ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ოსია წინასწარმეტყველი

თავი პირველი

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

უფლის სიტყვა, რომელიც იყო ოსიას მიმართ, ბეერის ძისა, იუდას მეფეების - ყუზიას, იოთამის, ახაზის და იეხიზკიას დროს და ისრაელის მეფის იერობოამ იოაშის ძის დროს.

1

სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელი იყო ოსეს მიმართ, ძისა აბერისა, დღეთა ოზიასთა, და იოათამისთა, და აქაზისთა, და ეზეკიასთა, მეფისა იუდაჲსთა, და დღეთა იორობოამისთა, მეფისა ისრაილისათა:

2 როცა იწყო უფალმა ქადაგება ოსიას პირით, უთხრა ოსიას: წადი, მოიყვანე გარყვნილი ქალი და გააჩინე გარყვნილების შვილები, რადგან გაირყვნა ქვეყანა და განუდგა უფალს. 2 დასაბამი სიტყუათა უფლისათა ოსეს მიმართ: და ჰრქუა უფალმან ოსეს: წარვედ და მოიყვანე თავისა შენისა დედაკაცი სიძვისაჲ და შვილნი მისნი სიძვისანი, რამეთუ სიძვით ისიძვიდეს ქუეყანასა უკანათგან უფლისა.
3 წავიდა და მოიყვანა გომერი, დიბლაიმის ასული; დაორსულდა ქალი და უშვა ვაჟი. 3 და წარვიდა და მოიყვანა გომერ, ასული დებელაიმისი, და მიუდგა და უშვა მას ძე.
4 უთხრა უფალმა: დაარქვი სახელად იზრეყელი, რადგან, ცოტაც და, უნდა მოვკითხო იზრეყელის სისხლი იეჰუს სახლს და გავაუქმო ისრაელის მეფობა. 4 და ჰრქუა ღმერთმან: უწოდე იეზრაელ ამისთჳს, რამეთუ მცირედღა და შური ვიძიო მე სახლისა მისთჳს იეზრაელისა და სახლსა ზედა იუდაჲსსა და დავაცხრვო მეფობა ისრაილისაჲ.
5 იმ დღეს იქნება, რომ შევმუსრავ ისრაელის მშვილდს იზრეყელის ველზე. 5 და იყოს მათ დღეთა შინა, შევმუსრო მშჳლდები იეზრაელისაჲ, ღელესა მას იეზრაელისასა
6 კვლავ დაორსულდა ქალი და შვა ასული. უთხრა უფალმა: დაარქვი სახელად ლორუხამა (არშესაწყალისი), რადგან აღარ შევიწყალებ ისრაელას სახლს და არასოდეს შევუნდობ. 6 და მიუდგა და უშვა მას ასული და ჰრქუა მას უფალმან: უწოდე სახელი მისი არაშეწყალებულ, რამეთუ არღარა შევსძინო მერმე შეწყალებად სახლი ისრაილისაჲ, არამედ წინააღმდგომით წინაღუუდგე მათ.
7 იუდას სახლს კი შევიწყალებ და ვიხსნი უფლის, მათი ღმერთის ხელით; არც მშვილდით, არც მახვილით, რც ბრძოლით, არც მხედრებით არ ვიხსნი მათ. 7 ხოლო ძენი იუდაჲსნი შევიწყნარნე და ვიჴსნნე იგინი უფლისა მიერ ღმრთისა მათისა, და არა ვიჴსნნე იგინი მშჳლდითა, არცა მახჳლითა, არცა ბრძოლითა, არცა ცხენებითა, არცა მჴედრობითა
8 მოსხლიტა ძუძუს ლორუხამა და ისევ დაორსულდა და შვა ვაჟი. 8 და სძესა განეყენა არაშეწყალებული იგი, და მერმე მიუდგა და შვა ძე
9 თქვა უფალმა: დაარქვი სახელად ლოყამი (არა ჩემი ერი). რადგან აღარ ხართ ჩემი ერი და მეც აღარ ვიქნები თქვენი. 9 და უწოდა სახელი მისი - არა ერი ჩემი, და არა ვარ ღმერთი თქუენი, რამეთუ არა ხართ თქუენ ერი ჩემი
    10 და იყოსღა თუ რიცხჳ ძეთა ისრაილისათაჲ, ვითარცა ქჳშაჲ, რომელი არა აღიწყოს და არცა აღირაცხოს, ნეშტი ოდენ ცხონდეს. და იყოს ადგილსა მას, სადა-იგი ეწოდოს მათ ძე ღმრტისა ცხოველისა.
    11 და შეკრბენ ძენი იუდაჲსნი და ძენი ისრაილისანი ერთად, და დაიდგინონ თავისა მათისა მთავარი ერთი, და აღმოვიდენ ქუეყანისა მისგან, რამეთუ დიდ არს დღე იგი იეზრაელისა.