ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მიქა წინასწარმეტყველი

თავი მეორე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ვაი ავისმზრახველთ და ბოროტისმოქმედთ, განთიადისას რომ სჩადიან თავიანთ საწოლებზე, როცა ძალა აქვთ ხელებში!

1

იქმნნეს შემრაცხელ შრომათა და მთქმელ ძჳრთა საწოლთა ზედა მათთა და მეყსეულად. დღისი და ნათლივ აღასრულებდეს მათ მით, რამეთუ არა აღიხუნეს ღმრთისა მიმართ ჴელნი მათნი

2 მოუნდებათ ყანები და იტაცებენ, სახლები - და მიაქვთ; ავიწროებენ კაცსა და მის სახლს, ადამიანს და მის სამკვიდროს. 2 გული უთქმიდა აგარაკებთა და იტაცებდეს ობოლთა და სახლებსა ჰმძლავრობდეს და დაიტაცებდეს კაცსა და სახლსა მისსა, კაცსა და სამკჳდრებელსა მისსა.
3 ამიტომ ასე ამბობს უფალი: აჰა, ბოროტს ვიზრახავ ამ მოდგმაზე, რომლისგანაც ვერ გაითავისუფლებთ კისრებს და გამართულად ვერ ივლით, რადგან ავი დროება იქნება. 3 ამისთვის, ამათ იტყჳს უფალი, აჰა, მე ვგულის-ვსიტყუავ ტომსა ამას ზედა ბოროტთა, რომელთაგან ვერ აღიხუმიდეთ ქედთა თქუნთა და ვერ ხჳდოდით მართლიად, რამეთუ ჟამი ბოროტი არს.
4 იმ დღეს შეთხზავენ თქვენზე იგავს, გაიმართება გლოვა და ითქმება: გაძარცულნი ვართ! ჩემი ხალხის ხვედრი სხვას შეხვდა! როგორ გამცილდა! ჩვენ დამატყვევართ დაუნაწილდა ჩვენი ყანები. 4 მას დღესა შინა მოღებულ იქმნეს თქუენ ზედა იგავი. და იგოდებოდეს გოდებაჲ, კილოჲთა მეტყუელი: საარებაჲ ვისაარებეთ. ნაწილი ერისა ჩემისა განინაწილა ვითარცა საბელითა. და არა იყო მაყენებელი მისი მოქცევად, აგარაკნი ჩუენნი განინაწილნეს.
5 ამიტომ არ გეყოლება უფლის კრებულში წილისყრით მიწის გამზომელი. 5 ამისთჳს არა იყოს შენდა დამდებელ საბლსა წილსა შორის ეკლესიასა შინა უფლისასა
6 ნუ ქადაგებთ, მოქადაგენო! არ უქადაგოთ მათ, ვინც ვერ გაექცევა სირცხვილს. 6 ნუ სტირთ ცრემლითა, ნუცა ცრემლოიან ამათ ზედა, რამეთუ არცა განეშოროს ყუედრება
7 ნათქვამია, იაკობის სახლო: განა სულმოკლეა უფალი? ასეთია მისი საქმეები? განა კეთილი არ მოაქვს ჩემ სიტყვებს იმათთვის, ვინც წრფელად იქცევა? 7 მეტყუელი: სახლმან იაკობისამან განარისხა სული უფლისაჲ, უკეთუ ესენი სიმარჯუე მათდა არიან. არა სიტყუანი მისნი კეთილ მის თანა და აღმართებით ვიდოდიან და წინაშე ერი ჩემი
8 ადრიდანვე მტრად აღდგა ჩემი ხალხი, ადრევე ხდიდით ტანისამოსს არხეინად მომავალთ, ბრძოლიდან დაბრუნებულთ. 8 მტერად აღუდგა წინაშე მშჳდობისა მისისა. ტყავი მისი განჴადეს მიღებად სასოებისა შემუსრვაჲ ბრძოლისაჲ.
9 ჩემი ერის ქალებს მათი სანუკვარი სახლებიდან ერეკებით; მათ ბავშვებს სამუდამოდ ართმევთ ჩემს დიდებას. 9 ამისთჳს წინამძღუარნი ერისა ჩემისანი განვარდენ სახლთაგან შუებისა მათისათა, ბოროტთათჳს სიმარჯუეთა განცჳვეს. მიეახლენით მთათა საუკუნეთა.
10 ადექით და წადით, არ არის აქ განსასვენებელი ადგილი; უწმიდურობის გამო გაიტანჯება და მწარე იქნება სატანჯველი. 10 აღდეგ და ვიდოდე, რამეთუ არა არს შენდა განსუენება. არაწმინდებისათჳს განიხრწნენით ხრწნილებითა.
11 ოჰ, ერთი მოიტყუებდეს ქარისა და სიცრუის მდევნელი კაცი: მე გიქადაგებთ ღვინოზე და თაფლუჭზეო. ის იქნებოდა ამ ხალხის ქადაგი. 11 იდევნენით არცა ერთის ვის მდევრობასა, რომელი დამტკიცნა ტყუილთა. გწთოდა შენ ღჳნოდ და მთრვალობად, და იყოს ქუეყანისაგან წუეთი ერისა ამის
12 მთლიანად შეგკრებ, იაკობ, თავს მოვუყრი ისრაელის ნატამალს; ერთად დავსხამ როგორც ცხვარს ფარეხში; როგორც ფარა თავის სადგომში, ისე ახმაურდება კაცთა სიმრავლისგან. 12 შეკრებული შეკრბეს იაკობ, ყოვლისა თანა მომლოდე მოველოდი ნეშტთა ისრაჱლისათა. დავდვა მოქცევაჲ მათი, ვითარცა ცხოვარნი ჭირსა შინა, ვითარცა სამწყსო საშუალ საწოლისა მათისა განვლიდენ, კაცთაგან
13 მათ წინ აივლის კედლის მნგრეველი, გაანგრევენ და გაივლიან და უკანვე გამოვლენ; ჩაივლის მათ წინ მათი მეფე და უფალი მათ სათავეში. 13 განკუეთილებისათჳს პირისა მათისა განჰკუეთეს და განვლეს ბჭე და განვიდა მისგან. და განვიდა მეფე მათი წინაშე პირსა მათსა, ხოლო უფალი უძღოდის მათ.