეიმოსოს სხეულთა მისთა და
აღიღოს შეწირული იგი, რომელ განლია ცეცხლმან ყოვლად დამწვარი იგი საკურთხეველისა
მისგან და დადგას იგი მახლობელად საკურთხეველსა მას. |
11 |
გამოიცვალოს სამოსელი და ბანაკის გარეთ, სუფთა ადგილზე
გაიტანოს ნაცარი. |
11 |
და განიძარცოს სამოსელი მისი, და შეიმოსოს სხუაჲ და
განიღოს ნაყოფად შეწირული იგი გარეშე ბანაკსა მას ადგილსა წმიდასა. |
12 |
ცეცხლი ენთოს სამსხვერპლოზე, არ ჩაქრეს; ყოველ დილას შეშა
შეუკეთოს მღვდელმა და აღსავლენი დააწყოს ზედ; დაწვას მასზე სამადლობელი
მსხვერპლის ქონი. |
12 |
და ცეცხლი ეგზებოდის საკურთხეველსა მას ზედა და არა
დაშრტეს, და აგზებდეს მღდელი იგი შეშასა განთიად-განთიად, და დაზჳნოს მას
ზედა ყოვლად დასაწველი იგი და დასდვას მას ზედა ცეცხლი იგი ცხოვრებისაჲ. |
13 |
ცეცხლი მუდამ ენთოს სამსხვერპლოზე, არ ჩაქრეს. |
13 |
და ცეცხლი მარადის ეგზებოდის საკურთხეველსა ზედა და არა
დაშრტეს. |
14 |
აჰა, საძღვნო შესაწირავის წესი: შესწირონ იგი
აარონიანებმა უფლის წინაშე სამსხვერპლოს წინა მხრიდან. |
14 |
ესე არს შჯული შესაწირავთაჲ, რომელ მოართოდიან ძეთა
აჰრონისთა წინაშე ღმრთისა პირისპირ საკურთხეველისა. |
15 |
აიღოს მუჭით საძღვნო შესაწირავიდან გამტკიცული ფქვილი,
ზეთი და მთელი საკმეველი და დაუწვას სამსხვერპლოზე უფალს კეთილსურნელებად,
სამახსოვროდ. |
15 |
და აღიღოს სამინდოჲსა მისგან შესაწირავისა მჭელითა
ზეთითურთ მისით გუნდრუკსა თანა მისსა, რომელი-იგი იყოს შესაწირავსა მას
ზედა და შეწიროს საკურთხეველსა მას ზედა ნაყოფად, სულად სულნელად,
საჴსენებელი მისი უფლისა ღმრთისა. |
16 |
რაც დარჩება, აარონმა და მისმა შვილებმა შეჭამონ. უფუვრად
უნდა შეიჭამოს წმიდა ადგილზე, სადღესასწაულო კარვის ეზოში უნდა შეჭამონ. |
16 |
ხოლო ნეშტი იგი მისგანი შეჭამოს აჰრონ და ძეთა მისთა;
უცომოჲ შეჭამოს იგი ადგილსა წმიდასა ეზოსა კარვისა საწამებელისასა, სადა
შეჭამონ იგი. |
17 |
საფუარიანი არ უნდა გამოცხვეს. ამას ვაძლევ მათ წილად
საცეცხლო მსხვერპლიდან. ეს წმიდათა წმიდაა, როგორც ცოდვისა და დანაშაულის
გამოსასყიდი. |
17 |
არა შეიცხოს ცომოვანი; ნაწილად მივსცე იგი მათ ნაყოფთაგან
ღმრთისათა: წმიდაჲ წმიდათაჲ არს, ვითარცა ცოდვისაჲ იგი და ვითარცა ბრალისაჲ
იგი. |
18 |
ყოველმა მამაკაცმა აარონიანთაგან უნდა შეჭამოს. ეს
გქონდეთ თქვენს თაობებში სამარადისო არჩივად უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან.
ყველაფერი, რაც მას მიეკარება, წმიდაა. |
18 |
ყოველივე წული მღდელთაჲ ჭამდეს მას: შჯულად საუკუნოდ
ნათესავსა შორის თქუენსა ნაყოფად შეწირულთა მათგან ღმრთისათა. ყოველი,
რომელი შეეხოს მას, განწმიდნეს. |
19 |
ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: |
19 |
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: |
20 |
ეს არის აარონის და მისი შვილების შესაწირავი, რომელიც
უნდა შესწირონ უფალს მათი ცხების დღეს: მეათედი ეფა გამტკიცული ფქვილი
საძღვნო მუდმივ შესაწირავად, ნახევარი დილისთვის, ნახევარი საღამოსთვის. |
20 |
ესე არს შესაწირავი აჰრონისი და ძეთა მისთაჲ, რომელი
შეწირონ ღმრთისა დღესა მას, რომელსა ვცხო მათ: მეათე სათველისაჲ სამინდოჲ -
მსხუერპლად სამარადისოდ, ზოგი მისი განთიად და ზოგი მისი მწუხრი. |
21 |
ტაფაზე ზეთში უნდა მომზადდეს; მოზელილი უნდა მოიტანო,
ნამცხვრის წილობებად უნდა შესწიროს უფალს კეთილსურნელებად. |
21 |
ტაპაკსა ზედა ზეთითა შესვარული შექმნეს იგი, შეწიროს იგი
გულარძნილი მსხუერპლი განატეხთაჲ შესაწირავი სულად სულნელად ღმრთისა. |
22 |
მღვდელმა, ცხებულმა აარონის ადგილზე მის შვილთაგან
შეასრულოს ეს - სამარადისო წესი უფლისთვის. მთლიანად უნდა დაიწვას. |
22 |
მღდელმან ცხებულმან მის წილ, ძეთა მისთაგანმან ყოს იგი,
შჯულად საუკუნოდ, ყოვლადვე დადვას საკურთხეველსა ზედა. |
23 |
მღვდლისგან შეწირული საძღვნო მთლიანად უნდა დაიწვას, არ
უნდა შეიჭამოს. |
23 |
და ყოველი მსხუერპლი მღდლისაჲ ყოვლად დამწვარ იყოს და არა
იჭამოს. |
24 |
ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: |
24 |
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: |
25 |
უთხარი აარონს და მის შვილებს: აჰა, ეს არის ცოდვის
გამოსასყიდის წესი: იმ ადგილას, სადაც აღსავლენი იკვლება, უნდა დაიკლას
უფლის წინაშე ცოდვის გამოსასყიდი. ეს წმიდათა წმიდაა. |
25 |
ეტყოდე შენ აჰრონს და ძეთა მისთა და არქუ: ესე არს შჯული
ცოდვისაჲ: ადგილსა მას, სადა-იგი დაჰკლვიდენ ყოვლად დასაწველთა, დაკლან
ცოდვისაჲ იგი წინაშე ღმრთისა: წმიდაჲ წმიდათაჲ არს. |
26 |
მღვდელმა, რომელიც სწირავს ცოდვის გამოსასყიდს, უნდა
შეჭამოს იგი; წმიდა ადგილას უნდა შეიჭამოს, სადღესასწაულო კარვის ეზოში. |
26 |
მღდელმან მან, რომელმან შეწიროს იგი, მანვე შეჭამოს იგი
ადგილსა წმიდასა და შეჭამოს იგი, ეზოსა მას კარვისა საწამებელისასა. |
27 |
ყველა, ვინც იმ ხორცს მიეკარება, წმიდაა; თუ სისხლი
მიესხურება სამოსელს, ნასხურები წმიდა ადგილზე გარეცხე. |
27 |
ყოველი, რომელი შეეხოს ჴორცსა მას, განწმიდნეს, და
რომელსა ასხურეს სისხლისა მისისაგანი სამოსელსა და დაბღალოს, გამორცხენ იგი
ადგილსა წმიდასა. |
28 |
თიხის ჭურჭელი, რომელშიც იგი მოიხარშა, უნდა დაიმტვრეს;
თუ სპილენძის ჭურჭელში მოიხარშა, უნდა გაიხეხოს და წყლით გაირეცხოს. |
28 |
და ჭურჭერი კეცისაჲ, რომლითა შეიგბას იგი, შეიმუსრენ,
უკუეთუ ჭურჭრითა რვალისათა შეიგბას, მოხუეტენ იგი, და დაწონ და ჭურჭელი
განრცხენ წყლითა. |
29 |
ყველა მამაკაცმა სამღვდელოთაგან უნდა ჭამოს - წმიდათა
წმიდაა იგი. |
29 |
ყოველი წული მღდელთაჲ ჭამდეს მას: წმიდაჲ წმიდათაჲ არს
ღმრთისა. |
30 |
ცოდვის გამოსასყიდი არცერთი მსხვერპლი, რომლის სისხლიც
სადღესასწაულო კარავში შეაქვთ საწმიდარში შენდობის გამოსათხოვად, არ უნდა
შეიჭამოს, ცეცხლში უნდა დაიწვას. |
30 |
და ყოველივე, რომელ ცოდვისათჳს არს, რომელი შეიწიროს
სისხლისა მათისაგანი კარავსა მას საწამებელისასა სალხინებელად სიწმიდესა
შინა, არა იჭამოს, ცეცხლითა დაიწუეს იგი. |