ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ოსია წინასწარმეტყველი

თავი მეათე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

დაცარიელებული ვენახია ისრაელი, ნაყოფსაც თავის მსგავსს იძლევა; რა უხვი ნაყოფიც ჰქონდა, ასევე გააუხვა სამსხვერპლოები; რა კარგი მიწაც ჰქონდა, ასევე დაამშვენა სვეტები.

1

ვენაჴი რქაკეთილი ისრაჱლი, ნაყოფი კეთილცენებულ მისი, სიმრავლისაებრ ნაყოფთა მათთასა განამრავლნა მსხუერპლისსაცავნი კეთილთაებრ ქუეყანისა მისისათა, აღაშენნა ძეგლებნი,

2 ორგულნი არიან, მაგრამ ახლა კი მსჯავრი დაედებათ; შემუსრავს მათ სამსხვერპლოებს, დალეწავს მათ სვეტებს. 2 განნაწილნეს გულნი მათნი, აწ უჩინო იქმნენ. მან დათხარნეს საკლურთხეველნი მათნი და საძაგელ იქმნნეს ძეგლები მათი
3 რადგან ახლა ამბობენ, მეფე არა გვყავსო, რადგან უფლის არ გვეშინიაო; მეფემ კი - რა უნდა გვიყოსო მეფემ. 3 მით, რამეთუ იტყჳან: აწ არა არს ჩუენდა მეფე, რამეთუ არა შევიშინეთ უფლისაჲ, ხოლო მეფემან რაჲ მიყოს ჩუენ?
4 მხოლოდ სიტყვებს ლაპარაკობენ, ცრუდ ფიცულობენ აღთქმის დადებისას; აღმოცენდება მსჯავრი, როგორც შხამიანი ბალახი ყანის ხნულებში. 4 მეტყუელმან სიტყუათა მიზეზისა ცრუჲსათა აღთქუას აღთქმაჲ. აღმოსცენდეს, ვითარცა კლერტი, მსჯავრი კორდსა ზედა ველსა,
5 შეშინდებიან სამარიის მცხოვრებნი ბეთ-ავენის ხბოების გამო, რადგან იგლოვებენ მას მისი ერი და მისი ქურუმები, მისით ხომ ხარობდნენ; გამოიგლოვენ მის დიდებას, რადგან განეშორა მას. 5 ჴბოსა სახლისა ოონისსა მსხემ იქმნნეს დამკჳდრებულნი სამარიასა, რამეთუ იგლოვა ერმან მისმან მის ზედა და ვითარცა განამწარეს იგი, იხარებდენ დიდებასა ზედა მისსა, რამეთუ გარდაეშენნეს მათ ზედა.
6 თავად მას კი იარებ მეფეს მიართმევენ ძღვნად; სირცხვილი აიტანს ეფრემს და ისრაელს შერცხვება თავისი განზრახვისა. 6 და მისთა ასსურასტანელთა მიმართ შემკრველთა მიჰგუარეს ძღუნა მეფესა არიმისასა მისაცემელად, ეფრემ შეიწყნაროს, სირცხჳლეულ იქმნეს ისრაჱლ განზრახვისა მიერ მისისა.
7 გაქრება სამარია თავისი მეფითურთ როგორც ქაფი წყლის ზედაპირზე. 7 განაგდო სამარიამან მეფე თჳსი, ვითარცა ქარქუეტი პირსა ზედა უფლისასა.
8 განადგურდება ავენის გორაკები - ისრაელის ცოდვა; ნარ-ეკალი და ძეძვი ამოვა მათ სამსხვერპლოებზე და ეტყვიან მთებს: გადაგვეფარეთო და ბორცვებს - თავზე დაგვემხეთო! 8 და აღღებულ იქმნენ ბომონნი ონისნი, ცოდვანი ისრაჱლისანი. ეკალნი და კუროსთავნი აღდგენ მსხუერპლისსაცავთა მათთა ზედა. და ჰრქუან მთათა: დამფარენით ჩუენ; ბორცუთა - დამეცენით ჩუენ ზედა,
9 გიბყას დღეებიდან მოყოლებული სცოდავ, ისრაელო! იქ დგანან; არ მიწვდენიათ მათ გიბყაში ბოროტეულთა წინააღმდეგ გალაშქრება. 9 ვინათგან ბორცუთა შეცოდეს ისრაჱლსა, მუნ დაადგინნეს, ვერ ეწიოს მათ.
10 ჩემი ნებისაებრ დავსჯი მათ; შეიკრიბებიან მათ წინააღმდეგ ხალხები, როცა შეპყრობილნი იქნებიან ორმაგი უკეთურების გამო. 10 ბრძოლაჲ შვილთა ზედა სიცრუჲსათა მოიწია საწურთელად მათდა, და შეკრბენ მათ ზედა ერნი განსაწურთელად მათდა, მრჩობლთა ზედა სიცრუეთა მათთა.
11 გაწვრთნილი ხბოა ეფრემი, ლეწვას შეჩვეული; მე თავად გადავივლი მის სქელ ქედზე და გავხედნი ეფრემს; იუდა შეუდგება ხვნას, იაკობი კი დაუფარცხავს. 11 ეფრემ, დიაკეული წურთილი, მოყუარე ძლევისა, უკეთესა ზედა ქედისა მისისასა ზედააღჴდეს ეფრემ. დავიდუმო მე იუდა, განძლიერებასა შინა მისსა იაკობ.
12 თესეთ თქვენთვის სიმართლე და მოიმკით წყალობას, გატეხეთ თქვენთვის ყამირი, დროა უფლის ძიებისა, ვიდრე მოვიდოდეს და სიმართლეს გაწვიმებდეთ. 12 სთესეთ თავთა თჳსთა სიმართლედ, მოისთულეთ ნაყოფად ცხოვრებისად, განუნათლეთ მათ ნათელი მეცნიერებისაჲ, გამოიძიეთ უფალი ვიდრე მოსლვამდე ნაშობთა სიმართლისა თქუენისათა.
13 თქვენ ხნავდით ბოროტს და იმკიდით უსამართლობას; ჭამდით სიცრუის ნაყოფს, რადგან ესავდით თქვენს გზას, თქვენი მეომრების სიმრავლეს. 13 რასათჳს დაიდუმეთ უთნოობა და სიცრუენი მისნი მოისთულენით? შჭამეთ ნაყოფი ცრუჲ, რამეთუ ესვიდეს ეტლებისა მიმართ შენისა სიმრავლესა შინა ძალისა შენისასა?
14 აურზაური ატყდება შენს ხალხში და ყველა შენი ციხე-სიმაგრე დაიქცევა; როგორც შალმანმა დააქცია ბეთ-არბელი ბრძოლის დღეს, როდესაც დედა აკუწეს შვილებთან ერთად. 14 და აღდგეს წარწყმედაჲ ერსა შორის შენსა და ყოველნი მოზღუდვილებანი შენნი ოხრიდენ, ვითარცა მთავარი სალამა სახლისაგან იერობოამისსა დღეთა შინა ბრძოლისათა, დედაჲ შვილთა ზედა დაახეთქეს.
15 ასე დაგმართებთ თქვენ ბეთელი თქვენი უზომო ბოროტებისთვის. ამოვა ცისკრის ვარსკვლავი და აღარ იქნება ისრაელის მეფე. 15 ესრეთ გიყო თქუენ, სახლო ისრაჱლისაო, პირისაგან უკეთურებათა თქუენთასა.