ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ერისმთავრები იერუსალიმში დასახლდნენ: დანარჩენმა ხალხმა წილი ყარა, რათა ათიდან ერთი იერუსალიმში - წმიდა ქალაქში, შეეყვანათ საცხოვრებლად, ხოლო ცხრანი სხვა ქალაქებში. |
1 |
და სხდეს მთავარნი იგი ერისანი იერუსალჱმს და წილ-იგდეს, რაჲთა ერთსა ათისაგანსა ვის ხუდეს წილი, იგი დაჯდეს იერუსალჱმს ქალაქსა სიწმიდისასა და ცხრანი იგი მივიდენ თჳთეულად ქალაქსა თჳსსა. |
2 | ხალხმა დალოცა ყველა ისინი, ვინც თავისი ნებასურვილით დასახლდა იერუსალიმში. | 2 | და აკურთხნეს ერმან ესე კაცნი, რომელნი-იგი განეყენნეს და დასხდეს იერუსალჱმს. |
3 | აჰა, ის ოლქის მთავრები, იერუსალიმში რომ დასახლდნენ. იუდას ქალაქებში თავ-თავიანთ სამკვიდრებლებში და ქალაქებში ცხოვრობდნენ ისრაელიანები, მღვდლები, ლევიანები, შეწირულნი და სოლომონის მორჩილთა შთამომავალნი. | 3 | და ესე არიან მთავარნი მის ქუეყანისანი, რომელნი დასხდეს იერუსალიმს, მღდელნი, და ლევიტელნი, და ნათანიმელნი და ძენი მონათა მათ სოლომონისანი. |
4 | იერუსალიმში ცხოვრობდნენ იუდიანთაგან და ბენიამინთაგან; იუდიანთაგან: ყათაია ყუზიას ძე, ზაქარიას ძე, ამარიას ძე, შეფატიას ძე, მაჰალალიელის ძე - ფარეციანთაგან. | 4 | და რომელნი სხდეს იერუსალჱმს, იყუნეს ნათესავისა მისგან იუდასთანი და ბენიამენისნი, და ესენი არიან ძეთაგან იუდასთა: ათერ, ძე ზაქარიასი, ძე სამარიასი, ძე საფატიასი, ძე მაელელისი, და ძეთაგან ფარეზისთა |
5 | მაყასეია ბარუქის ძე, ქოლ-ხოზეს ძე, ხაზაიას ძე, ყადაიას ძე, იოიარიბის ძე, ზაქარიას ძე, ჰაშილონის ძე. | 5 | და მალელისა, ძე ბარუქისი, და ძე ალაზასი, ძე ოზიასი, ძე ადაიასი, ძე იორიბისი, ძე ზიქარიასი, ძე ელონისი. |
6 | ფარესიანები, იერუსალიმში რომ ცხოვრობდნენ, რიცხვით ოთხას სამოცდარვანი იყვნენ - მამაცი მოყმენი. | 6 | და ყოველნი ძენი ფარეზისნი, რომელნი დასხდეს იერუსალჱმს - ოთხასსამეოცდარვა, კაცნი ძლიერნი. |
7 | აჰა, ბენიამინიანები: სალუ მეშელამის ძე, იოყედის ძე, ფედაიას ძე, კოლაიას ძე, მაყასეიას ძე, ითიელის ძე, ესაიას ძე. | 7 | ესე არიან ძენი ბენიამენისნი: სილონ, ძე მესულამისი, ძე იუვადისი, ძე ფაადასი, ძე კოვლეასი, ძე მაარისი, ძე აბელისი, ძე იესაასი. |
8 | მის შემდეგ გაბაი, სალაი, რიცხვით ცხრაას ოცდარვა. | 8 | და შემდგომად მისა გებეია სელეია - ცხრაასორმოცდარვა. |
9 | იოელ ზიქრის ძე იყო მათი ხელისუფალი; იუდა ჰასენუიას ძე მეორე კაცი იყო ქალაქში. | 9 | და იოსეს, ძე ზექრისი, მეძიებელ და ზედამდგომელ იყო მათ ზედა, იუდა, ძე ასანიასი, რომელი-იგი იყო მეორისა მისგან ქალაქისა. |
10 | მღვდელთაგან: იედაყია იოიარიბის ძე, იაქინი, | 10 | და მღდელთა მათ: აგდიდ, ძე იოარიბისი, იაქინ, |
11 |
სერაია ხილკიას ძე, მეშელამის ძე, ცადოკის ძე, მერაიოთის ძე, ახიტუბის ძე, ღვთის სახლის წინამძღვარი. |
11 | სარია, ძე მელქიასი, ძე მესულამისი, ძე სადუკისი, ძე მარაუთისი, ძე ეტობისი. და იყო სახლები მათი მახლობელად ტაძარსა მას უფლისასა. |
12 | მათი ძმები, რომელნიც სახლის სამსახურს ეწეოდნენ, რიცხვით რვაას ოცდაორნი იყვნენ. ყადაია იეროხამის ძე, ფელალიას ძე, ამცის ძე, ზაქარიას ძე, ფაშხურის ძე, მალქიას ძე, | 12 |
და ძმანი მისნი, რომელნი იქმოდეს საქმესა მსახურებისასა სახლსა მას უფლისასა, იყუნეს რვაასოცდაორი, და ადა, ძე ემორისი, ძისა ფალაასისა, ძისა ამესისა, ძე ზაქარიასი, ძე ფესეურისი, ძე მელქისი. |
13 | და მისი ძმები - მამისსახლთა თავკაცები, ორას ორმოცდაორნი იყვნენ. ყამაშსაი ყაზარელის ძე, ახაზაის ძე,- მეშილმოთის ძე, იმერის ძე. | 13 | და ძმანი მისნი მფლობელნი მამათმთავარნი მათ - ორასორმეოცდაორი და ამასია, ძე ეზრიელისი. |
14 | მათი ძმები, მამაცი ვაჟკაცები, ას ოცდარვანი იყვნენ. მათი ხელისუფალი იყო ზაბდიელ ჰაგედოლიმის ძე. | 14 | და ძმანი მისნი ძლიერნი ყოვლითურთ ასოცდარვა. და მოღუაწენი და ზედამდგომელნი მათნი ზექრიელ, რომელი-იგი იყო დიდთა მათ მთავართაგანი. |
15 | ლევიანთაგან: შემაყია ხაშების ძე, ყაზრიკამის ძე, ხაშაბიას ძე, ბენის ძე, | 15 | და ლევიტელთა მათგან: სამეა, ძე ასუბისი, ძე ეზრომისი, |
16 | შაბთაი და იოზაბადი - ღვთის სახლის გარე საქმეების გამრიგე ლევიანთა თავკაცთაგან. | 16 | და საპატაბ, და იოსაბედ. ყოველნივე სამუშაკოდ იყუნენ სახლისა ღმრთისა გარემოთა, ლევიტელნი მთავართა მიერ |
17 | მათანია მიქას ძე, ზაბდის ძე, ასაფის ძე, ლოცვისას სადიდებლის მთავარი დამწყები, ბაკბუკია, მისი მეორე ძმა, ყაბდა შამუაყის ძე, გალადის ძე, იედუთუნის ძე. | 17 | და ნათანიმელნი იგი: ძენი მიქესნი და იოაბ, ძე სამუისი, - ორას სამეოცდაათოთხმეტ. |
18 | წმიდა ქალაქში სულ ორას ოთხმოცდაოთხი ლევიანი იყო. | 18 | ყოველნივე ლევიტელნი წმიდა ქალაქსა შინა ორასოთხმოცდაოთხნი. |
19 | კარისმცველნი: ყაკუბი, ტალმონი და მათი ძმები, კარიბჭეებს რომ იცავდნენ, ას სამოცდათორმეტნი იყვნენ. | 19 | და მეკარენი იგი აკუბ, ლეტემინ და ძმანი მისნი - ორასსამოცდაათორმეტ. |
20 | დანარჩენი ისრაელიანები და ლევიანები იუდას ყველა ქალაქში ცხოვრობდნენ, თავ-თავიანთ სამკვიდროებში. | 20 | და ნეშტნი ისრაჱლისაგან მღდელნი და ლევიტელნი ყოველნივე ქალაქსა შინა იუდასა სამკჳდრებელსა თჳსთა. |
21 |
შეწირულნი ყოფელში ცხოვრობდნენ; შეწირულთ ციხა და გიშფა ადგნენ თავს. |
21 | და ნათანელნი, რომელნი ოფელასა შინა და სანასა შინა და გასპასა შინა. |
22 | ლევიანთა ხელისუფალი იერუსალიმში იყო ყუზია ძე ბანისა, ძე ხაშაბიასი, ძე მათანიასი, ძე მიქასი, იმ ასაფიანთაგან, რომელნიც მგალობლებად იყვნენ ღვთის სახლის სამსახურში. | 22 | და მოღუაწენი და ზედამდგომელნი იგი ლევიტელთანი იერუსალჱმს: აზა, ძე განისი, ძე ასაბიასი, ძე მატთანისი, ძე მიქეასი, ძეთა მათგან ასაფისთა, შემასხმელნი მახლობელად სახლსა უფლისა ჩუენისასა. |
23 | რადგან მეფის ბრძანება იყო მათზე, ყოველდღიური სარჩო იყო მგალობელთათვის დაწესებული. | 23 | რამეთუ ბრძანება მეფისა იყო მათ მიმართ ყოფად მუნ და დაუცხრომელად მსახურებად. |
24 | ფეთასია მეშაბელის ძეს, ზარას იუდას ძის ძეთაგანს, ყველა სახალხო საქმე მეფის მიერ ჰქონდა მინდობილი. | 24 |
და ფაათია, ძე მესია ზაბილისი ზარჱსგან, ძისა იუდასი, რომელსა ჴელისაგან მეფისასა აქუნდა ყოველივე განსაგებელი. |
25 | თავიანთ სოფლებში და ყანებში იუდიანთაგან ცხოვრობდნენ კირიათ-ჰაარბაყში და მის დაბა-სოფლებში, დიბონში და მის დაბა-სოფლებში, იეკაბცელში და მის სოფლებში, | 25 | და დამკჳდრებულ იყო აგარაკსა თჳსსა და ძეთა მათგან იუდასთა, რომელნი დასხდეს კარიათარბას, დიბოს, და კაბსაელს და აგარაკთა მისთა, |
26 | იეშუაყში, მოლადაში, ბეთ-ფალეტში, | 26 | და ისუს, და მოლოდას, და ბეთბალედ, |
27 | ხაცარ-შეყალში, ბერშაბეში და მის დაბა-სოფლებში, | 27 | და ასერსავალს, და ბერსაბეს, |
28 | ციკლაგში, მექონაში და მის დაბა-სოფლებში, | 28 | და სიკელექს და მოგონას, |
29 | ყენ-რიმონში, ცარყაში, იარუმუთში, | 29 | და რემონს და სარას და იერმოთს, |
30 | ზანოახში, ყადულამში და მათ სოფლებში, ლაქიშში და მის მინდვრებში, ყაზეკაში და მის დაბა-სოფლებში. ისინი დასახლდნენ ბერშაბედან ჰიმონის ხევამდე. | 30 | ზანოას, ოდოლას, და დაბნებსა მათსა: ლაქისს და აგარაკთა მათთა, და ზეკას და დაემკჳდრნეს ბერსაბეს ვიდრე ღელემდე ენომისა. |
31 | ბენიამინიანები დასახლდნენ გაბაყიდან მოკიდებული მიქმაშში ყაიაში, ბეთელში და მის დაბა-სოფლებში, | 31 | და ძენი ბენიამენისნი: გაბაით მაქმასს, და აინ მეთიელს, |
32 | ყანათოთში, ნობში, ყანანიაში, | 32 | ანათოთს, ნაობს, ანანიას, |
33 | ყაცორში, რამაში, გითაიმში, | 33 | ასორს, რამას, გეთაიმს, |
34 | ხადიდში, ცებოყიმში, ნებალატში, | 34 | ადიდეს, სებოიმს, ნებალათს, ლოთას, |
35 | ლოდში და ონოში, ხარაშიმის ხევში. | 35 | ონოს და ღელე შუენიერთა, |
36 | იუდას ლევიანთაგან ერთი ნაწილი ბენიამინს მიეკუთვნა. | 36 | და ლევიტელნი მათგანნი ნაწილნი იუდასნი და ბენიამენისნი. |