ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ისმინეთ, რას ამბობს უფალი: აღდეგ, დავა გაუმართე მთებს და ასმინე შენი ხმა გორაკებს! |
1 |
ისმინენით აწ, რომელნი უფალმან თქუნა აღდეგით და განისაჯენით მთათა მიმართ და ისმინეთ ბორცუთა ჴმისა შენისაჲ |
2 | ისმინეთ, მთებო, უფლის დავა, და თქვენც, დედამიწის მყარო საფუძვლებო, რადგან დავა აქვს უფალს თავის ერთან და უჩივის ისრაელს. | 2 | ისმინეთ ბორცუთა მსჯავრი უფლისაჲ და ღელეთა საფუძველთა ქუეყანისათა, რამეთუ საშჯელ არს უფლისაჲ ერისა მიმართ მისისა და ისრაჱლისა თანა პაექრობა ყოს. |
3 | ჩემო ერო, რა გაგიკეთე და რითი დაგაღონე? გამეცი პასუხი. | 3 | ერო ჩემო, რაჲ გიყავ შენ, ანუ რაჲთა შეგაწუხე შენ, ანუ რაჲთა აღგაშფოთე შენ? მომიგე მე |
4 | ხომ გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან და მონობის სახლიდან გამოგისყიდე; წინ წაგიძღოლე მოსე, აარონი და მირიამი. | 4 | მით, რამეთუ აღმოგიყვანე შენ ქუეყანისაგან ეგჳპტისა და სახლისაგან მონებისა განგათავისუფლე შენ, და განვავლინენ წინაშე პირსა შენსა მოსე და აჰრონ და მარიამი. |
5 | ჩემო ერო, გაიხსენე, რას განიზრახავდა ბალაკი, მოაბის მეფე, და რა პასუხს სცემდა მას ბალაამ ბეყორის ძე შიტიმიდან გილგალამდე, რათა გცოდნოდა უფლის წყალობანი. | 5 | ერო ჩემო, მოიჴსენე, რაჲ იზრახა ძჳნად შენდა ბალაკ, მეფემან მოაბისმან და რაჲ-იგი მიუგო მას ბალაამ, ძემან ბეორისამან, საზომელთაჲთგან ვიდრე ბალგალამდე, რათა საცნაურ იქმნეს სიმართლე უფლისაჲ |
6 | რით წარვდგე უფალთან და თაყვანივსცე მაღალ ღმერთსო? აღსავლენებით - წელგამოვლილი ხბოებით ხომ არ წავრდგეო? | 6 | რაჲსა მიერ ვეწიო უფალსა, და შევეწიო ღმერთსა ჩემსა მაღალსა? უკუეთუ მე ვეწიო მას ყოვლად დასაწუელთა მიერ ზუარაკთა მიერ წელიწდეულთა? |
7 | ეამება კი უფალს ათასი ვერძი, ზეთის ათიათასი მდინარეო? ხომ არ მივცე ჩემი პირმშო ჩემი დანაშაულის წილ, ნაყოფი ჩემი წიაღისა ჩემი საკუთარი ცოდვის წილო? | 7 | უკეთუ შეიწყნარებს უფალი ათასეულთა შორის ვერძთა, ანუ ბევრეულთა შორის ვაცთა მსუქანთა, უკეთუ მივსცნე პირმშონი ჩემნი უთნოობისათჳს, ნაყოფი მუცლისა ჩემისაჲ ცოდვისათჳს სულისა ჩემისა? |
8 | ხომ გეუწყა შენ, ადამიანო, რა არის სიკეთე და რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სამართლის ქმნას და წყალობის სიყვარულს, მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე. | 8 | მიგეთხრა შენ, ჵ კაცო, რაჲ კეთილ, ანუ რასა ეძიებს შენგან უფალი, არამედ ქმნასა მსჯავრისასა და შეყუარებასა წყალობისასა და მზად-ყოფასა სლვად უფლისა თანა ღმრთისა შენისა. |
9 | უფლის ხმა მოუწოდებს ქალაქს და ვინც ნაცადია, შეეშინდება შენი სახელის; გაუგონეთ კვერთხს და მის დამდგენელს. | 9 | ჴმაჲ უფლისაჲ ქალაქსა ზედა იწოდოს, და აცხოვნნეს მოშიშნი სახელის მისისანი, ისმინენ ტომმან და ვინ შეამკოს ქალაქი. |
10 | თუ არის კიდევ ბოროტეულის სახლში ბოროტეული განძი და დამცრობილი საწყაო, დაწყევლილი? | 10 | არა ცეცხლმანა? და სახლი უსჯულოთასა, რომელი იუნჯებს, საუნჯეთა უსჯულოთა და გინებისა თანა უსამართლოჲსა. |
11 | როგორ გავამართლო ბოროტეული სასწორი და ქისა მატყუარა საწონით? | 11 | და უკეთუ გამართლდეს უფლისა შორის უსჯულოჲ და ვაშკარანსა შორის საწონისა ზაკულისა |
12 | რადგან ქალაქის მდიდრები აივსნენ დატაცებულით; მისი მცხოვრებნი ტყუილებს ლაპარაკობენ და ცრუა მათი ენა მათ პირში. | 12 | რომელთაგან სიმდიდრე მათი უთნოობითა აღავსეს, და დამკჳრებულნი მისნი იტყოდეს ცრუსა, და ენაჲ მათი ამაღლდა პირისაგან მათისა |
13 | და მეც სასტიკად დაგცხებ, გაგატიალებ შენი ცოდვების გამო. | 13 | და მე ვიწყებ დაცემად შენდა და უჩინო გყოფ შენ ცოდვათა შენთათჳს. |
14 | შეჭამ და ვერ გაძღები; შიმშილი გექნება მუცელში; გადამალავ, მაგრამ ვერ შეინარჩუნებ; რასაც შეინარჩუნებ, მახვილს მივცემ. | 14 | შენ სჭამო და არა განსძღე. და დაბნელდეს შენ შორის, და შეპყრობილ-იქმნე და შენ ვერ განერე და რაოდენიცა განერნენ, მახჳლსა მიეცნენ. |
15 | დათესავ და ვერ მოიმკი; ზეთს გამოხდი და ვერ გაიპოხები; ღვინოს დაწურავ და ვერ შესვამ. | 15 | შენ სათესო და ვერ მოიმკო შენ სწნეხდე ზეთსა, და შენ ვერ იცხო ზეთი. და ჰქმნა ღჳნოჲ, და ვერ ჰსუა. |
16 | შენახული გაქვთ ყომრის ზნე და ყოველი საქმე ახაბის სახლისა; მისდეევთ მათ თათბირს, რომ გაგატიალოთ და სასაცილოდ გავხადო თქვნი მცხოვრებნი. თქვენ კი ჩემი ერის სირცხვილი დაგეკისროთ. | 16 | და უჩინო იქმნეს შჯული ერისა ჩემისაჲ და ყოველნი საქმენი სახლსა აქაბისნი. და ვიდოდენ ნეგათა შინა მათთა, რათა მგცე შენ უჩინო სიქმნელად და შორი^ს დამკჳდრებულნი მისნი დასასტჳნველად და ყუედრება ერისაჲ მიიღოთ. |