ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
კვლავ მითხრა უფალმა: წადი, შეიყვარე ქმრის საყვარელი ცოლი, მაგრამ მემრუშე; როგორც უფალს უყვარს ისრაელიანები, ისინი კი უცხო ღმერთებისკენ იყურებიან და ყურძნის კვერები უყვართ. |
1 |
თქუა უფალმან ჩემდამო კუალად: წარვედ შენ და შეიყვარე დედაკაცი ერთი, რომელსა უყუარდეს სიბოროტე და იყოს როსკიპ, ვითარცა შეიყვარა ღმერთმან ძენი ისრაჱლისანი. ხოლო იგინი ჰმსახურებდეს ღმერთთა უცხოთა და უყვარან ნაგუდალნი ყურძნისანი. |
2 | ნაყიდი მყავს ის თხუთმეტ ვერცხლად, ერთ ხომერ ქერად და ერთ ლეთეხ ქერად, | 2 | მორეწედ დავსდეგ ათხუთმეტისა ვეცხლისა და სათოველისა ერთისა ქრთილისა და ნახევარ სათოველისა ქერისა. |
3 | ვეუბნებოდი, დიდხანს დარჩი-მეთქი ჩემთან, ნუ იმრუშებ, სხვისი ნუ გახდები-მეთქი. მეც ასევე მოგექცევი-მეთქი. | 3 | და ვარქუ მას: მრავალთა დღეთა მგებდი მე, და არღარა ისიძო, და არცა შეეყო კაცსა სხუასა და მეცა გგებდი შენა, |
4 | რადგან დიდხანს დარჩებიან ისრაელიანები უმეფოდ, უსარდლოდ, უმსხვერპლოდ და უსვეტოდ, უეფოდოდ და უთერაფიმოდ, | 4 | რამეთუ დღესა მრავალსა ისხდენ ძენი ისრაჱლისანი თჳნიერ მეფეთასა, და თჳნიერ მთავართათა, და თჳნიერ მსხუერპლთასა, და თჳნიერ საკურთხეველისა, და თჳნიერ მღდელთასა და თჳნიერ ხილვათასა: |
5 | მერე მოიქცევიან ისრაელიანები და ძებნას დაუწყებენ უფალს, თავიანთ ღმერთს, და დავითს, თავიანთ მეფეს, და მოწიწებით განიმსჭვალებიან უფლისა და მისი მადლის წინაშე უკანასკნელ დღეებში. | 5 | ამისა შემდგომად მოიქცენ ძენი ისრაჱლისანი და იძიონ უფალი ღმერთი მათი და დავით, მეფე მათი, და შეიშინონ უფლისა მიერ და კეთილი მათი დღესა აღსასრულისასა. |