ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
აბიმელექის შემდეგ გამოჩნდა თოლაყი, ძე ფუასი, ძისა დოდოსი, ისაქარელი, ისრაელის სახსნელად. იგი შამირში ცხოვრობდა, ეფრემის მთაში. |
1 |
და აღდგა აბიმელექს შემდგომად ცხორებად ისრაჱლსა თოლა, ძე ფოლაჲსი, ძე მამისძმისა მისისა, კაცი ისაქარისაჲ და იგი მკუდრ იყო სამარიას მთასა მას ეფრემისსა. |
2 | მსაჯულობდა ისრაელზე ოცდასამი წელი, მერე მოკვდა და შამირში დამარხეს. | 2 | და იგი შჯიდა ისრაჱლსა ოცდასამ წელ და მოკუდა თოლა, ძე ფულაჲსი, და დაფლეს იგი სამარიას. |
3 | მის შემდგომ გალაადელი იაირი გამოჩნდა და მსაჯულობდა ისრაელზე ოცდაორი წელი. | 3 | და ამისა შემდგომდა აღდგა იარ გალაადელი და სჯიდა ისრაჱლსა ოცდაორ წელ. |
4 | ოცდაათი ვაჟი ჰყავდა, ოცდაათ ახალგაზრდა სახედარზე ამხედრებული, პატრონი ოცდაათი ქალაქისა, რომელთაც დღემდე იაირის ნასახლარებს უწოდებენ გალაადის მხარეში. | 4 | და ესხნეს მას ოცდათორმეტ ძენი, აღსხდებოდეს ოცდაათორმეტსა საჴედარსა. და ოცდაათორმეტი ქალაქი იყო მათი. და უწოდა მათ საყოფლები იარისი ვიდრე დღენდელად დღედმდე, რომელ-იგი არიან ქუეყანასა გულაადისასა. |
5 | მერე მოკვდა იაირი და კამონში დამარხეს. | 5 | და მოკუდა იარ და დაეფლა იკამონსა. |
6 | კვლავ უკუღმართად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის თვალში, ემსახურებოდნენ ბაალებსა და აშთაროთებს, არამის, სიდონის, მოაბის ღმერთებს, ყამონელებისა და ფილისტიმელების ღმერთებს. უფალი კი დაივიწყეს და აღარ ემსახურებოდნენ მას. | 6 | და შესძინეს ძეთა ისრაჱლისათა ყოფად ბოროტისა წინაშე უფლისა და ჰმსახურებდეს ბაალის, და ასტაროთსა და ღმერთთა ასურეთისათა. და ღმერთთა სიდონისათა და ღმერთთა მოაბისათა და ღმერთთა ძეთა ამონისთასა და ღმერთთა უცხოთესლთასა. და დაუტევეს ღმერთი მათი და არა ჰმონებდეს მას. |
7 | აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელის მიმართ და ხელში ჩაუგდო ისინი ფილისტიმელებსა და ყამონელებს. | 7 | და განრისხნა გულისწყრომით უფალი ისრაჱლსა ზედა და მისცნა იგინი ჴელთა უცხოთესლთასა და ჴელთა ძეთა ამონისთასა. |
8 | იმ წლიდან მოკიდებული ავიწროებდნენ და ჩაგრავდნენ ისინი ისრაელიანებს თვრამეტი წელი, ყველა ისრაელიანს, ვინც იორდანეს გაღმა ესახლა ამორეველების მიწაზე, გალაადის მხარეში. | 8 | და დაგლახაკნეს იგინი და დაამდაბლნეს ძენი ისრაჱლისანი მას ჟამსა შინა ათრვამეტ წელ ყოველნივე, რომელნი იყუნეს წიაღ იორდანეს და ქუეყანასა ამორეველთასა და ბალაადისასა. |
9 | ბოლოს გადმოლახეს ყამონელებმა იორდანე, რომ შებრძოლებოდნენ იუდას, ბენიამინსა და ეფრემის სახლს. ძლიერ გაუჭირდა ისრაელს. | 9 | და წიაღმოჴდეს ძენი ამონისნი იორდანესა ბრძოლად, იუდაჲსსა და ბენიამენისსა და სახლისა ეფრემისა, და სჭირდა ფრიად ძეთა ისრაჱლისათა. |
10 |
შეჰღაღადეს ისრაელიანებმა უფალს და უთხრეს: შეგცოდეთ, რადგან დავივიწყეთ ჩვენი ღმერთი და ვემსახურებოდით ბაალებს. |
10 |
ღაღად-ყვეს ძეთა ისრაჱლისათა უფლისა მიმართ და თქუეს: შეგცოდეთ შენ, რამეთუ დაგიტევეთ უფალი ღმერთი ჩუენი და ვჰმსახურებდით ბაალსა. |
11 | უთხრა უფალმა ისრაელიანებს: ხომ მიხსნიხართ ეგვიპტისგან, ამორეველთაგან, ყამონიანთაგან და ფილისტიმელთაგან; | 11 | და ჰრქუა უფალმან ძეთა ისრაჱლისათა: ანუ არა ეგჳპტელნი და ამორეველნი. |
12 | ციდონელები, ყამალეკი და მაყონი, გავიწროებდნენ და როცა კი შემოგიღაღადებიათ ჩემთვის, ხომ მიხსნიხართ მათი ხელიდან? | 12 | და ძენი ამონისნი, ამალეკი, და ქანანელნი გაჭირვებდეს და ჰღაღადყავთ ჩემდა მომართ და გიჴსენ თქუენ ჴელისაგან მათისა? |
13 | თქვენ კი დამივიწყეთ და ემსახურებოდით უცხო ღმერთებს, ამიტომაც აღარ გიხსნით. | 13 | და თქუენ დამიტევეთ მე და ჰმონებდით ღმერთთა უცხოთა, ამისთჳს არღარა შევსძინო ჴსნად თქუენდა. |
14 | წადით და შეჰღაღადეთ თქვენს მიერ არჩეულ ღმერთებს. მათ გიხსნან თქვენს გასაჭირში. | 14 | ვიდოდით და ღაღადებდით ღმერთთა მიმართ, რომელნი გამოირჩიენით თავისა თჳსისა და მათ გიჴსნენ თქუენ ჟამსა ჭირისა თქუენისასა. |
15 | უთხრეს ისრაელიანებმა: შევცოდეთ! გვიყავ, რაც გენებოს, ოღონდ დღეს გვიხსენი. | 15 | და ჰრქუეს ძეთა ისრაჱლისათა უფალსა: ვცოდეთ, აწ მიყავ ჩუენ ყოვლისაებრ, რაჲ-იგი სათნო არს წინაშე თუალთა შენთა. |
16 | უარყვეს უცხო ღმერთები და უფლის მსახურებას შეუდგნენ. ვეღარ აიტანა მისმა სულმა ისრაელის ტანჯვა. | 16 | და განშორნეს ძეთა ისრაჱლისათა ღმერთნი უცხონი შორის მათსა და ჰმსახურებდეს ღმერთსა მხოლოსა და სულმოკლე იქმნა შრომითა ისრაჱლი. |
17 | შეიყარნენ ყამონიანები და გალაადში დაბანაკდნენ. შეიყარნენ ისრაელიანებიც და მიცფაში დაბანაკდნენ. | 17 | და აღმოვიდეს ძენი ამონისნი და დაიბანაკეს გალაადით კერძო. და გამოვიდეს ძენი ისრაჱლისანი და დაიბანაკეს სამსტროსა მას ზედა. |
18 | თქვეს ერთმანეთში ხალხმა და გალაადის მთავრებმა: ვინც პირველი შეებრძოლება ყამონიანებს, ის იყოს მთელი გალაადის წინამძღოლი. | 18 | და თქუა ერმან მან, რომელნი იყვნეს მთავარნი გალაადისანი, კაცად-კაცადმან მოყუსისა მიმართ თჳსისა: ვინმე იყოს კაცი, რომელმან იწყოს ბრძოლად ძეთა ამონისთა? და იყოს იგი მთავარ ყოველთა ზედა დამკჳდრებულთა გალაადისათა. |