ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
გამოვიდა მთელი ისრაელობა და შეიკრიბა საზოგადოება, როგორც ერთი კაცი, დანიდან ბეერ-შებამდე და გალაადის ქვეყანა უფლის წინაშე მიცფაში. |
1 |
და გამოვიდეს ყოველნი ძენი ისრაჱლისანი, და გამოკრბა კრებული, ვითარცა კაცი ერთი დანითგან ვიდრე ბერსაბედმდე და ქუეყანაჲ იგი გლაადისაჲ, და მოვიდეს უფლისა მასეფად. |
2 | გაემზადნენ მთელი ერის თავკაცები და ისრაელის ყოველი ტომი საღვთო ერის შესაკრებელში - ოთხასი კაცი, მახვილის ამღები. | 2 | და დადგეს ადგილსა ერთსა ყოველივე ერი და ყოველნივე ტომნი ისრაჱლისანი კრებული ღმრთისაჲ ოთხას ათასი კაცი მკჳრცხლი მახჳლოსანი. |
3 | შეიტყვეს ბენიამინიანებმა ისრაელიანთა მისვლა მიცფაში. თქვეს ისრაელიანებმა: გვითხარით, როგორ მოხდა ეს ბოროტება? | 3 | და ესმა ძეთა ბენიამენისთა, რამეთუ აღმოვიდეს ძენი ისრაჱლისანი მასეფად და თქუეს ძეთა ისრაჱლისათა: გჳთხარ, სადა იქმნა ბოროტი ესე საქმე? |
4 | უთხრა პასუხად ლევიანმა, მოკლული ქალის ქმარმა: ღამის გასათევად მივედი ბენიამინის გიბყაში ჩემს ხარჭასთან ერთად. | 4 | მიუგო კაცმან მან ლევიტელმან, ქმარმან მის დედაკაცისა მოკლულისამან, და თქუა: მოვედ მე და ხარჭი ჩემი |
5 | აღდგნენ გიბყელები ჩემზე, გარს შემოერტყნენ სახლს, საცა მე ვიდექი, და მოკვლას მიპირებდნენ. ხარჭა გამიუპატიურეს და მოკვდა იგი. | 5 | გაბაად ბენიამენისა დადგომად. და აღდგეს ჩემ ზედა კაცნი იგი გაბაჲსანი და გარემომადგეს მე სახლსა მას ღამე, ჩემი უნდა მოკლვაჲ და ცოლი ჩემი დაამდაბლეს, მოკიცხეს და მოკუდა. |
6 | წამოვასვენე ჩემი ხარჭა, ასო-ასო დავჭერი და ისრაელის ყველა წილხვედრილ მხარეში დავგზავნე, რადგან ურჯულო და სამარცხვინო საქმე მოახდინეს ისრაელში. | 6 | და შებმა-უყავ და განვყავ ასოდ-ასოდ და მიუძღუანე იგი ყოველთა საზღუართა სამკჳდრებელისა ისრაჱლისათა, რამეთუ ქმნეს უგნურებაჲ ესე ისრაჱლსა შორის. |
7 | აჰა, ყველამ, მთელმა ისრაელობამ, განიხილოს და აქვე გადაწყვიტოს ეს საქმე. | 7 | აჰა ესერა, აქა ხართ ყოველნი ძენი ისრაჱლისანი, ყავთ მათთჳს სიტყუაჲ და ზრახვაჲ. |
8 | ერთი კაცივით აღდგა მთელი ერი და თქვა: არც ერთი ჩვენთაგანი არ წავიდეს თავის კარავში, არავინ დაბრუნდეს შინ. | 8 | და აღდგა ყოველი იგი ერი, ვითარცა კაცი ერთი, და თქუეს: არა წარვიდეთ კაცი საყოფლად თჳსა, და არცა მივიქციოთ კაცმან სახიდ თჳსა. |
9 | აი, რა უნდა ვუყოთ დღეს გიბყას: წილისყრით უნდა გავილაშქროთ მასზე. | 9 | და აწ ესე სიტყუაჲ ვყოთ, გაბაასა ზედა მიუჴდეთ მას წილის-გდებით. |
10 | ისრაელის თითოეულ ტომში ასიდან ათი კაცი შევარჩიოთ, ათასიდან ასი, ათი ათასიდან ათასი და საგზალი მოვატანინოთ მათთვის, ვინც ბენიამინის გიბყაზე გაილაშქრებს, რათა დასაჯოს იგი სამარცხვინო საქმის გამო, რომელიც მოახდინა ისრაელში. | 10 | და მოვიყვანოთ ათი კაცი ასმან და ასი ათასმან და ათასი ბევრმან, რათა მოართუან საზრდელი ერსა აღსრულებად, რომელნი-იგი შევიდენ გაბაად ბენიამენისა ყოვლისავე მისთჳს უგნურებისა, რომელ ქმნეს ისრაჱლსა შორის. |
11 |
ერთი კაცივით ერთპირად შეიკრიბა ქალაქის წინააღმდეგ ყველა ისრაელიანი. |
11 |
და შეკრბა ყოველი ვრი ისრაჱლისაჲ ქალაქად, ვითარცა კაცი ერთი, რომელნი-იგი მოვიდეს ქალაქებისაგან. |
12 | გაგზავნეს კაცები ისრაელის ტომებმა ბენიამინის მთელს ტომში და შეუთვალეს: ეს რა ბოროტება მომხდარა თქვენში. | 12 | და მიავლინნეს ტომთა ისრაჱლთა ძეთა მიმართ ბენიამენისთა და ჰრქუეს: რაჲ არს უკეთურებაჲ ესე, რომელი იქმნა თქუენ შორის? |
13 | ახლა მოგვეცით ის წამხდარი ხალხი, გიბყაში რომ გყოლიათ, სიკვდილით დავსჯით მათ და აღმოვფხვრით ბოროტებას ისრაელიდან. მაგრამ ბენიამინიანებმა არ შეისმინეს თავიანთ მოძმეთა, ისრაელიანთა სიტყვა. | 13 | და აწ მოგუცენით ჩუენ კაცნი იგი უღმრთონი გაბაჲსანი, და მოვწყჳდნეთ, იგინი და აღვიღოთ უკეთურებაჲ იგი ისრაჱლისაგან! და არა ინებეს ძეთა ბენიამენისთა სმენად ჴმისა ძმათა მათთა ძეთა ისრაჱლისათა. |
14 | გიბყაში შეიკრიბნენ ბენიამინელები თავ-თავიანთი ქალაქებიდან, რათა ომი გაემართათ ისრაელიანებისთვის. | 14 | და შეკრბეს ძენი ბენიამენისნი ქალაქთა მათგან გაბაად განსლვად და ბრძოლად ძეთა ისრაჱლისათა. |
15 | აღირიცხა იმ დღეს ქალაქებიდან შემოკრებილი ბენიამინიანები - ოცდაექვსი ათასი კაცი, იარაღის ამღები. მათ გარდა გიბყელთაგან შვიდასი რჩეული ვაჟკაცი აღირიცხა. | 15 | და აღიხილნეს თუალნი თჳსნი ძეთა ბენიამენისთა მას დღესა შინა, რომელნი მოსრულ იყუნეს ქალაქებისაგან. და იყუნეს ოცდახუთი ათას კაცნი მახჳლოსანნი გარეშე მკჳდრთა გაბაჲსათა. |
16 | მთელი აძ ხალხიდან შვიდასი რჩეული ვაჟკაცი ცაცია იყო, თითოეულ მათგანს ბეწვისთვის რომ ესროლა შურდულით ქვა, არ აუცდებოდა. | 16 | რომელნი აღირაცხნეს; და იყვნეს შჳდას კაცნი რჩეულნი ყოვლისაგან ერისა ორითავე მარჯუენი ყოველი. ყიველნივე ესე მეშურდულენი, რომელნი ესროდეს ქვითა თმასა და არა შესცოდებდეს. |
17 | ისრაელიანები, ბენიამინიანთა გამოკლებით, ოთხასი ათასი კაცი აღირიცხა, მახვილის ამღები. ყოველ იმათგანი მეომარი იყო. | 17 | და აღიხილეს ყოველი კაცი ისრაჱლისაჲ თჳნიერ ძეთა ბენიამენისთა. და იყუნეს ოთხას ათას კაცნი მახჳლოსანნი, ყოველნივე კაცნი მბრძოლნი. |
18 | ადგნენ და მივიდნენ ღვთის სახლში. ჰკითხეს ღმერთს ისრაელიანებმა: რომელი ჩვენგანი გავიდეს პირველი ბენიამინიანებთან საომრად? უთხრა უფალმა: პირველი იუდა გავიდეს. | 18 | და აღდგეს და აღვიდეს ბეთლემდ და იკითხეს ღმრთისა მიერ და თქუეს ძეთა ისრაჱლისათა: ვინ აღვიდეს წინამძღურად ჩუენდა და ბრძოლად ძეთა ბენიამენისთა? და თქუა უფალმან: იუდა აღვიდეს მთავრად. |
19 | დილით ადგნენ ისრაელიანები და გიბყის მახლობლად დაბანაკდნენ. | 19 | და აღდგეს ძენი ისრაჱლისანი განთიად და დაიბანაკეს გაბაასა თანა. |
20 | გამოვიდნენ ისრაელიანები ბენიამინიანებთან საომრად. დადგნენ საბრძოლოდ წყობით გიბყის ახლოს. | 20 | და განვიდა კაცი ისრაჱლისაჲ ბრძოლად ბენიამენისა და ეწყო კაცი ისრაჱლისა ბრძოლად გაბაასა. |
21 |
გამოვიდნენ ბენიამინიანები გიბყიდან და გაანადგურეს ოცდაორი ათასი ისრაელიანი იმ დღეს. |
21 |
და გამოვიდეს შენი ბენიამენისნი ქალაქით და მოსრეს ისრაჱლისაგანი მას დღესა შინა ოცდაორი ათასი კაცი ადგილობანს. |
22 | მაგრამ მხნეობა მოიკრიბა ისრაელის ერმა და კვლავ დადგა საბრძოლოდ წყობით იმ ადგილას, სადაც წინადღით იდგა. | 22 | და განძლიერდეს ძენი ისრაჱლისანი და შესძინეს წყობად ბრძოლისა ადგილსავე მას, სადაცა-იგი ეწყვნეს დღესა მას პირველსა. |
23 | წავიდნენ ისრაელიანები, საღამომდე ტიროდნენ უფლის წინაშე და ეკითხებოდნენ უფალს: ისევ გავიდე ჩემს ძმასთან, ბენიამინთან საბრძოლველად? უფალმა უთხრა: გაილაშქრეთ მასზე. | 23 | და მოვიდეს ძენი ისრაჱლისანი და ტიროდეს წინაშე უფლისა ვიდრე მწუხრადმდე. და მერმე იკითხეს უფლისა მიერ და რქუეს: უკუეთუ შევსძინოთ მიახლებად და ბრძოლად ბენიამენისა, ძმისა ჩუენისა? და ჰრქუა უფალმან: აღვედით მისა! |
24 | კვლავ შემოადგნენ ისრაელიანები ბენიამინიანებს მეორე დღეს. | 24 | და მოუჴდეს ძენი ისრაჱლისანი ძეთა ბენიამენისთა დღესა მეორესა. |
25 | გამოვიდა მათ წინააღმდეგ ბენიამინი გიბყიდან მეორე დღეს და კვლავ გაანადგურა ისრაელიანები, თვრამეტი ათასი კაცი მახვილის ამღები. | 25 | და გამოუჴდა ბენიამენი გაბაჲთ წყობად მათა დღესა მეორესა და დასხეს ერისაგანი ისრაჱლისაჲ ათურამეტი ათასი კაცი ადგილობანს ყოველნივე, რომელთა ეჴადა მახჳლი. |
26 | გაემართა მაშინ მთელი ისრაელიანობა, მთელი ერი, მივიდა ბეთლემში და შესტიროდა უფალს, იჯდა და საღამომდე მარხულობდა, აღსავლენ და სამადლობელ მსხვერპლს სწირავდა უფალს. | 26 | და აღმოვიდეს ყოველნივე ძენი ისრაჱლისანი და ყოველი იგი ერი, და მოვიდეს იგინი ბეთლემდ და ტიროდეს წინაშე უფლისა, და იმარხეს მას დღესა შინა და შეწირეს მსხუერპლი ცხორებისაჲ. |
27 | ჰკითხეს ისრაელიანებმა უფალს (იმ ხანებში ღვთის აღთქმის კიდობანი იქ ესვენა, | 27 | და მუნ იყო კიდობანი იგი შჯულისა უფლისა ღმრთისაჲ მათ დღეთა შინა. |
28 | და ფინხასი, ძე ელეაზარისა, აარონის ძისა, იყო მის წინამდგომლად): ისევ გავიდე ჩემს ძმასთან, ბენიამინთან, საბრძოლველად? უთხრა უფალმა: გაილაშქრეთ, რადგან ხვალ ხელში ჩაგაგდებინებთ მას. | 28 | და ფინეეზ, ძე ელიაზარისი, ძისა აჰრონისი, დგა იგი წინაშე მისა მათ დღეთა შინა. და იკითხეს ძეთა ისრაჱლისათა უფლისა მიერ და თქუეს: უკუეთუ შე-ღა-ვსძინოთ მერმე განსლვად და ბრძოლად ბენიამენის თანა, ძმისა ჩუენისა, გინა თუ დავაცადოთ? და ჰრქუა უფალმან: ხვალე მოგცნე იგინი ჴელთა თქუენთა! |
29 | ჩასაფრდა ისრაელი გიბყის ირგვლივ. | 29 | და ყუეს ძეთა ისრაჱლისათა მზირი გარემოჲს გაბაასა. |
30 | გაილაშქრეს ისრაელიანებმა ბენიამინიანებზე მესამე დღეს და წინანდებურად საბრძოლო წყობით განლაგდნენ გიბყის წინ. | 30 | და აღმოვიდეს ძენი ისრაჱლისანი ბენიამენისა დღესა მას მესამესა და განეწყვნეს წინაშე გაბასა, ვითარცა-იგი პირველ და მეორედ. |
31 |
გამოვიდნენ ბენიამინიანები ერის წინააღმდეგ და შორს გასცდნენ ქალაქს; იწყეს უწინდებურად ხალხის ხოცვა გზებზე, რომელთაგანაც ერთი ბეთელში მიდის, მეორე კი - გიბყაში ყანებზე, და ოცდაათამდე ისრაელიანი დახოცეს. |
31 |
და გამოუჴდეს ძენი ბენიამენისნი ბრძოლად ერსა მას, და გამოაშორნეს ქალაქისა მისგან, და იწყეს მოსრვად ერისა მისგანთა წყლულებითა, ვითარცა პირველ, და მერმე გზასა ზედა, რომელი-იგი აღვალს ერთი ბეთლემდ და ერთი გაბაად ველსა ზედა. და დაეცნეს ვითარ ოცდაათ ოდენ კაც ისრაჱლისაგან. |
32 | თქვეს ბენიამინიანებმა: უწინდებურად ეცემიან ჩვენს წინაშე. ისრაელიანებმა კი თქვეს: უკუვიქცეთ მათგან და ქალაქიდან გზებზე გავიტყუოთ. | 32 | და თქუეს ძეთა ბენიამენისთა: დაეცნეს წინაშე ჩუენსა, ვითარცა-იგი პირველ! და ძეთა ისრაჱლისათა თქუეს: ვივლტოდეთ და გამოვაშორნეთ იგინი ქალაქისაგან გზათა ზედა! და ყვეს ეგრე. |
33 | ადგნენ ისრაელიანები თავ-თავიანთი ადგილებიდან და ბაალ-თამარში განლაგდნენ. ჩასაფრებული ისრაელიანებიც გამოვიდნენ თავ-თავიანთ ადგილებიდან გიბყის ველზე. | 33 | და ყოველი კაცი ისრაჱლისაჲ აღდგეს ადგილით მათით და ეწყვნეს ბალთაბარს, და მზირი იგი ისრაჱლისაჲ ჰბრძოდა ადგილობანს დასავალით კერძო გაბაასა. |
34 | მიადგა გიბყას მთელი ისრაელის ათი ათასი რჩეული ვაჟკაცი და სასტიკი ბრძოლა გაიმართა. მაგრამ ბენიამინიანებმა არ იცოდნენ, რომ უბედურება ელოდათ. | 34 | და მოექცეს იგინი პირისპირ წინაშე, გაბაასათ ათასი კაცი რჩეული ყოვლისაგან ისრაჱლისა, და ბრძოლაჲ იგი დამძიმდა მათ ზედა, და მათ არა უწყოდეს, რამეთუ მოწევნულ არს ბოროტი მათ ზედა. |
35 | დაამარცხა უფალმა ბენიამინი ისრაელიანთა წინაშე და იმ დღეს ისრაელიანებმა ოცდახუთი ათას ასი კაცი გაანადგურეს ბენიამინიანთაგან, მახვილის ამღები. | 35 | და დასცა უფალმან ბენიამენ წინაშე პირსა ისრაჱლისასა და მოსრეს ძეთა ისრაჱლისათა ბენიამენი მას დღესა შინა ოცდახუთი ათასი და ასი კაცი ყოველნივე ესე, რომელთა ეჴადა მახჳლი. |
36 | დაინახეს ბენიამინიანებმა, რომ დამარცხდნენ. ისრაელიანებმა ადგილი უტიეს ბენიამინიანებს, რადგან ჩასაფრებულთა იმედი ჰქონდათ, მათი, ვინც გიბყის ახლოს ჩაასაფრეს. | 36 | და იხილა ბენიამენ, რამეთუ იძლია და კაცმან ისრაჱლისამან ადგილსცა ბენიამენს, რამეთუ ესვიდეს იგინი მზირთა მათ, რომელნი დაედგინნეს გარემო გაბაასა, |
37 | ჩასაფრებულები გაეჩქარნენ გიბყისკენ, შეიჭრნენ და მახვილით მოსრეს მთელი ქალაქი. | 37 | და მზირთა მათ შეიმართეს და განეფინნეს გაბაასა შინა და შევიდეს და მოსრეს ყოველი იგი ქალაქი პირითა მახჳლისათა. |
38 | ისრაელიანებს ნიშანი ჰქონდათ ჩასაფრებულებთან დათქმული - ქალაქზე ავარდნილი დიდი კვამლი. | 38 | და შეთქმულ იყუნეს კაცნი ისრაჱლისანი მზირთა მათ თანა მაჱჳლითა აღდებად ცეცხლისა და კუამლისა ქალაქსა მას შინა. |
39 | დაიხიეს ბრძოლის ველიდან ისრაელიანებმა, ბენიამინი კი მუსრს ავლებდა ისრაელიანებს, გაწყვიტა ოცდაათამდე კაცი, თქვა: ისევ ეცემიან ჩვენს წინაშე როგორც ამასწინდელი ბრძოლების დროსო, | 39 | და აქცია კაცმან ისრაჱლისამან ბრძოლად, და ბენიამენს ეწყო ოდენ მურვად წყლულებითა კაცთა ზედა ისრაჱლისათა ვითარ ოცდაათ ოდენ კაც, რამეთუ თქუეს: სივლტოლით ივლტოდიან წინაშე ჩუენსა, ვითარცა-იგი პირველ. |
40 | და სწორედ მაშინ აღიმართა ქალაქზე კვამლის სვეტი. მოიხედა ბენიამინმა და, აჰა, ცაში მიდის მთელი ქალაქი. | 40 | და სასწაული იგი აღვიდოდა უფროჲს ქალაქისა მისგან სუეტი იგი კუამლისაჲ და მოიხილა ბენიამენ ზურგით კერძო მისა და, აჰა ესერა, აღვიდოდა აღსასრული ქალაქისაჲ მის ზეცად. |
41 |
გამობრუნდნენ ისრაელიანები, ბენიამინი კი შედრკა, რადგან დაინახა, რომ უბედურება დაატყდა. |
41 |
და ძეთა ისრაჱლისათა მიაქციეს და ისწრაფეს, და ივლტოდეს ძენი ბენიამენისნი წინაშე ძეთა ისრაჱლისათა. |
42 | გაექცნენ ისრაელიანებს უდაბნოს გზაზე, მაგრამ ლაშქარი ბრძოლით მისდევდა მათ და ქალაქებიდან გამოსულებიც ხოცავდნენ გზადაგზა. | 42 | ვითარცა იხილეს, რამეთუ მოწევნულ არს მათ ზედა ბოროტი იგი, და მიაქციეს გზასა მას უდაბნოსასა და მბრძოლნი იგი ეწინეს მათ, და რომელნი-იგი იყუნეს ქალაქთა მათ შინა და მოსრვიდეს. მათ შორის მათსა. |
43 | შემოეჯარნენ ბენიამინს, მანუხამდე სდიეს და ჟლიტეს გიბყამდე, აღმოსავლეთით. | 43 | და დაეცნეს ძენი ბენიამენისნი, და დევნა-უყვეს... შემდგომად კუალსა მათსა ვიდრე წინაშე პირისპირ გაბაანსა მზის აღმოსავალით. |
44 | დაეცა ბენიამინიანთაგან თვრამეტი ათასი კაცი, მაგარი ვაჟკაცები. | 44 | და დაეცნეს ბენიამენისაგანნი ათურამეტ ათასნი კაცნი, ყოველნივე იგი ძლიერნი. |
45 | გადარჩენილნი მიუბრუნდნენ და უდაბნოსკენ, რიმონის კლდისკენ გაიქცნენ, გზადაგზა კიდევ ხუთი ათასი კაცი დახოცეს ისრაელიანებმა, გიდომამდე სდიეს და კიდევ ორი ათასი კაცი დახოცეს. | 45 | და მოიხილეს გარე ნეშტთა მათ და ივლტოდეს უდაბნოდ კლდესა მას რემონისასა, და მო-ღავე-სრეს მერმე გზათა ზედა ხუთ ათასი კაცი, და დევნა-უყუეს კუალსა მათსა ვიდრე. გაბადმდე და მერმე მოსრეს მათგანი ორ ათასი კაცი. |
46 | მთლიანად კი იმ დღეს ოცდახუთი ათასი ბენიამინიანი დაეცა, მახვილის ამღები. ყველა მათგანი მაგარი ვაჟკაცი იყო. | 46 | და იყუნეს ყოველნი, რავდენნი დაეცნეს შორის ბენიამენისა ოცდახუთი ათასი კაცნი მახჳლოსანნი მას დღესა შინა, ყოველნივე ესე კაცნი ძლიერებისანი. |
47 | გადარჩენილი ექვსასი კაცი გაბრუნდა და უდაბნოში, რიმონის კლდისკენ გაიქცა და იყვნენ იქ, რიმონის კლდეებში, ოთხი თვე. | 47 | და მიაქციეს ნეშტთა მათ და ივლტოდეს უდაბნოდ კლდესა მას რემონისასა ოთხ თუე, და ძენი ისრაჱლისანი მოიქცეს |
48 | კვლავ მიუბრუნდნენ ისრაელიანები ბენიამინიანებს და მახვილით მოსრეს ქალაქში მყოფი ხალხიც და პირუტყვიც, ყველაფერი, რაც იქ დახვდათ, და ყველა ქალაქი, რაც კი იყო, ცეცხლს მისცეს. | 48 | ძეთაგან ბენიამენისთა, და მოსრნეს იგინი პირითა მახჳლისაჲთა ქალაქისაგან შემდგომითი შემდგომად ვიდრე საცხოვრადმდე. და ყოველი, რომელი იპოვა ყოველსა მას ქალაქებსა, და ყოველივე ქალაქები, რომელი დაშთომილ იყო, დაწუეს ცეცხლითა. |