ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მსაჯულნი

თავი მეჩვიდმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

იყო კაცი ვინმე ეფრემის მთაში, სახელად მიქაიეჰუ.

1

და იყო კაცი მთისა ეფრემისი და სახელი მისი მიქა.

2 უთხრა დედას: შენ რომ ათას ასი ვერცხლი წაგიღეს, რომლის გამოც ჩემი თანდასწრებით წყევლა წარმოთქვი, ჩემთანაა ეს ვერცხლი, ჩემი აღებულია. თქვა დედამისმა: დაილოცოს უფლისაგან ჩემი შვილი. 2 და ჰრქუა დედასა თჳსსა: ათასი იგი ფასი, რომელი მოგართუეს შენ, და მაფუცე და მარქუ ყურთა ჩემთა, აჰა ესერა, ვეცხლი იგი ჩემ თანა არს, მე მოვიღო იგი. და ჰრქუა დედამან თჳსმან: კურთხეულ არს ძე ჩემი უფლისა მიერ!
3 დაუბრუნა დედას ათას ასი ვერცხლი. თქვა დედამისმა: ჩემი ხელით შემიწირავს ეს ვერცხლი უფლისათვის ჩემი შვილის სახელზე ქანდაკისა და ჩამოსხმული კერპის გასაკეთებლად. აჰა, შენთვის დამიბრუნებია. 3 და კუალად მისცა ათასდაასი იგი ვეცხლი დედასა თჳსსა. და თქუა დედამან მისმან: განწმედით განწმიდე ვეცხლი იგი უფლისათჳს ჴელთაგან ჩემთა თჳსაგან საქმედ გამოქანდაკებული და გამოდნობილი, და აწ მიგცე შენ იგი დედასა თჳსსა.
4 როცა დაუბრუნა ვერცხლი დედამისს, აიღო დედამისმა ორასი ვერცხლი, მიუტანა გადამდნობელს, ქანდაკი და ჩამოსხმული კერპი გააკეთებინა და იდგა ისინი მიქაიეჰუს სახლში. 4 და მოიღო დედამან მისმან ორასი ვეცხლი და მისცა იგი მჭედელსა და შექმნა იგი კერპად გამობერილად. და იყო იგი სახლსა შინა მიქაჲსსა.
5 ჰქონდა ამ კაცს, მიქას, ღვთის სახლი. გააკეთა მან ეფოდი და თერაფიმი, აუვსო ხელი თავის ერთ-ერთ ვაჟს და ჰყავდა იგი მღვდლად. 5 და სახლი იგი მიქაჲსი იყო სახლად ღმრთისა. და ქმნა ევფუდი და თერაფინი და აღავსო ჴელი ერთისა ძისა მისთაგანისაჲ და იყო იგი მისა მღდელად.
6 იმ დროს ისრაელს მეფე არ ჰყავდა და ვისაც რა უნდოდა, იმას სჩადიოდა. 6 მათ დღეთა შინა არა იყო მეფე ისრაჱლსა შორის, რამეთუ კაცი ნებასა თავისა თჳსისასა თუალთა წინაშე მისთა იქმოდა.
7 ცხოვრობდა ერთი ყმაწვილი იუდას ბეთლემში, იუდას ტომში, ლევიანი იყო და იქ მდგმურობდა. 7 და იყო ყრმაჲ ერთი ბეთლემელი იუდასაჲ ნათესავისაგან ტომისა იუდაჲსი. და ესე იყო ლევიტელი და მწირობდა იგი მუნ.
8 წავიდა ეს კაცი იუდას ბეთლემიდან, რომ სადმე მდგმურად დამდგარიყო, სადაც მოუხვდებოდა და, თავის გზით მიმავალი, ეფრემის მთაში მიქას სახლს მოადგა. 8 და წარვიდა კაცი იგი ქალაქისაგან იუდაჲსა ბეთლემით მწირობად, სადაცამცა პოვა და მოვიდა ვიდრე მთადმდე ეფრემისა და ვიდრე სახიდმდე მიქაჲსა მიგზავნებით გზისა თჳსისა.
9 უთხრა მიქამ: საიდან მოდიხარ? მან მიუგო: ლევიანი ვარ, იუდას ბეთლემიდან, დავდივარ, რომ სადმე მდგმურად დავდგე, სადაც მომიხდება. 9 და ჰრქუა მას მიქა: ვინა მოხვალ? და მან ჰრქუა: მე ვარ ლევიტელი ბეთლემით, რომელ არს იუდაჲსა, მივალ მწირობად.
10 უთხრა მიქამ: დარჩი ჩემთან, გამიხდი მამად და მღვდლად. წლიურად ათ ვერცხლს მოგცემ, შესამოსელს და სარჩოს. მივიდა ლევიანი. 10 და ჰრქუა მას მიქა: დაადგერ შენ ჩემ თანა და მექმენ მე მამაჲ და მღდელ და მე მიგცე შენ ათი ვეცხლი დღეთა წელიწადისათა და სამოსელი და საზრდელი შენი.
11 და გადაწყვიტა ლევიანმა, დარჩენილიყო ამ კაცთან. და გახდა ყმაწვილი მისთვის, როგორც ერთი შვილთაგანი. 11 და შევიდა ლევიტელი იგი და დაადგრა მკუდრობად კაცისა მის თანა და იყო ყრმაჲ იგი მისა, ვითარცა ერთი ძეთა მისთაგანი.
12 აუვსო ხელი მიქამ ლევიანს, გახდა ყმაწვილი კაცი მისი მღვდელი და ცხოვრობდა მიქას სახლში. 12 და აღავსო მიქა ჴელი ლევიტელისაჲ და იყო ყრმაჲ იგი მისა მღდელად და იყოფოდა სახლსა შინა მიქაჲსსა.
13 თქვა მიქამ: ახლა კი ვიცი, სიკეთეს მომაგებს უფალი, რადგან ლევიანი მყავს მღვდლად. 13 და თქუა მიქა: აწ გულისჴმა-ვყავ, ვითარ კეთილი მიყო მე უფალმან, რამეთუ მექმნა მე ლევიტელი ესე.
    14 მღდელ. მათ დღეთა შინა არა იყო მეფე ისრაჱლსა შორის.