1 |
უფლის სიტყვა, რომელიც იყო მორეშეთელ მიქას მიმართ იუდას მეფეების - იოთამის,
ახაზის და იეხიზკიას დროს, და რომელიც იხილა სამარიასა და იერუსალიმის გამო.
|
1 |
სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელი იქმნა მიქეაჲს მიმართ მორათისსა. დღეთა იოათამისთა და
იქაზისთა, და ეზეკიასთა, მეფეთა იუდაჲსთასა, რომელთათჳს იხილა სამარიაჲსთჳს და
იერუსალიმისა |
2 |
ისმინეთ, ხალხებო, ყველამ! გაიგონოს დედამიწამ და მისმა
სისავსემ! უფალი ღმერთი იყოს მოწმე თქვენს წინააღმდეგ, უფალი თავისი წმიდა
ტაძრიდან. |
2 |
ისმინეთ ერთა ყოველთა და ერჩდინ ქუეყანაჲ და ყოველნი
მისშორისნი. და იყავნ უფალი ღმერთი თქუენ შორის მოწამედ, უფალი, სახლით
გამო წმიდით მისით. |
3 |
რადგან, აჰა, უფალი გამოდის თავისი ადგილიდან, ჩამოდის და
თელავს დედამიწის გორაკებს. |
3 |
მით, რამეთუ, აჰა, უფალი გამოვიდეს ადგილისაგან მისისა და
შთავიდეს და აღვიდეს სიმაღლეთა ზედა ქუეყანისათა |
4 |
მთები დნებიან მის ქვეშ და ველები სკდებიან, როგორც ცვილი
ცეცხლის წინაშე, როგორც ქარაფებიდან ვარდნილი წყალი. |
4 |
და შეირყინენ მთანი ქუეშე კერძო მისსა. და ჴევნებნი
დადნენ, ვითარცა ცჳლი პირისაგან ცეცხლისა და ვითარცა წყალი შთამომდინარი
შთამოღმართსა |
5 |
იაკობის უკეთურების გამოა ეს ყველაფერი და ისრაელის
სახლის ცოდვის გამო. რა არის იაკობის უკეთურება? სამარია ხომ არა? რა არის
იუდას გორაკები? იერუსალიმი ხომ არა? |
5 |
უთნოობისათჳს იაკობისსა ყოველნი ესე და ცოდჳსათჳს სახლისა
ისრაჱლისა. რაჲ არს უთნოობა იაკობისი - არა სამარიაჲ? და რაჲ ცოდვაჲ
სახლისა იუდაჲსი - არა იერუსალჱმი? |
6 |
ქვების გროვად ვაქცევ ტრამალზე სამარიას, ვენახის
ჩასაყრელ ადგილად; ველად გადავყრი მის ქვებს და გავაშიშვლებ მის
საძირკველს. |
6 |
და დავდვა სამარიაჲ ხილის საცავად ველისა, დასარგავად
ვენაჴისა, და შთავჴადნე სიღრმედ ქვანი მისნი და საფუძველნი მისნი
გამოვაჩინნე. |
7 |
ყველა მისი კერპი გაცამტვერდება, ყველა მისი ნამსხვერპლი
ცეცხლში დაიწვება და გავანადგურებ ყველა მის ქანდაკს, რადგან ბოზობის
გასამრჯელოთი აგროვებდა მათ; ამიტომაც ბოზობის გასამრჯელოდ შეიქნებიან. |
7 |
და ყოველნი ქანდაკებულნი მისნი დაკოდნენ, და ყოველნი
სასასყიდლონი მისნი დაწუნენ ცეცხლითა, და ყოველნი კერპნი მისნი დავსხნე
უჩინო საქმნელად მით, რამეთუ სასასყიდლოთაგან სიძვისათა შეკრიბნა და
სასაყიდლოთაგან სიძვისათა მოიქცა. |
8 |
ამაზე ვგლოვობ და მოვთქვამ, ფეხშიშველი და ტიტველი
დავდივარ, ტურასავით ვკივი და სირაქლემასავით ვკვნესი. |
8 |
ამისთჳს იგლოვდეს და ტიროდეს და ვიდოდეს უჴამლოჲ. და
შიშუელმან ყოს ტყება, ვითარცა ვეშაპთა და გლოაჲ, ვითარცა ასულთა
სირინოსთასაჲ |
9 |
რადგან უკურნებელია მისი ჭრილობები; რადგან მიადგა იუდას და ჩემი ერის კარიბჭეს -
იერუსალიმსაც უწია. |
9 |
მით, რამეთუ არა დადგა წყლულება მათი მით, რამეთუ მიიწია
ვიდრე იუდადმდე და შეახო ვიდრე ბჭემდე ერისა ჩემისა ვიდრე იერუსალიმამდე |
10 |
ნუ ამცნობთ გათში, ტირილს ნუ გამართავთ! მტვერში გაგორდით
ბეთ-ლეყაფრაში. |
10 |
გეთისშინინი ნუ განსდიდნებით, ენაკიმეთნი ნუ აღეშენებით სახლისაგან საცინელისა.
მიწაჲ გარდაისხთ საცინელად თავთა თქუენდა. |
11 |
ჩაიარეთ თქვენთვის, შაფირელნო, სამარცხვინო სიშიშვლეში! ვერ დააღწევს თავს
ცაანანელი; ბეთეცელში გლოვა არ გაგაჩერებთ. |
11 |
დამკჳდრებულმან კეთილად ქალაქთა მისთა არ გამოვიდა დამკჳდრებული სენაარს. ეტყებდით
სახლსა მახლობელსა მისსა. მოღებულ იქმნეს თქუენგან წყლული სალმობისაჲ. |
12 |
რადგან სწუხს თავის დოვლათზე მაროთელი დიაცი, რადგან უბედურებამ ჩამოაღწია უფლისგან
იერუსალიმის კარიბჭემდე. |
12 |
ვინ იწყო კეთილთა მიმართ დამკჳდრებულმან სალმობათა,
რამეთუ შთამოვიდეს ბოროტი უფლისა მიერ ბჭეთა ზედა იერუსალჱმისათა |
13 |
შეაბი ეტლში რაშები, ლაქიშელო (ის არის ცოდვის დასაბამი
სიონის ასულისთვის!), რადგან შენ გამოგაჩნდა ისრაელის შეცოდებანი! |
13 |
ბგერაჲ საჭურველთა და ცხენოსანთაჲ. დამკჳდრებული ლაქისს
წინამძღუარი ცოდვისა, არს შორის ასულსა სიონისსა, რამეთუ შენ შორის
იპოვნნეს უთნოობანი ისრაჱლისანი. |
14 |
ამიტომ გაუგზავნი განტევების საჩუქარს მორეშეთ-გათს;
აქზიბის სახლები გააცურებენ ისრაელის მეფეებს. |
14 |
ამისთჳს მოგცნე განვლინებულნი ვიდრე სამკჳდრებელამდე
გეთისა. სახლნი ამაონი ცუდად იქმნნეს მეფეთათჳს ისრაჱლისათა |
15 |
ახალ პატრონს მოგიყვან, მარეშელო, ყადულამს მიაღწევს
ისრაელის დიდება. |
15 |
ვიდრემდის მკჳდრთა მოგგური შენ, დამკჳდრებულო ლაქისს
სამკჳდრებელოო, ვიდრე ოდოლამადმდე მოვიდეს დიდებაჲ ასულისა სიონისა. |
16 |
თმა გადიპარსე, გაიკრიჭე სანუკვარი შვილების გამო; თავი გაიქაჩლე არწივივით, რადგან
გადაასახლებენ შენგან. |
16 |
დაყჳნე და აღიკუეცე, შვილთა შენთა ზედა ჩჩჳლთა განავრცე
აღპარსვაჲ შენი, ვითარცა არწივმან, რამეთუ წარიტყუენნეს შენგან. |