1 |
მეშვიდე დღეს უხმო მოსემ აარონს, მის შვილებს
და ისრაელის უხუცესებს. |
1 |
და იყო, დღესა მას მერვესა მოუწოდა მოსე
აჰრონს და ძეთა მისთა და მოხუცებულთა ისრაჱლისათა. და ჰრქუა მოსე აჰრონს: |
2 |
უთხრა აარონს: აიყვანე ხბო ცოდვის გამოსასყიდად და ვერძი
აღსავლენად, საღნი, და შესწირე უფლის წინაშე. |
2 |
მოიბ თავისა შენისა ჴბოჲ ზროხათაგან ცოდვისათჳს და ვერძი
იგი ყოვლად დასაწველი უბიწოჲ და შეწირე იგი წინაშე ღმრთისა. |
3 |
ასე უთხარი ისრაელიანებს: აიყვანეთ თხა ცოდვის
გამოსასყიდად, ხბო და ბატკანი, ორწლიანები, საღნი, აღსავლენად. |
3 |
და მოხუცებულთა ისრაჱლისათა ეტყოდე და არქუ: მოიბთ ვაცი
ერთი თხათაგან ცოდვისათჳს და ვერძი და ჴბოჲ და ტარიგი წელიწდეული
მსხუერპლად, ყოველივე უბიწოჲ. |
4 |
ხარი და ვერძი სამადლობელად უფლის წინაშე დასაკლავად,
საძღვნო შესაწირავი, ზეთში აზელილი, რადგან დღეს გამოგეცხადებათ უფალი. |
4 |
და ზვარაკი და ვერძი შესაწირავად ცხორებისა წინაშე
ღმრთისა და სამინდოჲ შესუარული ზეთითა, რამეთუ უფალი გამოჩნდეს თქუენ
შორის. |
5 |
მოიყვანეს სადღესასწაულო კარვის წინ ყოველივე, რაც მოსემ
უბრძანა; ახლოს მოდგა მთელი საზოგადოება და გაჩერდა უფლის წინაშე. |
5 |
და მოიღეს, ვითარცა-იგი ამცნო მოსე წინაშე კარავსა მას
საწამებელისასა და ყოველივე იგი, მოვიდა კრებული და დადგეს წინაშე ღმრთისა. |
6 |
თქვა მოსემ: ეს არის, რისი გაკეთებაც ბრძანა უფალმა, და
თქვენც გამოგეცხადებათ უფლის დიდება. |
6 |
და ჰრქუა მათ მოსე: ესე იგი სიტყუაჲ არს, რომელ თქუა
ღმერთმან, რაჲთა ჰყოთ და გამოჩნდეს თქუენ შორის დიდებაჲ ღმრთისა. |
7 |
უთხრა მოსემ აარონს: ახლოს მიდი სამსხვერპლოსთან და
შესწირე შენი ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი და აღსავლენი, და გამოითხოვე
შენდობა შენთვის და ერისთვის; მიიტანე ერის შესაწირავი და გამოითხოვე
მისთვის შენდობა, როგორც ნაბრძანები აქვს უფალს. |
7 |
და ჰრქუა მოსე აჰრონს: წარმოდეგ წინაშე საკურთხეველსა
ღმრთისასა და შეწირე ცოდვისა შენისაჲ და მსხუერპლი შენი და ლხინება-ყავ
თავისა შენისა და სახლისა შენისა, და შეწირე მსხუერპლი ერისა და
ლხინება-ყავ მათთჳს, ვითარცა-იგი ბრძანა ღმერთმან. |
8 |
ახლოს მივიდა აარონი სამსხვერპლოსთან და დაკლა ხბო თავისი
ცოდვის გამოსასყიდად. |
8 |
და წარდგა აჰრონ წინაშე საკურთხეველსა მას და დაკლა ჴბოჲ
იგი ცოდვისაჲ. |
9 |
მიუტანეს სისხლი შვილებმა აარონს, მან თითი ამოაწო
სისხლში და სცხო სამსხვერპლოს რქებს. დანარჩენი სისხლი კი სამსხვერპლოს
ძირას დაღვარა. |
9 |
და მოართუეს ძეთა აჰრონისთა სისხლი იგი მას. და დააწო
თითი მისი სისხლსა მას და სცხო რქათა მათ საკურთხეველისათა, და სისხლი იგი
სხუაჲ დასთხია ხარისხსა თანა მის საკურთხეველისასა. |
10 |
თავისი ცოდვის გამოსასყიდის ქონი, თირკმლები და ღვიძლის
ბადექონი სამსხვერპლოზე დაწვა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს. |
10 |
და ცმელი, და თირკუმელნი და ძირი იგი ღჳძლისაჲ, რომელ არს ცოდათათჳს, შეწირა
საკურთხეველსა ზედა, ვითარცა უბრძანა ღმერთმან მოსეს. |
11 |
ხორცი და ტყავი კი ბანაკის გარეთ დაწვა ცეცხლში. |
11 |
და ჴორცი, და ტყავი და ფუშნიერი მისი დაწუეს გარეშე
ბანაკსა მას. |
12 |
დაკლა აარონმა აღსავლენი და მიუტანეს მას შვილებმა
სისხლი, რომელიც გარშემო მოასხურა სამსხვერპლოს. |
12 |
და დაკლა მრგულიად დასაწველი იგი და მოართუეს ძეთა
აჰრონისთა მღდელთა სისხლი იგი მამასა მათსა და მოაბკურა გარემო
საკურთხეველსა მას. |
13 |
აღსავლენი ნაჭრებად მიუტანეს თავთან ერთად და დაწვა იგი
სამსხვერპლოზე. |
13 |
და მრგულიად დასაწველი იგი მოართუეს მას ასოდ-ასოდ და
თავი იგი მისი, და დააგო იგი საკურთხეველსა ზედა. |
14 |
გარეცხა შიგნეული და კიდურები და დაწვა ისინი აღსავლენთან
ერთად. |
14 |
და განრცხნეს ნაწლევი და ფერჴნი მისნი წყლითა და დააგო
იგიცა აკურთხევვლსა ზედა ყოვლად დასაწველთასა. |
15 |
შესწირა ერის შესაწირავი: მოიყვანა თხა ერის ცოდვის
გამოსასყიდად და დაკლა. ისიც შესწირა ცოდვისათვის, როგორც პირველი. |
15 |
და მოიღეს შესაწირავი იგი ერისაჲ |
16 |
შესწირა აღსავლენი და წესისამებრ გაამზადა. |
16 |
და მოჰგუარეს ვაცი იგი ცოდვისათჳს ერისა. და დაკლა,
ვითარცა-იგი პირველი, და მოართუეს ყოვლად დასაწველი იგი |
17 |
შესწირა საძღვნო და ხელი აივსო იმით, და დაწვა
სამსხვერპლოზე დილის აღსავლენის გარდა. |
17 |
და ყო იგი ეგრევე, ვითარცა ჯერ-არნ. და მოართუეს
შესაწირავი და აღივსნეს ჴელნი მისგან და დააგო საკურთხეველსა მას ზედა
თჳნიერ მსხუერპლისა მის განთიადისა. |
18 |
დაკლა ხარი და ვერძი სამადლობელ მსხვერპლად ხალხისგან და
მიუტანეს აარონს მისმა შვილებმა სისხლი, რომელიც გარშემო მოასხურა
სამსხვერპლოს. |
18 |
და დაკლა ჴბოჲ იგი და ვერძი შესაწირავისაჲ ცხორებისათჳს
ერისა. და მოართუეს ძეთა აჰრონისთა სისხლი იგი მათი მამასა მათსა. |
19 |
მიუტანეს ხარის ქონები და ვერძის დუმა, შიგნეულის ქონი,
თირკმლები და ღვიძლის ბადექონი. |
19 |
და ცმელი იგი ჴბოჲსა მისგან და ვერძისა მისგან, მუცელი და
ცმელი იგი გარდაბურვილი ქუსეტსა და ყოველი ცმელი ნაწლევთაჲ და ორნი
თირკუმელნი, და ცმელი იგი მათ ზედა და ძირი იგი ღჳძლისაჲ. |
20 |
დაადეს ქონები მკერდს და დაწვა ქონები სამსხვერპლოზე. |
20 |
და დასდვა ცმელი იგი მკერდსა მას ზედა და შეწირა ცმელები
ესე საკურთხეველსა ზედა. |
21 |
მკერდი და მარჯვენა ბეჭი შეარხია აარონმა შესარხეველად
უფლის წინაშე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსეს. |
21 |
და მკერდი იგი და მჴარი მარჯუენე მოჰჴადა აჰრონ
აღსაღებელად წინაშე ღმრთისა, ვითარცა-იგი უბრძანა ღმერთმან მოსეს. |
22 |
გაიშვირა ხელი აარონმა ერისკენ და დალოცა ისინი, და
ჩამოვიდა ძირს, როცა მორჩა ცოდვის გამოსასყიდს, აღსავლენს და სამადლობელ
მსხვერპლს. |
22 |
და აღიპყრნა აჰრონ ჴელნი თჳსნი ერსა მას ზედა და აკურთხნა
იგინი და გარდამოჴდა შემდგომად შეწირვისა მის მსხუერპლისა და რომელი-იგი
ცოდვათათჳს არნ, და რომელი-იგი ცხორებისათჳს არიან. |
23 |
შევიდნენ მოსე და აარონი სადღესასწაულო კარავში,
გამოვიდნენ და დალოცეს ერი. მაშინ გამოეცხადა მთელს ერს უფლის დიდება. |
23 |
და შევიდეს მოსე და აჰრონ კარავსა მას საწამებელისასა, და
ვითარცა მიერ გამოვიდეს, აკურთხეს ერი იგი და გამოჩნდა დიდებაჲ ღმრთისა
ყოველსა მას ერსა. |
24 |
გამოვიდა ცეცხლი უფლისაგან და შეჭამა სამსხვერპლოზე
დაწყობილი აღსავლენი და ქონები. იხილა მთელმა ერმა. აღმოხდათ სიხარულის ხმა
და პირქვე დაემხნენ. |
24 |
და გამოჰჴდა ცეცხლი ღმრთისა მიერ და შეჭამა ყოველივე,
რაჲცა იყო საკურთხეველსა მას ზედა, ყოვლად დასაწველი იგი და ცმელები. და
იხილა ყოველმან ერმან და განუკჳრდა და დაეცნეს პირსა თჳსსა ზედა და
თაყუანი-სცეს. |