ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ვაგლახ, რომ ნაყარი ხილის შემგროვებელს და ყურძნის მცვრეველს დავემსგავსე! ერთი მტევანიც არ შერჩენია საჭმელად; პირველმოწეულ ხილს ნატრობს ჩემი სული. |
1 |
ვაჲ მე, რამეთუ ვიქმენ ვითარცა შემკრებელი ჴუილისა ნამკალსა შორის და ვითარცა კუფხალი ნასთულებსა შორის არყოფასა ტევნისასა ჭამად (პირველ ნაყოფთა). |
2 | გადაშენდა ღვთისნიერი ქვეყანაზე და აღარავინ არის წრფელი კაცთა შორის; ყველანი სისხლის დასაღვრელად ჩასაფრებულან, ერთმანეთზე ნადირობენ სათხევლით. | 2 | ვაჲ მე სულო, რამეთუ წარწყმდა განკრძალული ქუეყანით და წარმმართებელი კაცთა შორის არა არს; ყოველნი სისხლთა ესაჯებიან, თითოეული მოყუასსა თჳსსა აჭირვებს მაჭირვებელი. |
3 | გაწაფულია მათი ხელები ბოროტის ქმნაში; მთავარი და მსაჯული გასამრჯელოს მოითხოვენ; დიდებული სიხარბეს იჩენს და სამართალს ამრუდებს. | 3 | ბოროტსა ზედა განმზადებენ ჴელთა მათთა; მთავარი ითხოვს, და მსაჯული სიტყუათა მამშჳდებელთა ზრახავს, გულისსათქმელ სულისა მისისა არს. |
4 | უკეთესი მათ შორის ნარ-ეკალსა ჰგავს, სამართლიანი კი ძეძვზე უარესია; დადგება შენს მფარველთაგან გამოცხადებული დღე, შენი განკითხვის დღე, მაშინ შეშფოთდებიან ისინი. | 4 | და განვერები კეთილთა მათთა, ვითარცა მღილი შემჭამელი და მოარული კანონსა ზედა დღეთა შინა მსტურობისათა: ვაჲ, ვაჲ, შურისგებანი შენნი მოიწინეს. აწ იყვნეს ტირილნი მათნი. |
5 | ნუ ერწმუნები ახლობელს, ნუ ენდობი მეგობარს; შენს გვერდით მწოლისგან დაიცავი შენს ბაგეთა კარი | 5 | ნუ მიენდობვით, ირწმუნებთ ტომთა შორის, ნუცა ესავთ წინამძდუართა მიმართ; თანმესარეცლისაგან დაფარე ართხრობად რაჲმე მისდა. |
6 | რადგან შვილი არცხვენს მამას, ქალიშვილი თავის დედას ეურჩება, რძალი - თავის დედამთილს; კაცის მტრები არიან მისი შინაურები. | 6 | რაჲსათჳს ძე უპატიო ჰყოფს მამასა, ასული ზედააღდგების დედისა ზედა თჳსისა, სძალი დედამთილისა ზედა თჳსისა; მტერებ მამაკაცისა მამანი სახლისა მისისა შორისნი. |
7 | მე კი უფალს შევცქერი, ვესავ ჩემი ხსნის ღმერთს; შემიწყნარებს ჩემი ღმერთი. | 7 | ხოლო მე უფლისა მიმართ მივიხილო და დაუთმო ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა. შეისმინენ ჩემი უფალმან ღმერთმან ჩემმან. |
8 | ნუ ხარობ ჩემზე, ჩემო მტერო! თუმც დაცემული ვარ, აღვდგები; თუმც ბნელში ვზივარ, უფალია ჩემი ნათელი! | 8 | ნუ იხარებნ ჩემ ზედა მტერი ჩემი, რამეთუ დავეცი და ადვდგე მით, რამეთუ ვიდოდი თუ ბნელსა შინა, უფალი ნათელ ჩემდა. |
9 | დავითმენ უფლის რისხვას (რადგან ცოდვილი ვარ მის წინაშე), ვიდრე ჩემს საქმეს არ გაიკითხავს და არ გადამიწყვეტს თავის სამართალს; ნათელში გამიყვანს და მე ვიხილავ მის სიკეთეს. | 9 | რისხვასა უფლისასა ვექუევე, რამეთუ შევსცოდე მას. ვიდრემდის განამართლოს მსჯავრი ჩემი, და ქმნას განკითხვაჲ ჩემი, და გამომიყვანოს მე ნათლად, და ვიხილო მე სიმართლე მისი. |
10 | დაინახავს ამას ჩემი მტერი და სირცხვილი შეიპყრობს, რომ მეუბნებოდა, სად არის უფალი, შენი ღმერთიო? მაშინ იხილავენ მას ჩემი თვალები, როცა ქუჩის ტალახივით სათელავი გახდება. | 10 | და ჰხედვიდეს მტერი ჩემი. და გარემოისხას სირცხჳლი მეტყუელმან ჩემდამო, სადა არს უფალი ღმერთი შენი, თუალთა ჩემთა ზედა დაჰხედონ მას. იყოს აწ ვითარცა დანათრგუნავი, ვითარცა თიჴაჲ გზათა შორის. |
11 |
შენი კედლების აშენების დღე შენი რჯულის გავრცელების დღე იქნება. |
11 |
დღეთა ცხებისა ალიზისათა მცხებ მე მას დღესა და განიჴადნენ შჯულვილნი შენნი მას დღესა |
12 | იმ დღეს შენამდეც მოვლენ აშურიდან და ეგვიპტის ქალაქებიდან, ეგვიპტიდან ევფრატამდე, ზღვიდან ზღვამდე და მთიდან მთამდე. | 12 | და ქალაქნი შენნი მოვიდენ განსაწილველად ასსურასტანელთა და ქალაქნი შენნი მაგარნი განსაწილველად ტჳროსითგან ვიდრე მდინარედმდე ასურეთისა და ზღჳთგან, ვიდრე ზღუადმდე, და მთათაჲთგან ვიდრე მთათამდე დღესა წყლისა და შფოთისასა. |
13 | გაუდაბურდება ქვეყანა მის მკვიდრთა მიზეზით, მათ ნამოქმედართა ნაყოფების მიზეზით. | 13 | და იყოს ქუეყანაჲ უჩინო საქმნელად დამკჳდრებულთა თანა მისთა, ნაყოფისაგან სიმარჯუეთა მათთასა. |
14 | დამწყესე შენი კვერთხით შენი ერი, შენი სამკვიდრო ფარა, ტყეში მცხოვრები მარტოდმარტო, შუაგულ ქარმელში. იბალახოს ბაშანში და გალაადში ძველებურად! | 14 | მწყსე ერი შენი კუერთხითა შენითა, ცხოვარნი სამკჳდრებლისა შენისანი დამკჳდრებულნი მარტოობით მაღნარსა საშუალ კარმელისა, ძოვდენ ბასანელსა და გალაადელსა დღეთაებრ საუკუნოჲსათა. |
15 | გაჩვენებ სასწაულებს, როგორც იმ დღეებში გაჩვენე, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოდიოდი. | 15 | და დღეთაებრ გამოსვლისა შენისათაა ქუეყანისაგან ეგჳპტისა, უჩუენნე მათ საკჳრველნი. |
16 | დაინახავენ ხალხები და შერცხვებათ თავიანთი ძლიერებისა; ხელს პირზე მიიდებენ და სასმენელნი დაუყრუვდებათ. | 16 | ჰხედვიდენ ნათესავნი და სირცხჳლეულ იქმნენ ყოვლისაგან ძლიერებისა მათისა, ზედადაიდვან ჴელი პირსა ზედა მათსა და ყურნი მათნი დაყრუვნეს. |
17 | მტვერს დაუწყებენ ლოკვას გველივით, ქვეწარმავალივით; აკანკალდებიან თავიანთ ციხე-კოშკებში; შიშის ზარი ექნებათ უფლის, ჩვენი ღვთისა და შენიც შეეშინდებათ. | 17 | ლოშნიდენ მტუერსა ვითარცა გუელნი მთრევნი ქუეყანად. შეირინენ წყუდეულებასა მათსა. უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა განჰკჳრდენ და შეაშინონ შენგან. |
18 | რომელ ღმერთს მოუთმენია შენს გარდა უკეთურება და უპატიებია ცოდვა თავისი სამკვიდროს ნატამალისთვის? ის არ მრისხანებს სამუდამოდ, რადგან წყალობის მოყვარულია. | 18 | ვინ არს ღმერთ, ვითარ შენ, აღმღებელი უშჯულოებათა და ზეშთამავალი უსამართლობა ნეშტთა სამკჳდრებელისა მისისათასა? არა იპყრა საწამებელად რისხვა მისი, რამეთუ მნებებელ წყალობისა მისისა არს |
19 | კვლავ შეგვიბრალებს ჩვენ, დათრგუნავს ჩვენს უკეთურებებს. ზღვის უფსკრულებში მოისვრი ყველა მათ ცოდვას. | 19 | მომაქცინეს დ შემიწყალნეს ჩუენ. შთაჴადნეს ცოდვანი ჩუენნი და განიყარნენ სიღრმეთა მიმართ ზღჳსათა ყოველნი ცოდვანი ჩუენნი |
20 | დაუდასტურებ იაკობს გამტანობას და აბრაამს - სიყვარულს, რომელიც ჩვენს მამა-პაპას შეჰფიცე ძველთაგანვე. | 20 | მიეც ჭეშმარიტებაჲ იაკობსა, წყალობაჲ აბრაჰამსა, ვითარ-იგი ეფუცე მამათა ჩუენთა დღეთაებრ წინასწართა. |