ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ისმინეთ უფლის სიტყვა, ისრაელიანებო, რადგან დავა აქვს უფალს ქვეყნის მკვიდრებთან; რადგან რ არის ჭეშმარიტება, არც სიქველე, არც ღვთის შემეცნება ქვეყანაზე. |
1 |
ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ ძეთა ისრაჱლისათა, რამეთუ სასჯელი უფლისაჲ არს მკჳდრთა თანა ქუეყანისათა, რამეთუ არა არს ჭეშმარიტება, არცა წყალობა და არცა მეცნიერება ღმრთისაჲ ქუეყანასა ზედა. |
2 | წყევლა და ტყუილი, კაცისკვლა, ქურდობა და მრუშობა გავრცელდა; სისხლის ღვრას სისხლის ღვრა მოსდევს. | 2 | წყევა და სიცრუვე, კლვა და პარვა და სიძვა განფენილ არს და სისხლთა სისხლსა შერევენ. |
3 | ამიტომაც მოთქვამს მიწა, ჩაკვდა მისი ყოველი მკვიდრი ველის მხეცებთან და ცის ფრინველებთან ერთად; ზღვის თევზებიც კი გაუჩინარდნენ. | 3 | ამისთჳს იგლოვდინ ქუეყანაჲ და დასულბენ ყოველნი, რომელნი დამკჳდრებულ არიან, მჴეცნი უდაბნოსანი და მფრინველნი ცათანი და თევზნი ზღჳსანი მოკრბენ. |
4 | არავინ იდავოს, არავინ იყოს მამხილებელი, რადგან შენი ერი მღვდელს ედავება. | 4 | და არა ვინ იყოს განმსჯელ მათა და არცა მამხილებელ, ხოლო ერი ჩემი, ვითარცა მღდელი მაშფოთებელი. |
5 | წაიფორხილებ დღისით და წაიფორხილებს ღამით წინასწარმეტყველიც შენთან ერთად; და მე მოვსპობ დედაშენს. | 5 | მოუძლურდენ დღენი და მოუძლურდენ წინაწარმეტყუელნი შენ თანა, და ღამესა დავადუმო დედა შენი. |
6 | მოისპობა ჩემი ერი უმეცრების გამო, რადგან შენ უარყავი ღვთის შემეცნება, და მეც გადაგაყენებ ჩემი მღვდლობიდან; დავიწყებული გაქვს ჩემი რჯული და მეც დავივიწყებ შენს შვილებს. | 6 | მიემსგავსა ერი ჩემი მათ, რომლისა თანა არა იყო მეცნიერება, რამეთუ შენ განიშორე მეცნიერება, და მეცა განგიშორო შენ და არღარა მღდელობდე ჩემდამო, ვინათგან დაივიწყე სჯული ღმრთისა შენისა, მეცა დავივიწყო ძენი შენნი. |
7 | რაც უფრო მრავლდებიან, მით უფრო სცოდავენ ჩემს წინაშე; მათ პატივს სირცხვილად შევცვლი. | 7 | სიმრავლისაებრ მათისა შემცოდეს მე, ეგრეთვე დიდება მათი სირცხჳლად გარადავსცვალო. |
8 | ცოდვებით იკვებება ჩემი ერი და უკეთურებისკენ მიუწევთ გული. | 8 | ცოდვასა ჭამენ ერი ჩემი და უსჯულოებამან მათმან აღამცირნა სულნი მათნი. |
9 | მღვდელი და ერი ერთი შეიქნა; მსჯავრს დავდებ მათ მათი გზების გამო და მივაგებ მათ მათი საქმეების გამო. | 9 | ვითარცა იყვნენ ერი, ეგრეთვე მღდელნი, და შურ-ვიგო მათ ზედა გზათაებრ მათგან და გულისსიტყუათაებრ მათისა მივაგო მათ. |
10 | შეჭამენ და ვერ გაიგებენ გაძღომას, იბოზებენ და ვერ გამრავლდებიან, რადგან დაივიწყეს უფლის სამსახური. | 10 | სჭამდენ, ვერ განძღენ, მრუშობდენყე და არ დასცხრეს, ამისთჳს დაუტევეს უფალი არა დაცვითა. |
11 |
ბოზობამ, ღვინომ და მაჭარმა დაიპყრო მათი გული. |
11 |
სიძვამან, ღჳნომან და ანკანაკებამან გულნი მიუღნეს. |
12 | ჩემი ერი ხეზე მკითხაობს და მისი ტოტი უცხდებს მას, რადგან ბოზობის სულმა შეაცდინა ისინი და განუდგნენ თავიანთ ღმერთს. | 12 | ერი ჩემი შეშისა მიერ იმისნვიდა და კუერთხებითა მითხრობდენ. აჰა, სულმან სიძვისამან შეაცთუნა და იმრუშეს ღმრთისაგან მათისა. |
13 | მთათა მწვერვალებზე სწირავენ მსხვერპლს და გორაკებზე აკმევენ საკმეველს მუხის, ჭადრისა და ტერებინთის ქვეშ, რადგან საამურია მათი ჩრდილი; ამიტომ ბოზობენ შენი ასულები და მრუშობენ შენი რძლები. | 13 | თხემთა მათთასა უზორვიდენ და ბორცვებთა ზედა დასწვიდენ რკოსა ქუეშე და ხესა ჩრდილოანსა, რამეთუ კეთილ არს საფარველი: ამისთჳს ისიძვენ ასულნი თქუენნი და სძალნი თქუენნი იმრუშებენ. |
14 | როგორ არ მოვკითხო შენს ასულებს, როცა ბოზობენ, და შენს რძლებს, როცა მრუშობენ, რადგან მამაკაცები ბოზ ქალებთან დაეთრევიან და როსკიპებთან ერთად სწირავენ მსხვერპლს; უმეცარი ხალხი კი იღუპება. | 14 | და არა მოვიხილო მე ასულთა თქუენთა ზედა, ოდეს ისიძვიდენ, არცა სძალთა თქუენთა ზედა, ოდეს იმრუშებდენ, რამეთუ იგინი მეძავთა თანა შეისვარვოდეს და მგებელთა თანა უზორვიდეს და ერი გულისხმისმყოფელი შეეთხზვოდა მეძავთა თანა. |
15 | თუ შენ ბოზობ, ისრაელო, იუდა მაინც ნუ შესცოდავს; ნუ ივლის გილგალში, ნუ ავა ბეთ-ავენში, ნუ დაიფიცებს: ცოცხალიმც არის უფალიო! | 15 | ხოლო შენ, ისრაჱლ, ნუ უმეცარ ხარ, და იუდა, ნუ შეხუალთ გალგალად და ნუ აღხუალთ სახიდ მიმართ უსამართლოებისა, და ნუ ჰფუცავთ ცხოველსა უფალსა, |
16 | რადგან ჯიუტი ფურივით ჯიუტია ისრაელი; როგორ აძოვოს ახლა ისინი უფალმა, როგორც ცხვარი, ვრცელ საძოვარზე? | 16 | ვითარცა დიაკეული მტრიობალი, მტრიობალ იქმნა ისრაჱლი. აწ აძოვნეს იგინი უფალმან, ვითარცა კრავნი, ფართოსა შინა. |
17 | შეეკრა კერპებს ეფრემი, დაეხსენი. | 17 | შემყოფმან კერპთამან ეფრემ დაუდვა მას საბრჴე, სათნო იყუნა ქანანელნი, |
18 | გამოუნელდებათ სიმთვრალე და ბოზობას იწყებენ, შეეჩვიენ სირცხვილს მისი მთავრები. | 18 | მსიძავნი განმეძვნეს, შეიყუარეს უპატიოებაჲ ფრტჳნვისაგან მისისა. |
19 | გაახვევს მათ ქარი თავის ფრთებში და მათ შერცხვებათ თავიანთი მსხვერპლისა. | 19 | სტჳნვაჲ სულისაჲ სტჳნავს შორის ფრთეთა მისთა და ჰრცხუენოდის მსხუერპლისსაცავთა მისთაგან. |