ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
როცა ისრაელს ვკურნავდი, გამოაშკარავდა ეფრემის უკეთურებაც და სამარიის ბოროტებაც, რადგან თვალთმაქცურად იქცეოდნენ; მოდის ქურდი, ყაჩაღები დაძრწიან გარეთ! |
1 |
განკურნებასა შინა ჩემგან ისრაჱლისსა გამოცხადნეს სიბოროტე ეფრემისი და სიბოროტე სამარიაჲსაჲ, რამეთუ ქმნეს სიცრუე და მპარავი მისსა მიმართ შევიდეს, განმძარცუელი ავაზაკი გზასა ზედა მისსა, |
2 | არც უფიქრიათ გულში, რომ მე მახსოვს ყოველი მათი ბოროტება; ახლა გარემოუცავთ ისინი თავიანთ ავ საქმეებს; აჰა, ჩემს წინაშე არიან. | 2 | რაჲთა თანსახიობდენ, ვითარცა მსახიობელნი გულსა მათსა. ყოველნი უკეთურებანი მათნი მოვიჴსენნე, აწ მოიცვალნეს იგინი გულისზრახვათა მათთა, წინაშე პირსა ჩემსა იქმნნეს. |
3 | თავიანთი ბოროტებით ამხიარულებენ მეფეს და თავიანთი ტყუილებით - მთავრებს. | 3 | უკეთურებათა მიერ მათთა აშუებდეს მეფესა და ცრუობათა მიერ მათთა მთავართა |
4 | მრუშობენ ყველანი ხაბაზის გახურებულ თონესავით, რომელიც ანელებს ცეცხლს, სანამ ახალი ცომი არ გაფუვდება. | 4 | ყოველნი მმრუშებელნი, ვითარცა თორნე მგზებარე, განლევად სიცხისა ალისა მიერ შესვარულობისაგან ცმელისა ვიდრე შეფუვნებამდე მისსა |
5 | ჩვენი მეფის დღეს მთავრები სნეულდებიან ღვინის სიმხურვალისგან, მეფე კი მასხარებისკენ იწვდის ხელს. | 5 | დღენი მეფეთა თქუენთანი. იწყეს მთავართა გულისწყრომად ღჳნისაგან, განირთხა ჴელი მისი ბუგრიანთა თანა |
6 | რადგან თონესავით გახდა მათი გული მზაკვრობისგან; მთელი ღამე სძინავს ხაბაზს, დილით კი ანთია თონე აგიზგიზებული ცეცხლივით. | 6 | მით, რამეთუ აღეტყინნეს, ვითარაც თორნე, გულნი მათნი განბძარვასა შინა მათსა, სრულსა ღამესა ძილითა განძღა ეფრემ, განთიადი იქმნა, აღეგზნა, ვითარცა ცეცხლი მთებარე. |
7 | ყველანი გახურებულნი არიან თონესავით და ჭამენ თავიანთ მსაჯულებს; განმდგარია ყველა მათი მეფე, არავინ მიხმობს მათ შორის. | 7 | ყოველნი განჴურდეს, ვითარცა თორნე. და შეჭამნა მსაჯულნი მისნი. ყოველნი მეფენი მათნი დაეცნეს, არა იყოს მხადელი ჩემდამო. |
8 | ეფრემი შეერია ხალხებს, გადმოუბრუნებელი კოკორივით შეიქნა. | 8 | ეფრემ ერთა მისთა თანა აღრეულ იყო. ვფრემ იქმნა ყუერბეულ არგარდაქცეულ. |
9 | უცხოთესლი ჭამს მის ძალას, მას კი ვერაფერი შეუტყვია; ჭაღარა შეერია კიდეც, მას კი ვერაფერი შეუტყვია. | 9 | შესჭამდეს უცხონი ძალსა მისსა, ხოლო მან ვერ აგრძნა და მჴცენი აღყუავნეს მისნი. და მან ვერსადა ცნა. |
10 | თავისი ამპარტავნობა ამხილებს ისრაელს, მაგრამ არ უბრუნდებიან უფალს, თავიანთ ღმერთს; არა და არ ეძებენ მას. | 10 | და დამდაბლდეს ვნება ისრაჱლისა პირისა მიმარათ მისისა, და არა მოიქცეს უფლისა მიმართ ღმრთისა მათისა. და არა იძიეს იგი ამათ ყოველთა ზედა. |
11 | ბრიყვი და უგნური მტრედივით იქცა ეფრემი: ეგვიპტეს უხმობენ, აშურში კი მიდიან. | 11 | და იყო ეფრემ, ვითარცა ტრედი, უგონებოჲ, არმქონებელი გულისაჲ, ეგჳპტესა ჰხადოდა და ასსურასტანელთა მიმართ წარვიდეს, |
12 | როგორც კი წავლენ, ჩემს სათხეველს მოვისვრი მათზე და ცის ფრინველებივით ჩამოვბერტყავ; დავსჯი მათ, როგორც გამოეცხადათ მათ. | 12 | რაჲთა, ვითარ ისიძვიდენ, გარდავჰბურნე მათ ზედა ბადენი ჩემნი, ვითარცა მფრინველნი ცისანი, გარდამოვყარნე იგინი, ვწუართნე იგინი ბავთითა ჭირისა მათისაჲთა. |
13 | ვაი მათ, რადგან ზურგი მაქციეს! დაღუპვა მათ, რადგან შემცოდეს მე! მათი გამოსყიდვა მსურს, ისინი კი მზაკვრობენ ჩემს წინააღმდეგ! | 13 | ვაჲ მათდა, რამეთუ განვლიდეს ჩემგან, ჯაბან არიან, რამეთუ იუსჯულოეს ჩემდამო, ხოლო მე ვიჴსნიდ მათ. ხოლო მათ ზრახეს ძჳნად ჩემდა ცრუჲ. |
14 | გულით არ შემომღაღადებენ, არამედ კვნესიან თავიანთ საწოლებში; პურისა და ღვინის გულისთვის იკრიბებიან, მე კი განმიდგნენ. | 14 | და არა ჴმა-ყვეს ჩემდამო გულთა მათთა, არამედ ვალალებდეს საწოლთა ზედა მათთა, იფქლსა ზედა და ღჳნოსა დაიჭრებოდეს, იწუართნეს ჩემ მიერ. |
15 | მე დავმოძღვრე, მკლავი გავუმაგრე, ისინი კი ავს მიზრახავენ. | 15 | და მე განვაძლიერნე მკლავნი მათნი, და ჩემდამო ზრახეს ბოროტი |
16 | არ მიიქცნენ, უზენაესისკენ; მოშვებულ მშვილდს დაემსგავსნენ; მახვილით დაეცემიან მათი მთავრები უტიფარი ენის გამო. ეს იქნება მათი სირცხვილი ეგვიპტის ქვეყანაში. | 16 | და იქნნეს არარად, ვითარცა მშჳლდი მორთხმული, დაეცნენ მახჳლითა და მთავარნი მათნი უსწავლელობისათჳს ენისა მათისა, ესე საქიქელობაჲ მათი ქუეყანასა შინა ეგჳპტისასა. |