|
თავი მესამე |
|
|
19 |
რადგან, აჰა, მოდის დღე, თონესავით ავარვარებული და ყველა
ამპარტავანი და ავისმოქმედი ჩალა იქნება და გადაბუგავს მათ მომავალი დღე,
ამბობს ცაბაოთ უფალი; ისე რომ არ შეარჩენს არც ძირს და არც რტოს. |
1 |
მით, რამეთუ, აჰა, დღე მოვალს უფლისაჲ შემწუელი ვითარცა თორნე და აღაგზნნეს
იგინი და იყვნენ ყოველნი სხუა ნათესავნი და ყოველნი მოქმედნი უსჯულოთანი ლელწამი,
და აღანთნეს იგინი მომავალმან დღემან, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - და არა
დაშთეს მათი ძირი, არცა რტოჲ. |
20 |
ამოგიბრწყინდებათ, ჩემი სახელის მოშიშნო, მზე სიმართლისა
და კურნება იქნება მის ფრთებზე; თქვენც გამოხვალთ და აკუნტრუშდებით ბაგის
ხბოებივით. |
2 |
და აღმოგიბრწყინდეს თქუენ მოშიშთა სახელისა ჩემისათა მზე
სიმართლისა და კურნებაჲ შორის ფრთეთა მისთა. და გამოხჳდეთ და სტულობდეთ და
ჰკრთებოდით, ვითარცა ზუარაკნი ჴსნილნი საკრველთაგან. |
21 |
გათელავთ ბოროტეულთ, რადგან უნდა გაცამტვერდნენ ისინი
თქვენს ტერფებქვეშ იმ დღეს, რომელსაც მე ვამზადებ, ამბობს ცაბაოთ უფალი. |
3 |
და დასთრგუნვიდეთ უსჯულოთა და იყვნენ ნაცარ ქუეშე ფერჴთა
თქუენთა დღესა შინა, რომელსა მე ვჰყოფ, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი. |
22 |
გაიხსენეთ მოსეს, ჩემი მორჩილის, რჯული, რომელიც
გამოვუცხადე მას ხორებზე მთელი ისრაელისთვის, და მცნებანი და სამართალნი. |
4 |
მოიჴსენეთ შჯული მოსესი, მონისა ჩემისაჲ, ვითარ-იგი
ვამცენ მას ქორებს შინა ყოვლისა მიმართ ისრაჱლისა ბრძანებანი და
სამართალნი. |
23 |
აჰა, მოგივლენთ ელია წინასწარმეტყველს უფლის დღის, დიდის
და საშინელის დადგომამდე. |
5 |
და, აჰა, მე მოგივლენ თქუენ ილიას თეზბიტელსა პირველ
მოსლვისა დღისა უფლისაჲსა დიდსა და განჩინებულსა, |
24 |
ის შეარიგებს მამების გულს შვილების გულთან და შვილების
გულს მამების გულთან, რომ ჩემი მოსვლისას ქვეყანა შეჩვენებით არ შევმუსრო. |
6 |
რომელმან კუალად მოაგოს გული მამისა ძისა მიმართ და გული
კაცისა მოყუსისა მისისა მიმართ. ნუ მოსრულმან მოვსპო ქუეყანა მყის. |